სოციალური დახმარების გაცემის წესი დასახვეწია

საზოგადოება

სოციალური დახმარების გაცემის წესი დასახვეწია

2011 იან 25 21:31:52

 

ოზურგეთისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალურ დახმარებებზე 575 100 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი "სოციალური დაცვის" მუხლში 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 144 600 ლარი გამოჰყო. ამასთან, სოციალური დახმარებების პაკეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეებია ორივე მუნიციპალიტეტში.
შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებასთან მიმართებაში, დაწესდა გარკვეული კრიტერიუმები. ასე, მაგალითად, ორივე მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ მრავალშვილიანმა (იგულისხმება ოთხი და მეტი შვილი) ოჯახმა, ან ოჯახმა, რომელსაც ახალშობილი შეეძინა, მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება, ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1) რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2) ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს: ა) 57.000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 100.000-ს (მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შემთხვევაში); ბ) 70.000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 100.000-ს (ახალშობილის ოჯახების დახმარების შემთხვევაში). ანუ პირველ (ე.ი. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების) შემთხვევაში ბენეფიციარი შეიძლება იყოს მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსაგან სარგებლობს სამედიცინო პოლისით, მაგრამ არ ღებულობს ფულად შემწეობას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ახალშობილის ოჯახების ერთჯერადი დახმარების ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს, ასევე მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან არ სარგებლობს არც სამედიცინო პოლისით და არც ფულადი შემწეობით.
შესაძლოა, ზემოაღნიშნული ორი სახის სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების კატეგორიათა მსგავსი ტიპის კრიტერიუმებით შეზღუდვა ორივე მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების არაადეკვატურად მაღალი და საკმაოდ ხშირი პრემიების ფონზე, ერთგვარად, "უხერხულობის" (და არა მარტო უხერხულობის) მომენტსა და განცდას ქმნიდეს, მაგრამ ამგვარი კრიტერიუმების დაწესებაში უკანონო არაფერია; უბრალოდ, ამ ეტაპისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებ თვლის, რომ ასე უმჯობესია _ ასეთია მისი პოლიტიკა სოციალურ დახმარებებთან მიმართებაში.
გარდა უკვე ნახსენები სოციალური დახმარებებისა, ორივე მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ითვალისწინებს სხვა ტიპის (ძირითადად ერთჯერადი სახის) დახმარებებსაც, კერძოდ: ლტოლვილთა დახმარების პროგრამას, ვეტერანთა დახმარების პროგრამას, შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას, სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა, ხანძარი, მეწყერი, წყალდიდობა) შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარების პროგრამას და სხვა. ორივე მუნიციპალიტეტის მიერ 2011-2014 წლებისთვის გამოცხადებულ სოციალური დაცვის პრიორიტეტებში ტრადიციულად წამყვანი ადგილი უჭირავს მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს დაფინანსებასა და უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა უზრუნველყოფას ყოველდღიური ერთჯერადი კვებით. ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს, ასევე ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა ერთჯერად დახმარებას; ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება აგრეთვე უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები.
ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთა მიერ წარმოდგენილ სოციალური დახმარებების გაცემის წესს. არცერთ მათგანში ნათლად არ არის გაწერილი სოციალური დახმარებების დანიშვნა-გაცემის ორგანიზებისა და ადმინისტრირების საკითხები, დასახვეწია ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი და პირობები, საჭიროა გადაწყვეტილების მიღების წესის დეტალური რეგლამენტაცია, გამოკვეთილად უნდა იქნას ასახული სოციალური დახმარების გაცემის საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები, გამჭვირვალობისა და საჯაროობის მომენტები აღნიშნული საკითხების განხილვისას.
სწორედ ამ ხარვეზების შევსების მიზნით, "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა" გადაამუშავა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთა მიერ წარმოდგენილი სოციალური დახმარებების გაცემის წესი და შეავსო იგი ზემოაღნიშნული საკითხების დეტალურად მარეგულირებელი ნორმებით. სოციალური დახმარებების გაცემის წესის ამგვარად გადამუშავებული ტექსტი, რეკომენდაციის სახით, სამუშაო ვარიანტად შეთავაზებული იქნა ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის, მათი შემდგომი განხილვის მიზნით. ახლა ჯერი საკრებულოებზეა. ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სოციალური დახმარებების გაცემის გამართული წესის ქონა, რომელშიც ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დეტალურად იქნება გაწერილი.

 

ირაკლი პაპავა, "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი"

სტატია მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სახალხო ინიციატივები
დემოკრატიისთვის" ფარგლებში




 ახალი ამბები
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...