უწყლობა – დღისით ხიდისთავს, ღამით – ჩოხატაურს!

საზოგადოება

უწყლობა – დღისით ხიდისთავს, ღამით – ჩოხატაურს!

2012 ივლ 26 16:56:11

ივნისის ბოლოს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩოხატაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის III ეტაპის კონკურსი გამოაცხადა.

მესამე ეტაპი ითვალისწინებს: 1. პოლიეთილენის მილების გაყვანას; წყლის მრიცხველების მონტაჟს; სახანძრო ჰიდრანტის მონტაჟს; ფოლადის მილების მონტაჟს; პერფორირებული პოლიეთილენის მილის გაკეთებას; რკინა-ბეტონის სამუშაოებს და ჭაბურღილის ელექტრო და მექანიკური აღჭურვილობის მონტაჟს. კონტრაქტის გახორციელების სავარაუდო პერიოდი 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის მარტის ჩათვლით არის განსაზღვრული. თუმცა, მესამე ეტაპამდე იყო პირველი და მეორე ეტაპი, რომლის გახორციელებისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია "ბელდინვესტმა" შეასრულა, რომლის მფლობელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სიმამრი, ლერი მეტრეველია.

რეაბილიტირებულ წყალსადენს პიარი რამდენჯერმე გაუკეთდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, დასრულების შემდეგ, დაბა ჩოხატაურს, სოფელ ჩაისუბანს და მიმდებარე დასახლებებს 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა პროექტები ოფიციალურად გამოაცხადეს დასრულებულად, თუმცა, ასე არ მოხდა. ჩოხატაურს წყალი შეფერხებით მიეწოდება _ ზოგჯერ სულაც არ მოდის.

ამ დრომდე უცნობია, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი პირი. კომპანია "ბელდინვესტში" ამბობენ, რომ მათ თავიანთი სამუშაოები კეთილსინდისიერად ჩაატარეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩოხატაურისა და ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ვანო ტაბატაძე კი პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს:

_ თქვენ ჩემზე კარგად იცით ვინც გააკეთა. მე გუშინ დავინიშნე და “ვაფშე“ წავალ აქედან. სად შემიძლია ამდენი ნერვიულობა. მე დავხარჯე მაგი ფული, მე გავაკეთე? მე ავაშენე? არ იცით ვინ გააკეთა?! _ ამბობს ტაბატაძე.

წყალთან დაკავშირებით კომენტარი, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემაც გააკეთა:

_ წყალი პრობლემატური საკითხია და აუცილებლად გაკეთდება ყველგან. ძალიან ძვირი ჯდება და ერთბაშად ვერ ვაკეთებთ. განსაკუთრებით, სადაც რელიეფის პრობლემაა. წყალი ძალიან ძვირიანი პროექტია, ამიტომ, დრო სჭირდება. როცა ვამბობ დაბაზე, ლანჩხუთსა და ოზურგეთზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფლებში არ უნდა იყოს. ნელ-ნელა მივყვებით. ორ-სამ წელიწადში ეს პრობლემა ყველგან მოგვარდება, _ განაცხადა ბაქრაძემ ჩოხატაურში სტუმრობისას, თუმცა რატომღაც გამორჩა, რომ მისი სიმამრის მიერ ჩატარებული სამუშაოები და 3 მილიონი ლარი ქარს გაყვა, რადგან წყლისგან განსხვავებით, ქარი ჩოხატაურში ხშირად არის.

პარლამენტის თავმჯდომარის სტუმრობიდან თითქმის 5 თვე გავიდა. დაპირება, დაპირებად დარჩა. 42 გრადუს სიცხეში, 24-საათიანი წყალმომარაგება არც ჩოხატაურს აქვს, არც ჩაისუბანს, არც მიმდებარე დასახლებას და არც სოფელ ხიდისთავს, სადაც წყლის ცენტრალური მილი გამოდის.

როგორც ამბობენ, სწორედ ხიდისთავის აუზსაა მიერთებული დაბის წყალი. სოფლის აუზი კი, ამ სოფლის მოსახლეობის ფულით, წლების წინ აშენდა. ხიდისთაველებს წყლის პრობლემა მას შემდეგ აწუხებთ, რაც რეაბილიტაციის პროექტი გახორციელდა. მაშინ, როცა ჩოხატაურში წყალი მოდის, ხიდისთაველები უწყლოდ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არაერთხელ დააყენეს ხელისუფლების წინაშე, მათი პრობლემის მოგვარებას არავინ ცდილობს.

ხიდისთაველები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, ორი კვირაა წყალი საერთოდ არ წამოსულა. მათ უმრავლესობა წყლის ბაკებს ჩოხატაურში ავსებს, ნაწილი _ მდინარის წყალს ხმარობს, რადგან ჭებში კარგა ხანია წყალი აღარ არის.

_ რამდენჯერმე ვიყავით ადგილობრივ ხელისუფლებასთან. დაგვპირდნენ, გამოვუშვებთო. გამოუშვეს 10 წუთით, თუმცა, წყალი მხოლოდ ცენტრალურ გზაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდა, _ ამბობს ნატა მელაშვილი, რომლის მეუღლე, წყალს რამდენიმე დღეა ჩოხატაურიდან ეზიდება.

