რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში

საზოგადოება

რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში

2016 დეკ 6 23:29:10

ვადაგასული პესტიციდები (ლათ. pestis — გადამდები სენი და caedo — ვკლავ) — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეულის, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად) პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მწვავე პრობლემაა, რომლის გადასაჭრელადაც ქვეყანა ყოველწლიურად მილიონობით ლარს და დროს ხარჯავს. თუმცა, დღესდღეობით, პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული, ქვეყანაში კი, ტონობით ქიმიური ნარჩენი ადამიანების ჯანმრთელობას კვლავ საფრთხეს უქმნის.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა მეურნეობების ტერიტორიებზე არსებული ქიმიური ნივთიერებების შესანახი საწყობები წლების წინ დაინგრა, ვადაგასული პესტიციდების ნაწილი კი, ასეთ ადგილებზე კვლავ რჩება. სპეციალისტების მოსაზრებით, გარემოს, ჰაერის და წყლის დაბინძურების შანსი დიდია. რამაც შესაძლოა გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოახდინოს.

კონკრეტულად, რა საფრთხეებზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები, რატომ არის მიტოვებული საწყობების ტერიტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში, რას გამოიწვევს პესტიციდების ნარჩენებით მოწამვლა -  ამ საკითხებზე „გურია ნიუსს“ შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ინგა ღვინერია ესაუბრა:

_რა საფრთხეს ქმნის ვადაგასული პესტიციდები, ასევე დოზის გარეშე მისი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რამდენად კონტროლდება პესტიციდების შემოტანა ქვეყანაში?

_მოგახსენებთ, რომ მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები დღესდღეობით აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ნორმალური მოსავალი. ე.ი. ვერ ვიტყვით პესტიციდებზე უარს არა მარტო რომელიმე ქვეყანა, არამედ მსოფლიოში აღიარებულია რომ პესტიციდი უნდა იქნას გამოყენებული. ეს ერთი მხარე, მაგრამ ამ მხარეს აქვს თავისი მეორე და მესამდე და ა.შ. მხარეები, როგორ უნდა გამოვიყენოთ პესტიციდი, რომ არ დავაზიანოთ გარემო და რაც მთავარია, არ დავაზიანოთ ადამიანის ჯანმრთელობა. თითოეული პესტიციდი, რომელიც შემოდის ჩვენთან ან მზადდება ფირმის მიერ, შესწავლილია. ახალი პესტიციდების სინთეზირება ნაკლებად ხდება, სხვადასხვა შენარევებს და სხვადასხვა კომბინაციებს ამზადებენ, მაგრამ თითოეული შესწავლილია, მაგრამ ამას უნდა გონივრული გამოყენება, რისი პრაქტიკაც ჩვენთან ნაკლებად არის.

