რიგითი ჟურნალისტის ღია წერილი ბატონ ირაკლი ალასანიას

საზოგადოება

რიგითი ჟურნალისტის ღია წერილი ბატონ ირაკლი ალასანიას

2012 სექ 2 20:46:48
ალბათ, არც თქვენ გწერენ ღია წერილებს ჟურნალისტები და თუ რაიმე აინტერესებთ, პირადად გხვდებიან ინტერვიუზე ან სატელეფონო კომენტარებს იწერენ, როგორც წესი და რიგია.

ასევე წესისა და რიგის მიხედვით (და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით) ურთიერთობას პოლიტიკოსსა და მედიას შორის აგვარებს ადამიანი, რომელსაც პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჰქვია. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსს რაიმე მიზეზის გამო არ სურს ამა თუ იმ ჟურნალისტთან ურთიერთობა, პრესსამსახურის ხელმძღვანელი მას ამის შესახებ აცნობებს. იმ შემთხვევაში, თუ კარგად იცის წინასაარჩვენო პერიოდში მედიის როლი რაოდენ მნიშვნელოვანია, თავად არწმუნებს პოლიტიკოსს, რომ დათანხმდეს ჟურნალისტთან შეხვედრას.

ბატონო ირაკლი, მე, "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა, თამარ ლეფსვერიძემ თქვენი პრესსამსახურის უფროსთან, ვაკო ავალიანთან გავიარე ყველა საფეხური (თავისი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით), რომ როგორმე შემდგარიყო ჩემი და თქვენი ინტერვიუ.

მას შემდეგ, რაც ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, ჩაიარა მცხეთის, გორის, რუსთავის აქციამ, თქვენ გამოგაცხადეს მაჟორიტარობის კანდიდატად ზუგდიდის რაიონში და საცაა, არჩევნების დღეც დადგება...

და რომ არა ჩემი პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობა ერთი ქართველი დედის წინაშე, რომელსაც შევპირდი, რომ მისი შვილის საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად შეგხვდებოდით, არც ახლა შეგაწუხებდით ჩემი ღია წერილით.

აქვე გეტყვით, რომ შეგნებულად არ მივმართე აპრობირებულ მეთოდს საქართველოში _ არ გამოვიყენე პირადი კავშირები, რომელთა მეშვეობით თქვენი პრესსამსახურის გარეშეც შემეძლო დაგკავშირებოდით. არ გავაკეთე ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო _ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის ურთიერთობა პირადი კავშირებით არ უნდა ხდებოდეს.

ინტერვიუს "ჩაწყობას" პოლიტიკოსთან და ვინმეს წინაშე ამის გამო ვალში ყოფნას არ ვაპირებ, რადგან ნებისმიერი ჟურნალისტი ყველანაირი გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ქართული მედია რომ მრავალრიცხოვანია, ეს თქვენი პრესსამსახურის წარმომადგენლისგან არ გვესწავლება. ამ მრავალრიცხოვან მედიაში არ ვითხოვ ვიყო პრივილეგირებული, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, დაახლოებით სამი თვის მანძილზე, სულ რაღაც 20 წუთის გამოძებნა რატომ გახდა ასეთი მიუღწეველი "გურია ნიუსისთვის?"

ბატონო ირაკლი, შემიძლია დაგისახელოთ ის თარიღიც, როდიდანაც ვაწარმოებ მოლაპარაკებებს თქვენი პრესსამსახურის წარმომადგენელთან _ 2012 წლის 28 ივნისი.

სწორედ ამ დღეს გამოქვეყნდა ინტერვიუ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე სახელწოდებით _ "ექსკლუზიურად საფრანგეთიდან! გადახვეწილი ოპოზიციონერის დედის პირველი კომენტარები."

თქვენი პარტიის წევრის, საფრანგეთში იძულებით გადახვეწილი გოჩა ჩხაიძის დედამ, პირველად სწორედ "გურია ნიუსთან" ისაუბრა იმაზე, რა ზეწოლები გამოიარა მისმა ოჯახმა: "მე სამადლოდ გავზარდე ჩემი ერთი შვილი. როცა მეუღლე დავკარგე, 18 წლის ვიყავი, 20 წლისას კი მეორე შვილიც დამეღუპა. დამრჩა ერთი გოჩა, ჩემი იმედი, ჩემი სიცოცხლის აზრი, რომელსაც ახლა განსხვავებული აზრისთვის დევნიან.

6 მაისის აქციაზე გასვლისთვის დასაჯეს და რამდენჯერ შუბლში ტყვიაც მოახვედრეს. 6 მაისს დაჭრილს, საავადმყოფოში, შვილი დავითი ადგა თავზე. წამლის საყიდლად აფთიაქში გასულ შვილს დახვდნენ და უთხრეს, გაჩერდი, თუ არა, წამალსაც ჩაგიგდებთ და იარაღსაცო.

მეორედ დაიჭირეს და 6 საათის განმავლობაში მანქანაზე ჰყავდათ მიბმული ტყეში. რომ არა ირაკლი ალასანია, ვინ იცის, რას უზამდნენ..."

ეს გახლავთ მცირე ამონარიდი ქალბატონი ნათელა ჩხაიძის წერილიდან. ამ ქალბატონისთვის თქვენს სიტყვას და მონათხრობს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

მე პირადად შევპირდი მას, რომ პირველ რიგში, აუცილებლად შეგხვდებოდით თქვენ და შემდგომ, გავაგრძელებდით ჟურნალისტურ მოკვლევას ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე.

