ტენდერი _ ტენდერზე

საზოგადოება

ტენდერი _ ტენდერზე

2011 თებ 7 18:50:21
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, რომ 1 თებერვალს, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი არ განახლებულა; ამის მიზეზი კი, ელექტროტენდერი გახდა. სავარაუდოდ, სწავლა დღეს, 7 თებერვალს უნდა დაიწყოს, მაგრამ, არ არის გამორიცხული, რომ ეს თარიღი კიდევ გადაიწიოს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრში გვითხრეს, სასწავლო პროცესის განახლებას შესყიდვების სააგენტოში გახორციელებულმა რეფორმამ შეუშალა  ხელი  _ არ გამოვლინდა მომწოდებელი, არც ერთმა პრეტენდენტმა არ წარმოადგინა სატენდერო დოკუმენტაცია საკვები პროდუქტების, საკანცელარიო და სამეურნეო-ჰიგიენური საქონლის მიწოდებაზე. ეს პრობლემა არა მხოლოდ ამ ორგანიზაციას აწუხებს: როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმაც უკვე სამჯერ გამოაცხადა ტენდერი საწვავის შესყიდვის თაობაზე, მაგრამ მსურველი არ გამოჩენილა. მსგავს დღეში აღმოჩნდა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაც, მათ უკვე მეორედ მოუხდათ ტენდერის გამოცხადება.
"გურია ნიუსს" სანდო წყარომ აცნობა, რომ ბენზინის შესყიდვაზე პირველი ტენდერი რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროსაც ჩაეშალათ. ჩვენთან საუბრისას რამდენიმე კომპეტენტური პირი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ინფლაციას უკავშირდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი ტაკიძის თქმით, ამ პროცესებს კანონი შესყიდვების შესახებ არეგულირებს: _ გადაუდებელ შემთხვევაში, საკრებულოს მივმართავთ ან შესყიდვების სააგენტოს. შესყიდვების შესახებ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი არ შედგა, ხელმეორედ გამოვაცხადოთ. ამ მხრივ  გამგეობას შეფერხება არ ჰქონია.
ტაკიძის კომენტარი, ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა ჩვენთვის, რადგან ოზურგეთში რამდენიმე სამსახურში უკვე ეს პრობლემა დგას და ტენდერები ტენდერებზე იმართება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამსახურის უფროსის ამირან გირკელიძის თქმით, ძნელია, სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების პროცედურაზე საუბარი ერთ ინტერვიუში ამოწურო. ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს სასურველი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე პროცურემენტ.გოვ.გე, სადაც სხვა მასალებთან ერთად გამოქვეყნებულია სახელმძღვანელო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პასუხი გაეცეს შესყიდვების ელექტრონულად გახორციელების პროცესში წარმოშობილ თითქმის ყველა შეკითხვას:
_ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სახელმწიფო შესყიდვების გახორციელება სიახლეა და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით იგი ძალაში 2010 წლის 1 დეკემბრიდან შევიდა. აღნიშნული კანონის შესაბამისად, ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, რომლის ღირებულება 5000-დან 20000 ლარის ფარგლებშია, უნდა გახორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამ პროცედურაში მონაწილეობის მსურველები (როგორც შემსყიდველები, ასევე მომწოდებლები), პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდნენ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, სატენდერო პროცედურის მიმდინარეობას შეუძლია თვალყური ადევნოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც მოესურვება და სისტემაში შევა სტუმრის სტატუსით. ამით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს პროცედურის გამჭვირვალობას, საჯაროობას და მონაწილე პრეტენდენტთა თანაბარ, არადისკრიმინირებულ პირობებში ჩაყენებას.
_ ბატონო ამირან, გასაგებია თქვენი მოსაზრება, მაგრამ, ოზურგეთში და არა მარტო ჩვენს რაიონში, ელექტრონული ტენდერები ხშირად იშლება...
_ პირველ რიგში, შევთანხმდეთ, რომ ტერმინი "ჩაშლილი ტენდერი" არ არსებობს. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია უარყოფითი შედეგით დამთავრებული ტენდერი და არშემდგარი ტენდერი. პირველ შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზებული წინადადებები არ აკმაყოფილებს "შემსყიდველის" მოთხოვნებს. მეორე შემთხვევა კი დგება მაშინ, როცა გამოცხადებულ ტენდერში არავინ არ მიიღო მონაწილეობა. ჩვენი რაიონის სინამდვილეში იყო არა ერთი ფაქტი, როცა გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, მაგრამ ეს შემსყიდველის ბრალეულობით არ არის გამოწვეული _ იგი პოტენციური მომწოდებლის მიზეზით ხდება. ამ შემთხვევაში ტენდერი ცხადდება განმეორებით და თუ იგი კვლავ უარყოფითი შედეგით დამთავრდება ან არ შედგება, მაშინ შემსყიდველმა სახელმწიფო შესყიდვების გახორციელების წესის შესახებ დებულების 21-ე მუხლის 4-ე პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოსთან შეთანხმებით, უნდა იზრუნოს შესყიდვის საშუალების შეცვლისათვის.