ახლა რაც შეეხება კონტროლს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი პესტიციდი, პესტიციდებზე ინფორმაცია, მათ მოქმედებაზე როგორც აქტიურ ნივთიერებაზე მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ, ასევე, ჯანმრთელობაზე ზემოქმედება თანდათან გროვდება და ეს სათანადო ორგანოებს მიეწოდება. ამ შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ხდება ამა თუ იმ პესტიციდის შეზღუდვა, ან ხმარებიდან ამოღება. ასეთი მექანიზმი არსებობს, ეს არის დაცვითი მექანიზმი და ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც ძალიან ხშირია პესტიციდებით გამოწვეული როგორც მწვავე მოწამვლები, ასევე ქრონიკა, რაც ყველაზე მეტად საშიშია. ახლა განვასხვავოთ მწვავე და ქრონიკული მოწამვლები, ე.ი. მწვავე მოწამვლის შემთხვევაში ადამიანმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ესა თუ ის პრეპარატი, ან შემთხვევით დალიოს, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ იშვიათად ხვდება მწვავე მოწამლული ადამიანი სათანადო კლინიკაში. რაღაცას დააბრალებენ, პესტიციდს არ აბრალებენ ამას, კუჭს ამოირეცხავენ და ა.შ. გაივლის. ჩვენთან, სამწუხაროდ, იშვიათად არის მწვავე მოწამვლის შემთხვევები აღრიცხული. თუმცა, ამ მწვავე მოწამვლის შემთხვევებს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ინტენსიურად ხდება პესტიციდების გამოყენება, ნამდვილად ადგილი აქვს. აქ მეორე ფაქტორიც მოქმედებს, ან თავს იკავებენ არ მიდიან ექიმთან, ანდა, ექიმთან მისულები ზოგადი ინტოქსიკაციის ფონით მკურნალობენ და არ აჩვენებენ იმ პესტიციდის ეტიკეტს,  რაზედაც წერია რა ნივთიერებებს შეიცავს. ყველა ნივთიერებას, თავისი თვისებები გააჩნია, ზოგი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ზოგი კუჭნაწლავის  გაღიზიანებას იწვევს, ზოგი შინაგან ორგანოებზე მოქმედებს და ა.შ. ძალიან ბევრი ჯგუფია და მათი მრავალსახეობა ქმნის მრავალფეროვან სიმპტომატიკას. არც ექიმები არიან გარკვეული მაინცდამაინც. ჩვენ გვაქვს ახლა ასეთი ინიციატივა, რომ ავიღოთ სახელმწიფოსგან უფლება, ჩავიდეთ რეგიონებში, გავიგოთ იქ რას იყენებენ, როგორ იყენებენ და მოსახლეობას მივაწოდოთ სათანადო ლიტერატურა, ტრენინგები ჩავუტაროთ როგორც მოსახლეობას, ასევე სამედიცინო პერსონალსაც იმის შესახებ, თუ რას ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ, როგორ გამოვიყენოთ ისე, რომ ჯანმრთელობის ზიანი არ მივიღოთ.

_ქრონიკული მოწამვლები ახსნეთ, რამდენად დიდია ამის საფრთხე საქართველოში?

_ აქ მარტო ისეთი საკითხი არ არის, რომ მოიწამლა ადამიანი მწვავედ, გადარჩა, ან გაურთულდა რაღაც, ერთ ადამიანზე არ არის აქ ლაპარაკი, თუმცა ერთი ადამიანიც დიდი ღირებულებაა. აქ ლაპარაკია ქრონიკულ ზემოქმედებაზე, დღეს ხვალ ზეგ ამ პესტიციდით შეწამლული საკვები მიიღო, წყალი დალია, უთავბოლოდ მიყრილ-მოყრილი ცხოველმა ალოკა, ან ის ჭურჭელი გამოიყენეს რაშიც პესტიციდი იყო და ა.შ. ეს იწვევს ძალიან რთულ მოვლენებს, არ არის გამორიცხული ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, სხვადასხვა ქრონიკული დაზიარებით და რაც მთავარია თაობაზე მოქმედებს ცუდად. ორსული ქალის პლაცენტარულ ბარიერს ძალიან ადვილად გადალახავს ნებისმიერი პესტიციდი, ეს ქიმიაა რომელიც შედის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს და ან თაობა იბადება არა ისეთი.... შესწავლილი გვაქვს სხვათაშორის, გამოკითხვით, წლების განმავლობაში ვსწავლობდით ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, როდესაც კოლმეურნეობები იყო და მაშინ ადვილად შეიძლებოდა ამ კონტინგენტის შეგროვება, როგორ გართულებებს და უარყოფით გავლენას ახდენდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაშინ, როდესაც ხდებოდა შეწამვლა ერთია, თავისი ნორმები გააჩნია, გარდა ამისა, ლოდინის პერიოდი აქვს როდის უნდა შეხვიდე. საბოლოოდ, ნაყოფის მიღებამდე რამენი ხნით ადრე უნდა შეწამლო, ეს ყველაფერი შესწავლილია. ძალიან ცუდია, რომ ასე ჩამოყალიბებულია ყველაფერი, ისევე, როგორც შეგნებული ადამიანი ნებისმიერი მკურნალობისთვის გამოყენებულ წამალს არ მიიღებს უთავბოლოდ, და არ გაუწევს თავს კონტროლს, ასევე უნდა იყოს პესტიციდის მიმართ და კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს იწვევს გარემოს დაბინძურებას, ცხოველებზე ნეგატიურ ზემოქმედებას და რაც მთავარია, ეს მოქმედებს ადამიანზე.

_აღნიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ყველაფერს ამოწმებდნენ, ახლა თუ მიმდინარეობს შემოწმება?

_პესტიციდი, რომელიც საბჭოთა დროს რესპუბლიკებს დაეგზავნებოდა, შესწავლა ხდებოდა. თუ ახალი ზონის პესტიციდი შემოდიოდა, ვსწავლობდით სამუსშაო ზონის ჰაერში ვადგენდით ნორმებს, საკვებ პროდუქრებზში, წყალში, ნიადაგში, ატმოსფერულ ჰაერში და ა.შ, ეს ნორმები და ამათი შემოწმება ხდებოა, იმიტომ, რომ შემოსული პესტიციდის განსაზღვრის მეთოდიკა ათვისებული იყო, სათანადო ლაბორატორიები არსებობდა, რომლებსაც შეეძლოთ მათი შემოწმება. ახლა ეს ცალკეულად ხდება. მართალია, რეგისტრირებული პესტიციდის მეთოდიკა არსებობობს, მაგრამ მისი რეაქტივი, შემოწმება ატარებს შემთხვევით ანდა არჩევით ხასიათს. ეს არ ხდება სისტემურად, თუ სისტემაში არ მოხვდება ეს ჩვენ რა თქმა უნდა, ისეთ შედეგს ვერ მივიღებთ, რომელიც გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა.

_ახლა თუ ხდება შესწავლა?

_ თვითონ პესტიციდის ზემოქმედების შესწავლაზე ზედმეტია საუბარი, რადგან ეს ძვირადღირებული ცდებია და რა თქმა უნდა, არ ხდება. ძირითადად, შესწავლილი პესტიციდები შემოდის, შეიძლება მათ შესახებ ყველა ინფორმაციის მოგროვება. მხოლოდ საჭიროა დავიცვათ თავი, ეტიკეტსაც მნიშვნელობა აქვს შემოტანილ პესტიციდს როგორი ეტიკეტი აქვს. ის უნდა იყოს გარკვეული ქართულ ენაზე დაწერილი. არსებობს ათასნაირი სიმბოლოები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ეს მავნეა, ეს მოქმედებს ადამიანზე, გარემოზე, წყალში არ უნდა მოხვდეს და ა.შ. ყველაფერი შესწავლილია, მხოლოდ ამის სათანადო ცოდნაა საჭირო.

_ვინ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ეს ინფორმაცია, რამდენად საფრთხისშემცველია ის პესტიციდი, რომელსაც იყენებს?

