"ხელოვნების სასახლე ჩვენი კუთხის უდიდესი მოღვაწის სახელს უნდა ატარებდეს!"

საზოგადოება

"ხელოვნების სასახლე ჩვენი კუთხის უდიდესი მოღვაწის სახელს უნდა ატარებდეს!"

2016 ნოე 2 15:30:46

2000 წელს, ჩვენს ლეგენდარულ ნინო რამიშვილს 90 წელი შეუსრულდა. რედაქტორმა მითხრა, შენს "ზემლიაკთან" უნდა გაგიშვა, ერთ საგაზეთო გვერდს დაგითმობ და "დიდ ნინოს" რომ ეკადრება, ისეთი წერილი მჭირდებაო.  

მეც დავწერე მის სიცოცხლეში ბოლო წერილი ნინო რამიშვილზე და ახლა ეს  16 წლის წინანდელი ამბავი ერთმა ძალიან კარგმა ფაქტმა გამახსენა. 

რამდენიმე დღის წინ გავიგე, ჩოხატაურში  ხელოვნების სასახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია; ახალი სასახლე ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, თანამედროვე გახმოვანებით, განათებით და  ნოემბერში ჩვენი ულამაზესი კულტურის სასახლე ოფიციალურად გაიხსნებაო.

გაგახარათ ღმერთმა ყველა, ვისაც კი თუნდაც უმცირესი წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. ეს ამბავი ძალიან მიხარია და ვფიქრობ, რომ სასახლეს  ნინო  რამიშვილის სახელი მიენიჭოს.

გურულები ამაყები ვართ, რომ ნინო ჩვენებურია. სუფსის ხეობაში, სურებშია მისი ფესვები და მისი სახელის უკვდავსაყოფად სწორედაც ეს სასახლე, სადაც ხელოვნების ზეიმი იქნება,  უნდა ატარებდეს ჩვენი კუთხის უდიდესი მოღვაწის სახელს.

თავად ცეკვის ჯადოქარმა შექმნა უდიდესი ლეგენდა ქართული ნაციონალური ბალეტისა, ანსამბლს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე 88 ქვეყანაში ჰქონდა 200 ტურნე და 19 200 კონცერტი... ეს ყველაფერი ნინო რამიშვილის სიცოცხლეში მოხდა.

"რამდენი ქვეყანა შემომივლია და არასოდეს გამჩენია სადმე დარჩენის სურვილი. რაც უნდა მოხდეს, მე აქედან არსად წავალ _ ვერც ჩემიანებს მივატოვებ და ვერც ჩემს მიწა-წყალს",  – ამბობდა ქალბატონი ნინო.

ჰოდა, დამიჭირეთ მხარი, ჩემო გურულებო, რომ მის "მიწა-წყალზე" აშენებულ ხელოვნების სასახლეს მიენიჭოს ნინო რამიშვილის სახელი. გურულები ნიჭიერი ხალხით განებივრებულები ვართ, მაგრამ  გვაქვს კი  სხვა ასეთი არჩევანი? გვყავს ასეთი დონის პროფესიონალი, რომელმაც მსოფლიოს შეაყვარა ქართული ხელოვნება?! ნინო რამიშვილმა ხალხური ფოლკლორი კლასიკად აქცია, მერე  მსოფლიოს ათასობით სცენა დაიპყრო, აღაფრთოვანა და მთელ უცხოეთს შეაყვარა საქართველო და ქართველი ხალხი.
მინდა შეგახსენოთ მცირე ამონარიდები, თუ რას წერდნენ მსოფლიოს ცნობილი ადამიანები და მსოფლიო პრესა ქართული ბალეტის შესახებ:

"ქართული ბალეტი – მოვლენა";

"მსოფლიოს მერვე საოცრება";

"არნახული აღფრთოვანება";

"ფანტასტიკა! ცეცხლი! ელექტრონი! ცეკვის შემდეგ ველოდით, რომ რამდენიმე მოჭრილი თავი ეგდებოდა სცენაზე!"

