დაიწყებს თუ არა თურქეთის უდიდესი გამოცემა „საბაჰი“ სპეციალურად აფხაზეთისათვის ჩანართის გამოშვებას

საზოგადოება

დაიწყებს თუ არა თურქეთის უდიდესი გამოცემა „საბაჰი“ სპეციალურად აფხაზეთისათვის ჩანართის გამოშვებას

2016 ნოე 11 23:56:27

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ახალი თურქულენოვანი გვერდი „საბაჰ აბჰაზია“ გამოჩნდა. გვერდი თურქულენოვანია და აფხაზეთთან დაკავშირებული ახალი ამბებისა და შემეცნებითი მასალების გავრცელებას ისახავს მიზნად. იგი დაახლოებით ათი დღის წინ შეიქმნა და, ჯერჯერობით, ათასზე მეტი მოწონება აქვს.
ამ ეტაპზე გვერდზე მხოლოდ რამდენიმე მასალაა განთავსებული. მათ შორისაა „საბაჰის“ იმ ნომრის ფოტოც, რომელიც აფხაზეთს ეკუთვნის.

გვერდზე აფახეთის სეპარატისტული მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირკიბას მილოცვაცაა, რომელიც ვინმე რუჰი ბეის (სავარაუდოდ, ამ პროექტის ავტორი) ახალ გამოცემას ულოცავს და იმედოვნებს რომ ეს გამოცემა თურქეთსა და არაღაირებულ აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობებს დაათბობს.

გაზეთი „საბაჰი“ თურქეთის უდიდესი და უმსხვილესი გამოცემაა და ყოველ დილით მას მილიონობით თურქეთის მოქალაქე კითხულობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის იქნება აფხაზეთისათვის განკუთვნილი თურქულენოვანი გამოცემა. თუმცა, ცხადია, რომ იგი თურქეთში მცხოვრები აფხაზურენოვანი დიასპორისათვისაა განკუთვნილი, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა დაუზუსტებელი წყაროების თანახმად 700 ათასიდან მილიონ ადამიანამდე მერყეობს.

ამ საკითხტან დაკავშირებით „Gurianews”-შეეცადა, დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში მოეპოვებინა.

ინტერნეტპორტალ www.sakaryarehberim.com-ის ინფორმაციით, გამოცემის იდეა აფხაზეთი - თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური წარმოადგენლობის ორგანიზებით მოხდა და მისი მიზანი თურქეთში მცხოვრები აფხაზებისათვის ისტორიული სამშობლოსთან დაკავშირებული ინფორმაციების მიწოდებაა. გაზეთს უფასო ჩანართის სახე ექნება და იგი უფასოდ გავრცელდება ქოჩაელის, დუზჯეს, საქარიას, ბოლუსა და ზონგულდაკის მხარეებში გავრცელდება, სადაც აფხაზური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია.




 ახალი ამბები
  • დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობა სხდომას გამართავს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება. მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედოვნებენ, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს, აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნებენ. „გუნდურობის ყველა წესის, კოლეგიალობის და მეგობრობის ყველა წესის დაცვით ვაპირებთ, ისინი დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლა. სხვას არაფერს ვაპირებთ, არც რამის შეთავაზებას. მგონია, რომ გუნდი დარჩება იმ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორიც უკვე შევპირდით საზოგადოებას”, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. ​უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.  უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ირაკლი კობახიძესთან ერთად მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ... ...
  • საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდასაქართველოში გვიან ღამით 3.1. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ნინოწმინდის სოფელი სათხე იყო. ბიძგები 03:18 წუთზე ... ...
  • პატარკაციშვილის საქმე- დაკავებული კუდ-ის თანამშრომლები და ბრალდების დადგენილება ქარდავასპროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინების საფუძველზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ და ი.გ. დააკავეს, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ქარდავას მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებების შესახებ. პროკურატურის ინფორმაციაში ასევე საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოების მაშინდელი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის შესახებაც. პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ. „2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი(ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ქმედების გამო ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის – გ.დ.-ს ორგანიზებით შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები – ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ. გეგმის რეალიზაციის მიზნით დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა. ასევე დანაშაულის, კერძოდ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში, ჯემალ შამათავა ამხილა თ. წ.-მ. 2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა დაიბარეს ქ. ფოთის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მივიდა ლ.ქ. ორ თანმხლებ პირთან ერთად. ლ. ქ.-მ იძულებით წამოიყვანა ჯემალ შამათავა და წარადგინა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, სადაც იმავე დღეს, გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი გარემოებების/მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ უკანასკნელს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით“,_წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პროკურატურის ცნობით, ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების ... ...
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?