ამჯერად თოვლს მომზადებულები შეხვდნენ

საზოგადოება

ამჯერად თოვლს მომზადებულები შეხვდნენ

2011 თებ 14 07:50:47
(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 11 თებერვლის დილას, ჩოხატაურში ისევ ძლიერი თოვა დაიწყო. ამჯერად თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს არ ასცდენია, თუმცა, გზებზე პრობლემები ისევ შეიქმნა. გასული კვირისგან განსხვავებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თოვლს მზადყოფნაში დახვდა და გზებიც დროულად გაიწმინდა, თუმცა, რამდენიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა 11 თებერვალს, დღის ბოლომდე იყო.
საგულდაგულოდ გაიწმინდა ბურნათის გადასასვლელი და მიუხედავად ინტენსიური თოვლისა, მოძრაობა არ შეფერხებულა. მართალია, სოფელ ზემო სურებიდან  ჩოხატაურში ჩამოსვლა მოახერხეს, მაგრამ, როგორც იქაურებმა გვითხრეს, უკან დაბრუნებისას, უგზოობის გამო, რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოუხდათ. ავტომობილებს მოძრაობის პრობლემა სხვა მაღალმთიან სოფლებშიც შეექმნათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ტექნიკა მობილიზებულია: _ ერთდროულად ყველა სოფლის გზა არ გაიწმინდება. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გზის პრობლემა არც ერთ სოფელში არ იქნება, _ აღნიშნა ხუნდაძემ ჩვენთან საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას (R)მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ და ხანდაზმული ასაკის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა თანადგომას. უწყებამ, ამჯერად, აღნიშნული კატეგორიის 2200 ვეტერანისათვისმოამზადა სასურსათო კალათები, რომლებიცორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბითდარიგდება.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძელებსვეტერანთა მხარდაჭერას მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმებაბენეფიციართათვის 1000 ასეთივე სასურსათო კალათის მომზადება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! #StopCov#Covid19 #დარჩისახლში ... ...
  • კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 8 აპრილიდან დღემდე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ უარი დაახლოებით 3000-მდე კომუნალური სერვისის დაფინანსებაზე თქვა, რაც მოიცავს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მოსაკრებელს. „სურვილის შემთხვევაში უარის თქმა მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე მარტივი ფორმის შევსებით შეუძლიათ. მარტის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმის შესაძლებლობა ხვალ, დღის ბოლომდეა. ეს დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს“, - აღნიშნავს ნარმანია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. დეტალური ინფორმაცია სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ იხილეთ ... ...
  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - მამა დიმიტრი ვეკუაეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. "ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ... ...
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში. მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...