ზვიად ქორიძე: "ინფო-9"-ს დევნა აბსოლუტურად უაზრო ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან!"

საზოგადოება

ზვიად ქორიძე: "ინფო-9"-ს დევნა აბსოლუტურად უაზრო ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან!"

2012 ივლ 5 18:46:34
თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაკავშირებულები არიან ოპოზიციის ლიდერთან, ეს კავშირი ძალიან პირობითია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ჟურნალისტები ახორციელებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და ცდილობენ დაიცვან სტანდარტი, უფრო მეტად არიან ორინტირებულები ინფორმაციის მოპოვებაზე, რატომ უნდა მოაქციონ ისინი განსაკუთრებულ ფოკუსში და განახორციელონ მათზე დევნა?!" _ განაცხადა მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ "გურია ნიუსთან" საინფორმაციო სააგენტო "ინფო-9"-ს ჟურნალისტის, ეკატერინე დუგლაძის დევნის ფაქტზე, რომლის ამსახველი კადრებიც გუშინ გავრცელდა.

_ მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად უაზრო ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ამ შემთხვევაში იყენებს სამთავრობო მედიას, რომლებიც მოქმედებენ ისე, თითქოს პროფესიულ ურთიერთობას არკვევენ ამ სააგენტოს ჟურნალისტებთან.

ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც არ ახმოვანებენ მდევნელები, არის ის, რომ ეს სააგენტო უკავშირდება ივანიშვილის სახელს და სწორედ ამიტომ უნდათ მათი მედიასივრციდან განდევნა.

ჩვენ, ჯერჯერობით, გვაქვს ამ საინფორმაციო სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, რომელსაც ვუყურებთ, ვკითხულობთ, თვალყურს ვადევნებთ. შეიძლება იქ პროფესიულ სტანდარტებზე ვიდავოთ, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სააგენტო მოიპოვებს ინფორმაციას, რომელიც სხვა მედიასაშუალებებში, სხვათაშორის არა მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებადში, არ გვხვდება. შეიძლება, ეს იმის დამსახურებაა, რომ აქვთ კარგი საინფორმაციო წყაროები (საინტერესოა როგორ მოახერხეს ეს ერთ თვეში), მეტი ფინანსური რესურსები და ამიტომაც ახერხებენ იყვნენ იქ და იმ დროს, სადაც სხვა მედიასაშუალებები ვერ მიდიან ან არ მიდიან იმიტომ, რომ არ უნდათ ინფორმაცია გავრცელდეს. მიმაჩნია, რომ ის ქმედება, რაც ამ სააგენტოს ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება, უნდა გახდეს სერიოზული გამოძიების თემა, იმიტომ რომ ეს ჟურნალისტები ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. ჯერჯერობით, რასაც მე ვაკვირდები, ისინი რაიმე განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს არ გამოიყენებენ, ინფორმაციებს იღებენ საჯარო სივრცეში. მე არ მინახავს მათ მიერ ფარული კამერით გადაღებული მასალა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საჯარო სივრცეში ხდება მათი დევნა, რაც მიმაჩნია არანორმალურ ქმედებად, განსაკუთრებით, ხელისუფლების მიერ წაქეზებული ადამიანების მხრიდან.

_ თუმცა, ამ ფაქტს მედიაექსპერტების მხრიდან განსაკუთრებული რეაგირება, ან პოზიციის დაფიქსირება არ მოჰყოლია...

_ თუ ეს მედიასაშუალებები მხოლოდ იმის გამო იდევნებიან, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაახლოებული პირების მიერ არის დაფუძნებული, ვგულისხმობ “ინფო-9-საც" და “მე-9 არხსაც", ამის გამო არ უნდა მივაქციოთ ყურადღება რატომ და რა ფორმით ხდება მათი დევნა?

