"დარწმუნებული ვარ, სოციალურ დახმარებას ჩემი ოპოზიციონერობის გამო არ მაძლევენ"

gurianews.com

საზოგადოება

"დარწმუნებული ვარ, სოციალურ დახმარებას ჩემი ოპოზიციონერობის გამო არ მაძლევენ"

2012 სექ 13 11:10:53

ჩვენ დავინტერესდით მეგრელიძეების ოჯახის პრობლემით და მათ სახლში ვესტუმრეთ. დიასახლისი თავისი მრავალშვილიანი ოჯახის ეკონომიკურად გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა _ ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს; მათ საცხოვრებელ სახლს ორი ოთახი წარმოადგენს, ოთახებში ორი საწოლი და კარადა დგას, სხვა საოჯახო ნივთების სათავსო კი პოლიეთილენის პარკებია. მეგრელიძეების ოჯახი არც სოციალურ დახმარებას იღებს და არც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილ დახმარებას. სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის საფუძველზე მინიჭებული სარეიტინგო ქულაა 76 100. ოჯახის წევრებს აინტერესებთ, თუ რაში მიიღეს ასეთი მაღალი ქულა, როცა მხოლოდ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები აქვთ. ოჯახი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მათ ოპოზიციურ დამოკიდებულებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

_ ერთი წლის წინ სოციალური დახმარების დანიშვნის თაობაზე დავწერეთ განცხადება, მაგრამ ფულადი დახმარება ვერ მივიღეთ, მხოლოდ პოლისი მოგვცეს. წელს აღარ დამიწერია, რადგან მითხრეს, ახალი განცხადების დაწერა სამი წელის შემდეგ შეგიძლიათო. ერთხელ ოზურგეთიდან ამოვიდნენ გადამოწმებაზე და თავიდან შეავსეს დეკლარაცია. თურმე, მაშინ საჭირო სულაც არც ყოფილა თავიდან შევსება, არც ხელის მოწერა. ხელი რომ მოვაწერე, ეგ ჩემი დანაშაულია, მაგრამ ეს ახლა გავიგე. ფაქტობრივად, მომატყუეს. თუ არ ვცდები, აგენტი გვარად თოდუა იყო. საშუალება რომ მქონდეს, მაგ კაცს შეცდომაში შეყვანისთვის ვუჩივლებდი. დეკლარაციას რომ ავსებდა, დამუქრებასავით გამოუვიდა _ დეკლარაციას ხელს თუ არ მოაწერთ, ეგ პოლისიც გაგიუქმდებათო. ოჯახის წევრებში მხოლოდ მე, ჩემი მეუღლე და უმცროსი შვილი _ საბა ჩაწერა. დანარჩენი შვილები კი არ ჩაუწერია _ ოთხი შვილი მყავს. არც მეუღლე და არც ბავშვები, გარდა უმცროსისა, სახლში არ იყვნენ. ყველა უნდა იყოს სახლში, თორემ ვერ ჩავწერთო. ჩემი შვილები სკოლაში იყვნენ მაგ დროს, არც მეუღლე არ იყო სახლში. ესე იგი, მეუღლეც არ უნდა ჩაეწერა. მრავალშვილიანი რომ იყო, ყველანი სახლში უნდა გყავდესო. ჩოხატაურს გარეთ არც ერთი არ მყავდა, ბებიასთან იყვნენ ერკეთში, იქ სწავლობდნენ სკოლაში. ოთხი დღე იქ არიან, დანარჩენ დღეებში ჩემთან. მაინცდამაინც აქ უნდა იყვნენო და ჩოხატაურის სკოლაში სწავლობდნენო. რას მერჩის ეს ხალხი. ვფიქრობ, გადამეკიდნენ. ჯერ ილია კილასონია გადამეკიდა, მერე _ რამინ სიხარულიძე.

_ პოლისით თუ სარგებლობთ?

_ პოლისი მაქვს და ფულის გადახდას მაინც მთხოვენ. პატარა მყავდა ცუდად და მარტო ცისანა გოგოლაძე დამეხმარა უანგაროდ.

_ პოლისი გაქვთ და მაინც მოგთხოვეს ფულის გადახდა?

