ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენა აღარ უნდა დააგვიანოს _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

საზოგადოება

ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულის საქმეებზე სამართლიანობის აღდგენა აღარ უნდა დააგვიანოს _ „ახალგაზრდა ადვოკატები“

28 ნოე. 2016, 18:19:38

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს ახალ პარლამენტს და მთავრობას, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩაქრებული წესით უზრუნველყოფის მიმართულებით, ქმედითი და დაჩაქარებული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს და აღნიშანვს, რომ ამ მიმართულებით, პოლიტიკური სისტემის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები კვლავ უფლებებში აღდგენას მოელიან.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, საზოგადოებრივი ნდობის მანდატის პირობებში, დაჩაქრებული გადაწყვეტილებებისთვის, სრული პოლიტიკური და სამართლებრივი შესაძლებლობა გააჩნია.

ორგანიზაცია აღნიშანვს, რომ 2012-2016 წლებში, მნიშვნელოვანი პრობლემები დაფიქსირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობაში. სახელმწიფოს პირველი პირების პოლიტიკური ნების მიუხედავად, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ხელოვნურად შეფერხდა. სამინისტრომ იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებლობა გაჩნდა, რომ დავები დაზარალებული და წართმეული ქონების ნამდვილი მესაკუთრეების სასარგებლოდ, მორიგებით დასრულებულიყო, არავითარი გადაწყვეტილებები არ მიიღო.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა სათანადო ყურადღება დაუთმოს სამართლიანობის აღდგენის პროცესში, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე საქართველოს პროკურატურის მომდევნო გადაწყვეტილებებს და ამ მიმართულებით, გახმაურებულ საქმეებზე ხელისუფლებამ მიიღოს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, სამართლიანობის აღდგენის პროცესი და სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობის საკანანმდებლო გარანტიების შექმნა, ხელისუფლების განსაკუთრებული გამოწვევაა.

ამასთან, ორგანიზაცია გამოდის წინადადებით და საქართველოს პარლამენტს სთავაზობს, კანონმდებლობაში გაჩნდეს "სისტემური დანაშაულის" რეგულაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი. სისტემური დანაშაულის ცნების განსაზღვრისთვის, პარლამენტს გააჩნია კონკრეტული საფუძვლებიც - 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი "ამნისტიის შესახებ", რომელმაც საქართველოში პოლიტიკური ნიშნით და უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი მოქალაქეების არსებობა დაადასტურა, "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილება, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", სადაც პირდაპირ აღინიშნა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს – ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მინისტრები, მოქმედი მოსამართლეები, ყველანი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. იქედან გამომდინარე, რომ არ ჩანს 2004-2012 წლების სისტემური დანაშაულებების სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასების აქტი, საკითხი მუდმივად იქნება პოლიტიკური დისკუსიის საგანი და სასამართლოებიც გააგრძელებენ შერჩევითი მართლმსაჯულების პრინციპებით გადაწყვეტილებების მიღებას.

"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, მისასალმებელია, რომ სამთავრობო პროგრამაში მკაფიოდ აღინიშნა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კვლავად უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა, გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, კონსტიტუციის ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღეული უფლებები, თუმცა მოცემულ ეტაპზე, საჭიროა, როგორ პარლამენტმა, ასევე მთავრობამ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ასეთი დაზარალებული მოქალაქეების კონკრეტულ საქმეებზე ხელშესახები გახადოს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამ მიმართულებით, კონკრეტულ მაგალითებსაც გამოყოფს - როლანდ ბლადაძის საქმე, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმე, ს.ს. "ინტელექტბანკის" წართმევის და გაკოტრების საქმე და აღნიშნავს, რომ არც ერთ მათგანზე სახელმწიფოს დაზარალებულების სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღია. 




 ახალი ამბები
  • 6 გარდაცვლილი და 10 დაშავებული _ შსს-მ თურქეთის მოქალაქე დააკავაგორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.   ... ...
  • თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა (R)თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.  კვლევის თანახმად, საქართველოში ეკონომიკის აღდგენა, ტურიზიმსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გარდა, მოსალოდნელზე სწრაფია. მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი, ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს. საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში, სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება. აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და ვირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყნებში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის დონე შემცირებულია. მსხვილი სასტუმროების გამოკითხვიდან ჩანს, რომ ოქტომბრის დატვირთულობამ საშუალოდ 14% შეადგინა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ნაკლებია. არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველა კატეგორიის ოთახის დღიური ფასი წლიურად 33%-ითაა შემცირებული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ოთახის შემოსავლის 60%-ით კლებაა მოსალოდნელი 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტული შემოდინებების აღდგენას, პროგნოზი კვლავ გაუარესებულია და ეტაპობრივი აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა ნავარაუდევი. თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას ელოდება. კვლევის თანახმად, მოთხოვნა ახალ ბინებზე ძველ ბინებთან შედარებით მეტი იქნება. 2021 წელს აღდგენის პროცესი გაგრძელდება, 2022 წელს კი მოსალოდნელია გაყიდვებმა 2019 წლის ნიშნულს გადააჭარბოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას, ამ დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია. თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კლებასაც ელოდება - ახალ ბინებში 30%-ით, ძველ ბინებში კი - 25%-ით. გაყიდვებთან ერთად, მოსალოდნელია ბინების ფასის კლებაც. ბათუმში ბინებზე მოთხოვნის დაბრუნება ტურიზმის აღდგენასთანაა დაკავშირებული. 2019 წლის გაყიდვების ნიშნულთან დაბრუნება და გადაჭარბება 2022 წელსაა მოსალოდნელი. კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს. თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge  ... ...
  • გურულის არჩევანი არჩევნების წინუძველესი გურული ვაზის  ჯიშების ერთ-ერთი პირველი მომძიებელი სოსო ხინთიბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. ახლა  თავის კარმიდამოში რთველის შუაგულშია და ჩქარობს,  ტონობით ყურძნის დაკრეფა მოასწროს. თეთრიშა, საკმიელა, ტაკიძურა, ჩხავერი, ქაქუთურა... რომელ ჯიშის ვაზს არ ნახავთ  მის კარმიდამოში, სადაც ასევე უხვადაა მანდარინი, ხურმა, თითქმის ყველა მრავალწლოვანი ხეხილოვანები. ასევე ფუტკარი და შინაური ფრინველები. ვაზზე კი, განსაკუთრებით გურულ ჯიშებზე, როგორც თავად ამბობს, „ჭკუა ეკეტება“. _არჩევნებზე კი უნდა გავიქცე, შინ ვერ დავჯდები, თუმცა მალევე  უკანვე უნდა მოვბრუნდე. სამი-ოთხი დღე მაინც მინდა, რომ ყურძნის კრეფა დავასრულო. ადამიანის არჩევანი,  პოლიტიკურ არჩევნებზე უფრო,  თავდადებული შრომა უნდა იყოს.  მხოლოდ მაშინ გვექნება დოვლათიც საუცხოო და ეგ არჩევნებიც,  _ ღიმილით გადმოგვძახის გიდელით ხელში, ტალავერზე მიყუდებულ კიბეზე მდგარი სოსო ხინთიბიძე და    სრულიად სამყაროსთან მოკითხვას გვაბარებს:  „მთის წვერზე ვცხოვრობ და  აქედან მოძღვნილს სხვა ხიბლი ... ...
  • გიორგი გახარია: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად ოჯახებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ, გვიან ღამით, გორთან  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ. „პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ", - განაცხადა გიორგი ... ...
  • „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება"„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. „ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში“. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...