ნაადრევად ჩაფერფლილი სიცოცხლე _ გრიგოლ მეგრელიშვილი

საზოგადოება

ნაადრევად ჩაფერფლილი სიცოცხლე _ გრიგოლ მეგრელიშვილი

2017 იან 17 17:26:15

ქართულ პოეზიას ჰყავს თავისი "ღიმილის ბიჭი" – გრიგოლ მეგრელიშვილი, ფსევდონიმით მთის ნიავი. გრიგოლ მეგრელიშვილის შემოქმედება უცნობია ქართველი მკითხველისთვის. მისი ლექსები წლების განმავლობაში ტაბუდადებული იყო კომუნისტურ საქართველოში, მხოლოდ 1959 წელს გიორგი ლეონიძე გამოექომაგა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ შემოქმედს და მას შემდეგ გამოვიდა სამზეოზე ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება.

გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილი დაიბადა 1898 წელს გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ფარცხმაში. დედა, პისტი ყენია, გრიგოლის შობიდან მალე გარდაიცვალა. მომავალ პოეტსა და მის უფროს დაზე დეიდა ანასტასია ზრუნავდა. გრიგოლი ჯერ ქუთაისში სწავლობდა, მერე ტფილისის გიმნაზიაში.

1918 წელს გრიგოლ მეგრელიშვილი გახდა ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მაგრამ სწავლის დრო სად ჰქონდა პატრიოტ ჭაბუკს, თურქებმა შემოუტიეს ახალგაზრდა სახელმწიფოს. გრიგოლ მეგრელიშვილი მოხალისედ წავიდა ფრონტზე _ სამშობლოს მსხვერპლად უნდა შევეწიროო, _ უთქვამს.

მართლაც, არ შეუშინდა აგრესორებს. აჭარაში, ბათუმთან ებრძოდა თურქებს, იმერეთში, საჩხერეში _ ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად ჯიქეთში დენიკინის რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა საქართველოს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი, 1919 წლის 30 იანვარს...

მეგობრობდა ალექსანდრე ქუთათელთან, სიკო ფაშალიშვილთან, დემნა შენგელიასთან, ნიკო ასათიანთან, ნიკო კეცხოველთან, შალვა კარმელთან.

ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა "თემში".  მანამდე პრიზიც კი აუღია გიმნაზიის პოეტურ კონკურსში. მის შესახებ მერე აღფრთოვანებით წერდნენ შალვა კარმელი, გიორგი ლეონიძე და სხვები. ვალერიან გაფრინდაშვილს მისთვის "რითმის პაჟი და არგონავტი" უწოდებია, ნიკო კეცხოველი  კი იგონებდა: "იგი ლექსს დაუფლებული იყო უჩვეულოდ. წერდა მეტისმეტად ადვილად, მსუბუქად. შეეძლო საკლასო შრომაც კი ლექსად დაეწერა. ერთხელ საკლასო შრომა "ვეფხისტყაოსნის ქალები" შოთას ლექსით დაწერა, შოთას რითმა კი არსად უხმარია. ჩვენმა მასწავლებელმა, პეტრე მირიანაშვილმა, ესღა უთხრა, შენ მოყოლით უნდა დაგეწერა, მაგრამ ესეც კარგიაო! განსაკუთრებით მაჯამის ჯადოქარი იყო..."
არაჩვეულებრივი მოგონება დაგვიტოვა გიორგი ლეონიძემ "მთის ნიავზე".

"გრიშა, როგორც ვეძახდი, იყო გურული, 1898 წელს დაბადებული, ჩოხატაურელი გლეხის ოჯახში. 1914 წელს ის გადმოვიდა ქუთაისიდან თბილიში და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ყველა მასწავლებლის საყვარელი მოწაფე იყო. ახლაც მახსოვს მისი ღიმილიანი სახე: ჟღალ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები, ზედ ჩიტები დასხდებოდნენ. რბილი, ცოცხალი, კეთილშობილი ჭაბუკი იყო. დიდად მგრძნობიარე. ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა როგორც დაფიქრებული, მრავალმხრივ განათლებული მკითხველი. მალე ჩვენი საუკეთესო იმედი გახდა.

