ტრასგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღე _ ზიზი დღესაც სიცოცხლისთვის იბრძვის

საზოგადოება

ტრასგენდერ ადამიანთა ხსოვნის დღე _ ზიზი დღესაც სიცოცხლისთვის იბრძვის

11 ნოე. 2016, 18:13:06

გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში ტრანსგენდერი  ადამიანების ხსოვნის დღე აღნიშნეს. 2014 წელს სწორედ ამ დღეს მოკლეს და შემდეგ დაწვეს საბი ბერიანი. 2015 წელს საკუთარ სახლში გაზით გაგუდული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა, 2016 წელს კი ყელი გამოსჭრეს ტრანსგენდერ ქალს _ ზიზის, რომლის მდგომარეობა დღემდე უკიდურესად მძიმეა.

კოალიცია "თანასწორობისთვის" უერთდება ტრანსგენდერ ადამიანთა ხსოვნის აღნიშვნის დღეს და მოუწოდებს სახელმწიფოს, ეფექტურად გამოიძიოს ტრანსგენდერ ადამიანთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევები და დაგეგმოს ეფექტრიანი გზები წინასწარგანწყობითა და სტიგმით განპირობებული დისკრიმინაციული პოლიტიკისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების არაჰუმანური პრაქტიკის  აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.

გთავაზობთ კოალიცია "თანასწორობის" მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"2014 წლის 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი – საბი ბერიანი სასტიკად იქნა მოკლული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სასამართლომ კი არასათანადოდ დასაბუთებული  გადაწყვეტილებით ბრალდებული პირი გაამართლა. სიმბოლურად, საქართველოში ყოველ 10 ნოემბერს ლგბტ თემი და მისი მხარდამჭერები საბი ბერიანის ხსოვნას პატივს აგებენ და აგრეთვე იხსენიებენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის  სხვა მსხვერპლებს საქართველოში.

ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში მძიმეა, ვინაიდან ისინი განგრძობით დისკრიმინაციასა და მარგინალიზაციას განიცდიან საზოგადოებისა და საჯარო ინსტიტუციების მხრიდან. ეს მათ გარიყულობას კიდევ უფრო აღრმავებს და სოციალური მოწყვლადობისა და პოლიტიკური იზოლაციის საფუძველი ხდება.

ტრანსგენდერი ადამიანების სოციალური მოწყვლადობის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი გენდერის სამართლებრივი აღიარების  გართულებული და არაჰუმანური პოლიტიკაა.  მიუხედავად  იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ნათლად არ არეგულირებს პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლის საკითხს, ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული და ასევე, სასამართლო პრაქტიკა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პირად დოკუმენტებში სქესის შეცვლის წინაპირობად ქირურგიულ ოპერაციას, მათ შორის, სტერილიზაციას განიხილავს, გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სამედიცინო ტრანზიციის პროცესის ერთმანეთზე მიბმა და ტრანსგენდერ ადამიანთა ფართო სპექტრის იგნორირების გამო, ადამიანებს უწევთ არჩევანის გაკეთება არასასურველ და საჭიროებას მოკლებულ სამედიცინო ჩარევებსა და გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის. არსებული პრაქტიკა ტრანსგენდერი პირების მიმართ რეპრესიულ და დისკრიმინაციულ სოციალურ და სამართლებრივ გარემოს ქმნის და არსებითად არღვევს  წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თვითგანვითარების უფლების სტანდარტებს. ამასთან, სქესის სამართლებრივი აღიარების პრობლემა ტრანსგენდერ პირებს ართმევს განათლებაზე ხელმისაწვდომობის, დასაქმების, სოციალური განვითარების შესაძლებლობებს და მათ სიღატაკისთვის, ძალადობისა და სასოწარკვეთისთვის სწირავს.

ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ ძალადობრივი გამოცდილების სისტემურობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ გააჩნია ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკა.  სახელმწიფოს არ გააჩნია სენსიტიური და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმები სიძულვილით მოტივირებულ დანაშულებთან საბრძოლველად (მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტარტეგია და პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტები პოლიციისთვის; სიძულვილის მოტივის გამოვლენის მეთოდიკა; მსგავსი დანაშაულების სტატისტიკის წარმოების ინსტრუმენტები; სპეციალიზირებული საპოლიციო დანაყოფები), რაც იწვევს ჰომო/ტრანფობიურ დანაშაულებზე გამოძიების წარმოების არაეფექტურობას. ლგბტ თემის წინააღმდეგ ჩადენილი არც ერთი გახმაურებული საქმის გამოძიება არ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს.[1] აღნიშნულ საქმეებში საგამოძიებო ორგანოები ისევე როგორც სასამართლო, არ ახდენს შესაძლო სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებას, რაც პოლიტიკური ნების არ არსებობაზე უნდა მიუთითებდეს და არსებითად ახალისებს დისკრიმინაციულ და ძალადობრივ გარემოს ლგბტ თემის მიმართ. მეტიც, ტრანსგენდერი პირები ხშირად უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან აწყდებიან რეპრესიული და დისკრიმინაციული მოპყრობისა და სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემას. ცხადია, ამგვარი პოლიტიკა თემის ნდობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ამცირებს და მათ ძალადობის წინაშე დაუცველებს ტოვებს. სწორედ ტრანსფობიურ დანაშაულთა წინააღმდეგ გატარებულმა იგნორირების პოლიტიკამ, შეუწყო ხელი დაუსჯელობის გარემოს შექმნას და საზოგადოება ტრანსგენდერი პირების მკვლელობებისა და სასტიკი ძალადობის ახალი შემთხვევების მოწმე ხდება.

