ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ იმუშავებს _ მაისაია

საზოგადოება

ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ იმუშავებს _ მაისაია

2017 იან 13 16:22:10

დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად კვიპროსულ მოდელს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია წარმატებულად მიიჩნევს, თუმცა, არა  საქართველოსთან მიმართებაში. ექსპერტის აზრით, 2008 წლის ომამდე ამის შანსი აფხაზეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ იყო, როცა კოდორის ხეობასა და გალში საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტები გააჩნდა, რადგან შევარდნაძის დროს ეს საკითხი განიხილებოდა და მუშაობაც იგეგმებოდა, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა.
"2004-2005 წლებში გიორგი ხაინდრავა და გიორგი ვოლსკი, რომლებიც "მშვიდობის პარტიის" წარმომადგენლები იყვნენ, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ამ იდეას ავითარებდნენ. ამ მოდელის დანერგვასთან საკმაოდ ახლოსაც ვიყავით, მაგრამ 2008 წლის ომმა ყველაფერი გადახაზა. სხვათა შორის, კვიპროსის მოდელის გამოყენება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში უფრო საინტერესო იქნებოდა, რადგან იქ გაცილებით მეტ ტერიტორიას ვაკონტროლებდით", _ აცხადებს მაისაია „რეზონანსთან“ საუბრისას.

ექსპერტის აზრით, კვიპროსული მოდელის გახორციელების შანსი, ფაქტობრივად, აღარაა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს არანაირი ბერკეტები აღარ გააჩნია, რადგან ყველანაირი პოზიცია დავთმეთ და შედეგად, ისეთი პოზიტიური სიახლებიც კი, როგორიც მაგალითად, ვიზალიბერალიზაციაა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან დასაახლოებლად ვერ იმუშავებს.

"2008 წლის ომმა პერსპექტივები მთლიანად წაშალა და რუსეთს, ფაქტობრივად, კარტბლანში მივეცით. შესაბამისად, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე უახლოეს მომავალში აღარ უნდა ვიოცნებოთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი არ იცის, როგორ დაარეგულიროს საკითხი. სტრუქტურაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შევარდნაძეს ორი საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა ჰქონდა. პირველი _ პრეზიდენტთან არსებული კავკასიის სახელმწიფო ბიურო იყო, რომელიც კავკასიურ პოლიტიკას ამუშავებდა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც ამ კონტექსტში განიხილებოდა და საკმაოდ პოზიტიური სიახლეებიც გამოიწვია. ასევე, პარლამენტში კავკასიის კომიტეტიც შეიქმნა, რომელსაც მამუკა არეშიძე ხელმძღვანელობდა. დღეს კი არაფერი არსებობს, კავკასიის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთანაც კი არ ურთიერთობენ. ამ რესურსსაც არ იყენებენ - კავკასიოლოგებთან დიალოგსაც კი არ მართავენ და დღევანდელ ხელისუფლებას როგორ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი კონფლიქტების მოგვარება? სპეციალისტები დღესაც ითხოვენ კავკასიური სტრატეგიული კვლევების ცენტრის შექმნას, მაგრამ ამაოდ", _ დასძენს მაისაია.




 ახალი ამბები
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში,  აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის"  ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზ.ბ დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ... ...
  • საქართველოში ონლაინ გაყიდვები აიკრძალადღეიდან, საქართველოში ონლაინგაყიდვებიც აიკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეკვეთას შეძლებენ საქართველოში ეს შეზღუდვა 3 დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს. წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან/და საქმიანობის უფლება ... ...
  • GDI: „პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლები დაარღვია"GDI მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს,  ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ,  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს. „მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგი წულაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებამდე განვითარებული მოვლენები იმსახურებს. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი”,_ ნათქვამია GDI-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ... ...
  • ზვავსაშიშროება _ გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,_ ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინსტრო  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ზვავსაშიშროებითაა გამოწვეული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...