გრიგოლმა ლექსების ბეჭვდა დაიწყო 1914 წელს და სიკვდილმა 1919 წელს დაასრულებინა 19 წლისას! რა უნდა ითქვას ყრმის შემოქმედებაზე, როცა ხელი მხოლოდ მორცხვად ეპოტინება კალამს? მაგრამ გრიგოლს ადრე მოევლინა პოეტის სახელი. გრიგოლ მეგრელიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი პოეზია გამოირჩეოდა აზრის სიმწიფით. მისი მოქნილი სტრიქონი, მუსიკალური ლექსი, კარგი გამართული ქართული სანაქებო იყო.
მას ჰქონდა მშვენიერი ლირიკული და პატრიოტული ლექსები და პოემები. ჩემი აზრით, ამ პოეტში მშვენივრად თავსდებოდა ნაზი ლირიკოსიც და ტემპერამენტიანი ტრიბუნაც, რომელიც 1918 წელს სამშობლოს ძნელბედობით შეწუხებული ასე ღაღადებდა:

"ჩვენ ჩვენის ხელით დავიჭრით ყელებს,
თუ ჩვენთვის დღესაც აღარ გათენდება".

გრიგოლ მეგრელიშვილმა მოასწრო და გამოაქვეყნა პოემები: "შუქურვარსკვლავი", "იოანე ნათლისმცემელი და სალომე", "გალაათიდე", ქებათაქება".
ამ ზაფხულს, ეგნატე ნინოშვილის საიუბილეო დღეებში, ჩემდა სასირცხვოდ, პირველად ვესტუმრე გურიას. გურიის სილამაზემ მაშინვე ჩემი ყრმა მეგობარი მომაგონა. ვიხსენებდი მის ამბებს, ვუკითხავდი გურულებს მის ლექსებს, მაგრამ გრიგოლის სახელი აქ, გურიაში, აღარავის ახსოვდა! განსაკუთრებით ახალგაზრდობამ არაფერი იცოდა მის შესახებ. გამოირკვა, რომ მის მშობელ ჩოხატაურში ცოტა რამ იცოდნენ მასზე. ისიც დავადგინე, რომ მისი საფლავიც დაკარგული იყო. მეწყინა მეტად! მაშინ თვითონ საგანგებოდ აველ ჩოხატაურს, ხოლო წინადღით ვთხოვე რაიკომის მდივანს აკ.გობრონიძეს, მიეღო ზომები გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავის საპოვნელად. აკ.გობრონიძემ დიდი სიყვარული და გულისხმიერება გამოიჩინა. მან გვიმრით დაბურულ სოფლის სასაფლაოზე კითხვა-კითხვით მიაგნო პოეტის უძეგლო და უნიშნო საფლავს, რაც მალე გაწმენდილი, გასუფთავებული დაგვხვდა. ვითხოვე და ორი კვირის შემდეგ სამარეს რკინის მესერიც შემოავლო.

იმავე დღეს საფლავზე მოვაწყეთ პატარა შეკრებულობა, რომელსაც ნინოშვილის ჩანჩეთში ჩამოსული თბილისელი მწერლებიც დაესწრნენ, დამსწრეთ ვესაუბრე გრიგოლ მეგრელიშვილის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ, რამაც ცხოველი ინტერესი გამოიწვია, როგორც მწერლების, ისე ჩოხატაურელების მხრივ; პოეტის ვერც ერთი ნაცნობი ვერ მოვიგდე ხელთ ჩოხატაურში. ორმოც წელს თავისი გაუტანია! აღარც გრიგოლის ქოხია გადარჩენილი. დედა ბავშვობაშივე აღარა ჰყავდა. ერთადერთი ვაჟიშვილის სიკვდილით გამწარებული მამაც დიდი ხანია მიცვლილა. დარჩენილა მხოლოდ მოხუცი დაი, რომელიც თურმე ცხოვრობს სოფელ ერკეთში.

