"ასკანაში პრობლემა ბევრია, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს!"

საზოგადოება

"ასკანაში პრობლემა ბევრია, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს!"

2 დეკ. 2016, 16:14:47

მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, უგზოობის მარადიული პრობლემა მოიხსნა. "იტყვიან, გზის გაკეთება რატომ უკვირთო, მაგრამ მათ რა იციან ჩვენი გასაჭირის შესახებ, 25 წლის მანძილზე როგორ გზაზე გვიწევდა გადაადგილება. მეოთხედი საუკუნის შემდეგ, სოფელში პირველად ვიხილეთ გზა და როგორ არ გვიხაროდეს? ასკანაში პრობლემა ბევრია, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და აწი უფრო არ გვექნება პრობლემების შიში", _ ამბობენ ასკანელები.

სოფელი ასკანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთიანი ზონის სოფელია, რომელიც ქალაქიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. ახალ გზით მისულებს ძველ პრობლემებზე გვიამბეს ასკანელებმა, თუმცა, ყველა მადლიერებას გამოხატავდა და ამბობდა, რომ საშვილიშვილო საქმე გაკეთდა.

_ ქალაქში რომ წავიდოდით, როდის ჩავაღწევდით და ამოვაღწევდით, არ ვიცოდით _ ის დღე დაკარგული იყო. ახლა გახარებულები ვართ, თუმცა, სამარშრუტო ავტობუსის რეისების გრაფიკში კიდევ ერთის დამატება გვინდა. ორი საათის შემდეგ, შვიდის ნახევრამდე ქალაქიდან სამარშრუტო ტრანსპორტი აღარ ამოდის. კარგა ხანია, ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, თუმცა, ჯერ ვერ მოვაგვარეთ. უფრო სწორად, მძღოლების მხრიდან, უგზოობის გამოც ხდებოდა თავშეკავება _ ტაქსის მძღოლებიც არ მოგვყვებოდნენ. ვფიქრობ, მარშრუტის დამატების საკითხი დადებითად გადაწყდება, _ საკუთარ აზრს გვიზიარებს ასკანელი რეზო შევარდნაძე _ ჩვენი ძველი რესპონდენტი, რომელიც სოფლის ცენტრში შემთხვევით შეგვხვდა და "გურია ნიუსის" გამოწერა გვთხოვა:

"გთხოვთ, "გურია ნიუსი" გამომიწერეთ და კიდევ ერთხელ დაწერეთ, რომ სოციალური დახმარება ისევ მომიხსნეს. ხუთნომრიანი "მაიკები" რომ ეცვათ, იმათ ოჯახებს ჯერ კიდევ აქვთ. მე მათხოვარი კი არ ვარ, 86 წლის კაცი 85 წლის ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ დას ვუვლი და დახმარება მოგვიხსნეს. ქვეყანაზე არავინ გვყავს, პენსიას ვიღებთ, მარა წამლების ნისია ორი იმდენი ხვდება... გაზეთს მაინც გამოვიწერ", _ გვითხრა ბატონმა რეზომ.

მოხუცი და-ძმა შევარდნაძეების შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვწერდით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. თუმცა, როგორც თავად ბატონმა რეზომ გვითხრა, სოციალური დახმარება მაინც მოუხსნეს.

 მძიმე სოციალურ პირობებზე და საკუთარ მარტოხელობაზე საუბრობს 80 წლის ლილი ჭეიშვილიც: _ ქმარ-შვილი და ვინმე პატრონი რომ მყავდეს, რა მიჭირს?! ქმარიც და შვილიც ძალიან დიდი ხნის წინ დამეღუპნენ. სახლი კი მიდგას, მაგრამ ეს მოხუცი და ავადმყოფი ქალი, ფიცრებს ხომ არ შევჭამ? მომიხსნეს სოციალური დახმარება. ახლა ვიტყვი და ინტრიგანი და ბოროტიაო, _ ასე შემამკობს განსაკუთრებით ის, ვის ოჯახშიც შრომისუნარიანი ჯეელები ცხოვრობენ და სოციალურ დახმარებას იღებენ. ამ საქმეს როდესმე მოევლება? ასე ძნელია გარჩევა, ვის უჭირს და ვის _ არა? შედარებითობაზე ვსაუბრობ, თორემ დღეს ბევრს არ ულხინს. ასეა, ჩემი საქმე, _ გვეუბნება მოხუცი ქალბატონი.

სოფელ ასკანის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა იყო ათწლეულობით დაკეტილი ბიბლიოთეკა, რომელიც სამი თვის წინ გაიხსნა.

 ბიბლიოთეკარი ხათუნა ცხომელიძე ამბობს, რომ ბიბლიოთეკის გახსნა სოფლისთვის უდიდესი მოვლენა გახდა:

_ რამდენი წელი ედო ურდული ამ ბიბლიოთეკას, აღარც მახსოვს. წიგნების დიდი ნაწილი თაგვებისგან დაღრღნილი იყო. ახლა, იქნებ, არც დაიჯეროთ, იმდენი მკითხველი გვყავს, როგორც მოსწავლეების, ისე ასაკოვანი ადამიანების სახით _ დილიდან საღამომდე უწყვეტ რეჟიმში მიწევს მუშაობა. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით კითხულობენ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებს, რომლის ხუთტომეული ახლახან გადმოგვცეს. შემიძლია, გაჩვენოთ 50 მკითხველის სია, რომლებიც მუდმივად მოდიან აქ და არჩევენ, რომელი ლიტერატურა წაიკითხონ. საოცარი პროცესი დაბრუნდა _ სოფელში ხალხი ბიბლიოთეკაში მოდის და წიგნებს კითხულობს. არც ისე დიდი ხნის წინ კი გაიგონებდით, წიგნის საკითხავად სად მცალია, პურის ფული არ მაქვსო! ახლაც უჭირს ბევრს, მაგრამ ხალხი წიგნს მოეძალა. დღეს ასკანაში მარტო სასურსათო მაღაზიაში კი არ შედიან ყოველდღიურად, არამედ სოფლის ბიბლიოთეკაშიც. ეს ბედნიერებაა! _ გვეუბნება ქალბატონი ხათუნა.