_ის, რაც სამედიცინო დაწესებულებებს ეკუთვნის, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა მიაწოდოს, მაგრამ ახლა შეცვლილია მიდგომები. მაგალითად, ფირმას შემოაქვს პესტიციდი და მაღაზიებში ხდება მისი რეალიზაცია, ამ მაღაზიებში კი არიან მომზადებულები და დაახლოებით იციან რა როგორ უნდა იყოს, მაგრამ საკმარისი არ არის. თვალსაჩინოება უნდა იყოს წარმოდგენილი როგორ მოქმედებს თითოეული პერსტიციდი, მყიდველი, მომხმარებელი ადამიანი უნდა იყოს ამით დაინტერესებული მეტი ინფორმაცია გაიგოს და შემდეგ გამოიყენოს ესა თუ ის პესტიციდი, რომ სახლში არ მიიტანოს შხამი, ან მიტანილი შხამი გამოიყენოს როგორც საჭიროა. მაგალითად, მღრღნელების საწინააღმდეგო შხამი ძალიან ტოქსიკურია. ჩვენთან ახლა, პირველი ჯგუფის მაღალტოქსიკური ნივთიერებების რეგისტრირება არ ხდება. ასეთი პესტიციდის, ზოოციდის გამოყენება ძალიან საფრთხეა, ყველა ქიმიაა. გარდა ამისა, ექიმის მიდგომა, როდესაც ავადმყოფი მიმართავს მას,  უნდა იყოს ძალიან კვალიფიციური, რამეთუ უნდა განსაზღვროს, რა გარემოში ცხოვრობს ეს პაციენტი, რა შეიძლება მან მიიღოს. უნდა ვთქვა ახლა, მე თვითონ ტოქსიკოლოგი გახლავართ და ქიმიური ზემოქმედებას როგორც სტრესს, მავნე ფაქტორს, არ ექცევა ყურადღება ჩვენს ქვეყანაში ისე, როგორც უნდა ექცეოდეს. არადა, შემთხვევებია, როდესაც მიჰყავთ ავადმყოფები აქედან საზღვარგარეთ და როდესაც ნახულობენ სისხლის სპექტრს, ის სავსეა სხვადასხვა ქიმიით. არა მარტო პესტიციდია, მძიმე მეტალია, სხვა რამეც არის. რისი მკურნალობითაც უნდა დაიწყოს ადამიანის გაჯანსაღება.

_თქვენ აღნიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა შესწავლასაც შემოწმებასაც და ა.შ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ვითარებაა დღეს რეგიონებში სადაც იყო ე.წ. კოლმეურნეობები, რომლებიც იყენებდნენ ამ პესტიციდებს. პესტიციდების ეს საწყობები რა მდგომარეობაშია ახლა?

_ადრე ვიყავით ჩართული. სასაწყობე მეურნეობა, რომელიც კოლმეურნეობას გააჩნდა, აუცილებელი სანიტარული ზედამხედველობის ყურადღების ქვეშ იყო და  მიდიოდნენ, ამოწმებდნენ როგორ იყო განლაგებული. მას თავისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელი ჰყავდა. ბოლო პერიოდში როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ძალიან ბევრმა ქარხნებმა, რომლებიც ამზადებდნენ პესტიციდებს, დაგზავნეს ქვეყნებში და ბევრი ისეთი შემოვიდა, რომელიც სულაც არ გვჭირდებოდა. მერე იმათი მოვლა, უტილიზაცია შეიქმნა პრობლემა. დაინგრა ეს უპატრონოდ მიტოვებული კოლმეურნეობების საწყობები, სადაც ათასნაირი პესტიციდი იყო შენახული. არც ის არის გამორიცხული, რომ ხალხმა ზოგმა წაიღო და სახლებში გადაიტანა ეს რომ შემდგომ გამოეყენებინათ. ისიც არ არის გამორიცხული დ ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ დაანგრიეს საწყობი და იმ საწყობიდან წაიღეს სამშენებლო მასალა, რაღაც ააშენეს. ამის გამოყენებაც არ შეიძლებოდა, რადგან იქ გაჟღენთილი იყო ამისი ორთქლით. გარდა ამისა, პესტიციდების შენახვის ადგილას, როცა ეს უკაცრიელი გახდა, იქ ბალახი ამოვიდა და ცხოველები ძოვენ და მოგეხსენებათ, უპირველესი გზა პესტიციდის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, მსგავს ადგილებს, სანამ არ მოხდება შესწავლა და ვითარების გარკვევა, მოერიდონ.

 ამავე თემაზე:

საბჭოთა მემკვიდრეობის კვალდაკვალ _ მწვავე პრობლემა, რომელიც გურიის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც მოხვდა

მიწაში ჩაფლული საფრთხე საბჭოთა მემკვიდრეობიდან

ინტერვიუ მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...