"ეს სამინისტროს ინტერესიც არის, სააგენტოსიც და დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობისაც"

საზოგადოება

"ეს სამინისტროს ინტერესიც არის, სააგენტოსიც და დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობისაც"

2017 თებ 7 03:54:27

1978 წელს, ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის თაოსნობით გაიმართა კონფერენცია, რომელზედაც პირველადი ჯანდაცვის კონცეფცია დეკლარაციაში ასახეს.

ამ დეკლარაციით, პირველადი ჯანდაცვა განისაზღვრა, როგორც ჯანდაცვის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყოველი წევრისთვის.

საქართველოს ქალაქებში პირველადი ჯანდაცვის სისტემა საოჯახო მედიცინის ცენტრების მეშვეობით ფუნქციონირებს, სოფლად კი ამ ფუნქციას რამდენიმე წელია სოფლის ექიმის ინსტიტუტი ასრულებს.

გასულ წელს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მთავარ პრიორიტეტად სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება დაასახელა.

სწორედ ეს იყო "გურია ნიუსის" ყოველთვიური გადაცემის "არჩევანი _ მე!" იანვრის თემა, რომელმაც მაყურებელს ნათლად დაანახა, რომ სისტემას განვითარებამდე ძალიან ბევრი აკლია.

ამის ერთ-ერთი დასტური კი ჩვენი კორესპონდენტების მიერ გურიაში მომზადებული სიუჟეტი გახლდათ, რომელიც ამბულატორიებში არსებულ მდგომარეობას ასახავდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში მდებარე, ეგრეთ წოდებული, ახალგაზრდულ სახლს იწყება, ადგილობრივები საექიმო ამბულატორიას უწოდებენ.

ფარცხმის თემის ექიმი და ექთანი, ზემო ფარცხმის ამბულატორიიდან, კვირაში ერთხელ ამოდიან, რაც შუაფარცხმელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს:

_ კვირაში ერთ დღეს არის ექიმი შუაფარცხმაში, დანარჩენი დღეები კი _ ზემოფარცხმაში. ეს როგორ შეიძლება. მოხუცებს იქ გასვლა არ შეგვიძლია. არადა, მიმართვის გარეშე საავადმყოფოში ვერ მივდივართ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნანი ჩხიკვაძე.

შუა ფარცხმიდან ზემო ფარცხმის საექიმო ამბულატორიამდე მინიმუმ ხუთი კილომეტრია. იქ მისულ ავადმყოფს კი, შესაძლოა, ექიმი არც დახვდეს _ ისევე როგორც ჩვენ.

ამბულატორიის ექთანი ნინო შათირიშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში წარსადგენი მიმართვის დაწერა პრობლემას არ წარმოადგენს და ამისთვის კილომეტრების გავლა საჭირო სულაც არ არის.

_ ვიცით, რომ არ შეიძლება და კანონდარღვევაა, მაგრამ ავადმყოფი თუ ვერ ამოდის, მაინც ვიწერთ დასკვნას, _ აღნიშნავს შათირიშვილი.

ჩვენი რესპონდენტი შუაფარცხმაში მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს და ამბობს, რომ მათ იქ ასვლის ვალდებულება არ აქვთ. განმარტავს, რომ შუაფარცხმაში გამგეობის თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად, მათი კეთილი ნებით მიდიან.

ნინო შათირიშვილი ამბულატორიაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც თვალში საცემია. მართლაც, რთულია ისაუბრო ხარისხიან ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე იმ დროს, როცა აქ მომუშავე პერსონალს პირველად ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს.

ამ ამბულატორიაში, რომელიც 700-კომლიან სოფელს ემსახურება, არც საპირფარეშოა და არც სითბო...

ანალოგიური სიტუციაშია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში არსებული ამბულატორიებიც _ ავარიული შენობები და სველი წერტილების არ არსებობა საერთო პრობლემაა.

ეს საკითხი აწუხებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთშიც. ადმინისტრაციულ შენობაში შესახლებულებს, წვიმის დროს პრობლემები ექმნებათ.

შუხუთის უბნის ექიმის ვარდო პატარაიას თქმით, სოფელში მცხოვრები 2200 ადამიანისთვის ორი საშტატო ერთეული საკმარისი არაა. ექიმი მცირე ხელფასზე და ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას.

ფინანსურ პრობლემებზე და ამ კუთხით არსებულ გაურკვევლობაზე საუბრობენ აკეთის ამბულატორიაშიც.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი დვაბზუ იმით არის გამორჩეული, რომ ამბულატორიისთვის ახალი შენობა აქვთ, თუმცა ექიმს, ექთანს და მათ დამხმარეს იქ გადასვლა არ სურთ. ამბულატორიაში ამბობენ, რომ ძველ შენობაში მუშაობა უფრო კომფორტულია.

