"არ გვაქვს იმის ფუფუნება, მოსამართლეებს ბინები ვუშენოთ"

საზოგადოება

"არ გვაქვს იმის ფუფუნება, მოსამართლეებს ბინები ვუშენოთ"

2012 ოქტ 16 19:09:57

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიის და არასამთავრობო სექტორის აქტიური კრიტიკის გამო, მშენებლობის პროცესი შეწყდა, მცდარი აღმოჩნდა. 4 ოქტომბერს, არჩევნებიდან მე-3 დღეს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი კონტრაქტორ ფირმასთან # 617 შეთანხმების აქტს აფორმებს. აქტის მიხედვით სახელმწიფოს წილი მშენებლობაში დაახლოებით 20 ათასი ლარით შემცირდა. სხვა პუნქტებში შეთანხმება უცვლელად დარჩა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლების დეპარტამენტმა დიღომში მრავალბინიანი სახლის მშენებლობაზე ტენდერი აგვისტოს ბოლოს გამოაცხადა. ტენდერში რომლის ღირებულება 6 120 000 ლარია, კომპანია"ზიმომ"გაიმარჯვა.

"ზიმო" სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული მრავალმილიონიან ტენდერების მუდმივი გამარჯვებულია.

"გურია ნიუსი" პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც მოსამართლეებისთვის ბინების მშენებლობის ფაქტი გააჟღერა. უზენაესმა სასამართლომ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ რეგიონებიდან სხვადასხვა ტრეინიგებზე ჩამოსულ მოსამართლეებს ეს ბინები დროებით სარგებლობაში გადაეცემოდათ: "ჩვენ ამ მოსამართლეებისთვის ქირას ვიხდით, რაც საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს უწყებრივი სახლი, სადაც მოსამართლეები დროებით იცხოვრებენ", _ განაცხადა უზენაესის სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ვასაძემ.

ხელშეკრულებაში, რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა კომპანია "ზიმოსთან" გააფორმა, ნათქვამია, რომ ბინა თანადაფინანსების პრინციპით შენდება. ღირებულების 33%-ს ანუ 2 012 838 ლარს სახელმწიფო გადაიხდის, დანარჩენ 67% -ს კი საერთო სასამართლოების თანამშრომლები "საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე".

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მშენებელ კომპანიას 1,5 მილიონი ლარის გადახდას 2012 წლისთვის დაპირდა. დარჩენილ ნახევარ მილიონს კი მომავალ წელს გადაიხდის.

კონტრაქტის მიხედვით მოსამართლეების საცხოვრებელი ბინების მშენებლობა 8 თვეში უნდა დასულდეს, ოროთახიანი ბინა დაახოებით 68 კვმ და უზრუნველყოფილია ინდივიდუალური გათბობის სიტემითა და სხვა სუპერთანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბინებით, ძირითადად, თბილისში არსებული სასამართლოების მოსამართლეები დაკმაყოფილდებიან. მათი წვლილი საპროცესო გარიგებების დამტკიცების და პოლიტიკური დაჯარიმებების გზით ბიუჯეტის შევსების საქმეში საკმაოდ შთამბეჭდავია.

კოალიცია ქართული ოცნების წევრ თინა ხიდაშელისთვის მიუღებელია მოსამართლეების ბინებზე სახელმწიფო სახსრების ხარჯვა: "არც ერთ შემთხვევაში არ მიამჩნია ეს მიზანშეწონილად. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ სახელმწიფომ ბინები აუშენოს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელფასო და სოცალური მდგომარეობიდან გამომდინარე გარანტირებული ცხოვრება აქვთ. ამასობაში ჩვენ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარზე გვყავს. ჩვენ არ ვხოვრობთ იმგვარ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ საკუთარ თავს ამგვარი ფუფუნების უფლება უნდა მისცეს. ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია ამის გაკეთება", _ აცხადებს ხიდაშელი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

"გურია ნიუსი" დაინტერესდა მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობით. თბილისის სააპელაციო, საქალაქო და უზენაესი სასამართლოების რამდენიმე მოსამართლე შემთხვევითი მეთოდით შევარჩიეთ და თვალი გადადავლეთ მათ ქონებრივ დეკლარაციებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გელა ბადრიაშვილი: თბილისი, ქავთარაძის ქ.1, ბინა 39, ფართობი - 145.0 კვ.მ; ავტოსადგომი _ თბილისი, ქავთარაძის ქ.1, ფართობი- 18.0 კვ.მ; მიწის ნაკვეთი _ გურჯაანის რაიონი, სოფელი კაჭრეთი, ფართობი _ 1400.0 კვ.მ; მიწის ნაკვეთი _ საგარეჯო, ე.წ. კოსტაფეს უბანი, ფართობი - 800.0 კვ.მ; ბინა _ თბილისი, ვაზისუბნის დასახლება,მე-3 მკრ-ნი, მე-2 კვარტ., კორპ.9, ბინა 40.,ფართობი - 31.0 კვ.მ.

