"საქართველომ დენი რუსეთისგან იყიდა და აფხაზეთს ისე მიაწოდა"

საზოგადოება

"საქართველომ დენი რუსეთისგან იყიდა და აფხაზეთს ისე მიაწოდა"

2017 იან 24 17:43:42

ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%, 1998 წელს საქართველოსა და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობებს შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძელზე, უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% კი  ქართულ მხარეს რჩება. აფხაზური მხარეც არ უარყოფს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია - ისინი დღეში 8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას იყენებენ და შესაბამისად, ბოლო წლებთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება, 55%-ით არის გაზრდილი, ზამთარში ეს მაჩვენებელი 100 %-საც აღწევს. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სარემონტო სამუშაოების გამო, ენგურჰესი გაჩერდება და აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

როგორც საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რევაზ არველაძე აღნიშნავს, აფხაზური მხარე, წლებია, ელექტროენერგიას ჩვენიდან უფასოდ იღებს, დღეს კი დადგა ის დრო, რომ ფხაზურმა მხარემ პირველ რიგში მოლაპარაკება რუსეთთან უნდა აწარმოოს. არველაძის განცხადებით, შარშან გაზაფხულზე,როცა ენგურჰესის წყალსაცავი დაცლილი იყო საქართველომ რუსეთიდან იყიდა და უფასოდ  მიაწოდა ელექტროენერგია აფხაზურ მხარეს.

"აფხაზები ამით კარგად სარგებლობენ. თანაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის 1998 წელს შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ ელექტროენერგიის 40% უნდა წაეღო აფხაზეთს და 60% _ საქართველოს. აქამდე ამ 40%-ს წლიურ ჭრილში ასრულებდნენ, ბოლო ორ წელიწადში კი, 40 პროცენტი უკვე 50% გახდა... არ ვიცი, ჩვენი მთავრობა რას გადაწყვეტს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქართველომ აფხაზეთს ელექტროენერგია არ უნდა მიაწოდოს. თორემ გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ და უფასოდ უნდა მივაწოდოთ. დე ფაქტო რესპუბლიკაში უნდა შეეჩვიონ იმ აზრს, რომ ელექტროენერგია ფული ღირს და უნდა გადაიხადონ. რუსეთი მათ ელექტროენერგიას ისე არ მისცემს, ფული თუ არ გადაიხადეს“, _ აღნიშნავს რევაზ არველაძე bpn-სთან საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...