ამბულატორიის ექთანი ქეთევან ხავთასი მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ხელფასის გაყოფა სხვისთვის უწევს.

დვაბზუსგან განსხვავებით საკუთარი შენობა არა აქვს სოფელ ბოხვაურის ამბულატორიას, რომელიც ერთ ოთახშია განთავსებული

_ ერთ ოთახში ვართ, მეორე ავარიულია და წყალი ჩამოდის.

აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის მომზადებისას, არც ფარცხმაში, არც დვაბზუში და არც ბოხვაურში ექიმი არ დაგვხვდა.

კონტროლდება თუ არა ამბულატორიები, მოწმდება თუ არა იქ მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია, ვინ არის პასუხისმგებელი არსებულ პრობლემებზე და მოგვარების რა გზები აქვთ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელსაც საექიმო ამბულატორიები ექვემდებარებიან.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილემ ვასილ ხომერიკმა ისაუბრა.

_ გურიის ყველა თემში ფუნქციონირებს ამბულატორიები. ძირითადად, ეს არის ერთი ექიმი და ერთი ექთანი. თუმცა, არის დიდი სოფლები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დიდია და შესაბამისად შტატიც მეტია, _ აღნიშნა ხომერიკმა.

_ ბატონო ვასილ, დიდ სოფელში რას გულისხმობთ? მაგალითად, შუხუთში 2 000 ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ერთი ექიმი და ექთანი ემსახურება.

_ 2 500-3 000 ადამიანი თუ ცხოვრობს სოფელში, მაგრამ მჭიდრო დასახლებაა, ერთი ბრიგადა ემსახურება. თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როცა მოსახლეობა ნაკლებია, მაგრამ ორი ბრიგადა მუშაობს. ეს გამოწვეულია გაფანტული დასახლებით ან რაიონიდან დიდი დაცილებით.

_ ძალიან რთული მდგომარეობაა ამბულატორიებში ინფრასტრუქტურის კუთხით...

_ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ყველა თემში ხელშეკრულება გაფორმებულია სერთიფიცირებულ ექიმებთან და ექთნებთან, როგორც ცალკე ფიზიკურ პირებთან და სახელმწიფო, მათგან, ასე ვთქვათ, შეიძენს მომსახურებას სოფლად. შესაბამისად, სამინისტრო არ ფლობს სოფლებში ქონებას. ხოლო, სხვის საკუთრებას კი ვერ გავარემონტებთ, რადგან ეს არამიზნობრივი ხარჯვაა. თუმცა, გურიის მასშტაბით, რამდენიმე სოფელში თვითმმართველობა სოფლის თემთან ერთად ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში და კარგი შედეგიც დაიდო.

_ კი, არის რამდენიმე სოფელში. მაგალითად, დვაბზუში, თუმცა, პერსონალი იქ არ გადადის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? ასევე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება სხვა ამბულატორიებზე... მაშინ, როცა შენობაში წყალი ჩამოდის, არ არსებობს სველი წერტილები და პირველად ჰიგიენაზე პერსონალს არ აქვს წვდომა, ვისი ბრალია _ თვითმმართველობის თუ სამინისტროს?

_ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა თავად არის დაინტერესებული, რომ მის არეალში მყოფი მოსახლეობა იღებდეს სახელმწიფო სერვისებს სრულად. ეს სამინისტროს ინტერესიც არის, სააგენტოსიც და დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობისაც. რაც შეეხება დვაბზუს, როგორც ვიცი, ახალ შენობაში მცირე დეტალებია გასაკეთებელი და ექიმი მალე გადავა.

_ ბატონო ვასილ, მოსახლეობა ამბობს, რომ ექიმები მათგან ხშირად ითხოვენ პირველად სამედიცინო ნივთებს. თქვენ ამბობთ, რომ ამისთვის სამინისტრო მათ ფულს აძლევთ. ამ მხრივ კონტროლს ახორციელებთ? იცით, რას ყიდულობს ექიმი?

_ სამინისტრო ექიმებს სამედიცინო ჩანთებს, სპეციალურ ამბულატორიულ ბარათებს, ჟურნალებს, რეცეპტების ბლანკებს და მედიკამენტებსაც აძლევს პერიოდულად. რაც შეეხება კონტროლს, ეს პროგრამა არის საზოგადოებისთვის და ყველაზე კარგი მაკონტროლებელი მოსახლეობაა. არ მქონია შემთხვევა, რომ მსგავსი საჩივრით ვინმეს მოემართოს, ან ცხელ ხაზზე დაერეკოს. თუკი ასეთი შეტყობინება იქნება, სააგენტო აუცილებლად შეისწავლის და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს.

_ სიუჟეტის მომზადებისას გაირკვა, რომ უბნის ექიმები მიმართვებს ზედაპირულად, სატელეფონო ზარებით წერენ და კანონს არღვევენ...

