"გურია მომიკითხეთ, ჩემი ნოდარის გურია" _ პოეტი თინა ჭელიძე

საზოგადოება

"გურია მომიკითხეთ, ჩემი ნოდარის გურია" _ პოეტი თინა ჭელიძე

29 იან. 2017, 19:14:26

"დგახარ, როგორც იდგნენ მარად, ქართველ ქალთა კრებულები, მაქეთ მოსვლა გვიხარია, სანამ ხონში გვეგულები", _ ასე სადად, სიყვარულით გამთბარი  უბრალოებით, სახალხო სიყვარულით ნასაზრდოები სტრიქონებით ეფერებიან ხონში  ცნობილ პოეტს, საზოგადო მოღვაწეს,  თინა ჭელიძეს,  ხონელების განმანათლებლად მონათლულ ქალბატონს,  რომლის მისამართითაც, ერთ-ერთ საზეიმო შეხვედრაზე, ქუთაისიდან  მოსულ პოეტ ზურაბ კუხიანიძის თანმხლებ შემოქმედთა ჯგუფიდან,  ღიმილიანი ფრაზა გაისმა:  "შენ ხარ "ხონელების ვოლტერი" , აქაურობისა და აქაურთა განმანათლებელი, ამათი სიყვარულით ხარ ავად და საქმეც იმიტომ გამოგდის ასე  საოცრად"...

პოეტი თინა ჭელიძე ახლახან 80 წლის გახდა. მიუხედავად ასაკისა, ძნელად დასაჯერებელია, რომ  მის მიერ სახალხო სიკეთისთვის ნაშრომ-ნაღვაწი ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. მხოლოდ მოღვაწეს შეუძლია აკეთოს ის, რაც მან პატარა ხონში ბავშვობის ასაკიდან აკეთა და დღემდე  არ ჩაუმუხლავს.
სწავლა ხონში დაიწყო.  საბაზო დაწყებითი სკოლა, ქალთა რვაწლიანი სკოლა და ხონის, იმხანად საქართველოში ყველაზე ცნობილი წარმატებული პედაგოგიური სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია -ფილოლოგიის ფაკულტეტიც წარჩინებით  დაასრულა და და აქედან დაიწყო მისი, როგორც ისტორიკოს-ფილოლოგის მოღვაწეობა.  პოეტი ქალბატონის გამორჩეული მრავალმხრივი ნიჭიერება, უდიდეს მამულიშვილურ სულისკვეთებასთან წილნაყარი რომ იყო, იმთავითვე გამოჩნდა და  მისი ლექსები  მხოლოდ ერთი მახასიათებელი შტრიხი იყო ამ მრავალმხრიობისა. 
ჯერ კიდევ 60-იან წლებში,   პირველი ლექსების კითხვა-განხილვის შემდეგ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებაში გახდა დამწყებ პოეტთა სექციის ხელმძღვანელი.

თინა ჭელიძის პოეტური და საზოგადოებრივი  მოღვაწეობა მისივე ორგანიზებით გამოსულ მისსავე რვა წიგნშია თავმოყრილი. მათ შორის, განსაკუთრებით "სამზეურა" უყვარს, სადაც 25 ადამიანის შემოქმედების ნიმუშებია თავმოყრილი, ვის დაფრთიანება-დაკვალიანებაში უანგაროდ, საკუთარი ფიზიკური და გონებრივი ენერგიის თავდაუზოგავი ხარჯვის ფასად მიაღწია. 

ზოგადად,  თინა ჭელიძემ თავისი  მრავალმხრივი,  სიღრმისეული ნიჭის რეალიზაცია ხონის სინამდვილეს 60-ზე მეტი წლის მანძილზე იმ დოზით მოახდინა, რომ მის მიმართ  მწერლების  მიერ ნათქვამი ღიმილიანი ფრაზა: "ხონელების ვოლტერი",   სასიამოვნო შედარებად იქცა აქაურთათვის.  გაუფრთხილდით, თინას მოეფერეთ, თინა გახსოვდეთო, როცა ამბობენ, ამ დროს  თინა ჭელიძე დღემდე სხვებს უფრთხილდება, სხვებს ეფერება და ცხოვრებისგან არაერთხელ ტკივილნაგვემი,  უახლოეს სამეგობროსაც კი დათრგუნული და უიმედო წამითაც არ უნახავს. ეს, ალბათ, დიდი და უბრალოებით გამორჩეული ადამიანების ნიშაა, ზოგისთვის გაუგებარიც კი...