ამ ქალბატონს, შვილის წასვლის შემდეგაც ემუქრებოდნენ, რომ თუ ხმას ამოიღებდა და რამეს იტყოდა, სათანადოდ გაუსწორდებოდნენ. მაგრამ, მან მაინც გაბედა ხმამაღლა ელაპარაკა ჩვენთან იმაზე, რაც არასდროს უთქვამს.

ბატონო ირაკლი, მალე სამი თვე გახდება ჩემი მიცემული პირობის დარღვევიდან და მე, არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც მოქალაქე, ქალბატონი ნათელა ჩხაიძის წინაშე სინდისის ქენჯნას ვგრძნობ.

ამ თემის გარდა სხვა კითხვებიც მქონდა თქვენთან, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ: 3 თვის განმავლობაში თქვენ ვერ მოიცალეთ ჩვენთან შესახვედრად თუ თქვენი პრესსამსახურის უფროსმა _ ჩვენი თხოვნის გადმოსაცემად?

პატივისცემით, "გურია ნიუსის" ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე




 ახალი ამბები
  • რატომ გააძევეს დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესიდან სამი პირითბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს გამართული აქციების დროს დაკავებულთა პროცესზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი იმღერეს. დარბაზში დაკავებულებთან ერთად, ჰიმნი პროცესზე დამსწრეებმაც იმღერეს, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. ამის შემდეგ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული. ჯერჯერობით არც ერთი დაკავებულის საქმის განხილვა სრულყოფილად არ გამართულა. ყველა პროცესი ... ...
  • პარლამენტის პიკეტირება ყოველ ორშაბათს - დემონსტრანტებმა ახალი სამოქმედო გეგმა დასახესრუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკოსებმა სამოქმედო გეგმა დასახეს. გეგმა პარლამენტის წინ შეკრებილებს სამოქალაქო მოძრაობის "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა და "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა გიორგი გუგავამ გააცნო. ახალი გეგმის იდეა  ასეთია, დემონსტრანტები ყოველ ორშაბათს შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, დაიძვრებიან პარლამენტისკენ და მოემზადებიან პარლამენტის პიკეტირებისთვის. "კონსტიტუციის ფარგლებში მყოფი არაძალადობრივი აქცია თუ ერთხელ დაშალა, აუცილებლად ისევ დაშლის. მაგრამ თუ დაშლის ეს არ ნიშნავს, რომ აქცია დამთავრდა. მოუწევს ბევრჯერ დაშალოს თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს პირობას, მოუწევს სულ შალოს და შალოს და ამის მეტი საზრუნავი არ ჰქონდეს და სხვა ვერაფერზე იფიქროს," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. გუგავას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პარლამენტის პიკეტირებას ყოველი პლენარული სხდომის მოაწყობენ. "ადმინისტრაციული შენობების კანონიერი პიკეტირებები არ არის თვითმიზანი, ეს უნდა განხორციელდეს იმ დღეს, როდესაც პარლამენტი აპირებს მუშაობას. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ასეთი, ადამიანების რესურსიდან, კლიმატიდან გამომდინარე. როდესაც აპირებენ ფორმალურ მოქმედებას, მაშინ გაიმართება აქციები. ჩვენი ვაიძულებთ ხელისუფლებას შეასრულოს დანაპირები," - განმარტა გუგავამ. დღევანდელი საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა ადგილზე აქციის მონაწილეთა კარვები რჩება, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა ისევ ... ...
  • რა იგეგმება მომავალ კვირას თბილისშიმოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში დიდი შეკრება იგეგმება, ხოლო სამშაბათს სესიის ჩასაშლელი პიკეტი შედგება. “ორშაბათს იქნება აქ ძალიან დიდი შეკრება, იქნება სამშაბათის სესიის ჩასაშლელი პიკეტი. თუ დეპუტატებს, რომლებიც თავის ბიზნესისთვის არიან პარლამენტში ან ფულისთვის, მოუნდებათ იქ შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეები და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, უნდა გაგვწიონ, კიდევ გამოიყვანონ პოლიციელები. ამისთანა წნეხს იგი მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც უნდა იყოს, იმას წააგებს“, _ თქვა დღეს გამართულ აქციაზე ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: გოცირიძე არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომს იქით ვერ მიდისსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა და მუშაობა გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღონ. მათ შორის, თალაკვაძემ დაასახელა მიწის რეგისტრაციის ინიციატივა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგების, ექიმების, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასის ზრდას და პენსიის მატებას. „პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს“, - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარეს მედიამ ჰკითხა აზრი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის ბოქლომის დადების აქცია-პერფორმანსზე: „ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის. როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა“. არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, პარლამენტის სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს და მომავალ კვირაში პლენარული სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდება. 18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა. წყარო: რადიო ... ...
  • ბუტა რობაქიძის საქმე _ ოქრუაშვილს და ადეიშვილს ბრალი წარუდგინესუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი წარუდგინეს. საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარეს, რადგან ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, პროცედურის გათვალისწინებით აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს ბრალის წარდგენას. „ფაქტი, რომ ბრალდების წარსადგენად შემოვედით, დადასტურებულია, ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა დადგენილების ჩაბარების სინამდვილეს, ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ძალით ვერ მოაწერინებს ხელს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ. უწყებაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ირაკლი ოქრუაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე. ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება. სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?