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ისინი ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, თუ შემდგომ უკვე ისინი არღვევენ რაღაც სტანდარტებს და უფრო მეტ მიკერძოებულობას იჩენენ, ამაზეც შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მათ მოიპოვეს ინფორმაცია და გაავრცელეს. ვინ ახორციელებს მათ დაფინანსებას, ეს არის მეორეხარისხოვანი თემა იმასთან შედარებით, რასაც ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება ჰქვია. ეს არის ფუნდამენტური უფლება და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მათი რაიმე ფორმით დევნა, ყოვლად დაუშვებელია.

"რუსთავი-2"-ც კი, რომელიც ძალიან აპელირებულია საქართველოს პრეზიდენტთან, მისი დევნაც კი არ უნდა ხდებოდეს რაიმე ფორმით რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ. თუ არ მოგვწონს ეს მედიასაშუალება, არ დაველაპარაკოთ, არ მივცეთ ინფორმაცია, მაგრამ ასე რომ ვდევნოთ ფიზიკურად და გავუსწორდეთ, ყოვლად დაუშვებელია.

მე, მაგალითად, "რეალ-ტვ"-ს და "იმედს" არ ვაძლევ კომენტარს. მართალია, ისინიც არ იკლავენ თავს ჩემი ჩაწერით, მაგრამ მაინც. ამ რამდენიმე დღის წინ, "იმედს" დავჭირდი და ვუთხარი, რომ არ მივცემდი კომენტარს და ეს ჩემი პოზიციაა, როგორც ერთი მოქალაქის. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჟურნალისტის თავისუფლებაზე, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ იგივე "იმედს",¬ ვინმე ასე ძალადობრივად მოექცეს.

_ ხომ არ იცით, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც "მედია ჯგუფის" სახელით მოქმედებენ და ჟურნალისტს დევნიან?

_ გახსოვთ თქვენ, რამდენი ასეთი “მედია ჯგუფი" გამოჩნდა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტის მოწმობებით დადიოდნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ისინი იყვნენ ადგილობრივი სპეცსამსახურების “შეფუთული" თანამშრომლები.

_ შეუფუთავადაც ახორციელებენ მსგავს ქმედებებს, მაგალითად, ურეკში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს, "რეალ ტვ"-ის გადამღები ჯგუფი პრეზიდენტის ვიზიტის ნაცვლად, "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს დასდევდა და ეკითხებოდა, რამდენს იღებდნენ ხელფასს სარეკლამო თანხებიდან...

_თუ "რეალ ტვ"-ის მთავარი თემა ის არის, რომ გაარკვიოს რომელი ჟურნალისტი რა ხელფასს იღებს, შეიძლება ეს იყოს საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, მაგრამ ამ შემთხვევაში, “რეალ ტვ"-ის ნებისმიერ ჟურნალისტს ან ოპერატორს ეყოს პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, თავის თავზე ისაუბროს, საიდან და ვისგან იღებს ხელფასს და ვინ არის ის ადამიანი, რომელიც პატრონაჟს უწევს ამ ტელეკომპანიას. ნამდვილად არ არის “რეალ ტვ"-ის შემოსავალი იმდენი, რომ ის ხარჯები დაფაროს, რაც აქვს ამ ტელევიზიას. "რეალ-ტვ"-ს კი არა, რუსთავი 2-“-ის და "იმედის" შემოსავალი ვერ ფარავს საკუთარ ხარჯებს.

რაც შეეხება "მე-9 არხს" და “ინფო-9“-ს, აქ გაცილებით ღიად და გამჭვირვალედაა ყველაფერი. ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ჯგუფს ეკუთვნის ეს მედიასაშუალებები, ამაზე, მგონი, არავინ დავობს. და თუ მაინცდამაინც ამაზე უნდათ მასალის გაკეთება, ეს ცალკე თემაა და იმუშაონ, მაგრამ საქმეც ამაშია _ ეს კი არ აინტერესებთ, არამედ, მიზანმიმართულად მუშაობენ იმაზე, რომ ხელი შეუშალონ სხვა ჟურნალისტებს მასალის მოპოვებაში, იმ ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც მთავრობისთვის აღიქმება, როგორც ალტერნატიული ინფორმაცია.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...