ალექსანდრე ჯეჯელავა გურიაში პედაგოგებთან შეხვედრას გამართავს
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, 20 იანვარს ოზურგეთში განათლების მინისტრი ალექსნადრე ჯეჯელავა ჩამოვა. ის პედაგოგებთან შეხვედრას მეორე საჯარო სკოლაში გამართავს.
აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.