სამართალდამცავი ორგანოების რეპრესიული და არასენსიტიური მიდგომები ყველაზე მკაფიოდ  ტრანსგენდერი ქალი სექსმუშაკების მიმართ საპოლიციო პოლიტიკით ჩანს. საპოლიციო საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ პოლიცია ხშირად მიმართავს სპეციალურ საპოლიციო ღონისძიებებს აღნიშნული ჯგუფის წინააღმდეგ, რომლის დროსაც თვითნებურად იყენებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ისეთ ზომებს, როგორიცაა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა[2]. მესამე პირების (კლიენტების, გამვლელების) მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე ადგილზე გამოცხადებული პოლიცია კი ინციდენტის ორივე მხარეს მიიჩნევს კანონთან კონფლიქტში მყოფად და ორივე მხარის მიმართ იყენებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს, რაც დისკრიმინაციული მიდგომა და ტრანსგენდერ ქალებს მათზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში პოლიციისადმი მიმართვის  ინტერესსა და ნდობას უსპობს. მეტიც, ტრანსგენდერი ქალი სექსმუშაკების მიმართ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების დროს ასევე ფიქსირდება, პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და ჰომო/ტრანსფობიური დამოკიდებულებების ფაქტები, რაც ტრანსგენდერი სექს მუშაკი ქალებისთვის მართლმსაჯულებას პრაქტიკულად ხელმიუწვდომელს ხდის – ძალადობის შემთხვევებში ისინი უმეტესწილად არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს სტიგმისა და პოლიციის დისკრიმინაციული მოპყრობის გამო.

აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

იუსტიციის სამინისტროს

აღმოფხვრას გენდერის სამართლებრივი აღიარების არსებული რეპრესიული ადმინისტრაციული პრაქტიკა და ის ჰუმანურ და არამადისკრიმინირებლ მიდგომებს დააფუძნოს. კერძოდ, პირად საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების სწრაფი, გამჭვირვალე და ადვილად ხელმისაწვდომი პროცედურის შექმნით, გააუქმოს ნებისმიერი წინაპირობა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანს მისი ნათლად გამოვლენილი ნების გარეშე აიძულებს ქირურგიული ოპერაციის, მათ შორის, სტერილიზაციის გზით, მისი ბიოლოგიური სქესი საკუთარ გენდერულ იდენტობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

შინაგან საქმეთა სამინისტოსა და პროკურატურას

შეიმუშავონ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი ერთიანი სტრატეგია, რომელიც, მათ შორის, გაითვალისწინებს პოლიციისა და პროკურორებისთვის დეტალური ოპერაციული სახელმძღვანელო დოკუმენტის მიღებას და უწყებების მიერ მისი აღსრულების მონიტორინგის ეფექტიანი მეთოდებისა და მექანიზმების ამუშავებას; დისკრიმინაციული დანაშაულების დეტალური სტატისტიკის წარმოებისა და ანალიზის მეთოდების დამკვიდრებას; უწყებების შიგნით სპეციალიზებული და სათანადო ცოდნითა და სენსიტიურობით აღჭურვილი დანაყოფების შექმნას; უფლების შეზღუდვის მსხვერპლებთან ნდობის გაძლიერებისა და ზიანის შემცირებაზე დაფუძნებული  მიდგომის შემუშავებას;

შინაგან საქმეთა სამინისტოს

აღმოფხვრას სექსმუშაკი პირების მიმართ რეპრესიული და ჰომო/ტრანფობიური პოლიტიკა და მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტების განუხრელი დაცვის მიდგომებს დააფუძნოს", _ ნათქვამია კოალიცია "თანასწორობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 ახალი ამბები
  • "ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც" _ ბავშვზე ფიზიკური ძალადობისთვის დედა დააკავესხელვაჩაურში ქალი დააკავეს 9 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედა, რომელიც თავის 9 წლის გოგონაზე ძალადობდა, უკვე დააკავა პოლიციამ. ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მას მიღებისთანავე აქვე ... ...
  • როდის აღდგება საქართველოში შიდა ფრენებიშიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ... ...
  • სვანეთში ტყე იწვისმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყიბინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ... ...
  • ცნობილია ავიარეისების განრიგი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დააბრუნებსუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ. რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად ... ...
  • სურამში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავესსურამში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. 1986 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს ბრალად ედება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.  დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...