"პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებს" _ კობახიდზე

საზოგადოება

"პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებს" _ კობახიდზე

9 თებ. 2017, 18:46:48

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს არ გაზიარება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეასუსტებს.  ირაკლი კობახიძის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პარლამენტმა ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება.

„ ეს არის უპრეცენდენტო რეფორმა, რომელიც გატარდა საქართველოში. გასული ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სფეროში გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება არცერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება", _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, გაიზიარებს თუ არა პარლამენტი შენიშვნების ნაწილს მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მეოთხე ტალღის" ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, უმრავლესობას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა.„იყო გარკვეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება მსჯელობა, თუმცა, მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის შენიშვნებს ან სრულად იზიარებ, ან არ იზიარებ. ეს არის მოქმედი კანონმდებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, აქედან გამომდინარე, კენჭი ვუყარეთ პირველ რედაქციას და კანონპროექტების პაკეტი  პირვანდელი სახით მივიღეთ",- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე  განცხადებით, პარლამენტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და რეფორმები ამის საფუძველზე გაგრძელდება.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროპული სტანდარტების სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. თქვენ გახსოვთ, რამდენად მძიმე იყო ჩვენი სასტარტო პოზიცია 2012 წელს, პრაქტიკულად, მთლიანად იყო დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის სერვერიც კი იუსტიციის სამინისტროს შენობაში იდგა. საქართველოში სასამართლო სისტემა,პრაქტიკულად, არ არსებობდა.  ნულოვანი კი არა, ასე ვთქვათ, მინუსის ნიშნულიდან ავიღეთ ჩვენ სასტარტო პოზიცია. ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩვენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომლებზეც ხელისუფლებას ოპონენტები უთითებენ და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ ისეთი საქმეებზე საუბრობენ, რომლებთან დაკავშირებითაც მათი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

„ ეს არის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების საქმე და ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და თავად აღიარა, რომ ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი, და მეორე, ეს არის „რუსთავი 2"-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ დე ფაქტო მესაკუთრე ტელევიზიის არის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ეს არის მოცემულობა, არცერთ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რეალურად, არ გამოითქმება არსებითი ხასიათის შენიშვნები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე სასამართლო სისტემა  დაშინებისა და რეკეტის ინსტრუმენტი იყო და ეს პრაქტიკა,„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღიკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების ფუნდამენტური მიღწევაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეფორმები გატარდება.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და თანმდევ კანონპროექტებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 97-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.




 ახალი ამბები
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...
  • ავარია ქვაბღასთან _ როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშემწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე, ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ნოდარ ირემაძე გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია. მთავარია, მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2 _ მამაკაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე: „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 პაციენტი უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 _ უკვე გავწერეთ და 3 _ რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში მასაც გავწერთ“, _ ამბობს ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...