სამზადისი პრობლემის გადასაჭრელი პეტიციისთვის

საზოგადოება

სამზადისი პრობლემის გადასაჭრელი პეტიციისთვის

2017 იან 31 15:18:48

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მოქალაქეთა ერთობლივი  განაცხადი მიიღო პეტიციის ინიცირების დაწყებაზე. ამ საკითხზე, რიგით ლანჩხუთელებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელმა (თავმჯდომარე გოგი ხელაძე შვებულებაში იმყოფება) ბესიკ ტაბიძემ იმსჯელა.

როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეებს, პეტიციის წესით, რამდენიმე, მათი თქმით, მნიშვნელოვანი   საკითხის ინიცირება სურთ.

პეტიციის ინიციატორთა მოსაზრებით, აუცილებლობას წარმოადგენს ჯურუყვეთის, ჩიბათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში სანაგვე ურნების დადგმა.
გარდა ურნებისა, ლანჩხუთელები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის მოწესრიგებასაც ითხოვენ. როგორც პეტიციის ინიციატორები ამბობენ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა სოფელში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მამათში, მდინარე სუფსაზე საყანე ფართობებთან დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ხოლო სოფლებში: ჩიბათში, ხაჯალიასა და ნიგვზიანში სადრენაჟო სისტემაა გასაკეთებელი.

ზემოთ ნახსენები ინიციატივების ერთობლივი განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოქალაქეებს უთხრა, რომ პეტიციის მხარდაჭერა ორგანული კანონის _ "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" 120-ე მუხლის შესაბამისად წარიმართება.

თუმცა, საკრებულოს ასეთი მზაობა, გარკვეულწილად, პოლემიკის  საგანი გახდა სოციალურ ქსელში _ როგორც ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, პეტიცია საკრებულოში იმიტომ შედის, რომ დადგენილების მიღების, ან დადგენილების საპროექტო წინადადების წარდგენის ინიცირება ხდება:

"ასეა კანონით განსაზღვრული. ურნების დადგმის დადგენილება ცოტა უცნაურად ჟღერს. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება აღმასრულებელი რგოლის, გამგებლის ვალდებულებაა და საკრებულო არაფერ შუაშია. ერთი კაცის წერილი გამგებლის სახელზე ხომ საკმარისია, თუ ასეთი პოლიტიკური ნება იქნა და არა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება?  და საბოლოოდ, საკრებულო ამ ნაწვალებ ხელმოწერებს გამგებელს ხომ გადაუგზავნის _ არაა ეს ჩემი საქმე და შენ გეხებაო? და რა გამოდის?!" _ წერს გიგინეიშვილი.

საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს პოზიციის გამყარება ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ სცადა:

"რა როგორ იქნება, კანონით დადგენილ ვადებში გადაწყდება. საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა პეტიციის მხარდამჭერთა ხელმოწერის ბლანკები, რომელიც მათ გადაეცათ. შესაძლო საპეტიციო საკითხებზე მივეცით სათანადო რეკომენდაციები და შენიშვნებიც. დიახ, მოქალაქეთა ინიციატივებიდან ზოგიერთი იყო ხარვეზიანი. სხვათა შორის, ამ მოქალაქეების უკან არასამთავრობოები დგანან, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი შენიშვნები. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით და არ დავაფრთხეთ მოქალაქეები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენაში. პეტიცია იქნება თუ კოლექტიური განცხადება, მომავალი გვიჩვენებს, დღეს მათ მხოლოდ ბლანკები წაიღეს", _ წერს სოციალურ ქსელში ბიწაძე.