_ სოფლის მომსახურება ექიმის მიერ არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც არ გულისხმობს გადაუდებელ დახმარებას. ეს ექიმები სოფლებში ეწევიან პროფილაქტიკურ, პატრონაჟურ სამუშაოს _ ისინი კონსულტაციებს უწევენ მოსახლეობას. მუშაობენ ორსულებთან, ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან და შესაბამისად, კარგად იციან ამა თუ იმ ადამიანის მდგომარეობა. ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, რომ ექიმისგან კონსულტაცია ტელეფონით მიუღია. შესაბამისად, ეს შემთხვევა დასაშვებად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ თავად აგებს პასუხს. ის არის სერთიფიცირებული ექიმი შესაბამისი სერთიფიკატით და კონკრეტულ პაციენტზე მას აქვს პასუხისმგებლობა. ტელეფონით კონსულტაციის მიღება პრობლემა არაა. რაც შეეხება მიმართვას, ტელეფონით ვერ გადასცემს _ ფაქსი არ აქვს ტელეფონს.

_ როცა სპეციალურ რეპორტაჟს ვაკეთებდით, სამ ამბულატორიაში ექიმი არ დაგვხვდა, როგორც გვითხრეს უამინდობის გამო. ამავე რეპორტაჟის მომზადებისას გაირკვა, რომ ექთნები ითავსებენ ექიმების ფუნქციებს, რადგან სოფლის ექიმები სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ, რაც დროის დეფიციტს იწვევს...

_ რთულია ექიმის არყოფნაზე ვისაუბროთ, რადგან ეს საკითხი უშუალოდ მასთან ერთად უნდა გავიაროთ, რადგან, შესაძლოა, საქმე საექიმო საიდუმლოში გადადიოდეს. რაც შეეხება ექთნის მიერ ექიმის ფუნქციების შეთავსებას _ ექთანს აქვს მისი უფლება-მოვალეობები და ექიმს _ თავისი. კონკრეტულ შემთხვევაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ფაქტს შესწავლა სჭირდება. ამას ადამიანი წყვეტს. შესაძლოა, არც ექიმთან მივიდეს და არც ექთანთან და ექიმბაშს მიმართოს. ზოგადად კი კვალიფიციური ექიმების პრობლემა გვაქვს. ხშირია შემთხვევები, როცა სოფელში სერთიფიცირებული ექიმი არ ჰყავთ და მეორე სოფლიდან მოჰყავთ.

_ ბატონო ვასილ, თქვენი მოსაზრებით, პირველადი ჯანდაცვა დღეს ხარისხიანად მიეწოდება მოსახლეობას?

_ პირველადი ჯანდაცვა როგორ მიეწოდება, მაგის განსაზღვრა მე გამიჭირდება, ეს თავად საზოგადოებისგან უნდა შეფასდეს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჯანდაცვის მხრივ და მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, თუ კი რაღაც ხარვეზები არის, მომავალში ოპერატიულად იქნება გამოსწორებული, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ვასილ ხომერიკმა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

სტატია მომზადებულია პროექტის _ "საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში" (M-GRA) ფარგლებში.
M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია "კარგი მმართველობის ფონდის" მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი.
სტატიის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს, როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.




