ფარული მიყურადებიის და მოსმენების საგანგაშო სტატისტიკა

საზოგადოება

ფარული მიყურადებიის და მოსმენების საგანგაშო სტატისტიკა

3 თებ. 2017, 16:01:28

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" - IDFI სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ფარული მიყურადება 2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაზრდილია. ამ ინფორმაციას IDFI უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, გაზრდილია სასამართლოსადმი მიმართავაც შესაბამისი უწყებების მხრიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ნებართვის მისაღებად და ასევე სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობაც.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, სატელეფონო მოსმენები 9% შეადგენს, სხვა ფორმით ფარული მიყურადების 90 პროცენტი კი უკონტროლოა.

"გურია ნიუსი" ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს ყველაზე მეტი - 299 შუამდგომლობა განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე.

2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე - თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).

წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით შესული შუამდგომლობების რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე.

2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა.

სატელეფონო საუბრის მიყურადების მონაცემები 2016 წელს

2017 წლის 25 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა  სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობების [1] რაოდენობის შესახებ სრული მონაცემები [2]. აქამდე ხელმისაწვდომი იყო მონაცემები მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით.

მონაცემების მიხედვით, სულ 2016 წლის მანძილზე საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში განხილულია 401 შუამდგომლობა, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 315, ხოლო ნაწილობრივ - 30. შესაბამისად, დაკმაყოფილების წილი წინა წელთან შედარებით ოდნავ გაიზარდა და შეადგინა 86%.

 წყარო: იყურადების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობა IDFI-ის პრაქტიკა [3]

უზენაესი სასამართლო 2014 წლიდან აქვეყნებს მონაცემებს სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების შესახებ. ეს ვალდებულება, თავდაპირველად, IDFI-ისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2014-2015 წწ. სამოქმედო გეგმის [4] ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაცია იყო [5].“ ამ ვალდებულების შესრულებით საქართველო მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც ეს მონაცემები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.


თავდაპირველად, 2014 წლიდან გამოქვეყნებულ მონაცემებში არ იყო მითითებული დანაშაულის სახეობა და გეოგრაფიული არეალი. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვალდებულებას დაემატა მონაცემების გამოქვეყნება დანაშაულის კვალიფიკაციისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით [6]. უზენაესმა სასამართლომ შეასრულა ვალდებულება და წელს პირველად არის ხელმისაწვდომი სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2016 წელს განხილული შუამდგომლობები სასამართლოებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით.

როგორც ირკვევა, 2016 წელს ყველაზე მეტი - 299 შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა. დანარჩენი 102 შუამდგომლობა ნაწილდება 15 საქალაქო/რაიონულ სასამართლოზე, საიდანაც შედარებით გამოირჩევა ბათუმი (22 შუამდგომლობა), ქუთაისი (19 შუამდგომლობა) და რუსთავი (13 შუამდგომლობა [7]). როგორც ირკვევა, 2016 წლის მანძილზე განხილული შუამდგომლობების დაახლოებით ნახევარი მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლზე - თაღლითობა (70 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 180), გამოძალვა (58 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 181) და ქრთამის აღება (57 შუამდგომლობა, სსკ მუხლი 338).

2015 წლიდან პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე შედის მონაცემები სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების რაოდენობის შესახებ. ამ მხრივ, უზუსტობაა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ 2016 წლის მონაცემებს შორის. კერძოდ, თუკი 2016 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე სულ განიხილეს 150 შუამდგომლობა (მათგან სრულად დაკმაყოფილდა 137 და ნაწილობრივ 5), 2016 წლის 12 თვის მონაცემებით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე სულ განხილულია 79 შუამდგომლობა, საიდანაც დაკმაყოფილდა 69, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3, არ დაკმაყოფილდა 7. 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრი

კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის 1 აგვისტოდან უზენაესმა სასამართლომ ასევე დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის პროაქტიულად გამოქვეყნებაც, სადაც გაერთიანებულია, როგორც სატელეფონო მიყურადებაზე, ისე სხვა ფარული მოქმედებების შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები. დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია 2014 წლის 4 თვის (18 აგვისტო - 31 დეკემბერი) , 2015 და 2016 წლების მონაცემები.


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვითფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:


• სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

• ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია

   - კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), 
   - კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად), 
   - ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

• საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;

• ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება;

• ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით 2016 წელს სასამართლოებში შესული შუამდგომლობების (სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა კომპიუტერული სისტემიდან და სხვ.) რაოდენობა გაიზარდა 1,5-ჯერ, ხოლო მათი დაკმაყოფილების წილი - 77%-დან 92%-მდე გაიზარდა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის გამოქვეყნებით შესაძლებელი ხდება იმის გაგება, თუ ფარული მოქმედებების რა წილს შეადგენს ყოველწლიურად სატელეფონო მიყურადება. როგორც ირკვევა, 2016 წელს სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობები მთლიანი ფარული მოქმედებების მხოლოდ 9,7%-ს შეადგენდა. რეგიონების მიხედვით პროცენტულად ლიდერობს თეთრიწყარო (42,9%), სენაკი (18%) და გურჯაანი (18%). თბილისში 2016 წელს სატელეფონო მიყურადების წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 10,3%-ს შეადგენდა. 2015 წელს სატელეფონო მიყურადების ჯამური წილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში 13,8%-ს შეადგენდა.

სამწუხაროდ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი არ არის მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც დამატებითი ანალიზის საშუალებას შექმნიდა.


ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებაში, ასევე ამ სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ სატელეფონო მიყურადების მონაცემები არ მოიცავს სხვა ისეთ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორიცაა მათ შორის ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვება. შესაბამისად, დღეს ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები ვერ იძლევა სრულ სურათს სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მიყურადების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებამ ცხადყო [9], რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელოს ფარული მიყურადება. აქედან გამომდინარე, პროაქტიულად გამოქვეყნებული მონაცემები, შესაძლოა სრულად ვერ ასახავდეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ რეალურ მდგომარეობას.

რეკომენდაციები

1. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულების შესაბამისად სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს Excel-ის ფორმატში, რაც ჯერ კიდევ არ არის შესრულებული;

2. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს დანაშაულის კვალიფიკაციის მიხედვით, რაც სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე არსებულ მონაცემებთან შედარების საშუალებას შექმნის;

3. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემები გამოქვეყნდეს კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედებების მითითებით (მათ შორის: სატელეფონო მიყურადება, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან ან ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი, ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება; ელექტრონული თვალყურის დევნება სხვა ტექნიკური საშუალებებით);

4. დაზუსტდეს 2016 წელს სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების თაობაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობა", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში. 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...