დავრჩით ზოგიერთი მისი მეგობრები: ნიკო კეცხოველი, დემნა შენგელია, ალ. ქუთათელი, სიკო ფალიაშვილი, გრიგოლ ცეცხლაძე, დავით მებუკე (ცვარნამი), დავით აღლადძე და მე. ჩვენი ვალია შევაგროვოთ უდროოდ დაკარგული პოეტის ლექსები. მე და ნ. კეცხოველი ვაპირებთ გამოვცეთ გრ. მეგრელიშვილის ლექსთა კრებული მომავალი წლისათვის.

ჩვენ, გრიშას მეგობრები და ჩოხატაურის რაიონის მშრომელები, ამ შემოდგომაზე გავმართავთ გრ. მეგრელიშვილის მოსაგონ საღამოს ჯერ ჩოხატაურში და მერე თბილიში.

"მთის ნიავი" გავიცანი 1914 წლის ზაფხულში, ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" რედაქციაში. იმ დღეს მარხავდნენ მსახიობ კოტე მესხს და ორივეს, მე და გრიშას, ამ ჟურნალში დაბეჭდილი გვქონდა ლექსები განსვენებულ მსახიობზე. ერთმანეთი გაგვაცნო ახალგაზრდა ლიტერატორმა ირაკლი დიდიძემ. რედაქციიდან წავედით მთაწმინდაზე, მგონი, დიდიძის ბინაზე და მთელი დღე ვილაპარაკეთ პოეზიაზე და ვიკითხეთ ლექსები. ამის შემდეგ ჩვენ ახლობელი მეგობრები შევიქენით. დიდი სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი. 1917 წელს ის განსაკუთრებით აქტიური იყო. ხშირად გამოდიოდა მენშევიკების წინააღმდეგ "ქუჩის საუბრებში". შემდეგ მან ჯარისკაცის ფარაჯა გადაიცვა და ხელში თოფით იბრძოდა. მას არ ეცალა "პოეზიის უძილო ღამეებისთვის", არც "პოეტური ბოჰემისთვის". შემდეგ ქუთაიში გადავიდა, იქიდან ფრონტებზე და მალე თავალიდან მიეფარა. ათასში ერთგან მხვდებოდა მისი დაბეჭდილი ლექსებიც. შემდეგ მოვიდა მისი გმირული სიკვდილის ამბავიც. ბოლოს მღელვარე ცხოვრებამ დავიწყებას მისცა მისი სახელი. მხოლოდ მისი მეგობრები ინახავდნენ გულში დაღუპული პოეტის ძვირფას ხსოვნას", _ იგონებდა გიორგი ლეონიძე.

წლების შემდეგ გრიგოლ მეგრელიშვილის პოეზიის გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ენათმეცნიერს, პროფესორ გრივერ ფარულავას, რომელსაც, როგორც თავად ჰყვება ბავშვობიდანვე ესმოდა გრიგოლ მეგრელიშვილის სახელი.

_ გრიგოლ მეგრელიშვილი ბებიაჩემის, ანასტასია ყენიას, დისშვილი იყო. რადგან ბავშვობისა და ყრმობის წლები დედულეთს, საჯავახოში, გავატარე, მისგან და დედაჩემისგან ჩამესმოდა მისი სახელი. გრიგოლ მეგრელიშვილი (იგივე მთის ნიავი) ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ფარცხმაში იყო დაბადებული. მისი და, ოლღა, იმავე რაიონის სოფელ ერკეთში იყო გათხოვილი. ქალბატონი ოლღა და მისი ვაჟიშვილი, იესე მგალობლიშვილი, გვესტუმრებოდნენ ხოლმე საჯავახოში. ამ პატარა სანათესაო შეკრებილობებს, გულთბილობით, გურული იუმორითა და თვალსაჩინოდ გამოკვეთილი გურული კილო-საქცევით შეზავებულთ, ხშირად შეამღვრევდა სევდიანი ამბები გრიშას (ასე მოიხსენიებდნენ მთის ნიავს) მხედრული თავდადებისა და პოეტური ნიჭიერების შესახებ, ბაბუაჩემის, ბიძაჩემის (დედისავე მხრივ) და მამაჩემის ტრაგიკული ბედის (სამივენი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ) შესახებ. ასე იყო ჩემი სტუდენტობის დროსაც.