კახა მაჭავარიანი, ეკატერინე მაჭავარიანი(მეუღლე): ავტოფარეხი ქ.თბილისი, სანზონა,კორპ.11ბ., ფართობი - 18.0 კვ.მ;

კახაბერ მაჭავარიანი: არასაცხოვრებელი ფართი მცხეთა, სოფ.არაშენდა, ფართობი _ 80.0 კვ.მ;

ეკატერინე მაჭავარიანი: ბინა ქ.თბილისი, სანზონა, კორპ11ბ,ბინა16, ფართობი _ 111.35 კვ.მ;

კახაბერ მაჭავარიანი: ბინა ქ.თბილისი, ნავთლუღის ქ 39-41, ბინა. ფართობი _ 174.59 კვ.მ;

კახაბერ მაჭავარიანი: ავტოფარეხი, ქ. თბილისი, ნავთლუღის ქ39-41, ფართობი _ 15.65 კვ.მ;

კახაბერ მაჭავარიანი: ავტოფარეხი ქ.თბილისი, ნავთლუღის ქ39-41, ფართობი - 13.7 კვ.მ;

კახაბერ მაჭავარიანი: მიწის ნაკვეთი , მცხეთა, სოფ. არაშენდა, ფართობი _ 1889.0 კვ.მ;

კახაბერ მაჭავარიანი: 33.3% მიწის ნაკვეთი, მცხეთა, სოფ.არაშენდა, ფართობი _ 336.0 კვ.მ.

ბესარიონ ტაბაღუა: საცხოვრებელი სახლი რუსთავი, ვაჟა ფშაველას #33, ფართობი _ 300.0 კვ.მ; ბინა თბილისი, გორგასლის #39 ბ 20, ფართობი - 60.0 კვ; მიწის ნაკვეთი რუსთავი, ვაჟა ფშაველას #33,ფართობი _ 600.0 კვ.მ; ავტოფარეხი საქართველო, თბილისი, გორგასლის #39 ბ 20, ფართობი _ 16.0 კვ.მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე: მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონი, სოფ.სადგერი,ფართობი _ 650.0 კვ.მ; ბინა საქართველო, თბილისი, ჯანაშიას ქ.21, ფართობი _125.0 კვ.მ; მიწის ნაკვეთი საქართველო, სოფელი დიღომი, ფართობი _- 2500.0კვ.მ.

უზენაესი სასამართლო

მაია ვაჩაძე: ბინა საქართველო, ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის 67/29, ფართობი - 95.0 კვ.მ;

მაია ვაჩაძე: 50.0% ბინა საქართველო, ქ. თბილისი, ნუცუბიძის III მ/რ, ინტენსიფიკაციის გზის მიმდებარედ, ფართობი _

107.0 კვ.მ, ვტოფარეხი ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის 67, ფართობი - 21.0 კვ.მ, 50.0% ავტოფარეხი _ ქ. თბილისი, ნუცუბიძის III მ/რ, ინტენსიფიკაციის გზის მიმდებარედ, ფართობი _18.0 კვ.მ, მშენებარე ბინა საქართველო, თბილისი, დელისი 3, საბაგირო

გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ, ფართობი _134.0 კვ.მ, მშენებარე ავტოფარეხი საქართველო, თბილისი, დელისი 3, საბაგირო

გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ, ფართობი _ 24.0 კვ.მ.

ზაზა მეიშვილი (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე): მეუღლე ნინო მირზიკაშვილი _ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საქართველო, მცხეთა, გალავანი, ფართობი _ 1150.0კვ.მ;

ზაზა მეიშვილი: მშენებარე კორპუსში ბინა საქართველო, თბილისი, ბუდაპეშტის I და II შესახვევების #3, #4, #5 და #6, ფართობი _ 167.25კვ.მ; მშენებარე კორპუსში ავტოსადგომი საქართველო, თბილისი, ბუდაპეშტის I და II შესახვევების #3, #4, #5 და #6 , ფართობი _ 20.0 კვ.მ, ავტოფარეხი თბილისი, მუხიანის დასახლება,მიკრო/რაიონი IVა, კორპუსი 13, შენობა #11, ფართობი _ 22.17 კვ.მ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გლდანი, სოფელი გიორგიწმინდა, ფართობი _ 877.0 კვ.მ.

კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: ბინა საქართველო, თბილისი, ვ.ფშაველას

გამზ 3 კვ. 6ა კორპ. ბ-9, ფართობი _ 55.0 კვ.მ; მარინა მესხი, მეუღლე: ბინა საქართველო, თბილისი, პეკინის ქ. 26/23,ფართობი - 190.0 კვ.მ, მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, ზღვის მიმდებარე ტერიტორია, ფართობი - 1500.0 კვ.მ, მიწის ნაკვეთი საქართველო, ოზურგეთის რაიონი სოფ. შრომა,ფართობი -_ 160.0 კვ.მ, მიწის ნაკვეთი საქართველო, მცხეთის რაიონი, სოფ. წოდორეთი,ფართობი - 1400.0 კვ.მ.

თბილისის საქალაქო სასამართლო

ნატო ხუჯაძე: ბინა თბილისი, ძმები ზუბალაშვილების #36, ფართობი - 44.0 კვ.მ, საცხოვრებელი სახლი საქართველო, თერჯოლის რაიონი, თერჯოლის რაიონი, სოფელი რუფოთი, ფართობი _ 180.0 კვ.მ, მიწის ნაკვეთი საქართველო, თერჯოლის რაიონი, სოფელი რუფოთი, ფართობი - 15.0 კვ.მ, 2.38% არასაცხოვრებელი ფართი. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა #4, ფართობი _ 130.0 კვ.მ.

სერგო მეთოფიშვილი: ბინა თბილისი, კახეთის გზატკეცილი 21, ბინა 6, ფართობი _ 50.16 კვ.მ;

სერგო მეთოფიშვილი: მშენებარე ბინა თბილისი, ჩიხი თარხნიშვილის 1, #7/#9, ფართობი - 78.0 კვ.მ;

დიანა მეთოფიშვილი, მეუღლე: ბინა თბილისი, ჩოლოყაშვილი,კვარტალი 2, კორპუსი 1, ბინა 71, ფართობი - 26.0 კვ.მ

ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოს მინიმალური ზღვარი 2 300 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 5 650 ლარი.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...