_ არ მინდა იმ ექიმის სახელის და გვარის დასახელება, ვინც ფულის გადახდა მომთხოვა მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა გადამეხადა. ამის გამო დიდი ჩხუბი გადამხდა. საერთოდ, არასწორ დიაგნოზსაც სვამენ. ბავშვი თირკმელების შეტევით მივიყვანე და მითხრეს, არაფერი არ სჭირს, ეტყობა ჯარში არ უნდა წასვლაო. ჯარში წავიდა და იქაც დაემართა შეტევა. ორი კვირა დასჭირდა მკურნალობა გორის საავადმყოფოში. ჩემს შვილს თირკმელების პრობლემა აქვს. ახლა მეორე შვილიც გაციებული მყავს. ექიმთან პოლისით რომ მივიდე, წამლებს ხომ გამომიწერს და ის წამალი რით უნდა ვიყიდო? ოჯახში არც ერთი არ ვმუშაობთ. მეუღლე ავადმყოფი მყავს _ მარცხენა ხელზე ცალი კუნთი მკვდარი აქვს. ხერხემლის მალები _ დაჩოჩებული, ამის გამო კუზი განუვითარდა. ექიმები იმედს ვერ გვაძლევენ. გვითხრეს, შეიძლება, ეტლი დასჭირდესო. ოპერაცია სჭირდება. მაგრამ მაგ ოპერაციას მხოლოდ საზღვარგარეთ აკეთებენ და 25 000 ევრო ჯდება.

_ არავისთვის გითხოვიათ დახმარება?

_ აქ რომ მივედი სოციალურ სამსახურში, უფროსი დამემალა. მითხრეს, არ არის და არც იქნებაო. არადა მისი მანქანა ეზოში იდგა. ილია კილასონიაც დამემალა, თუმცა მაინც მოვახერხე მისი ნახვა. ვერ ვხვდები, საიდან მიწერენ ასეთ მაღალ ქულებს _ ვიდეო მე არ მაქვს. ტელევიზორია და მასაც, აქვე, ქალაქიდან ზაფხულობით ჩამოსული დამსვენებლები მიტოვებენ წასვლისას. მანქანა დგას ეზოში ძველი და ისიც ჩვენი არ არის, არც მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული. მცირე ნაკვეთზე ყანა გვითესია, მაგრამ მიწაა უვარგისი. ვენახიც არ გვაქვს, ბოსტნეულიც კი არ ხარობს ამ მიწაზე. შხამქიმიკატები სჭირდება, მაგრამ მისი შესაძენი ფული არ გვაქვს. როცა გამგებელი ლელა იმედაშვილი ვნახე და ჩემი ოჯახის ამბავი მოვუყევი, მითხრა, სამ დღეში ამოვლენ შემოწმებაზეო. ის სამი დღეც გავიდა, არავინ მოსულა. ამის შემდეგ, ვიღაც ამოვიდა "ნივით". ჩვენს მოსახვევში შემოვიდა, მე მეზობლად ვიყავი გადასული და იქიდან დავინახე, რომ ჩემს ჭიშკართან მოაბრუნა მანქანა და არც გაუჩერებიათ, ისე გააგრძელა გზა. როცა მოვიკითხე, თუ რატომ არავინ მოვიდა ოზურგეთიდან შემოწმებაზე, ასეთი პასუხი მომცეს _ იყვნენ ამოსულები და თქვეს, სახლი დაკეტილი დაგვხვდაო. თუ შემოწმება უნდოდათ, დაეძახათ. ასე შეამოწმეს? ვფიქრობ, ყველაფერი იმის გამო ხდება, ოპოზიციურ პარტიაში რომ ვიყავი. ისიც იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას რამეს ვერჩოდი _ აღებული ანაზღაურებით შვილების გამოკვებას ვახერხებდი. კომისიის წევრიც ვიყავი არჩევნებზე, ახლაც დამკვირვებელი ვარ, მეუღლე კი კომისიის წევრია. "ქართულ ოცნებას" ვუჭერ მხარს და გავყვები ბოლომდე. ამათ მაიძულეს ოპოზიციის მხარეზე დავმდგარიყავი. ცოტა ყურადღება მაინც მოექციათ და დაგვხმარებოდნენ. ერთჯერადი დახმარება მომცა გამგებელმა, 150 ლარი.