უნივერსიტეტი დავამთავრე. 1959 წლის სექტემბერია. საასპირანტო გამოცდებისათვის ვემზადები. გადავშალე 11 სექტემბრის "ლიტერატურული გაზეთი" და რას ვხედავ?!. მესამე გვერდის მოზრდილი ნაწილი უჭირავს გიორგი ლეონიძის წერილს _ "გრიგოლ მეგრელიშვილი (ჭაბუკი პოეტის სიკვდილის ორმოცი წლისთავის გამო)". 25 სექტემბერს იმავე გაზეთში ამას მოჰყვა მეორე ნაწილი ნიკო კეცხოველისა _ "განუწყვეტელი მოლოდინი", ისევ გრიგოლ მეგრელიშვილს რომ ეხებოდა. 26 სექტემბერს გ. ლეონიძემ ფარცხმაში თავი მოუყარა ქართველ მწერალთა ერთ ჯგუფს (მათ შორის მთის ნიავის მეგობრებს) და პოეტის საფლავთან გაიმართა დიდი ლიტერატურული შეკრებილობა.

ასე გააცოცხლა გიორგი ლეონიძემ "დავიწყებული, დამიწებული, დანაცრებული" პოეტის სული ამ ნახევარი საუკუნის წინათ. აი, აქედან დაიბადა ჩემს შეგნებაში სურვილი, რაღაც გამეკეთებინა დიდი მამულიშვილისა და პოეტის სახელისა და ღვაწლის უკვდავსაყოფად. ამ სურვილის ხორცშესხმას რომ მოსწრებოდა, ნატრობდა დედაჩემიც. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გრიგოლ მეგრელიშვილის შემოქმედების შესწავლას, მისი უცნობი ნაწარმოებების ძებნას შეუდგა ზაურ მეძველია, მაგრამ იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან (2005 წ.), რომ ჩანაფიქრის აღსრულება არ დასცალდა. აი, სწორედ მაშინ შევუდექი საქმეს, _ ჰყვება გრივერ ფარულავა "კარიბჭესთან".

ვინც ყურადღებით წაიკითხავს გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსებს და "ბედის მდინარეში" გამოქვეყნებულ წერილებს პოეტის მხედრული ღვაწლისა და დაღუპვის შესახებ, არ გაუჭირდება იმ დასკვნის გამოტანა, რომ მთის ნიავს თექვსმეტი წლის ასაკიდანვე დაუფლებოდა მამულიშვილური სიყვარულის კარგად გაცნობიერებული გრძნობა, რომელიც მერე და მერე ღრმავდებოდა, მსხვერპლად მისვლის მისტიკურ-რელიგიურ სიმაღლეს იძენდა. რელიგიურისა და ეროვნულის ერთმანეთთან იდუმალი წილნაყარობის განცდა იმ პოემებიდანაც ირეკლება, ძველი აღთქმის მოტივებზე რომაა დაწერილი: "იოანე ნათლისმცემელი და სალომეა", "გალაათიდე".

მართალია, წლების მანძილზე, კომუნისტური წყობილების პირობებში, ქართველმა ხალხმა, ბოლშევიკებთან მებრძოლი პოეტის ხსენებაც კი ვერ გაბედა და მისი საფლავი დაკარგული იყო, მაგრამ დღეს, როცა  გრიგოლ მეგრელიშვილის საფლავი ცნობილია. მისმა ლექსებმაც დღის შუქი ნახეს, დაგვიანებით, მაგრამ მაინც და ალბათ, "მთის ნიავი" თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს ქართულ პარნასზე, ის ხომ ასეთი თანამედროვეა!

                                                                                                                                                                                                                                  