 ახალი ამბები
  • როდიდან გამოიდარებს საქართველოში_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ დღეს ზოგან იწვიმებს, ხვალიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 24-25 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 21 ნოემბერს ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო 22-23 ნოემბერს ქალაქის ცალკეულ უბნებში შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდებაპარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში ევროკავშირის ელჩებს ხვდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყო. პარტიის პრესცენტრის თანახმად, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.  წყარო: ... ...
  • ცხინვალის ე.წ. КГБ ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საქმის გაყალბებას აგრძელებს. ტყვეობაში მყოფი ექიმის სატელეფონო ჩანაწერები ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.  КГБ-გამოაქვეყნა. ე.წ. უშიშროების მტკიცებით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის ქმედებას პროვოკაციად აფასებს და თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს. მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - ოკუპანტებს ჩანაწერები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვთ გაკეთებული. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებსდამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.  როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ფორმაა. ფოფხაძის თქმით, პარლამენტში ერთადერთი დეპუტატია, ვინც კომიტეტის გაცდენის გამო დააჯარიმეს. "მიმაჩნია, რომ მაჯარიმებენ მხოლოდ იმიტომ, "ქართული ოცნების" ოპოზიციაში ვარ, სხვა მოტივაცია ამას არ აქვს. მე ვიყავი "ოცნებაში" და გაცდენებთან დაკავშირებით არასდროს პრობლემა არ მქონია. ჩემს გარდა კომიტეტის გაცდენის გამო არც არავინ დაუჯარიმებიათ. პარლამენტში ვარ ერთადერთი, ვინც გაცდენის გამოა  დაჯარიმებული," - განუცხადა ფოფხაძემ "რუსთავი 2"-ს. როგორც ფოფხაძე აცხადებს, უმრავლესობის რამდენიმე წევრი  სხდომებს ხშირად აცდენს და მათზე არანაირი სანქცია არ ვრცელდება. "მაშინ, როცა უმრავლესობაში კახა ოქრიაშვილი და ილია წულაია არიან, რომელთაც ბიზნესები აქვთ, მილიონებს შოულობენ და აცდენენ სხდომებს, არავინ აჯარიმებს. მაგათ საერთოდ პარლამენტის წევრობის უფლება უნდა შეუწყვიტონ," - განაცხადა ფოფხაძემ. "უსაფუძვლოდ მაჯარიმებენ. დისკრიმინაციულია ის მუხლი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატს არ აქვს საშუალება უფლებამონაცვლე მონახოს. მე შესაძლებელია რაიონში ვიყო, უცბად დანიშნოს ვიღაცამ განათლების კომიტეტი და ვერ მოვახერხო ჩამოსვლა. ასეთ შემთხვევაში ვერავინ შემცვლის, მაშინ როცა რეგლამენტის თანახმად ფრაქციებს აქვთ საშუალება თავისი უფლებამონაცვლე წარადგინოს. დეპუტატები, რომლებიც ფრაქციაში არიან უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, სხდომებზე, რომელზეც მედავებიან გააცდინეო, ჩემთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ სხდომა ჩატარების შესახებ. უმრავლესობის წევრები უპრობლემოდ აწერენ ხელს, რომ სხდომას ესწრებოდნენ და მიდიან, სადაც უნდათ," - აცხადებს გედევან ფოფხაძე. წყარო: ... ...
  • “სასამართლო სისტემას სჭირდება ხსნა და შველა“ _ ოზურგეთელი პოლიტიკოსები მჟავანაძის დაკავების შესახებოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით მჟავანაძეს ოთხდღიანი პატიმრობა შეეფარდა. ის 18 ნოემბერს თბილისში გამართულ აქციაზე 33 აქციის მონაწილესთან ერთად დააკავეს. როგორ აფასებენ მჟავანაძის ოთხდღიან პატიმრობას ოზურგეთში და რა კომენტარები გააკეთეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, ამას ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში წაიკითხავთ. “საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მშვიდობიან მანიფესტაციას კანონით დადგენილი ნორმები და ჩარჩოები აქვს.  თუკი მანიფესტაციის დროს პირი სამართალდარღვევას ჩაიდენს, ბუნებრივია, სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება ექნება.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა “გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ტარიელ აროშიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ დავით მჟავანაძის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. “ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სოფელში სხვადასხვა პროექტები ხორციელდება და ვაკვირდები სამუშაოებს“, _ გვითხრა ტარიელ აროშიძემ. შოთა გოგიბერიძე “პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი:  “ერთი რამ ნათელია _ სასამართლო მიკერძოებულია. სასამართლო სისტემას სჭირდება ხსნა და შველა. კიდევ ერთხელ ჩანს სასამართლოს სისტემის რეფორმირების საკითხი. უნდა მოვაშოროთ სისტემას ჯიბის მოსამართლეები.“ ლევან მგელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი: “ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსამართლის გადაწყვეტილებას, რადგან მიტინგს აქვს მისი ეიფორია. მე ვფიქრობ, ეს დაკავებები პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და საზოგადოების დაშინება უფრო არის, რადგან არ მიიღონ მონაწილეობა აქციებში.“ “ქართული ოცნების“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია მჟავანაძის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს: “არა მგონია, სასამართლოს უსამართლოდ მიეღოს გადაწყვეტილება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“ “ლეიბორისტი“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით მამალაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს: “მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია თუ არა სამართლიანი? _  უსამართლო ქვეყანაში, როგორ იქნება სამართლიანი. ყველა კარგად იცის, რომ მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იყო“. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე გოგუაძე ამბობს, ეს ადამიანები იმიტომ გამოკეტეს 10 და 13 დღით, რომ 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე არ მოვიდნენ. “აბსოლუტური უაზრობა იყო. კადრები, რომელიც წარმოადგინეს მტკიცებულებად, იმ კადრებში დავით მჟავანაძე არ იყო საერთოდ. სხვა ადამიანი ჩანს ვიდეოში და დააკავეს დათო მჟავანაძე. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ორ ადამიანს მიუსაჯეს ოთხი დღე, დანარჩენს 10 ან 13 დღე, რადგან 25 ნოემბერს გასამართ აქციაზე არ მოვიდნენ ის ადამიანები, რომელიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები აქციებში. “ - გვითხრა თორნიკე ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?