_ თქვენი აზრით, რატომ არ იღებენ მომწოდებლები მონაწილეობას ტენდერებში?
_ ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ცდილობს რეალიზაცია გაუკეთოს მის მიერ წარმოებულ პროდუქციას და მომსახურებას, მაგრამ ზოგიერთს ეშინია ფასების შესაძლო გაზრდის პროცესში სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის. არ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია სახელშეკრულებო ფასების გადასინჯვა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად მისი შეცვლა. ზოგიერთი კი ჯერჯერობით ვერ დაეუფლა შესყიდვის ელექტრონული საშუალებით გახორციელების წესს და ვერ ახერხებს ერთიან ელექტრონულ სისტემაში თავისი წინადადების განთავსებას. შესაძლოა არსებობდეს სხვა მიზეზებიც, რომლებზედაც პასუხი უნდა გასცენ იმ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც აწარმოებენ საქონელს,  ეწევიან მომსახურებას და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ, ან ვერ მიიღებენ მონაწილეობას სატენდერო პროცედურაში, _ ამბობს ამირან გირკელიძე.
წერილის მომზადების დროს, 3 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით გახორციელების შესახებ დროებით წესში 2011 წლის 31 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის #1 ბრძანებით გახორციელდა ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, დროებითი წესის მოქმედების ვადა გაგრძელებულ იქნა 2011 წლის 1 მარტამდე.
ცვლილებებით, ასევე  დარეგულირდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხი შემსყიდველ ორგანიზაციებსა და იმ საწარმოებს შორის, რომელთა აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ცვლილების შედეგად, ასეთ საწარმოებს ან/და მათ შვილობილ საწარმოებს არ ექნებათ ინტერესთა კონფლიქტი არც ერთ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის "თ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობის არსებობის შემთხვევისა _ დაზღვევა ან გადაზღვევა.
დროებითი წესის, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი ნორმის მოქმედება გავრცელდა 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზეც.
მართალია, "შემსყიდველები" არშემდგარი ტენდერების მიზეზად ახალი რეფორმის ნაკლოვანებებს იშველიებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს მიერ გახორციელებული შესყიდვების ახალი მოდელი, გამარტივების ნაცვლად, გართულებული გამოვიდა; ახალი ცვლილებებით კი გამართლდა ანდაზა _ ბევრი ვეცადე შენთვის, ძლივს გამოვიდა _ ჩემთვის... ამიერიდან, სახელმწიფო წილის მფლობელ ორგანიზაციებს და მათ "შვილობილებს" აღარავითარი "ინტერესთა კონფლიქტი" აღარ შეაწუხებთ. შეიძლება ითქვას, რომ ტენდერი ტენდერის შესახებ სახელმწიფო კომპანიების გამარჯვებით დასრულდება.




 ახალი ამბები
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...
  • "არ დაუშვათ ლგბტ პრაიდის ჩატარება" _ საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავსსაქართველოს საპატრიარქო ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს, არ დაუშვას ღონისძიების ჩატარება.  განცხადების ავტორები ემიჯნებიან „ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს აცნობიერებენ დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება, ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, ამიტომ მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.   „ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას. როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს. ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში. სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით  სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული. როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის  ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.   ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას“, - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.  „თბილისი პრაიდი“ 18 ივნისს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება და 23 ივნისს ღირსების მარშით ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...