_ რით ირჩენს ოჯახი თავს?

_ ჩემი მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდია, 70 ლარს იღებს პენსიას და იმით ვარსებობთ. სახლში ერთ-ორ ქათამს თუ გავზრდი. ისიც, რომ დამჭირდება, გავყიდი და შაქარს და პურს ვიყიდი. სკოლის მოსწავლეები მყავს შვილები. სამწუხაროდ, არც წიგნებს აძლევენ უფასოდ. თუ სამი შვილი გყავს მოსწავლე, მაშინ მოგიწევთო, გვითხრეს. თუ ხარ "ნაციონალი", მაშინ მოგცემენ დახმარებას. ისეთ ადამიანებს აქვს დახმარება, რომ არ სჭირდებათ, ოჯახში ყველა დასაქმებულია და არც მრავალშვილიანები არიან. ბოლოს და ბოლოს "ჯიპი" ჰყავთ სახლში დაყენებული და იმათ აქვს დახმარება. მე ოთხი შვილის დედა ცემენტის იატაკზე ვცხოვრობ და მე არ მომიწია დახმარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოპოზიციონერობის გამო არ მაძლევენ. კიდევ არ შევიდოდი ოპოზიციურ პარტიაში, მაგრამ ასე რომ წაიყვანეს ჩემი ოჯახის საქმე, იძულებული გავხდი. მითხრეს, რომ ამის გამო არ მომცემენ დახმარებას. ეს კი არა, დამემუქრნენ _ არ გეშინია, სამი შვილი რომ გყავსო. მაშინ სამი შვილი მყავდა. მე არ მეშინია, რადგან არავის არაფერს ვუშავებ.

_ კონკრეტულად შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ დაგემუქრათ?

_ ადგილობრივები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. დიდი ზეწოლა იყო, მუქარაც, ფულიც კი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. კონკრეტულად ვინ იყო, ამის დასახელებისგან მაინც თავს შევიკავებ.

_ რა თანხაზე იყო საუბარი?

_ დაახლოებით, 500 ლარზე. მე ახლაც ვიცი კონკრეტული ოჯახები, იმ ადამიანების სახელი და გვარები, ვის ოჯახშიც დაარიგეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ფული. მოისყიდეს ხალხი, დამკვირვებლებიც და ა.შ. მაგრამ მათი დასახელებისგან ჯერ კიდევ თავს შევიკავებ. რედაქციას იმიტომ მოგმართეთ, რომ მინდოდა, თქვენ მაინც გაგეგოთ და ჩემს პრობლემას გასცნობოდით, გენახათ სად, როგორ და რა სოციალურ პირობებში მიწევს ცხოვრება, _ გვითხრა მეგრელიძემ.

მეგრელიძეების ოჯახის პრობლემის შესახებ ჩვენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს, ზურაბ კალანდაძეს ვესაუბრეთ: _ ოჯახში შედის დეკლარაცია, ივსება, ხელს აწერს ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. დეკლარაციის შევსების შემდეგ, პროგრამულად დგება ქულები. რაც შეეხება იმას, რომ ოჯახს სამი წლის შემდეგ აქვთ უფლება, დაწეროს განცხადება, ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ოჯახი რაიმეს დამალავს და მერე გამოჩნდება _ მაგალითად, მანქანა თუ ჰყავს და ამას არ ამბობს. რაც შეეხება იმას, რომ რომელიმე სოციალური აგენტი ცუდად მოექცა, შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ., ეს მტკნარი სიცრუეა. მე პირადად თავს ვდებ, რომ კილასონია და სიხარულიძე მსგავს რამეს არ გააკეთებდნენ, გამორიცხულია. ეს არანაირად არ ჯდება ეთიკაში. და კიდევ _ სოციალური დახმარების მიღებას, არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რომ ამის გამო ვინმემ მიიღოს ან არ მიიღოს დახმარება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას კალანდაძემ.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?