"ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ ერთად, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ქართული ტრადაციები"

საზოგადოება

"ბევრი გასაჭირი გამოვიარეთ ერთად, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ქართული ტრადაციები"

2016 დეკ 13 16:03:05

ფოლკლორული ანსამბლი "იადონი" 43 წელია წარმატებით აგრძელებს თავის შემოქმედებას. მასში 17 წევრია გაერთიანებული. ანსამბლის ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია, წევრი დიმა ბაქანიძე და უხუცესი მომღერალი მოსე სვანიძე "გურია ნიუსთან" "იადონის" ისტორიაზე,  მათ თავგადასავალზე და კურიოზებზე საუბრობენ.

მათი თქმით, ანსამბლმა და მისმა წევრებმა ურთულესი პერიოდი გამოიარეს ტრადიციების შესანარჩუნებლად.

1968 წლის პირველ  სექტემბერს, გიორგი სალუქვაძის ინიციატივით, ოზურგეთის რაიონში  გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა გაიხსნა, ამ სკოლის დირექტორი და საჩონგურო სიმღერების პედაგოგი  თავად გიორგი სალუქვაძე გახლდათ. როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას ანსამბლის ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია ამბობს, საგალობლებისა და ხალხური სიმღერების მასწავლებლებად მოიწვიეს ცნობილი მომღერლები: ვლადიმერ ერქომაიშვილი, დომენტი ქარჩავა და შალვა ლორთქიფანიძე.

სკოლის დამთავრებისთანავე წარჩინებულ მსმენელთა ბაზაზე შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი "იადონი'', რომელშიც გაწევრიანებული იყო 34 წევრი, გიორგი სალუქვაძემ ანსამბლი მოცეკვავეებით გააფართოვა, სიმღერების უმრავლესობა სრულდებოდა ცეკვებთან ერთად.
ანსაბლის წევრების თქმით, "იადონი'' მიწვეული იყო სხვადასხვა ქვეყანაში _ მოსკოვში, ლენინგრადში, ესტონეთში, ბელორუსიაში, ანსამბლის ყველა წევრს მიღებული აქვს ბელორუსიის და საქართველოს ლაურეატის წოდება.

1990 წელს გიორგი სალუქვაძის გარდაცვალების შემდეგ ანსამბლს სათავეში  ჩაუდგა ანსამბლის წევრი დიმიტრი ხომერიკი, რომელმაც შესანიშნავად გააგრძელა  წინსვლა.  2001-2002 წლებში ანსამბლი მიწვეული იყო თბილისის ხალხური სიმღერების ფესტივალზე, სადაც დაიმსახურა ფულადი ჯილდო.
ანსამბლმა წარმატებით გამართა კონცერტები თურქეთში.

2009 წელს ანსამბლს სათავეში ჩაუდგა ანსამბლის წევრი ბიძინა მჟავია, ამავე წელს საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა ოზურგეთში მიავლინა სიმღერების ჩამწერი ჯგუფი, პროფესორ ნატო დუმბაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჩაწერა ხალხური სიმღერები.

ფესტივალ "არტ-გენის" დაარსების დღიდან ანსამბლი ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში, 2005 წელს "არტ-გენის'' ორგანიზატორმა ზაზა კორინთელმა და გია დიასამიძემ ანსამბლ "იადონის''  25 ხალხური სიმღერა ჩაიწერეს, გადაიღეს გურული "კალანდობა''.
2010 წელს სოფელ ცხემლისხიდში გ. სალუქვაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა ტრადიციული "კალანდობა'', რომელიც ფილმის სახით გადაიღეს. ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "იადონი.

2011 წელს ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი უშიკიშვილმა რადიო-გადაცემისათვის ჩაიწერა "იადონის'' 3 სიმღერა. მათ შორის, ახალაღდგენილი "ასკანურა''.

"2013 წელს ანსამბლი "იადონი'' მიწვეული იყო ინგლისში, მსოფლიო პოლიფონისტთა ფესტივალზე, სადაც შევასრულეთ 42 სხვადასხვა სიმღერა,  2015 წელს ანსამბლი მიწვეული იყო გომისმთაზე "ჯვართმინდვრის'' ფესტივალზე, სადაც საუკეთესო შესრულებისთვის და სიგელი დავიმსახურეთ. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში, სატელევიზიო გადაცემებში, სახალხო დღესასწაულებში, _ სიამაყით გვიყვებიან ანსამბლის წევრები
ანსამბლის ხელმძღვანელი ბიძინა მჟავია, მომღერალი დიმა ბაქანიძე და "იადონის" უხუცესი წევრი, 89 წლის მოსე სვანიძე  "გურია ნიუსთან" ანსამბლთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ტრადიციებს გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება.
"ჩვენ, ყველა ერთად,  მთელი ანსამბლი ერთი ოჯახი ვართ,  კი ხელფასი გვაქვს, მაგრამ ის თანხა, რაც აქ გვეძლევა, გზის ფულს თუ დაფარავს, ის რომ ამ ხელფასით ოჯახში  რაიმე შეიტანო გამორიცხულია, ყველა ენთუზიაზმით  და სიმღერის სიყვარულით ვართ, ერთმანეთს ვაძლიერებთ, გვინდა, რომ არ დაიკარგოს და მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი ისტორია"
, _ ამბობენ ანსამბლის წევრები და იხსენებენ:

"თბილისში ვიყავით, "არტ-გენზე",  შემდეგ ტელევიზიაში მიგვიწვიეს ჩაწერაზე, გვითხრეს, ბოდიშს გიხდით, ყველას ადგილი ტელევიზიაში არ გვაქვსო და სამი ან ოთხი კაცი გამოუშვით, ისეთი,  ვისაც იუმორის გრძნობა ექნებაო, შევარჩიეთ მოსე და  დიმიტრი ხომერიკი. მოსე მეკითხება _  იქ რომ მივალ, რა უნდა ვთქვაო. არ ვიცი, რამე ისეთი, ხალხს რომ გავაცინებთ-მეთქი. კი, მაგრამ საციგნოდ მიძახიან ამხელა კაცსო? მე ვუთხარი მოსეს, აბა, სერიოზული რომ ნდომებოდათ, შენ კი არ დაგიძახედნენ, მე დამიძახებდნენ-მეთქი".

88 წლის მოსე სვანიძე ანსამბლ "იადონის" უხუცესი წევრია. ბატონი მოსე "გურია ნიუსთან" ტრადიციების შესახებ საუბრობს:
"ვაკიჯვარში ვცხოვრობ, 1928 წელს დავიბადე. სკოლიდან მიყვარდა სიმღერა, 24 წელია ვარ "იადონში", მანამდე ვლადიმერ ერქომაიშვილის ანსამბლში ვმღეროდი. ჩემთვის  ეს ანსამბლი და მისი წევრები  მთელი ცხოვრებაა, ესენი მაცოცხლებენ.

ჯაზმა დაღუპა საქართველო, ქორწილში ვერ იმღერებ, ვერ დაილაპარაკებ, ნათესავებს ვერ ჰკითხავ, როგორ არიან, რად გინდა მარტო ღვინის დალევა?! ქორწილი წინათ იყო სანახაობა, შეჯიბრი. ახლა სუფრას რესტორანში შლიან.  ჩვენი ანსამბლის წევრის ქორწილი იყო, მოვემზადეთ დავსხედით ერთ მაგიდასთან, მაგრამ ვინ გამღერა, ვის აინტერსებდა ჩვენი ამბავი,  აღარავის აინტერესებს ტრადიცია", _ სინანულით ამბობს ბატონი მოსე.

როგორც ანსამბლის უხუცესმა წევრმა გვიამბო, ქართული ადათ-წესების შესანარუნებლად უამრავ გასაჭირს გაუძლეს. "გაჭირვება ბევრი გვაქვს გამოვლილი, უხელფასოდ, სიცივეში, ყინვაში, დავდიოდით ტრადიციების შესანარჩუნებლად და  ასე, ვაივაგლახით შევინაჩუნეთ, ანსამბლი, _ ამბობს მოსე სვანიძე.
ანსამბლი, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ცდილობს ტრადიციების   შენარჩუნებას, ასევე, მოიძიონ ის მარგალიტები, რომლებიც დღემდე შემორჩა ქართველი  ხალხის მეხსიერებას და არცერთი მათგანი ძალ-ღონეს არ იშურებს ამ მისიის შესასრულებლად.




 ახალი ამბები
  • 3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ არასოდეს შევეგუებით გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ დაჭრილი, თვალდაკარგული და დაშავებული ასობით ადამიანი. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ფართომასშტაბიანი იქნება. აქციის მონაწილეები იმ დღის მოვლენებს გაიხსენებენ კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გიორგი გახარია მათი სირცხვილია.  „ამ თარიღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან გიორგი გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში“, _ განაცხადა ნოდარ რუხაძემ. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.  „20 სექტემბრიდან ჩვენი პერმანენტული აქციების ფორმატი წყდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პაუზას ვიღებთ, პირიქით. უკვე 21-22-დან ჩვენ სხვადასხვა ფლანგზე გამოვჩნდებით. მთავარი ხაზი ჩვენი იქნება ის, რომ არ ვაპირებთ ოკუპაციას შევეგუოთ, უსამართლობას და ძალადობას“ _ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.   20 ივნისს აქციის მონაწილეების პროტესტი საქართველოს პარლამნეტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ყოფნამ განაპირობა. პარლამენტში სხდომის წაყვანის შედეგად ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.  ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა ადამიანმა, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ... ...
  • პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს _ შენობაში შესვლა შეზღუდულია საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და დღეს, შენობაში შესვლა შეზღუდული იქნება. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დღეს დაგეგმილი აქციაა: "20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა", _ აღნიშნულია პარლამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" დღეს, პარლამენტის წინ ფართომაშტაბიან აქციას ... ...
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...