_სცენა ჩემი ჰობი იყო მუდამ, ოღონდ  არ მიყვარდა იმიტომ, რომ ვიღაცას მხოლოდ ჩემი ლექსებისთვის ესმინა. ასე უფრო ლაღად ვგრძნობდი თავს, ჩემი სიყვარული, ჩემი სათქმელი მიმეტანა თითოეული ხონელის, თითოეული ახალგაზრდის გულის კუნჭულში, რომ იქ ამენთო ნაპერწკალი საკუთარი თავისადმი რწმენის, საკუთარი  კუთხისადმი, ყველაფერი ქართულისადმი, ადამიანთა მოდგმისადმი სიყვარულისთვის.  სულ მჯეროდა და ახლაც ვერავინ შემიცვლის რწმენას, რომ ღვთის შვილს,  ადამიანს უზარმაზარი უნარი და პოტენცია მისცა ღმერთმა სასიკეთო საქმეების კეთებისთვის, ოღონდ მეტ-ნაკლები მიდგომა და გასაღები სჭირდება, რომ მიაგნო და ასე ლამაზი, განუმეორებელი სიცოცხლის კიდევ უფრო გასამშვენიერებლად განაწყო, აიძულო, გამოამზეუროს და გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. ეს მიმაჩნდა და მიმაჩნია ჩემი ამქვეყნიური არსებობის ერთ უმთავრეს პრინციპად, _ ამბობს ხონელების მეჭირნახულე ქალბატონი.  

თინა ჭელიძეს ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან უხდებოდა საზოგადოებისთვის   ყველა მტკივნულ საკითხზე  საჯარო გამოსვლა.  პირველი ტკივილი მაშინ იწვნია, როცა 1956 წლის სტუდენტურ გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა და ბობოქარი დღეები  ნაწილობრივ მის ჯანმრთელობასაც შეეხო. თუმცა, ეს უდიდესი გამოღვიძების და ძალისხმევის მოკრების დასაწყისიც გახდა. სად არ ნახავდით მას, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად გაჭირვებულის კარზე საკუთარი დანაზოგით დასახმარებლად  ხელგაწვდილს თუ  ნიჭიერი ახალგაზრდობის  დასაკვალიანებლად შემართულს.  განათლების საკითხი კი   მუდამ იყო მისი  ცხოვრების უმთავრესი პრინციპი. 30 წლის  წლის მანძილზე, ძირითადად, ხონის განათლების სისტემაში საკუთარ კვალს ყველა მიმართულებით  ტოვებდა _ სხვადასხვა დროს ასწავლიდა ხონსა თუ ხონის რაიონის სოფლებში  ქართულ ენასა და ლიტერატურას. მისი გაკვეთილების მომსწრე თაობები  თუ  დამსწრე კვალიფიციური სპეციალისტები  მუდამ გაოცებას გამოთქვამდნენ, ასე დახვეწილი, სიღრმისეული ქართულის ცოდნის გამო. 

კიდევ ერთი ფენომენის, ენების შესწავლის  გამორჩეული ნიჭის გამომზეურება იყო ის, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას თუ  გეოგრაფიას რუსულ ენაზე ასწავლიდა ხონის  რუსულ საშუალო სკოლაში და იმ დროისთვის ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეც იყო. ასევე ასწავლიდა გერმანულ და რუსულ ენებს სხვადასხვა დროს ხონის საშუალო სკოლებში, მუშაობდა მეთოდკაბინეტის მეთოდისტად, ქუთაისის დახელოვნების ინსტიტუტის ლექტორად, კითხულობდა ლოგოპედიის კურსს და ასე  თანდათან სკოლამცოდნეობის სიღრმეებს ისე ჩასწვდა, ხშირად უჭირდათ მასთან გამკლავება  განათლების თემაზე მოსაუბრეებს და მხოლოდ მონუსხული უსმენდნენ. 
ხონში ხშირად გაიგონებთ, რომ თვითგანათლების საოცარ უნარს ფლობდა ქალბატონი თინა ჭელიძე.   მთელ საქართველოში  თანამშრომლობდა ცნობილ მეცნიერებთან, წარმატებულ პედაგოგებთან, განათლების სამინისტროს სააღმზრდელო ცენტრს შინაურივით სტუმრობდა, რომ  მერე მშობლიურ ხონში  სასწრაფოდ წამოეღო და  რაღაც ახალი მისეული სინთეზით დაენერგა!  ამ საქმიანობის პარალელურად თინა ჭელიძე დღეს არ ტოვებდა,  არ დაეწერა ლექსი!  გამოჩნდებოდა მისი ახალი სტრიქონები და ზეპირად იცოდა იმერეთმა, იწერებოდა ახალი სიმღერები მის პოეტურ ქმნილებებზე.