"საოცარია, წუხელ როგორ არ მოკვეთეს თავები ერთმანეთს ქართველებმა?!

ცეცხლი ცვიოდა ჰაერში! ნაპერწკლები მაყურებელს ეყრებოდა... საოცრებაა _ არავინ დაშავდა!"

"არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ამერიკას არ უნახავს ასეთი სანახაობა!"

"ეს ერთი ქართველი მოცეკვავე ვაჟი აღემატება სხვა ეროვნების ორას მოცეკვავეს!"

"როდესაც ვხედავთ ქართველ ვირტუოზებს ცერებზე, უნდა ვილოცოთ!"

"ნუთუ მთელი ეს ერი, მცხოვრები კავკასიონის მწვერვალებზე და სუბტროპიკულ ველებზე, მთლიანად არისტოკრატებისგან შედგება?!"

"ქართული მომხიბლავი ცეკვები უნდა ნახოს ყველამ, მან, ვისაც აინტერესებს და მან, ვისაც არ აინტერესებს! მაყურებელს მაჯისცემა უძლიერდებათ..."

"ერთ-ერთი კონცერტის დროს ბამბუკისგან გაკეთებული სცენა ჩაინგრა. რამდენიმე ინდიელი შეძვრა სცენის ქვეშ და მეორე განყოფილება ქართველებმა მათ "ზურგებზე" იცეკვეს";

"ჩვენ ვნახეთ ძალისა და სინატიფის უბადლო დემონსტრაცია";

"ეს ცეკვები ისეთი ამაღლებული, ნეტარების მომგვრელი და წმინდაა, რომ შეიძლება ვატიკანში რომის პაპთანაც იცეკვოთ";

"ქართველი მოცეკვავეები ჰაერში დაფრინავენ, ქარიშხალია სცენაზე!"

"როცა ქართველები ცეკვავენ, მოწყენილობა ისვენებს";

"თქვენს ცეკვებში ძველი ლეგენდების რომანტიკა იგრძნობა. ეს ცეკვები ყრუ-მუნჯსაც აალაპარაკებს. თქვენი ანსამბლი ლეგენდარულია, მასში არის პოეზიაც და ვნებაც!"

"სულისშემძვრელი რიტმი აჯადოებს და ენთუზიაზმით ავსებს მაყურებელს. ეს არის ორსაათიანი ჯადოსნური რითმები, სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილი სამასამდე კოსტუმის ფრიალი, ჭეშმარიტი მოგზაურობა კოლხეთის, არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითიურ ქვეყანაში!"

"იხილეთ უდიდესთა შორის უდიდესნი!"

"მაღალი, კოხტა, ვაჟკაცური მამაკაცები ასრულებენ გასაოცარ აკრობატულ ილეთებს, სცენაზე მეტეორივით დაქრიან, მუხლებზე ბრუნავენ. ნარნარი ქალები დასრიალებენ ჰაეროვანი, ფაქიზი ელეგანტურობით, რაც სულისშემკვრელ სილამაზეს ქმნის. თუკი სამოთხეში ცეკვა არსებობს, ალბათ, ასეთი იქნება!"

დიახ, დროის დინება საბოლოოდ აცალკევებს შემთხვევითსა და კანონზომიერს, მშვენიერსა და წარმავალს. კუთვნილ ადგილს უმკვიდრებს და თავის სახელს არქმევს ყველაფერს... ნინო რამიშვილის სახელი მარადიულობას შეუერთდა და ჩვენც მივაგოთ პატივი მარადიულობის მკვიდრს,  "უდიდესთა შორის უდიდესს"!

იმედი მაქვს, ჩოხატაურელები არ გაუშვებენ ამ შანსს ხელიდან და ჩვენს ულამაზეს ხელოვნების სასახლეს ნინო რამიშვილის სახელს მიანიჭებენ!

მაია ბარამიძე,
ჟურნალისტი, "სურების ხეობის" საინიციატივო ჯგუფი




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...