"ხელფასები ჩვენ გვქონდა 250-300 ლარი _ დირექტორებს, მოადგილეებს 50-60 ათასი" _ "რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომლის ისტორია

საზოგადოება

"ხელფასები ჩვენ გვქონდა 250-300 ლარი _ დირექტორებს, მოადგილეებს 50-60 ათასი" _ "რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომლის ისტორია

11 თებ. 2017, 19:47:42

59 წლის ცისანა ნადირაშვილი რუსთავიდანაა.  იგი "რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომელია. მისი ბლოგი, გვერდზე, "ქალები საქართველოდან" რამდენიმე დღის წინ გამოქვენდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე საინგილოდან ვარ წარმოშობით. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე და გამანაწილეს აზოტის ქარხანაში. მაშინ მილიცია ძალით მაჩერებდა, ქარხანაში მუშაობა არავის უნდოდა, რადგან ჯანმრთელობისთვის მავნეა და ახლა პოლიცია ძალით მაგდებს იქედან...

34 წელი მისრულდება, რაც აზოტის ქარხანაში, სამმართველოს სოციალურ სამსახურში ვმუშაობ. ჩვენი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა ძალიან შეურაცხმყოფელი ფორმით - 330 ადამიანიდან, ზოგს წინა დღეს გვითხრეს, რომ გათავისუფლებული ვიყავით და მეორე დღეს სამსახურში აღარ უნდა მივსულიყავით, ზოგს არც კი უთხრეს და სამსახურში მისულებს საშვები დახვდათ გაუქმებული და სამსახურში ვეღარ შევიდნენ.

ცუდად გამოგვიშვეს, ძალიან ცუდად... გამოუშვეს ყველა - მამაკაცები, რომლებიც ერთადერთი მარჩენალები არიან ოჯახის, მარტოხელა დედები, ახალგაზრდები, ისე, რომ არანაირი კრიტერიუმი და არგუმენტი არ ვიცით რატომ შეგვამცირეს.

გვითხრეს მხოლოდ, რომ ჩვენი წარმოება იყო შ.პ.ს. აზოტი, რომელიც ახალმა მფლობელმა შეისყიდა და გახდა სააქციო საზოგადოება "აზოტი". მან მიიღო თანამშრმლების ნაწილი ვითომ, დანარჩენები არ ვიყავით საჭირო და არ მიგვიღეს.

სულ ვმუშაობდი. მახსოვს 90-იანებში, 7-8 თვე არ აგვიღია ქარხანაში ხელფასები, მაგრამ არ წამოვსულვართ. ტრანსპორტი არ იყო, არაფერი არ იყო და „კამაზით“ გვივლია, ფეხით გვივლია.. მივდიოდით, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა. გვიყვარდა ყველას და მე ეხლაც ძალიან მიყვარს აზოტის ქარხანა...

ჩვენი ეს აქციები პოლიტიკური არანაირად არ არის, მაგრამ მე ვეხები ჩვენს მთავრობას, როცა ამბობს, რომ ქარხანა კერძოა და ვერ შევა. ერთს ვეტყვი მათ - ერთი თვის მანძილზე, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საშემოსავლო არ გადაუხადოს იმ ქარხანამ, არ ექნება რაიმე რეაგირება ამაზე?!

ასევე, თუ კერძოა, მთელი გარდაბნის, რუსთავის და მარნეულის პოლიცია რატომ ყავდა მობილიზებული სახელმწიფოს ჩვენი აქციების დროს, მას ხომ თავისი დაცვა ყავს?!

ცალკეული ადამიანების უფლებებები არაფერს ნიშნავს ამ სახელმწიფოში, აი, ეს განცდა მაქვს და მეტზე მაინცდამაინც გულდაწყვეტილი არ ვარ, როცა იქნება, ადამიანი სამუშაოდან ისედაც ხომ წამოვა...

ჩვენი მოთხვნაა, რომ დაგვაბრუნონ სამსახურში და თუ ვინმეს გათავისუფლება გახდება საჭირო, ღირსეულად გამოგვიშვან. აი, წინა დღეს რომ გეუბნებიან, წადი სამსახურიდან და ხვალე აღარ მოხვალო, ეს ძალიან ძნელია. სახლში ვერ ვამბობდი, იმდენად მიჭერდა ყელში რაღაც. თან მრცხვენოდა და მქონდა განცდა, რომ არავისთვის საჭირო აღარა ვარ.

რა თქმა უნდა, მატერიალურადაც ძალიან დავზარალდით. ამ წუთში, მე პირადად, არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც საპენსიო ასაკში ვარ თან ჯერ. მაგალითად, წნევის მარეგულირებელ წამალს ვსვამ ყოველდღიურად და ძალიან მრცხვენია შვილებს ვუთხრა, მიყიდეთ-მეთქი. თავმოყვარეობაც მელახება თითქოს...

ჩვენი მთავარი მხარდამჭერები ამ ბრძოლაში არიან სტუდენტები და პროფკავშირები. ძალიან გვერდში გვიდგას რკინიგზის პროფკავშირი, ჭიათურა, ზესტაფონი, ქსნის მინის ქარხანა, ჩვენი მეტალურგიის პროფკავშირები... რუსთავში 17000 ადამიანი მეტალურგიაში მუშაობდა, 7000 ჩვენთან და ეხლა გამოვიდა უმუშევრების ქალაქი. მე ჯანდაბას, აღარ მინდა სამსახური, რადგან არ ვჭირდები მათ, მაგრამ სამსახურები არ არის არც ახალგაზრდებისთვის.