პირველი ლექსების კრებული "უიალქნოდ" ახალგაზრდა თაობამ ჩაიხუტა. პირველი სიყვარულის (ბლომდე განუხორციელებლის)  ბოლომდე ერთგულმა  ქალბატონმა, რაც მისი შემდგომი შთაგონების წყარო გახდა,  განსაკუთრებით ახალგაზრდობისადმი  თავდავიწყებულ სიყვარულში გადაიზარდა და ტკივილით თქმული: "უიალქნოდ დავალ ზღვაზე, რა გავშალო,  აფრა არ მაქვს... ამ ვეება ქვეყანაზე მუჭისტოლა გული დამაქვს!..." ხონელი ახალგაზრდობის ლექსი-კუმირი გახდა,   მუჭისტოლა გულში  მთელ სამყაროს იტევდნენ ახალგაზრდები, რომლებიც გუნდ-გუნდად დაჰყვებოდნენ ერთგულების ქალბატონს და მისგან სწავლობდნენ, როგორ უნდა  ჰყვარებოდათ, როგორი ერთგულება უნდა სცოდნოდათ.

მისი ერთ- ერთი პირველი ლექსი:  "მე რომ შენ მყავდე", სწორედ იმ არხილული შვილის წარმოსახვა იყო, რომლის ძალითაც მერე მომავალი თაობები იქცნენ მის შვილებად...

"მე რომ შენ მყავდე, მექნებოდა ურიცხვი ნატვრა,
ჯერ ხარის ბეჭზე გასწავლიდი ნახშირით ხატვას"...

1984 წელს ხონში ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება ჩამოაყალიბა, შექმნა პირველი ხელნაწერი ჟურნალი,  მის სახლში მისაღებ ოთახს კი,   80-იანი წლების ხონის ახალგაზრდობამ   "შტაბ-კვარტირა"  დაარქვა.  ასე იქცა მომავალი თაობის წინამძღოლად, რომელთა წარმომადგენლებს ხშირად უმეორებდა, "გახსოვდეთ, დიდი მდინარეები მუდამ პატარა შენაკადებით ცოცხლობენ და აქ უნდა იძლიეროთ,  წიაღი არ უნდა დაშრეს, რომ მომავლის საქართველოში კიდევ დაიბადოს გალაკტიონი, ანა, მურმანი..."

როგორც წესი,  ხშირად სტუმრობდა ქუთაისის მწერალთა კავშირს, ხონში იწვევდა ცნობილ ახალგაზრდა თუ ასაკოვან, ნიჭიერ და  სახელოვან მწერლებს, რომ აქაურ ახალგაზრდობას  რაც შეიძლება მეტი  მოესმინა, მეტი გაეგო.  მუდამ განრიდებული იყო ყოველგვარ პოლიტიკას, თითოეულ ადამიანში ადამიანურ ნიჭს და უნარებს ეძებდა!   ამიტომაც  შემოქმედთა გაერთიანებაში მუდამ ქართველთა უძველესი კულტურის არსზე საუბრობდა, რაც ჩვენი ერის უნიკალურობის ძირისძირად მიაჩნდა.   შემდეგ ეს ორგანიზაცია ხონის კულტურის განყოფილებას დაუქვემდებარა,    დათმო კონკრეტული პედაგოგიური მოღვაწეობა და ძირითადად  წლები და თავი მიუძღვნა ახალგაზრდა შემოქმედთა შორის ყოფნას. 

1994 წელს, როცა ხონში თოჯინების თეატრი ჩამოაყალიბა,  უშუქობის ხანა იყო. "დაბნელებული პერიოდის" ხონში ბავშვებსა და ახალგაზრდებზე სრულიად უანგაროდ მზრუნველი, შინაურებსაც აოცებდა  თავისი ქველმოქმედებით და ზოგჯერ უახლოესი ადამიანებისგანაც  ისმოდა მერკანტილური, ვიწრო აზროვნებისთვის დამახასიათებელი სიტყვები:  "ნეტა, მოცლილია თუ რად იკლავს თავს, ვინ დაუფასებს ამდენ უანგარო შრომას და უფასოდ სირბილსო"... მაგრამ ხონელების თინათინი განა იმიტომ თესდა, რომ თვითონვე მიეღო მოსავალი?   ის იმ  ქალთა კრებულის გენეტიკის მატარებელი იყო, ვისაც ხშირად ადარებენ  და დღემდე ასე ეხმიანებიან:  "მაქეთ მოსვლა გვიხარია, სანამ ხონში გვეგულები..."

