რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება

საზოგადოება

რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება

2016 დეკ 21 19:33:05

საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თხუთმეტწლიანი სტრატეგია შვედეთის მარეგულირებელი ორგანოს დახმარებით მიმდინარე წელს შემუშავდა და მისი მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.

დღეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესთან მაია ბითაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც  შვედეთის ელჩი, ევროკავშირის მისიის და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიის დამტკიცების და მასში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სტრატეგიის ძირითად მიზნებს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების ობიექტების ერთ ლოკაციაზე განთავსება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის დონის გაზრდა, რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება და მათი უსაფრთხო შენახვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მთავრობი მიერ სტრატეგიის მიღების შემდგომ, პირველ ეტაპზე გამოყოს 1.200 000 ევროს ოდენობით გრანტი სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების და ინფრასტრუქტურის ანალიზი, მისი შემდგომი განვითარების მიზნით“, _ აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რადიაციის პრობლემასთან დაკავშირებით „გურია ნიუსმა“ ვრცელი გადაცემა გააკეთა, რასაც შესაბამისი სამსახურების რეაგირება მოჰყვა, თუმცა, პრობლემა ბოლომდე მოგვარებული ახლაც არ არის.

გადაცემაში ნაჩვენებია რა პრობლემები აქვს საქართველოს რადიაციული ნარჩენების მართვის კუთხით, რა საფრთხეებს შეიცავს მსგავსი კერები მოსახლეობისთვის და როგორ უნდა გადაჭრას პრობლემა ქვეყანამ.

ცნობისთვის, რადიაციის კერების არსებობის შესახებ "გურია ნიუსუსთვის" ჯერ კიდევ 2005 წელს გახდა ცნობილი, როცა მოვიპოვეთ წერილი გრიფით _ "საიდუმლო". წერილით ირკვეოდა, რომ ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე რადიაციის კერა არსებობდა. შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ვითარების შესწავლას და შემდგომ რეაგირებას ითხოვდა, თუმცა რა რეაგირება მოყვა აღნიშნულ წერილს უცნობია. დღემდე არ არის ცნობილი, სად არის რადიაქტიული ნარჩენებით სავსე ტყვიის კონტეინერები. არსებული ინფორმაციით, ისინი ანასეულიდან გაიტანეს, თუმცა, მეორე ვერსიით, კონტეინერები ამ დრომდე ანასეულის ტერიტორიაზე რჩება.

ინსტიტუტში, რომელიც 70-იან წლებში დაარსდა და 1996 წლის ბოლომდე ფუნქციონირებდა, მცენარეებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ, თუმცა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ადგილზე მასშტაბური სამუშაოები აღარ განხორციელებულა. ლაბორატორიის ტერიტორია კი, 90-იან წლებში რამდენჯერმე გაიძარცვა და გაპარტახდა. მოგვიანებით, 2012-2013 წლებში ადგილზე სამუშაოები ჩატარდა, დაბეტონდა ახალი სამარხების ტერიტორია, სადაც რადიაციული ნარჩენები იყო მოთავსებული, მაგრამ რადიაციის გაჟონვა ვერც  ბეტონის ახალი საფარმა უზრუნველყო, რომელიც უკვე საგრძნობლად დაზიანებულია.

ანასეულის მსგავსი პრობლემა რომ საქართველოში სხვაგან არსად არის, ეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში დაგვიდასტურეს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები.

ამავე თემაზე:

გრიფით "საიდუმლო" _ არასაიდუმლოდ

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ანასეულში აღმოჩენილმა რადიაციის კერებმა

„ანასეულის მსგავსი პრობლემა საქართველოში არსად გვაქვს“ _ რა ღონისძიებებს გეგმავს რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

რა საფრთხე აღმოაჩინეს მეცნიერებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში

რადიაციის ახალი კერები ანასეულში და "გურია ნიუსის" მიერ ნაპოვნი რესპონდენტი, რომელიც კვლევებს შეცვლის

ანასეულში ბირთვული უსაფრთხოების სპეციალისტები იმყოფებიან_ "გურია ნიუსის" გადაცემას გამოხმაურება მოჰყვა

დაბა ანასეულში რადიაციის დონე მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ გახლავთ (R)




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყდაოზურგეთის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სააღზრდელო პროცესი ერთი კვირით შეწყდა. როგორც მაკა ჭყონიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, როდის აღდგება სააღმზრდელო პროცესი, პარასკევისთვის იქნება ... ...
  • ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი შეწყდაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი შეწყდა _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ჩოხატაურის ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. _ 2 მარტიდან შეწყდება სააღმზრდელო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში და განახლდება 16 მარტს. ამ დროის განმავლობაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, _ გვითხრა ნინო ... ...
  • "სწავლის დაწყების თარიღი თავად განსაზღვრეთ" _ მინისტრის რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებსსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.  „პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა ჩხენკელმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 9-ის ნაცვლად 2 მარტს ... ...
  • "მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურდა"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მცირეწლოვანს, რომლის მშობელიც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირისუთ. „ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  წყარო: ... ...
  • კორონავირუსთან დაკავშირებით, სასკოლო არდადეგები 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდებაკორონავირუსთან  დაკავშირებით სასკოლო არდადეგები  9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან  დაიწყება და  16 მარტამდე  გაგრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს,  კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში. დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მეროს მოადგილე სოფო ხუნწარია. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...