აუდიტის სამსახურის სპეცდანიშნულების ბრიგადა _ გრიფით საიდუმლო!

საზოგადოება

აუდიტის სამსახურის სპეცდანიშნულების ბრიგადა _ გრიფით საიდუმლო!

2012 სექ 8 17:18:00
ამის შემდეგ იწყება სატელეფონო გადართვა-გადმორთვების დაუსრულებელი და უშედეგო პროცედურა. ჩვენც ვიცით, რას გვიპასუხებენ და იმათაც იციან, რას ვკითხავთ...

მიუხედავად ამისა, პერიოდულად, აუდიტის სამსახურს ვსტუმრობთ კიდეც. თავის წარდგენის შემდეგ, "სიხარულისგან გადარეულები" გვხვდებიან _ ყოველ შემთხვევაში, ალაყაფის კარებთან მიმაგრებული მიკროფონის გამორთვამდე ჩვენი მისამართით ნათქვამ "აუ, მოვიდნენ"-ს ჩვენ ასე აღვიქვამთ.

6 თვის შემდეგ, აუდიტის სამსახურის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებებიდან გამომდინარე, მაღალი ეჭვის საფუძველზე, თავს უფლებას ვაძლევთ, ვივარაუდოთ, რომ: პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები არიან გაურკვეველი წარმოშობის სპეცდანიშნულების ბრიგადიდან. არ არის გამორიცხული, ისინი იყვნენ "კუდ"-ის, "სოდ"-ის "უშიშროების" ან პროკურატურის" თანამშრომლები და აბსოლუტურად უკანონოდ ეწეოდნენ საქმიანობას აუდიტის სამსახურში.

და, თუ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს, მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და ნათია მოგელაძის უწყებამ დაასახელოს იმ 19 ადამიანის ვინაობა, რომლებმაც მოახერხეს და სულ რაღაც 2 დღეში, 300 ადამიანი დაკითხეს (საუბარია კონტროლის პალატის მიერ მოწყობილ მასობრივ დაკითხვებზე, რომელსაც სწორედ ფინანსური მონიტორინგის სამსახური ატარებდა) გურიისა და იმერეთის რეგიონებში.

ზუსტად ნახევარი წელია, "გურია ნიუსი" კონტროლის პალატისგან ნათია მოგელაძის უწყების თანამშრომელთა სახელობით სიას და მათ სახელფასო სარგოების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. პასუხი საგანგაშოდ ალოგიკურია _ "კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გადმოგცეთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ, მათი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ვინაიდან ხსენებული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს!"

ამ შინაარსის პასუხი 2012 წლის 3 აპრილს მივიღეთ. უწყებას, რომელიც არ წარმოადგენს საიდუმლო სამსახურს, რომლის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვინაობა ცნობილია, ქვეშევრდომების კი _ საიდუმლო, მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.

კიდევ უფრო უპრეცედენტოა ფაქტი, რომელიც აუდიტის სამსახურმა მას შემდეგ ჩაიდინა, რაც ლევან ბეჟაშვილის სახელზე საჩივარი შევიტანეთ _ აღნიშნული საჩივრით ვითხოვდით, ეცნობებინათ ჩვენთვის მოგელაძის თანამშრომლების ვინაობა და მათი სახელფასო სარგოები.

2012 წლის 25 მაისს, ამ საჩივრის განხილვა შედგა კონტროლის პალატაში, სხდომა გამართა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ივანე პეტრიაშვილმა. მაგრამ, მათ მიერვე განხილული საჩივრის პასუხი დღემდე არ ჩაგვბარებინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები იტყუებოდნენ, რომ დოკუმენტი მზად იყო და გადმოგზავნილი ფოსტით. მაგრამ. რომელი ფოსტით გამოგზავნეს, არავინ იცის, რადგან მეოთხე თვეა, მსგავს დოკუმენტს ჩვენამდე არ მოუღწევია.

2012 წლის 24 აგვისტოს "გურია ნიუსმა" აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ჩვენს ინტერესებს სასამართლოში "ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე დაიცავს. მისი თქმით, ასეთი უპრეცედენტო სარჩელი, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნით _ დაევალოს საქართველოს აუდიტის სამსახურს 2012 წლის 25 მაისს განხილული საჩივრის შედეგის გადმოცემა, მათ აქამდე სასამართლოში არ შეუტანიათ:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადები, რომელიც მითითებულია საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს დაინტერესებული პირის ინტერესებსა და უფლებას.“

ნათია კაპანაძე, რომელიც ჩვენი წარმომადგენელი გახლდათ კონტროლის პალატაშიც, ამბობს, რომ დღეში რამდენჯერმე რეკავდა იურიდიულ სამსახურში ძალიან ელემენტარული პასუხის მისაღებად, _ გადმოეცათ ჩვენთვის მათ მიერვე განხილული საჩივრის პასუხი: "ამ დროის განმავლობაში, მუდმივად ვუკავშირდებოდი იურიდიულ სამსახურს და პასუხად ვიღებდი, რომ დოკუმენტები მზადდება, გადმოგზავნილია უკვე ან მოგვიანებით დაადგენდნენ საქმის მზადების ეტაპს“.

ჩვენი ყველა ზარი და მცდელობა, დავკავშირებოდით აუდიტის სამსახურის იურიდიულ დეპატარტამენტს, უშედეგოდ სრულდებოდა. პასუხი მრავალფეროვანი იყო: ჯერ არ მოსულან, შვებულებაში არიან და ვინც დარჩა, ისინი სასამართლო პროცესებს ესწრებიან, შესვენებაზე არიან გასულები და მოგვიანებით გადმორეკეთ...

ჩვენ უფრო სხვა ეჭვი გვაქვს, არაა გამორიცხული, რომ ნათია მოგელაძის თანამშრომლები, წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა უწყებებში, ან სულაც პარტიებში იყვნენ გადანაწილებულები.

ცესკო-ს სასწავლო ცენტრის ტრენერებად აუდიტის სამსახურის შვებულებაში მყოფი თანამშრომლები რომ არიან, ამის თქმა დაზუსტებულად შეგვიძლია.




 ახალი ამბები
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...
  • ლიხს იქეთ- აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის სამოსშიწლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც  არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ  ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა. ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ. ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის  უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა  მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...