სტუდენტებიდან სულ ჩამოდიან „აუდიტორია 115“, ასევე, „ახალგაზრდა მწვანეები“ და სხვები. ეს ბავშვები რა ყოფილან! ნუ, ახლანდელი ახალგაზრდობა მე ყოველთვის უფრო მომწონს, ვიდრე ჩვენი თაობა, ნამდვილად. მომწონს მათი შემართება, ხედვა, განათლება, რა ვიცი, უფრო თამამები არიან, ჩვენთან შედარებით. ჩვენ დაკომპლექსებული ახალგაზრდები ვიყავით.

აზოტში ძალიან ღირსეული და განათლებული ხალხი მუშაობს. ამიტომ, ძალიან ღირსებაშელახულები და შეურაცხყოფილები ვართ. თან აზოტი ძალიან სპეციფიკური სტრუქტურაა, ასე არ შეიძლება ვიღაცის შეყვანა. ერთხელ იყო ახალ-ახლების შეყვანის მცდელობა და კინაღამ აფეთქდა იქაურობა. ძალიან საშიში ქარხანაა, ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი. უნდა მიიყვანო ახალგაზრდები და ჯერ ასწავლონ, სულ ასე იყო...

რამდენიმე დღე გარეთ თოვლში და სიცივეში ისე ვიდექით, არავინ გამოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. გვაინტერესებს, რა მოხდა და რატომ არ უნდა მივიდეთ სამსახურში?! მე, პირადად, არაფერზე ხელი არ მომიწერია. ახლანდელი მფლობელი, ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, რომ სამი თვის კომპენსაციას გასცემს 500-500 ლარის ოდენობით, მაგრამ ესეც არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტაციის სახით და მხოლოდ ზეპირი ნათქვამია.

კომპენსაცია ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვით ადრე გაგაფრთხილოს დამსაქმებელმა გათავისუფლების თაობაზე, რომ შენ შეძლო სხვა სამსახურის მოძებნა და არა ის, რაც ზეპირსიტყვიერად შემოგვთავაზეს. საბჭოთა დრო როგორ უნდა მოგვენატრს, ხო? გული მწყდება, არ უნდა მომენატროს, მაგრამ ისეთ პირობებს გვიქმნიან...

ერთი კვირის მერე დავაორგანიზეთ სანქცირებული გაფიცვა და იქ ჯერ კიდევ მომუშავე ადამიანებიც კი შემოგვიერთდნენ. არც ამ აქციაზე გამოგვეხმაურა არავინ და შესვლა გადავწყვიტეთ. იქედან დაცვა აწვებოდა, აქედან აქციის მონაწილეები და ავედით დირექტორის კაბინეტში. მან ვერაფრი გვითხრა. თან საინტერესო რა არის იცით? დაცვასთან დაუტოვიათ რაღაც ფურცლები, სადაც ეწერა, რომ ის 500-500 ლარი, რისი კომპენსაციის სახით გაცემაზეც საუბრობენ, მოწყვლად ჯგუფებს მიეცემა.

ეს „მოწყვლადი“ ხომ ძალიან გაუგებარი ტერმინია ჩვენს სიტუაციაში და დირექტორს ვეკითხები, რომ, მაგალითად, მე ვარ „მოწყვლადი“ თუ არა-თქო. არ იცოდა, ვერც ამაზე მიპასუხა. ჰო, მე არ ვიცი კაპიტალიზმია ეს თუ რა არის, რომ ხელფასები ჩვენ გვქონდა 250-300 ლარი, მაგრამ დირექტორებს, მოადგილეებს და სხვა მაღალი რგოლის მენეჯმენტს 50-60 ათასი?! ნუ, ამასაც არ განვიხილავდით და ამაზეც კი თანახმა ვიყავით ჩვენ.

მე მინდა დავანახოთ ჩვენს ხელმძღვანელობასაც და მთავრობასაც, რომ ასე აღარ უნდა მოიქცეს. ხელისუფლება რომ ამბობს, კერძოა და ვერ ჩავერევიო, რას ქვია?! ჩემი საშემოსავლოთი უხდის პოლიციას ფულს და მერე ეუბნება, რომ ჩემგან დაიცვას ის ბიზნესმენი?! არაფრით არ შეიძლება, რომ სახელმწიფომ თავის ხალხზე ასე ხელი აიღოს და ჩააბაროს ინვესტორს! არასოდეს ქუჩაში არ გავსულვარ, მაგრამ არ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე. ამიტომაც, აქციიდან აქციაზე დავდივარ, რომ იქნებ ვინმეს რამე შევასმინოთ".

2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. 
პოსტებში გამოთქმული აზრი ეკუთვნის რესპონდენტებს და არ უნდა იყოს გაგებული როგორც პროექტის ავტორებისა და დონორების ოფიციალური პოზიცია.

პ.ს. შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. 

ისინი პასუხების მიღებას ამ დრომდე ცდილობენ კომპანიის ხელმძღვანელებისგან და „საქართველოს ბანკიდან“, რომელიც, მათი მტკიცებით, საწარმოს არაოფიციალური მფლობელია.

ამ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფენ „საქართველოს ბანკში“ და აღნიშნავენ, რომ „რუსთავის აზოტთან“ კავშირი არ აქვთ.

რა ურთიერთობა აქვს „რუსთავის აზოტის“ ახალ მფლობელს „საქართველოს ბანკთან“ და როგორ გაიმარჯვა 2016 წლის 10 აგვისტოს რეგისტრირებულმა კომპანიამ აუქციონში, ამაზე მოგვიანებით, ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბობთ.




 ახალი ამბები
  • ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე,  თურქეთის მოქალაქე დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...