საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია

საზოგადოება

საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია

2017 იან 26 17:01:05

 ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელმა ხუთ პედაგოგს სცემა და სკოლის ინვენტარი დაამტვრია.

დაზარალებული პედაგოგის, დავით ხარაბაძის განცხადებით, პირველ კლასში გაკვეთილს ატარებდა, რა დროსაც ინეზა ხარაბაძე თავს დაესხა და თავში ხელკეტი ჩაარტყა.

დავით ხარაბაძე ფიქრობს, რომ საქმის მწარმოებელი, სავარაუდოდ, საათების გამო დაუპირისპირდა.

„პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, რა დროსაც საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე შემოვარდა ხელკეტით და თავში ჩამარტყა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ დამიბნელდა და ცუდად გავხდი, წავიქეცი. შემდეგ წამოვდექი და მის შეჩერებას შევეცადე, ხმაურზე შემოვიდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და გვერდით კლასში მყოფი დირექტორი. ეს ყველაფერი პირველი კლასის მოსწავლეების თვალწინ მოხდა, ბავშვებს შეეშინდათ, ზოგი ტიროდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ამით არ დამთავრებულა ყველაფერი, კლასიდან გაყვანის შემდეგ, სკოლის მეორე სართულზე გადაინაცვლა და ვინც შეხვდა ყველას ფიზიკურად გაუსწორდა. სამასწავლებლოში არსებული კომპიუტერები, პრინტერი, სკანერი და სხვა ინვენტარი, რაც იყო, დაამტვრია.

ფეხის მოტეხილობის გამო ორი თვით ბიულეტენზე ვიყავი გასული, ჩემი არყოფნის დროს გაკვეთილებს ინეზა ხარაბაძე ატარებდა, ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი კუთვნილი საათები დამიბრუნდა და ვფიქრობ, ამან გააღიზიანა. მეუბნებოდა, მეორე ფეხიც უნდა მოგტეხო, რომ სკოლაში საერთოდ ვერ მოხვიდეო. მიზეზებზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, საათების გამო დამიპირისპირდა“, - აღნიშნა დავით ხარაბაძემ.

ხარაბაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ გუშინ ის და მისი ოთხი კოლეგა ექსპერტიზის ჩასატარებლად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის 86_ე საუბნო კომისიის თავმჯდომარე ცუდად გახდა _ უბანზე სასწრაფოაამ წუთებში ზუგდიდის #86-ე საარჩევნო უბანზე სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა. არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე გახდა ცუდად. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა ჯერ არ დაწყებულა და დაძაბული სიტუაციაა. გაერთიანებული ოპოზიციის თქმით, მათი 4 დამკვირვებელი უბნიდან არის გამოძევებული. ადგილზე მობილიზებული პოლიცია, რომელიც უბნის ეზოში ჟურნალისტებს არ უშვებს. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა არ გამორიცხავს, რომ უბანზე გაყალბების გეგმა აქვთ. _ ალბათ, სურთ, ჩვენი მეხუთე დამკვირვებელი გამოაძევონ და მერე, რაც უნდათ, ის გააკეთონ, _ აღნიშნა ... ...
  • სანდრა რულოვსი: თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის რომ არ ვხუმრობ თქვენ კიდევ არ მიცნობთ, ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ. სოფელ-სოფელ ვივლი, როგორც ზვიად გამსახურდია, მიიღებთ საქვეყნო პროტესტს, _ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა. რულოვსი ამბობს, რომ არჩევნები მოიგო: „ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ, ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა ... ...
  • მუშაობდა თუ არა თალაკვაძე რულოვსის თანაშემწედ _ უმრავლესობის ლიდერი განმარტებას აკეთებსგავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2013 წლამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწედ მუშაობდა თალაკვაძე გამოეხმაურა. სანდრა რულოვსის გარემოცვა და ასისტენტები ვინ იყვნენ, არ ვიცი. რაც შეეხება ჩემს მუშაობას ჟენევაში, გლობალური ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა დავიწყე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელმა, 2013 წლიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციიდან - სანდრა რულოვსმა ბორდი დატოვა და მე გავხდი ბორდის წევრი საქართველოდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, სანდრა რულოვსს უფლებამოსილება შეუწყდა ჯანდაცვის ეროვნულ საკოორდინაციო საბჭოში, _ აღნიშნა ... ...
  • უბანი, რომელზეც სანდრა რულოვსმა მისცა ხმა, გეგა შენგელიამ მოიგოზუგდიდის #82 საარჩევნო უბანი, სადაც ხმა გაერთიანებული ოპოზოციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მისცა, ოცნების კანდიდატმა მოიგო. აღნიშნულ უბანზე ხმების დათვლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მონაცემების თანახმად, ამ უბანზე 290 ხმა მიიღო გეგა შენგელიამ, ხოლო 200 _ სანდრა ... ...
  • სერის საარჩევნო უბანიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგოამ წუთებში დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #08 სერის საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებში მონაწილე 642 ამომრჩევლიდან 492-მა ხმა დავით მდინარაძეს მისცა. 76 ხმა მიიღო ა კობა ზაქარეიშვილმა, ტოგო ჭელიძემ _ 26, კაკო თავდუმაძემ _ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...