ხიდისთაველების თქმით, მოსახლეობა წყლის თანხას, ყოველთვიურად იხდის, თუმცა, არ იციან ვის ჯიბეში მიდის ეს ფული.

გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურისა და ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელის ვანო ტაბატაძის განმარტებით, შეთანხმების თანახმად, წყალი დილის 9 საათიდან ღამის 11 საათამდე ჩოხატაურს მიეწოდება. ღამის 11 საათიდან დილის 9 საათამდე კი _ სოფელ ხიდისთავს. ტაბატაძე არ აკონკრეტებს, ვისთან დაიდო ეს შეთანხმება, რომელიც ხიდისთაველების უმრავლესობისთვის მიუღებელია.

_ 5 დღეა ჩამოსული ვარ და წყალი თვალით არ მინახავს, _ ამბობს ცნობილი ლოტბარი, რამინ მიქაბერიძე, _ ჩემი ოჯახი 15 დღეა აქ არის და როგორც მეუბნებიან, წყალი არ ყოფილა. ერთხელ მოვიდა ერთი საათით, მერე _ ნახევარი საათით. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებას შეხვდა, რომლებმაც პრობლემების არსებობა დაადასტურეს და მოგვარების პირობაც მისცეს, მაგრამ გამოსწორების ჯერ ვერაფერი დავინახე, _ ამბობს მიქაბერიძე და დასძენს, რომ 21-ს საუკუნეში უწყლობა, სხვა თუ არაფერი სირცხვილია.

_ წყალი აქედან მიდის, დღე რომ ჩვენ გვქონდეს და ღამე ჩოხატაურს არ შეიძლება? ჩოხატაურში სხვანაირი ხალხი ცხოვრობს თუ რატომ უნდა გაანაწილონ ასე საათები? ამ სოფელში გაიზარდა ნოდარ დუმბაძე, ანა კალანდაძე, მორის ფოცხიშვილი, ჭოლა ლომთათიძე, ადამიანები რომლებმაც ეპოქა შექმნეს. რა მოხდება, რომ აქეთ გამოუშვან წყალი და მერე განაწილდეს? აქ ხალხი არ ცხოვრობს თუ რა ხდება? ყველაზე მეტი დამსვენებელი აქ ჩამოდის, დიდი სოფელია. მე ხელოვანი კაცი ვარ, ჩემთან დამსახურებული ადამიანები მოდიან _ სირცხვილია, 21 საუკუნეში წყალი არ მაქვს სოფელში-მეთქი, როგორ ვთქვა?! გვითხრეს მოტორი თუ გაქვს დაყენებული ჭაზეო. მოტორი რად გვინდა, წყალი არ არის ჭაში! _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას რამინ მიქაბერიძე.

_ ვინ შემოგთავაზათ ეს გამოსავალი?

_ ხიდისთავის გამგებელმა, _ აღნიშნა, მიქაბერიძის მეუღლემ, რომლის თქმით, დასამალი არაფერია.

ცნობილ ლოტბარს, სოფელში შექმნილ მდგომარეობა, კომუნისტების ეპოქის სიმღერას ახსენებს:

_ ადრე კომუნისტების დროს იყო სიმღერა:

"უწყლოსა წყალი ვადინე,

არხებიც გაგვიყვანია,

დავიმორჩილეთ ბუნება,

მივწი-მოვწიეთ მთანია.

ხრიოკი ბაღად ვაქციეთ,

ყველგან სიცოცხლე ინთება,

დიად ეპოქას ვუმღერით,

სიმღერა არ მოგვწყინდება!" _ თუმცა, ამის მსგავსი აქ არაფერი არ ჩანს ჯერ-ჯერობით, _ ამბობს რამინ მიქაბერიძე.

მიქაბერიძისგან განსხვავებით, ზოგიერთი ხიდისთაველი მზად არის წავიდეს კომპრომისზე, ოღონდ წყალი გამოუშვან.

_ არ ვიცით ვინ და სად შეთანხმდა, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის, იყოს მასე, ოღონდ იყოს! ორ დღეში ერთხელ მაინც გამოუშვან, რომ სასმელი წყლის აღება მოვახერხეთ. თუმცა, ეს დიდი უსამართლობაა, _ დასძენენ ჩვენთან საუბრისას ხიდისთაველები.

ის, რომ ხიდისთაველებს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები დიდი ხანია აქვს, კარგად იციან სოფლის ხელმძღვანელობამ. ადგილზე მისულებს სოფლის რწმუნებული, ალეკო სურმანიძე სამსახურში არ დაგხვდა – ბათუმში იყო წასული; მისი თანაშემწე, დავით სიმონიშვილი კი ბიბლიოთეკაში, კომპიუტერზე თამაშისას ვიპოვეთ. სიმონიშვილმა, ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, არც ის გვითხრა, ადარდებს თუ არა თანასოფლელების პრობლემები და გვირჩია, ბათუმში მყოფი რწმუნებულის ჩამოსვლას დავლოდებოდით.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...