 ახალი ამბები
  • კომენდანტის საათის დარღვევა - კახეთში გოგოს ხელის თხოვნა 27 000 ლარი დაჯდაცოტა ხნის წინ,  კომენდანტის  საათის დარღვევისთვის, 9 პირი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთი დაჯარიმებულის ახლობელმა განუცხადა, თანასოფლელი ბიჭი  მის მეგობრებთან ერთად, გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" მერის წარმომადგენელთან, შალვა ახმედოვთან შეეცადა, თუმცა, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა. "არ ვიცი,ინფორმაციას არ ვფლობ",_ ამბობს ... ...
  • ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავსსახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არის ვერსია, რომ ეს აცრა შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში. „ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“, - განაცხადა ... ...
  • რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რაშია გამოსავალიპანდემიასთან ბრძოლამ ადამიანების ნაწილი დროებით უმუშევრად აქცია, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ჩაკეტილი საზღვრები, დაკეტილი სხვადასხვა ობიექტები, ბლოკპოსტები სხვადასხვა ქალაქში და რიგი სუპერმარკეტებთან, ბანკებთან თუ აფთიაქებთან_ ეს ის სურათია, რაც დღეისთვის საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის გამო, დგას. რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ეკონომისტ აკაკი ცომაიას ესაუბრა. აკაკი ცომაია ჩვენთან საუბარში  აღნიშნავს, რომ რთულია პროგნოზირება, პანდემიის შემდეგ რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, მაგრამ ეკონომიკის რეცესია და უმუშევრობის მატებაა მოსალოდნელი. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გაუჭირდება იმ მდგომარეობის დაბრუნება, რაც პანდემიამდე ჰქონდა. „რეალურად პროგნოზირება და თქმა,  რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, ძნელია. რაც უფრო მეტად გრძელდება კარჩაკეტილობა, მით უფრო მეტად ზარალდება ქვეყნების ეკონომიკა და შევა რეცესიაში. უმუშევრობის დონე გაიზრდება მსოფლიოში ამ პანდემიის დასრულების შემდეგ და მათ შორის გაიზრდება საქართველოშიც. რისი პროგნოზირებაც შეგვიძლია არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება საწყის ეტაპს. ტურიზმის სექტორი ვერ დადგება იმ წერტილში რა წერტილშიც იყო პანდემიამდე. რატომ? ამის ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არის. მათ შორის ის, რომ საქართველო ვერ მიიღებს ასე სწრაფად ვიზიტორების იმ რაოდენობას, რომელსაც  იღებდა. ადამიანებმა ჯერ კაპიტალი უნდა დააგროვონ, უნდა დაიწყოს შემოსავლების ფორმირების პროცესი.  ეს ხანგრძლივი პროცესია. ტრანსპორტის სფეროს განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული და  ვითარდებოდა მაშინ როცა ტურიზმი ვითარდებოდა. იგივე ეხება მშენებლობას, კაფე-ბარებს. ეკონომიკის შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ის იყო პანდემიანდე. ჩვენი შემოსავლები ვერ აღდგება საწყის წერტილში“,_ ამბობს ცომაია. ეკონომისტის თქმით, აღნიშნული საფრთხეების დანახვასთან ერთად ქვეყანამ ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომელიც პანდემიის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს. აკაკი ცომაიას თქმით, ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა ანაკლიის პორტს შეუძლია. „გლობალურ საფრთხეებთან ერთად, ასევე, უნდა დავინახოთ შესაძლებლობა და გამოვიყენოთ, რაც უკავშირდება მსოფლიო ბაზრის გადანაწილებას და საერთაშორისო ბაზარზე შევიტანოთ ჩვენი კონკრეტული წვლილი და დავიკავოთ გარკვეული ნიშა. გაცილებით რთული იყო ამის გაკეთება, როცა ეს ყველაფერი იყო გადანაწილებული და განსაკუთრებით შესაძლებლობა ჩნდება ახალი მიმართულებებით. ყველაზე მეტად აქტუალური არის ანაკლიის პორტის საკიხი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გარკვეული ლოკომოტივის თამაში და ეკონომიკის დაქოქვა ანუ საქართველოს ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ახალ რელსებზე გადაყვანა“,_ ამბობს ... ...