 ახალი ამბები
  • რა ქონებას ფლობენ ჩოხატაურის მერი და მისი მოადგილეებიჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს გასული წლის სექტემბერში შეავსო. დოკუმენტის თანახმად, ირაკლი კუჭავა ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 400კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 2 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, აღმაშენებლის #40-ში. მერის საკუთრებაშია, ასევე, მემკვიდრეობით მიღებული 3 000 კვ.მ. მიწის ფართობი დაბა ჩოხატაურში. ირაკლი კუჭავას 2011 წელს შეძენილი აქვს 50 000 კვ.მ. მიწის ფართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში. მისი მეუღლე, ელისო სიხარულიძე ფლობს 100 კვ.მ. მიწის ფართს დაბა ბახმაროში, რომელიც 2011 წელს საკუთრების აღიარების ფორმით აქვს მიღებული. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კუჭავას, 2015 წელს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჩუქრად აქვს მიღებული. დეკლარაციაში მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის. ჩოხატაურის მერი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი მეზობელმა აჩუქა: _ ეს ნაკვეთი ჩემი ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზეა. ადრე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო. შემდეგ დოკუმენტებით აღმოჩნდა მეზობლის _ მზია ჟღენტის საკუთრებაში და ამიტომ, ქალბატონმა მზიამ ჩუქების სახით დამიბრუნა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ. რაც შეეხება ფულად შემოსავლებს _ დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი კუჭავას სახელფასო ანგარიშზე 2 200 ლარი ჰქონდა; ხოლო მის მეუღლეს _ 3 500 ლარი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ელისო სიხარულიძემ, როგორც შპს"მედალფა ჩოხატაურის" ექიმმა, 31 652 ლარი მიიღო, ხოლო როგორც სოფელ ზოტის უბნის ექიმმა _ 7 800 ლარი. ირაკლი კუჭავას შემოსავალი 2017 წელს 31 170 ლარი იყო. ჩოხატაურის გამგებლის ოჯახს გასულ წელს გასავალიც ჰქონდა _ ელისო სიხარულიძემ "საქართველოს ბანკში" არსებული სამომხმარებლო სესხის საფასური _ 919 ლარი გადაიხადა. კუჭავაზე რამდენიმე თვით ადრე, 2018 წლის გაზაფხულზე აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია მის პირველ მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს. დოკუმენტის თანახმად, იგი ფლობს 2014 წელს მემკვიდრეობით მიღებულ 150 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ სახლს და 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურში, ჯალაღანიას ქუჩაზე. ამავე პერიოდში, ჯინჭარაძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 54 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამდენივე მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, დუმბაძის #11-ში. ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე ფლობს 2014 წელს 8 500 დოლარად შეძენილ ავტომანქანას _ TOYOTA 4runner. ჯინჭარაძის საკუთრებაშია, ასევე, ავტომანქანა HONDA CIVIC, რომელიც 2017 წელს 6 000 ლარად არის ნაყიდი. დეკლარაციის შევსების დროს, თამაზ ჯინჭარაძის სახელფასო ანგარიშზე 15 ლარი და 61 თეთრი იყო. ხოლო მისი მეუღლის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის ოფიცრის, ირინა მამალაძის სახელფასო ანგარიშზე 31 ლარი და 55 თეთრი. დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს თამაზ ჯინჭარაძემ ხელფასის სახით 23 399 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი _ 7 425 ლარი. რაც შეეხება გასავლებს _ თამაზ ჯინჭარაძემ 4 701 ლარი გადაიხადა "ლიბერთი ბანკსა" და "საქართველოს ბანკში" დადებული სასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად; სესხის თანხა _ 3 660 ლარი აქვს გადახდილი მის მეუღლესაც. კიდევ ერთი გასავალი, რაც დეკლარაციაში თამაზ ჯინჭარაძეს უწერია, სარემონტო ხარჯებია _ მერის პირველმა მოადგილემ 2017 წელს რემონტში 6 200 ლარი დახარჯა. რაც შეეხება მერის მეორე მოადგილეს _ მინდია ჟღერიას, მის საკუთრებაშია 24 კვ.მ. ფართის ბინა და ამდენივე არასაცხოვრებელი ფართი ბათუში, ჭავჭავაძის #33-ში, რომელიც მას ჩუქების სახით აქვს მიღებული. მინდია ჟღერიას მეუღლე _ ქეთევან მეფარიშვილი ფლობს ავტომანქანა აუდი A4-ს, რომელიც 2015 წელს 4 500 დოლარად აქვს შეძენილი. დეკლარაციის შევსების დროს მინდია ჟღერიას სახელფასო ანგარიშზე 3 ლარი და 44 თეთრი ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს, რომელიც "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია, 87 ლარი. მინდია ჟღერიამ 2017 წელს ხელფასის სახით 20 800 ლარი აიღო; დეკლარაციის თანახმად, 9188 ლარის შემოსავალი ჰქონდა მის მეუღლეს. მერის მოადგილემ 7 936 ლარი გადაუხადა "საქართველოს ბანკს" ორ სესხში, ხოლო მისი მეუღლის გასავალი, რომელიც, ასევე, სესხის თანხად არის მითითებული, 3 314 ლარი ... ...
  • ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მლნ დოლარით გაიზარდაBloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოდან მხოლოდ 62 წლის ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც 2019 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, 5.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, ამ დროისთვის ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 314-ე ადგილზეა. როგორც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ცნობისთვის, 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, მისი ქონება 5.07 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 5.17 მილიარდი დოლარით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3.93 მილიონი უნცია ოქრო და 78 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0267%-ს, მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონების 0.1%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 82%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შეწირულობის 1.31%-ს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი – 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული. „ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ – იუწყება გამოცემა. ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. ... ...
  • შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა _ დაკავებულია 4 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული - 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.მ. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თავს დაესხნენ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის - ა.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1984 წელს დაბადებული ვ.მ. დაკავებულმა თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთი მარკეტიდან ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, დაახლოებით, 400 ლარი და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა. პოლიციამ, ვ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხა, სიგარეტები, დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით ... ...
  • დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. „კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა” და „სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, მაქსიმალურად დაცული იყო მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა,  დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...