ბიზნესმენი უკანონო დაკავებასა და პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს

საზოგადოება

ბიზნესმენი უკანონო დაკავებასა და პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს

2017 იან 11 22:50:36

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „გირო კრედიტის“ დამფუძნებელი და მფლობელი გიორგი გუგუმბერიძე უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურისგან დაუყოვნებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლლელად გთავაზობთ:

"2017 წლის 09 იანვარს, 23:55 საათზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „გირო კრედიტის“ დამფუძნებელსა და მფლობელს გიორგი გუგუმბერიძეს ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი  და უთხრა, რომ დანაშაულის გახსნის მიზნით ესაჭიროებოდა ვიდეოფირები „გირო კრედიტის“ ყაზბეგის ფილიალიდან, რის საპასუხოდაც გიორგი გუგუმბერიძემ მას მოსთხოვა წარმოედგინათ მოსამართლის განჩინება ან პროკურორის დადგენილება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი თანამშრომელი მიაწოდებდა ფირებს. 00:03 საათზე მან დაურეკა იმავე პოლიციელს და სთხოვა, განჩინებაში მიეთითებინათ დროის მონაკვეთი, რომლის ჩანაწერის გადაცემასაც მოითხოვდნენ. პოლიციელმა ტელეფონი თავის უფროსს გადასცა, რომელსაც გიორგი გუგუმბერიძემ აუხსნა რომ სახლიდანვე ნახავდა ჩანაწერებს და გააგებინებდა დანაშაულის დროს, რისი განჩინებაში მითითებაც საქმეს გაუადვილებდათ. პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ თუ კამერების ნახვის შესაძლებლობა სახლიდანვე ქონდა, მაშინ პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ მასთან სახლში. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ სახლში ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე და სტუმრები, რის გამოც პოლიციელების მისვლა არ იქნებოდა მართებული, თუმცა როგორც კი წარმოადგენდნენ შესაბამის დოკუმენტებს, უზრუნველყოფდა ოფისში შესაბამისი თანამშრომლების მიყვანას და პოლიციისთვის ვიდეოფირების გადაცემას.

პოლიციელი, რომელიც მას ესაუბრებოდა, გაბრაზდა და  ტელეფონი გათიშა. გიორგი გუგუმბერიძემ შეამოწმა ვიდეოჩანაწერები და 00:24 საათზე კვლავ დაურეკა პოლიციელს, გააგებინა, რომ უკვე ნახა პოლიციელებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერი, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიციელები უკვე გასულები იყვნენ „გირო კრედიტის“ ოფისში. საუბრიდან დაახლოებით 5 წუთში გიორგი გუგუმბერიძის საცხოვრებელ სახლში, ქავთარაძის ქუჩაზე, მივიდა სამი პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და მოითხოვეს კამერების ჩანაწერები. მან კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ მისი თანამშრომლები „გირო კრედიტის“ ოფისში გადასცემდნენ ჩანაწერებს, ასევე, უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელების  სახლში მისვლასთან დაკავშირებით. მათ უპასუხეს, რომ პოლიციელები იყვნენ და შესაბამისად, რამდენჯერაც მოუნდებოდათ, იმდენჯერ მივიდოდნენ მასთან სახლში. ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ჩანაწერების ამოსაღებად თუ არ გაყვებოდა, დაამტვრევდა ხელებს და ფეხებს. ამ დროს გამოვიდა გიორგი გუგუმბერიძის მამა და  პოლიციელებს მოსთხოვა მუქარის შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება. პოლიციელები ხუთი წუთით გავიდნენ და ტელეფონით ესაუბრნენ ვინმე „შოთაევიჩს“. ამ პერიოდში, 00:44 საათზე, გიორგი გუგუმბერიძემ დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. 112-ის თანამშრომლებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს და დაპირდნენ, რომ გაუშვებდნენ საპატრულო პოლიციას. პარალელურად, მან მისწერა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც. დაახლოებით 5 წუთის შემდგომ პოლიციელები ისევ დაბრუნდნენ და ისევ მოითხოვეს ჩანაწერები, თუმცა, გუგუმბერიძემ  კვლავ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვა და აუხსნა, რომ ბავშვები ნერვიულობდნენ და ტიროდნენ, ასევე, ნერვიულობდა მისი ფეხმძიმე მეუღლეც. პარალელურად, მისი ახლობელი დავით ბოლქვაძე, რომელიც იმყოფებოდა სადარბაზოში, ტელეფონის საშუალებით იწერდა პოლიციელთა ქცევას.

