უგზოობის პრობლემა დიდთოვლობამ უარესად გაამწვავა

gurianews.com

საზოგადოება

უგზოობის პრობლემა დიდთოვლობამ უარესად გაამწვავა

2017 თებ 13 06:07:06

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის თემში, სოფლების _ ჭანიეთისა და ქაქუთის გზა სავალალო მდგომარეობაშია. ის მთლიანად ამორტიზებული და ორმოებით სავსე გახდა ახლანდელი დიდთოვლობის შემდეგ.

ჭანიეთის თემში უგზოობის პრობლემის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე წერდა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ, 2017-2019 წლების განმავლობაში, გარდამავალი პროექტით ასფალტირებული გზა დაიგება, ოღონდ პირველ ეტაპზე, 2017 წელს კი მოხდება არსებული დაზიანებულ ასფალტის საფარიანი გზის დახვნა, გაფხვიერება და დატკეპნვა, მომდევნო წლებში კი _ ასფალტის დაგება.

"მართალია, ინფორმირებული ვართ და "გურია ნიუსიც" წერდა ამის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხოთ ჩვენი პრობლემის გასაშუქებლად. იანვრის დიდთოვლობის შემდეგ სოფელ ჭანიეთის გზა, ისედაც დაშლილ-დაზიანებული, იმდენად გაუარესდა, რომ ორმოები და ნაშალი მასა ისეთ ბარიერებს ქმნის, სარეისო მიკროავტობუსების თუ ნებისმიერი მანქანის მძღოლები ძლივს გადაადგილდებიან. სოფლის მცხოვრებლები ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს _ დროულად დაიწყება თუ არა გზის შეკეთება", _ გვწერენ ადგილობრივები.

"გურია ნიუსს" არა ერთი მათგანი ცალკეც დაუკავშირდა და გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

მზია სურგულაძე, ჭანიეთის მკვიდრი: _ 30 წელი იქნება, რაც ჭანიეთში გზა არ გაკეთებულა. რამდენჯერ უნდა ვითხოვოთ და რამდენჯერ უნდა შეგვპირდნენ, რომ გაკეთდება?! ჯერ სამ წელზე გასანაწილებელი რა იყო, ვერ ვხვდები! დახნავენ, დატკეპნიან წელს და მომდევნო ორ წელში ასფალტს გადააგებენ? ივარგებს მერე ეს დახნულ-დატკეპნილი მომდევნო წლამდე? ისევ ორმოები არ გაჩნდება?

ახლა გვაინტერესებს, ამ წელს, რომელი თვიდან იწყება ეს დახვნა თუ გაფხვიერება. ერთს გთხოვთ _ ზაფხულისთვის არ გადაწიონ ეს საქმე და პაპანაქება სიცხეში, მტვერსა და ნაგავში ნუ დაგვახრჩობენ. კონკრეტული თვე და რიცხვი გვაინტერესებს, როდის იწყებენ!

ვალოდია ურუშაძე, ჭანიეთის მკვიდრი: _ თოვლმა სულ მოსპო ისედაც დანგრეული გზა. ორჯერ მეტი ორმოები გაჩნდა. ყველას გვაინტერესებს, როდის დაიწყება ისე გაკეთება, როგორც აპირებენ. უკეთესი კი იქნება, თუ სახსრებს გამოძებნიან და სამ წელიწადს არ გვალოდინებენ ამ გზის გაკეთებისთვის.

რამაზ კორტავა, სოფელ ქაქუთის მკვიდრი (ჭანიეთის თემი): _ თოვლი ცოტა დარჩა. ჩვენთან უსაშველო ზამთარი არ იცის და გვაინტერესებს, ამ გაზაფხულზე დაიწყება თუ არა ასე განადგურებული გზის გაკეთება და განახლება. ჩვენ არ ვამბობთ, ამ უამინდობაში იმუშაონ, ოღონდ ეს არ გაიწელოს და გაზაფხულზე, კარგი ამინდების დადგომისთანავე შეუდგნენ მუშაობას. კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს.