ხელიხელ ნალოლიავები თოჯინების თეატრი არეულ წლებს ემსხვერპლა, თუმცა,  კვლავ ჩვეული თავგანწივა, თუ საჭირო იყო, ყველა კარზე დაკაკუნება და 1999 წელს კვლავ აღადგინა!   ეს თეატრი  დღემდე ემსახურება ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობას.

ხონში თინა ჭელიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ლიტერატურული თეატრი და ვოკალური ტრიო "მრავალჟამიერი", ხონის რადიო...  ხოლო გასულ წელს, სახელოვანი მწერლის, ნოდარ დუმბაძის მემორიალი და სამუზეუმო კუთხე  ხონში, დუმბაძის ქუჩაზე, იმ სახლში რომ გახსნილიყო, სადაც მწერლის ბებია ცხოვრობდა და  დედულეთში  ყოფნისას ნოდარ დუმბაძემ ბავშვობის არაერთი წელი გაატარა,  თინა ჭელიძემ თავდაუზოგავი შრომა გასწია და  ბიზნესმენ იუზა უგულავას დახმარებით საქმე ბოლომდე მიიყვანა.
ძნელია ჩამოთვალო და წიგნიც ვერ დაიტევს,   რამდენი სიკეთე, სახალხო და ეროვნული საქმე  აკეთა ქალბატონმა თინა ჭელიძემ ხონის სინამდვილეში, რომელსაც საკუთარი ხელფასიც კი არცერთ დროში საკუთარი თავისთვის არ დაუზოგავს და მუდავ ვიღაცისთვის ემეტებოდა, პურისთვის, სულიერებითვის...
ხონის კულტურულ სამყაროს დღესაც, 80 წლის ასაკში გასაკვირი ენერგიით მიუძღვება, "ხონელების ვოლტერი", ქალი რომელიც თავისი საქმიანობით ხმალამოღებულ  მხედარს ჰგავს, ხოლო როცა  გამოჩნდება მისი ლექსი,  მთელ ამ მოღვაწეობას ლირიულობის, პოეტურობის,  ქალურობის სინაზის ისეთ  არშიას  შემოავლებს, კითხვაც კი გაგიჩნდება,  ამ სტრიქონების  ავტორი და სახალხო   საქმიანობის ხმალამოღებული  წინამძღოლი, ერთი და იგივე ადამიანია?
თინა ჭელიძე ბოლო 30 წელია,  ხონის კულტურის სფეროს ემსახურება და ხშირად ახერხებს ხონისთვის გამორჩეულად სასიკეთო საქმეების კეთებას.  მან ხონის კულტურის ცენტრის დირექტორთან, ალექსანდრე აკობიძესთან ერთად,  სახელოვანი ხონელი ქველმოქმედის კონსტანტინე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდი დააფუძნა, რომლის დაფინანსებით ხონის ისტორიულ ბულვარში კეთილმოეწყო  გამოჩენილი ხონელი საზოგადო მოღვაწის ივანე შარაშიძის საფლავი.

_ ასაკს, როგორც რიცხვებს ისე ვუყურებ. ახლა  ხონის კულტურული აღორძინების ფონდს ვჭირისუფლობ.  უამრავი საქმე მაქვს.  რაც შეიძლება, მეტის კეთება უნდა მოვასწრო ჩემი ხონისთვის...  გურია მომიკითხეთ, ჩემი ნოდარის გურია, _ გვეუბნება ქალბატონი თინა...

გურიაში კი ბევრმა არც იცის, როგორი თავდაუზოგავი შრომა გასწია ამ მოღვაწე ქალბატონმა, ნოდარ დუმბაძის დედულეთში _ ხონში,   ნოდარ დუმბაძის ბებიის ყოფილ  სახლში, რომ გახსნილიყო მწერლის ბარელიეფი და სამუზეუმო კუთხე. 

ვინ ჩამოთვლის თინა ჭელიძის რეგალიებს... ხონის საპატიო მოქალაქე, გასულ წელს საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს.




 ახალი ამბები
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...