ჩანაწერების გადაცემაზე უარის გამო გიორგი გუგუმბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს  და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს VII განყოფილებაში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. პოლიციის შენობაში ის აიყვანეს მეორე სართულზე, პოლიციის უფროსის, დავით ქვარაიას კაბინეტში, სადაც, პოლიციის უფროსის გარდა, იყო 3 პირი, თუმცა საბოლოო ჯამში ოთახში ათამდე პოლიციელი მოგროვდა. პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს უბრძანა  ხელბორკილების მოხსნა. გიორგი გუგუმბერიძემ მოითხოვა დაკავების ოქმი და პოლიციის უფროსის სახელი და გვარი. პოლიციის უფროსმა უთხრა სახელი და გვარი, წამოდგა, მიუახლოვდა და ყვირილი დაუწყო, რომ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდის ხელმძღვანელებივით უნდა ეთანამშრომლა პოლიციასთან და დოკუმენტების გარეშე უნდა გადაეცა ჩანაწერები. პოლიციის უფროსმა ეძახა გაზულუქებული და დაემუქრა ბიზნესის გაუქმებით, ახლობლებისთვის პრობლემების შექმნით, თანამშრომლების დაკავებით და სხვა. ასევე, დაიწყო გინება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მისამართით და რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, თან ექაჩებოდა ტანსაცმელზე, კერძოდ პაჟებზე, რომლებსაც პერიოდულად სწევდა და ხელს უშვებდა. ამის მერე მივიდა სამუშაო მაგიდასთან და გაბრაზებულმა სახეში ფურცლები მიაყარა. შემდეგ ისევ მივარდა და შუბლში მუშტი დაარტყა.

საბოლოო ჯამში, პოლიციის უფროსის კაბინეტში დაახლოებით 15 წუთი იმყოფებოდა. შემდგომ გაიყვანეს სხვა ოთახში, სადაც პოლიციის უფროსის მოადგილე ცემით დაემუქრა. იმის გარდა, რომ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინოდნენ და ექცეოდნენ ღირსების შემლახავად.

დაახლოებით ერთ საათში წარუდგინეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და მოსთხოვეს მასზე ხელის მოწერა, რაზეც უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატთან დაკავშირება, თუმცა პოლიციელებმა განუმარტეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, შესაბამისად, არ იყვნენ ვალდებულები, მისთვის ადვოკატთან დარეკვის უფლება მიეცათ. ამის შემდგომ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობასთან, სადაც დმი-ში შესვლამდე, დაახლოებით საათ-ნახევარი იმყოფებოდა ავტომობილში.

დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას შეამოწმა ექიმმა, რომელმაც დააფიქსირა მის სხეულზე არსებული დაზიანება. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ ჰქონდა პრეტენზია პოლიციელების ქმედებებზე.

2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე, გიორგი გუგუმბერიძე დააბრუნეს პოლიციის იმავე განყოფილებაში, სადაც დაახლოებით 3-4 საათი იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი გადაიყვანეს სასამართლოში. სხდომა დაიწყო დაახლოებით 17:50 საათზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო გადაიდო 23 იანვრის 11:00 საათამდე და ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან.

დაზარალებულმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და უახლოეს საათებში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას.

დაზარალებული მოითხოვს გამოძიების დაწყებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.  კერძოდ, გამოძიება უნდა დაიწყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 1443 მუხლი), განზრახ უკანონო დაკავებისა ან დაპატიმრების (სსკ-ის 147-ე მუხლი), ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლი) სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღსანიშნავია რომ გიორგი გუგუმბერიძეს იურიდიულ დახმარებას  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გაუწევს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ  პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება, ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნულ ფაქტში.

"გურია ნიუსი" აღნიშნულის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ უწყების გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. 




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...