სოფელ ჭანიეთის ცენტრალური გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ყოველ მონაკვეთზე ორმოებში ჩავარდნის შიშით, მძღოლები ამჯობინებენ მოკლე გზით გავიდნენ ოზურგეთი-ბათუმის ტრასაზე და ისე ჩავიდნენ ოზურგეთში. ეს მოკლე შარაგზაც იმდენად დაზიანდა, რომ იქვე მცხოვრები ოჯახებიც პროტესტს გამოთქვამენ, ატალახებული გარემოს გამო.

ჯუმბერ სურგულაძე, ჭანიეთის მკვიდრი: _ ცენტრალური გზის უვარგისობის გამო, ხალხმა მოკლე გზით დაიწყო გადასვლა. მეზობელს ხომ არ აწყენინებ?! არადა, ისე ატალახდა აქაურობა, ჭიშკარში ვერ შევსულვარ. სანამ უნდა ვიყოთ ასე?! ზამთარში ტალახში ვეფლობით, ზაფხულში მტვერში ვართ ამოვლებული. დაგვეხმარეთ, კონკრეტული პასუხი გვაინტერესებს, როდის რას აპირებენ _ იქნებ, "გურია ნიუსის" საშუალებით გაგვარკვიონ. მოვითხოვთ, ზაფხულსა და შემოდგომაზე არ გადაწიონ ეს სამუშაოები. არ გვინდა შეხსენებები, რომ ჭანიეთში საბავშვო ბაღი აშენდა, სკოლა შენდება და ა. შ. კარგია ეს ყველაფერი და იმიტომაც ავირჩიეთ ეს ხელისუფლება, რომ გვქონდა იმედი, ხალხის ხმას გაიგებდა. ეს არ არის ჭირვეულობა, გზა გვინდა, ცუდ დღეში ვართ. განსაკუთრებით ამ დიდთოვლობის შემდეგ.

სერგო ბოიაჯანი, სოფელ ქაქუთის მკვიდრი: _ დიდი ხანია, ჭანიეთისა და ქაქუთის გზის გაკეთებას ველოდებით. თოვლმა და ყინვამ ისე გააფუჭა ყველაფერი, გაორმაგდა ორმოები და ნაირ-ნაირი ღრმულები. 30 წელია, გზა არ გაკეთებულა. მანქანით გადმოსვლა მეზარება, ვიცი, სარემონტო გახდება. ძალიან გვინდა, "გურია ნიუსმა" კიდევ ერთხელ კითხოს ხელისუფლებას, როდის გვეღირსება ის დახვნა-დატკეპნა მაინც, რომ ორმოებში ხტუნვა არ გვიწევდეს მუდმივად.

ეთერ ლომჯარია, ჭანიეთის მცხოვრები: _ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გვყავდა გამოძახებული და ღამით ძლივს ამოვიდა მანქანა. გვაინტერესებს, როდის შეუდგებიან საქმეს. ჩვენს ჭიშკართან გადადის გზა ოზურგეთი-ბათუმის ტრასაზე. ჭანიეთის გზა რომ გაფუჭდა, ახლა აქედან დაიწყეს მანქანებმა სიარული და ახლა ეს გზა მოისპო. იძულებული ვარ, ხალხს ვუთხრა, რომ აქედან არ იარონ. ველოდებით, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ გაზაფხულზე დროულად დაიწყებენ გზის გაკეთებას, თუმცა, ზუსტი თარიღი გვაინტერესებს.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ბადრი გობრონიძეს ესაუბრა:

_ გასაგებია, რომ გზა საჭიროა და მოსახლეობა ამაზე წუხს. ჩვენც არანაკლებ გვაწუხებს ასეთი მდგომარეობა და მაქსიმალურად ყველაფრის გაკეთებას ვცდილობთ. რომ გითხრათ, ეს პირველ კვარტალში გაკეთდება, ტყუილი იქნება. უფრო აპრილის შემდეგ, მაისში დაიწყება, ალბათ. აგვისტომდე და უფრო იქეთ ნამდვილად არ გადაიწევს. ჯერ ბიუჯეტიც არაა სრულად დამტკიცებული. ბევრი სამუშაოა. ჭანიეთში ამ ეტაპზე მხოლოდ დახვნა, დაფხვიერება და დატკეპნვა მოხდება. კონკრეტული რიცხვი არ ვიცი _ ასე არ ხდება. გაზაფხულის შუა რიცხვებიდან, უფრო მაისისკენ, ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება, _ გვითხრა ბადრი გობრონიძემ.


ნახვა: 113


 ახალი ამბები
  • ბათუმში დახრჩობას 17 წლის ბიჭი გადაარჩინესბათუმში მაშველმა გიორგი მიხნომ 17 წლის ბიჭი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მოზარდი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და შველას ითხოვდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • ,,ქალბატონი თეას პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება“_ კობა კობალაძემმართველი გუნდის წარმომადგენელი, კობა კობალაძე  სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზაციასა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესძლო გადადგომას გამოეხმაურა. როგორც კობალაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წულუკიანს პიროვნულად დიდ პატივს სცემს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება, ამიტომ, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ,,ქალბატონ თეას, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს, პიროვნულად საკმაოდ დიდ პატივს ვცემ, აქედან გამომდინარე, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და არ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო. გამობრძანდა ქალბატონი თეა და განაცხადა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია,  მაინც დარჩება ჩვენი გუნდის შემადგენელ ნაწილში. შემდეგი საკადრო ცვლილებები როგორი იქნება, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქალბატონმა თეამ უნდა შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია და დანარჩენი ახალი სამთავრობო გუნდის გადასაწყვეტია. რა შეეხება, სამინისტროების გაერთიანებას, ჩემი დამოკიდებულება ოპტიმიზაციის მიმართ არის დადებითი. ამ შემთხვევაშიც მოგახსენებთ, რომ უმთავრესი სიტყვა დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრს იმიტომ, რომ ზუსტად მისი პასუხისმგებლობაა ეფექტური გუნდის შექმნა, რომელიც მთავარი სახელმწიფო ამოცანების გადაწყვეტაზე იქნება ორიენტირებული“, _ განაცხადა კობალაძემ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...
  • ახალი ვებგვერდი და 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსია შსს-შიშინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან აცხადებს განცხადებების მიღებას 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე. მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. ასევე, დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებგვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. "გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, უშუალო კომუნიკაციის ფორმით, დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე, პოლიციასთან ერთად, საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში, ასევე, შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც. მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, ვაკანსიების გამოცხადებით, ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში" _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ... ...
  • ,,იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია“_ბუკიაფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე, გიგა ბუკია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან, როგორც ბუკია აცხადებს, იუსტიციის მინისტრმა საქართველოში ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა. ,,ვთვლი, რომ იუსტიციის მინისტრი საკმაოდ წარმატებული მინისტრია, მან ძალიან ბევრი სერიოზული რეფორმა განახორციელა და ის დამოკიდებულება, რომ თეა წულუკიანი უნდა გადაგდეს, ან არ უნდა იყოს  ქვეყნის მმართველობთ ორგანოებში, არასწორია. განსაკუთრებით, არასამთავრობოების მიერ საკითხის ასე დაყენება არ შეეფერება მათ სტატუსს. მიმაჩნია, რომ წულუკიანი საკმაოდ კვალიფიციური და წარმატებული მინისტრი იყო აქამდე, ხოლო, რაც შეეხება მომავალში რა ადგილს დაიკავებს, ეს  პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი იქნება“,_ გვითხრა ბუკიამ. ცნობისთვის, დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამასთან, ამ დრომდე, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ... ...
  • ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი  ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში  კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია, როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...