ღვაწლმოსილი პედაგოგი დარეჯან შევარდნაძე ასეთ ისტორიას იხსენებს:

_ ქუთაისის გუბერნიის მასშტაბით, 1893 წლის აგვისტოში, პირველი სოფელი იყო ასკანა, სადაც ბიბლიოთეკა გაიხსნა. ეს ხალხმა საკუთარი შემოწირულობებით გააკეთა. კომუნისტების წასვლისთანავე კი პირველი ეს ბიბლიოთეკა დაინგრა და აქამდე თაგვების საბუდარი იყო. სამი თვეა, რაც აღდგა და გაიხსნა და უნდა ნახოთ, რამდენი ადამიანი დადის. თუმცა, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ უფრო დეტალურად უნდა გითხრათ, _ გვეუბნება დარეჯან შევარდნაძე და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ბავშვები სკოლას ისე ამთავრებენ, სპირტქურა არ უნახავთ და ქიმიური რეაქცია არ იციან, რა არის: _ განა არ გვაქვს ლაბორატორია? სკოლის შენობა არ გვაქვს. ადრე, როცა სკოლა დაიწვა, სოფლის კოლმეურნეობის შენობაში გადმოვედით, შემდეგ ასე ვართ. იმდენი სახელოვანი და წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს ჩვენს სკოლას, რომ მათ ჯერ კიდევ 1963 წელს გამოუგზავნეს ახალგახსნილ სკოლას ლაბორატორია. თუმცა, დღესაც უმოქმედოდაა, რადგან, ადგილის სიმცირის გამო, არ ხერხდება ოთახებში განთავსება. ასევე, სოფელს უნდა ჰყავდეს ვეტერინარი. როცა სოფელში ვცხოვრობთ, გვყავს პირუტყვი, ფრინველი, რითაც ვარსებობთ, ხშირად გვესაჭიროება ვეტერინარის რჩევები, სასწრაფო დახმარება. ოზურგეთამდე 20 კილომეტრი გზაა და სანამ ჩავალთ, შევატყობინებთ და ვეტერინარს ადგილზე წამოვიყვანთ, დროც დიდი იკარგება და ხარჯიც ბევრია. ეს უბრალო საკითხი არ არის და აუცილებელია, როგორმე ერთი შტატი დაიშვას, _ გვეუბნება სოფლის გულშემატკივარი ქალბატონი.

სიხარულით გვხვდება სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ნუნუ ვაშალომიძე: _ "გურია ნიუსის" დაარსებიდან ვიყავი თქვენი მკითხველი და ახლაც გამოვიწერ, თან ჩვენს ამბებსაც მოგწერთ, მე ახალგაზრდობაში გაზეთებთან ვთანამშრომლობდი და ეს სულისკვეთება დღემდე მომყვებაო, _ გვეუბნება ნუნუ ვაშალომიძე.

ასკანის საბავშვო ბაღის 17 აღსაზრდელი "შემოდგომის ზეიმით" შეგვეგება. პედაგოგები მადლიერებას გამოხატავენ ასკანის მკვიდრის, ბახვა ხიმშიაშვილის მიმართ, რომელმაც ქველმოქმედება გამოიჩინა და ნორჩებს უამრავი, სხვადასხვა დასახელების სათამაშო გამოუგზავნა საჩუქრად.

_ ჩვენ ასაკოვანი პედაგოგები ვართ. ძველ, კომუნისტებისდროინდელ ცხოვრებაში კარგიც ბევრი რამ იყო. მახსოვს, ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ: "ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს!" და ხშირად, პირიქით იყო. ახლა კი მართლა ყველაფერი საუკეთესო აქვთ ბავშვებს. უფასო კვება, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი _ ხორცი, კარაქი, ტკბილეული... მშობლებს ძალიან უხარიათ, _ გვითხრა მან.

ბავშვებმა საზეიმო ნომერი წარმოგვიდგინეს და გვიამბეს, როგორ ამოავლეს ჩურჩხელები, პედაგოგებთან ერთად.

_ ჩვენ გვჭირდებოდა უმთავრესი _ გზა და ეს გვაქვს! მალე, როგორც გვპირდებიან, გაზიც გვექნება, თუმცა, აუცილებლად გვჭირდება ახალი სკოლა! ჩვენ გვინდა კლუბი, რადგან ერთი დარბაზი არ არის სოფელში, რომ შევიკრიბოთ! სოფელში გვჭირდება ვეტერინარი, სამგზავრო ავტობუსის უფრო ხშირი მომოსვლა, რაც მარშრუტის დამატებას გულისხმობს. დასაქმებაც გვინდა, ცოტა _ იაფი კრედიტებიც, რომ სოფელი წელში გაიმართოს. გზის მშენებლებმა თავიანთი ხალხი დაასაქმეს, ჩამოიყვანეს სამეგრელოდან. ვერც გაამტყუნებ, მაგრამ ერთი ნიჩბის გადამბრუნებელი ჩვენგანაც რომ აეყვანათ, მადლს იზამდნენ. ხალხს სამუშაო ადგილები სჭირდება და ეს პრობლემა თუ ნახევრად მაინც მოგვარდება, მერე კი შეიძლება, ვთქვათ, რომ სოფელს და ქვეყანას წაღმართი ხელი დაეტყოო.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?