"ოჯახი ამ შემოსავლით არსებობას შეძლებს?!"

საზოგადოება

"ოჯახი ამ შემოსავლით არსებობას შეძლებს?!"

2011 თებ 19 20:38:46

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ფამფალეთი ცენტრიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. იგი ვაკიჯვრის თემში შედის. სოფლის მოსახლეობა  საოჯახო მეურნეობის წარმოებით არსებობს, დაუსაქმებელია სოფლის ახალგაზრდობა. სოფელში წარმატებულ საქმედ მიიჩნევენ ეკლესიის მშენებლობას, რომელიც ახლახან დასრულდა. როგორც აქაურებმა გვითხრეს, 12 თებერვალს ტაძარი უნდა ეკურთხებინათ, მაგრამ დიდთოვლობის გამო გადაიდო.
_ რაც გვახარებს და რწმენას გვმატებს, ეს ეკლესიაა, რომელიც სამი წმინდანი მოძღვრის _ ბასილ დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელზე აშენდა. 12 თებერვალს სწორედ ტაძრის დღესასწაული იყო. სოფლის ახალგაზრდებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ეკლესიის მშენებლობაში. საშვილიშვილო საქმე გაკეთდა, _ გვითხრეს სოფელ ფამფალეთის მცხოვრებლებმა, რომლებიც იმის შესახებ გვესაუბრებიან თუ რა უჭირთ, რა ულხინთ სოფელში და როგორ ცხოვრობენ.
ზალიკო ჭელიძე: _ პენსიონერი ვარ. დავბერდი ამ სოფელში, თუმცა, ასეთი დუხჭირი და ცუდი დრო არ მახსოვს. სირცხვილით როგორ ვთქვა, რომ ჩემი პენსიით ვინახავ შვილებს და შვილიშვილებს,-მეთქი? დასკვნა თქვენ გააკეთეთ, როგორ ვცხოვრობთ. ვწვალობთ, არადამიანურ შრომას ვეწევით და მაინც არ არის ჩვენი საშველი. ციტრუსი ჩვენს სოფელში არ მოდის, მხოლოდ სიმინდი და თხილი გვაქვს, მიწა ცოტაა _ თუ სიმინდს მოიყვან, თხილისთვის აღარ დაგრჩება საკმარისი ადგილი და, პირიქით. ოჯახურ მეურნეობას ვაწარმოებთ, ვუვლით პირუტყვს და ფრინველს.  ეს არის და ეს. ღმერთმა ნუ ქნას და ავად გახდა ადამიანი, არც თხილის და არც სიმინდის მოსავალი არ ეყოფა. ჩვენი ძალებით, შრომით უნდა გავიტანოთ თავი. კივი გავაშენე, ვიფიქრე, ხეირს ვნახავ,-მეთქი, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხე. გლეხი კაცი, მშრომელი ადამიანი ასე გაჭირვებული და დაბეჩავებული არ უნდა იყოს. არავის არაფერში აღარ ვჭირდებით და ვართ ასე უპატრონოდ. შეიძლება, თქვენ არ მოგწონთ ჩემი ლაპარაკი, მაგრამ ასე დღეს, მგონი, ცხოველებსაც არ ექცევიან _ 35 წლის სტაჟი მაქვს, ორი ჯილდო კი _ კარგი მუშაობისთვის და არ იკითხავთ, პენსია რამდენი მაქვს? პურის ფულად არ მყოფნის. სხვა, ფულის შემომტანი არავინ მყავს ოჯახში, ახალგაზრდობა დაუსაქმებელია _ ჩემმა ორივე შვილმა იცის ხელობა, მაგრამ სამუშაო ადგილი ვერ ნახეს. წინსვლას და კარგს ხალხისთვის სასარგებლოდ ვერაფერს ვხედავ _ ცხოვრების სტიმული მაშინ აქვს კაცს, დანაყრებული რომ არის და სტუმრის მოსვლის არ ეშინია.
მაია ინწკირველი: _ სოფელში დასაქმებულ ადამიანს იშვიათად ნახავთ. შეიძლება ითქვას, საერთოდ არავინაა დასაქმებული. მიუხედავად ამისა, სოციალურ დახმარებასაც ძნელად თუ მიიღებს ვინმე. ოჯახის შემოსავალი, ძირითადად, თხილი და სიმინდია, წლიდან წლამდე რომ გეყოს, იმ რაოდენობით ვერ მოიყვანს ადამიანი, მაგრამ  რაც აუცილებელია, ის ხომ  უნდა ოჯახს?!
ჩვენს კითხვაზე, სოფლის განვითარების პროგრამით რა გაკეთდა სოფელში, რესპონდენტებმა მხრები აიჩეჩეს. სოფლის შიდა გზები მოუწესრიგებელია, გაზიფიცირებასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზეც არავინ არაფერი იცოდა:
_ შუქის გადასახადს ჩვეულებრივად ვიხდით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დასამატებელია თანხა და მოსახლეობაზე ნაწილდება. კარგი იქნება, თუ ინდივიდუალურ მრიცხველებს დაგვიმონტაჟებენ. და, რაც მთავარია, ენერგოკომპანიამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს მოსახლეობას,  _ ამბობს ფამფალეთელი ქალბატონი.
როგორც ყველა სოფელში, აქაც, უამინდობის გამო, ხშირად შუქი გამორთულია. ხშირად კი ისეთი მაღალი ძაბვაა, რომ 8 ოჯახს ტელევიზორი გადაეწვა.

 




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...