  • რისი "სიგნალი" გახდა აგრარული ბაზრების დახურვა მსოფლიო პანდემიას ებრძვის. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულ სხვა შეზღუდვებთან ერთად აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრების დახურვა სუპერმარკეტებისთვის პროდუქციაზე ფასების ზრდის შესახებ გაკეთებული სიგნალია. „აგრარული ბაზრის დაკეტვა მომხმარებლებს დააზარალებს. ეს სუპერმარკეტებისთვის არის სიგნალი, რომ გააძვირონ პროდუქცია. სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და არ ვიცით, უსაფრთხების რისკის ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენად გაიზარდა ამ გადაწყვეტილებით უსაფრთხოების მასშტაბი. ამის შეფასება მე არ შემიძლია“,_ გვპასუხობს ცომაია. შეკითხვაზე _ მოსალოდნელია თუ არა, რომ ფასის ზრდა მარკეტებში იმ პროდუქტებსაც შეეხოს, რომლის ღირებულების ზრდის რისკის დაზღვევის შესახებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საუბრობდა, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ მარკეტინგის პრინციპის გათვალისწინებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე შეიძლება, არ გაიზარდოს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ გაიზრდება სხვა პრუდუქტებზე. „სამინისტრო აწესებს ზედა ზღვარს კონკრეტულ ფასებზე, რაღაცა დროის განმავლობაში, ფასები ამ ტიპის პროდუქტებზე, შეიძლება, არ გაიზარდოს, მაგრამ გაიზრდება სხვა პროდუექტებზე. ეს მარკეტინგის პრინციპია. სუპერმარკეტები ორიენტირებულები იქნებიან, გაყიდონ იმავე რაოდენობის პროდუქცია მაღალ ფასად, რადგან კონკურენტების რაოდენობა მცირდება და ბიზნესი, როგორც წესი, ამ ნაბიჯით პასუხობს“, _ ამბობს აკაკი ... ...
  • ოზურგეთის მერიის განმარტება პრემიების გაცემასთან დაკავშირებითოზურგეთის მერია  პრემიების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერია განმარტავს, დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,,. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულია, ასევე გაჯერებულია არასწორი შეფასებებით და ინტერპრეტაციით. გაცნობებთ, რომ დანამატები გაცემულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლებზე დადგენილი კანონმდებლობის სრული დაცვით. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობაში ჩართული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელი, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევდნენ და უწევენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს. დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,, (ამონარიდი წერილიდან); ხოლო მერიის თანამშრომელთაგან ორ პირზე დანამატის გაცემის საფუძველი გახლავთ თბილისის მერიის მიერ გადმოცემული ავტობუსებისა და სხვა ტექნიკის ჩამოყვანა და მასთან დაკავშირებული პროცედურები. „TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში გამოქვეყნებული ორი პირისათვის მერიის მიერ დანამატის ჩარიცხვის საფუძველი წარმოიშვა მიმდინარე წლის თებერვალში ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა მარტის თვის ბოლოს. ხსენებულმა პირებმა უზრუნველყვს თბილისის მერიის მიერ გადმოცემული 4 სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანა ოზურგეთში, ხოლო გადმოცემული ორი სპეცდანიშნულების ტექნიკა მომზადებული იქნა გადმოსაყვანად, რის გამოც მათზე გაიცა 60%-ი (და არა 80%იანი დანამატი). სულ გაცემულია 12 930 ლარი; „TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში მითითებულ სხვა პირებზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე დანამატები არ გაცემულა ქვეყანაში არსებული სტუაციიდან გამომდინარე და ყველა ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხან გახლავთ დაკავშირებული არის არასწორი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებლი საქმიანობის ფარგლებში მოხდა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სასურსათო და სხვა სახის დახმარებას. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოზურგეთის მერიაში შექმნილი ჯგუფის მიერ ამ დროისათვის:- უკვე 180 ოჯახს დაურიგდა სურსათი.- უახლოეს დღეებში დმატებით 500 ოჯახზე გავცემთ პროდუქტებს. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაციის (პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათი ანგარიშის ნომრების და მათთვის ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია) ოზურგეთის მერია ბოდიშს უხდის მათ და აცხადებს, რომ ამ დროისათვის ხდება პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და საკითხების სამართლებრივი ანალიზი (ასეთი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს) რის შედეგებზე დაყდრნობითაც განვახორციელებთ შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას. დამატებით ვაცხადებთ, რომ ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე ითანამშრომლებს ყველა სპეციალური კომპეტენციის ორგანოსთან საკითხის სამართლებრივ ფორმატში გარკვევის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...