"განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ეს გარიგება" _ არჩილ კაიკაციშვილი „აზოტის“ ქარხნის მოვლენებზე

საზოგადოება

"განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ეს გარიგება" _ არჩილ კაიკაციშვილი „აზოტის“ ქარხნის მოვლენებზე

2017 თებ 17 21:37:19

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილიგანცხადებით, "რუსთავის აზოტში" მიმდინარე პროცესები არამხოლოდ ბიზნესის, არამედ შრომის და სისხლის კოდექსებით უნდა შეფასდეს.

კაიკაციშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქიმიურ ქარხანა "რუსთავის აზოტში" შექმნილი სიტუაცია დაძაბული რჩება. საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლების და დარგობრივი პროფკავშირების ორკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად ქარხნის ადმინისტრაცია მცირეოდენ დათმობებზე წავიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს დათმობები მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა. ასე, მაგალითად, ახლა ის აცხადებს, რომ თანახმაა მუშებს 3 -ის ნაცვლად, 4 თვის კომპენსაცია გადაუხადოს. მაგრამ მასობრივი მოხსნების პრაქტიკაზე უარის თქმაზე ლაპარაკიც არ არის. მუშებს, კომპენსაცია კი არა, სამუშაო სჭირდებათ. თუმცა, საწარმოდან მიღებული  და პროფკავშირების წარმომადგენლების ცნობებით, მოლაპარაკებების პარალელურად ადმინისტრაცია ცდილობს აიძულოს გათავისუფლებული და  გასათავისუფლებელი თანამშრომლები ხელი მოაწერონ კაბალურ დოკუმენტებს კომპენსაციის მიღებით გათავისუფლების შესახებ.

ადვილი შესამჩნევია, რომ  დიდ ეჭვს იწვევს თავად მასობრივი მოხსნების მიზანშეწონილობა.  რა თქმა უნდა, საბაზრო კონიუქტურა დღეს არც თუ საუკეთესოა -გაზის ფასი ქარხნისთვის იზრდება, ხოლო მის ძირითად პროდუქტზე, ამონიუმის გვარჯილაზე ფასი იზრდება, მაგრამ გაცილებით ნელა. თუმცა ამაში არაფერია ექსტრაორდინალური: საბაზრო პირობები ცვალებადია, და არც თუ ისე ხშირად იცვლება ხელსაყრელი მიმართულებით. საფიქრელია, რომ "აზოტს" ყველა შესაძლებლობა აქვს არახელსაყრელი პერიოდის გადატანისა, რაც მისი არსებობის 50 წლის განმავლობაში,  არა ერთხელ ჰქონია. ეს ხომ ერთადერთი საწარმოა, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის მოთხოვნად აზოტოვან სასუქს აწარმოებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.   

მაშინ რატომ ხდება, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ზომების მიღების ნაცვლად ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ გაანადგუროს უმაღლესი კლასის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი კოლექტივი, ურომლისოდაც, "აზოტი" მხოლოდ ძვირადღირებული დანადგარების საწყობი იქნება? რატომ არის დაკავებული რეალური სამუშაოს ნაცვლად, მხოლოდ კანონმდებლობის მრავალგზის დარღვევით.

რაც არ უნდა თქვან ქარხნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სწორედ კანონის დარღვევაა თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება, შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მათი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ხალხს არა თუ მომზადების, თავიანთი საქმეების და კრედიტების გარკვევის საშუალება არ მისცეს - ისინი უბრალოდ ქუჩაში გამოაგდეს! წარმოიდგინეთ - ერთ მშვენიერ დღეს მიდიხართ სამსახურში,  ხოლო შესასვლელში გეუბნებიან, რომ თქვენ აქ აღარ მუშაობთ და არც შიგნით გიშვებენ. სწორედ ეს შეემთხვა "რუსთავის აზოტის" ასობით თანამშრომელს. რა, საქართველოში აღარ არსებობს შრომის კოდექსი? მართლაც რჩება შეგრძნება, რომ  ჩვენი სახელმწიფოსთვის აღარ არის ცნობილი, არც შრომითი ღირებულებები, და არც თავისი მოქალაქეების პატივისცემა.

არანაკლები კითხვები ჩნდება სხვა იურიდიული მომენტის მიმართაც - თვით მფლობელის შეცვლის ფაქტი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ახალმა მფლობელმა  კანონიერად და სამართლიანად იყიდა "რუსთავის აზოტი" აუქციონზე "საქართველოს ბანკისგან", მაგრამ რატომ არ იღებდა ამ აუქციონზე მონაწილეობას სხვა დაინტერესებული მხარეები ან გარე ინვესტორები?

განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ეს გარიგება იმ ფონზე, რომ კომბინატის  ახალი მფლობელი კომპანია, როგორც აღმოჩნდა, დარეგისტრირდა ყბადაღებულ აუქციონამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე, 100 ლარის სასტარტო კაპიტალით. ფორმალური ბრალდებები სამართალდამცავი ორგანოების საქმეა, მაგრამ ის, რომ ამ ბანკის მიერ ჩატარებულმა აუქციონმა, სრულიად უსინდისოდ დაარღვია მრავალთა უფლებები, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ამ ყველაფრის შემდეგ, უცნაურობად შეიძლება ჩაითვალოს Loyal Capital Group-ის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი შეყრილაძის ამასწინანდელი განცხადება, რომ "აზოტის" ხელში ჩაგდებას რუსული კომპანია "Система” ცდილობს. ალბათ, რუსთავში მიმდინარე პროცესების შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ბიზნესის, შრომის კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის თვალსაზრისით, არამედ მორალის თვალსაზრისითაც. რადგანაც, კანონის უგულვებელყოფა ბოლოს ისევ იმ ქაოსში დაბრუნებით ემუქრება ჩვენს ქვეყანას, რომელიც, სამწუხაროდ, ყველას კარგად  გვახსოვს", _  ნათქვამია კაიკაციშვილის განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

არჩილ კაიკაციშვილი: "აზოტთან "საქართველის ბანკის" მიმართებას სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს"

"ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაითავისოს ამ პროცესებისადმი ხელის არ შეშლის ვალდებულება" _ ბეგაძე "აზოტის" თემაზე

აუდიტორია 115-ის მტკიცებით, რუსთავის აზოტის ფაქტობრივი მფლობელი საქართველოს ბანკია

გვიდიანის ინიციატივა "საქართველოს ბანკისთვის" – "აზოტის" კრიზისიდან გამოსავალი

"ხელფასები ჩვენ გვქონდა 250-300 ლარი _ დირექტორებს, მოადგილეებს 50-60 ათასი" _ "რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომლის ისტორია

"რუსთავის აზოტის" მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყანაში "საქართველოს ბანკის" "დიქტატი" გრძელდება _ აფბა

"ყველაზე წარმატებული პროექტის" წარუმატებლობა _ რა ხდება "რუსთავის აზოტში"

რა კავშირშია "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებულებთან "საქართველო ბანკი"




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...