აუდიტორის ბუნდოვანი ბრძანება _ მედია ჯარიმის საფრთხის ქვეშაა!

საზოგადოება

აუდიტორის ბუნდოვანი ბრძანება _ მედია ჯარიმის საფრთხის ქვეშაა!

22 აგვ. 2012, 20:53:41

გენერალური აუდიტორის ბრძანება ბეჭდურ მედიაზეც გავრცელდა.

„რეგიონალური მედიის ასოციაცია“ და გაზეთი „გურია ნიუსი“ ერთ კვირაზე მეტია ამაოდ ცდილობს დაადგინოს, კონკრეტულად რომელი მედიასაშუალებები მოხვდენ ახალ რეგულაციაში. გაუგებრობა კი იმან გამოიწვია, რომ სხვადასხვა უწყებები განსხვავებულად განმარტავენ ახალ კანონს.

მედიაზე კონტროლს ერთდროულად ორი უწყება _ სახელმწიფო აუდიტის სამსახური და კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს.

კომისიის ვებგვერდი ახალი რეგულაციების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა, ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს პრესსამსახურიც. ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ 15 აგვისტოს დადგენილებაში მიუთითა, რომ წინასაარჩევნო რეგულაციები ეხება მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მედიასაშუალებებს და ორგანიზაციის ვებგვერდზე იმ გამოცემების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინასდებიან. 16 აგვისტოსთვის აღნიშნული სია 14 სუბიექტისაგან შედგებოდა, მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და დღეს 34 მედიასაშულებას აერთიანებს.

რაც შეეხება აუდიტის სამსახურს,მისი ვებგვერდი არანაირ ინფორმაციას არ აწვდის დაინტერესებულ ორგანიზაციებს, პრესსამსახურისაგან კომენტარის მიღება კი გადაულახავ სირთულეს წარმოადგენს.

„გურია ნიუსი“ და „რეგიონული მედიის ასოციაცია“ დღეს დილიდან ცდილობენ გაარკვიონ ეხება თუ არა ახალი რეგულაციები იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან. ვებგვერდზე მითითებელ ტელეფონის ნომრებზე ან არავინ პასუხობს, ან კომპეტენტურ პირთან არ ვხვდებით ან გადამისამართების შემდეგ ოთახში არ აღმოჩნდება ამ საკითხში გარკვეული თანამშრომელი.

საგულისხმოა, რომ გენერალური აუდიტორის ბრძანება დაფინანსების წყაროებზე არაფერს ამბობს და შესაბამისად, ამ უწყებას ნებისმიერი მედიასაშუალების დაჯარიმება შეუძლია. მცდელობის მიუხედავად, მედიასაშუალებისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა ფორმით (ელექტრონული, ფოსტით )უნდა მიეწოდოს აუდიტის სამსახურს ინფორმაცია ანგარიშსწორების შესახებ. საგულისხმოა, რომ ეს ინფორმაცია 24 საათში უნდა მიეწოდოს მაკონტროლებელს.

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებდა, რომ გენერალური აუდიტორის ბრძანება არ ახდენდა გამოცემების დაფინანსების წყაროების მიხედვით კლასიფიცირებას და შესაბამისად, პრესსასმსახურის უფროსის ფატი მამიაშვილის განმარტებით ახალი რეგულაციები ყველა მედიასაშუალებას უნდა შეხებოდა. აღსანიშნავია, რომ პრესსამსახურის უფროსი ამ საკითხში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და გადამოწმებას დაგვპირდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ მათ და აუდიტის სამსახურს განსხვავებული რეგულაციები აქვთ და მედია ორივეს უნდა დაემორჩილოს.

„ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ კომისიის მიერ მიღებული # 9 დადგენილების შესაბამისად. ეს არის არჩევნების პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი როლის შესახებ დადგენილება და ამ დადგენილებაშია ჩამოთვლილი, რომელი მედია საშუალებები მოექცა მონიტორინგის ქვეშ. თქვენ მეკითხებით, რომ აუდიტის სამსახურს განსხვავებული რეგულაციები აქვს. დიახ, სხვადასხვა რეგულაციებია, აუდიტის სამსახურის მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინოთ და კომისიის მოთხოვნებიც. თუ თქვენ არ ფინანსდებით ბიუჯეტიდან, ჩვენი მონიტორინგის ქვეშ არ ექცევით. მაგრამ უნდა გაარკვიოთ აუდიტის სამსახურის რეგულაციებში ხომ არ ხართ. ეს განსხვავებული რეგულაციებია“ _ უთხრეს „გურია ნიუსს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში.

„გურია ნიუსისა“ და რეგიონული მედიის ასოციაციის დღევანდელი მცდელობა საკითხში გარკვეულიყო, მარცხით დასრულდა.

_ იქნებ წერილობითი ფორმით მოგვმართოთ, ასე უფრო გაარკვევთ რაღაცას _ ურჩიეს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ნაცნობმა ადამიანებმა, რომლებიც აუდიტის სამსახურში მუშაობენ.

მართალია ამ მიწერ-მოწერას დრო დასჭირდება და საკითხის გარკვევამდე შესაძლოა ჯარიმასაც გამოვკრათ ხელი, მაგრამ თავზევით გზა არ არის.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...