სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

საზოგადოება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

2016 დეკ 9 20:39:44

პარლამენტის დადგენილების პროექტზე „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ", კომისიის დაფუძნების ფორმატსა და საქმიანობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის საქმიანობა გამჭვირვალობის პრინციპს დაეფუძნება და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

კომისიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და უცხოელი პარტნიორები, განსაკუთრებით კი ვენეციის კომისია. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიასთან აღნიშნულ საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და აქვე განაცხადა, რომ თუ რომელიმე ნორმა ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასდება, ის არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ.


„მთავარი ამოცანა არის ის, რომ იყოს ეფექტიანად წარმართული კომისიის მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ შედეგზე მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ბუნებრივია, ავიღებ პასუხსიმგებლობას. გარდა ამისა, პასუხისმგებლობას ავიღებ თავად დოკუმენტის შინაარსზეც. ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ თუ იქნება თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ, ასეთი ნორმა არ იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამაზე შეგვიძლია დღესვე ავიღოთ ჩვენ პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზეც და აღნიშნა, რომ მსჯელობის შედეგად, საკონსტიტუციო კომისიის საპარლამენტო ფორმატი შეირჩა.

„გვქონდა კომუნიკაცია როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან. კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმატთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ჩვენ შევჯერდით არსებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული არგუმენტები: ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა ყველაზე მეტად სწორედ ასეთ ფორმატს მოითხოვს. ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი შედეგის თვალსაზრისით. ჩვენი საბოლოო მიზანია კონსტიტუციის გადასინჯვა ისეთი სახით, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული კონსტიტუციის მოქმედი ტექსტით. ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუცია გადასახედია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების მიმართულებით.
„არცერთი წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილება ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე იმ ფორმატში, რომელიც არის დღეს შემოთავაზებული. სწორედ განხილვებისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ კონკრეტულ დებულებებთან დაკავშირებით. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის არჩევის წესი და სხვა საკვანძო დებულებები, რომლებიც ჩვენ გვხვდება კონსტიტუციაში", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა კონსტიტუციის კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად გადასინჯვაა და არა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები. „აქ რომ იყოს საუბარი ვიღაცის სუბიექტურ პოლიტიკურ ნებაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ნებაზე, ჩვენ საერთოდ არ შევეხებოდით საქართველოს კონსტიტუციას. თუ საუბარია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებზე, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა თავისუფლად გავაგრძელოთ არსებული კონსტიტუციითაც. ჩვენი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციის დახვეწა. კონსტიტუცია საჭიროებს დახვეწას და სწორედ ამ მიზნით იმუშავებს კომისია".

დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტულ ნორმებსა და დებულებებზე საუბრისგან ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა, თუმცა, პოზიცია დააფიქსირა კონსტიტუციის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ეხება. „რაც შეეხება 81-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს უნდობლობის გამოცხადებას და ძალიან გართულებულ პროცედურას, ეს აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, დახვეწას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ნეგატიურად აისახება პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის აუცილებლად დასახვეწი. ამაზე მე, როგორც ექსპერტს, თავის დროზე, მქონდა ძალიან მყარი პოზიცია, ჩამოყალიბებული და ამ პოზიციაზე ბუნებრივია, ვრჩები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც პროექტის საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვები გაიმართება.




 ახალი ამბები
  • "40 წელია, არჩევანში ასე არ გამმართლებია, ამოისუნთქა მელექედურმა!" _ ოპოზიციონერის მადლობა მერსსოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, აქაურმა, როგორც თავად თქვა, „ევროპული საქართველოს “ წევრმა და მუდამ საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მყოფმა, ნაზი სალუქვაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს საგანგებო მადლობა მოუხადა: _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთრა მან შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა ... ...
  • აუტიზმის პროგრამა დამატებით 230 ბავშვს დააფინანსებსთბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება. „გასულ წელს დაფინანსება 1000 ბავშვისთვის იყო გამოყოფილი, წელს მათი რიცხვი 1230-მდე გაიზრდება. შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას. ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. ... ...
  • პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იწყებათბილისის მერია პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის წინ ტერიტორია შემოღობეს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალიც. „დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასევე, მინდა  ჩემს მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დავავალო, რომ 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის  დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა. „აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი გასული წლის ივნისში შევიძინეთ. უშუალოდ სამუშაოების განხორციელება კი დღეს დაიწყება. დაიგება ახალი ფილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შადრევნებს, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას და მთელი პერიმეტრის ფილებით მოპირკეთებას. სამუშაოებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესში, დროებით გადაიკეტება პარლამენტის მიმდებარე საფეხმავლო გზა.  ... ...
  • საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთთან 14კმ-ში, სოფელ ხინოსთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ... ...
  • იმნაძე:ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არისსაქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს,_ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის  მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძემ განმარტა, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია, რომლითაც ადამიანებიც ინფიცირდებიან. მისი თქმით, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე და ერთ-ერთ მაგალითად,  საუდის არაბეთში აქლემებიდან ადამიანებზე ვირუსის გავრცელების შემთხვევა დაასახელა. რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკებს, იმნაძის თქმით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია. „რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა იმნაძემ.   ჩინეთში კორონავირუსით რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...