"შატალოზე" რესურსცენტრში და სკოლა დირექტორის გარეშე

საზოგადოება

"შატალოზე" რესურსცენტრში და სკოლა დირექტორის გარეშე

2012 ოქტ 27 07:34:21

 

აცანის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან სირაძემ აგვისტოს ბოლოს დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ახალი სასწავლო წელი ისე დაიწყო, რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ურუშაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, სირაძის წასვლის მოტივი ოჯახური მდგომარეობა გახდა. 17 ოქტომბერს, როგორც იქნა, დარეჯან სირაძის განცხადება დააკმაყოფილეს და სკოლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. ამ მოვალეობას, ამჟამად, ამავე სკოლის უხუცესი მასწავლებელი ციალა ჩხაიძე ასრულებს.

პრობლემის არსი იმაშია, რომ აცანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებისა და მასწავლებლების დიდ ნაწილს დირექტორად სერთიფიცირებული პედაგოგის ანდრო ქინქლაძის დანიშვნა სურთ, მაგრამ, მათი აზრით, ამას ვიღაც ხელს შეგნებულად უშლის.

აცანელი უფროსკლასელებიც სწორედ ამისთვის ჩამოვიდნენ ლანჩხუთის რესურსცენტრში.

ქეთი თევდორაძე, აცანის საჯარო სკოლის 12-ე კლასის მოსწავლე: _ ქალბატონმა დარეჯან სირაძემ სასწავლო წლის დაწყებამდე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, მაგრამ 17 ოქტომბრამდე მისი განცხადება არ დააკმაყოფილეს. ახლა დირექტორის მოვალეობას ასრულებს სასწავლო ნაწილის გამგე ციალა ჩხაიძე. მაგრამ ამაში არ არის პრობლემა. პრობლემაა, რომ ვიღაცას არ უნდა ბატონი ანდრო ქინქლაძის დანიშვნა დირექტორად. ანდრო ქინქლაძე სერთიფიცირებული მასწავლებელია, უკვე წელიწადნახევარია დაწერილი აქვს განცხადება დირექტორობაზე, მაგრამ მის კანდიდატურას ბლოკავენ.

_ კონკრეტულად ვინ არის მისი წინააღმდეგი? გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?

_ არ ვიცით, მაგრამ ეჭვს გვიჩენს ის, რომ მას უკვე წელიწადზე მეტია დაწერილი აქვს განცხადება. ხოლო ქალბატონი ნათია გვეუბნება, რომ უნდა ჩატარდეს კონკურსი, მაგრამ ანდრო ქინქლაძეს განცხადება არ აქვს შეტანილი.

გიორგი თევდორაძე: _ ასევე ვიცოდით, რომ ორშაბათს, 22 ოქტომბერს უნდა დანიშნულიყო ახალი დირექტორი, მაგრამ არავინ დაუნიშნავთ. წელიწადნახევარია სკოლას მართავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კონკურსს კი შეგნებულად არ ნიშნავენ. სკოლა დირექტორის გარეშეა ამდენი ხანი. რესურსცენტრის ხელმძღვანელი კი გვეუბნება, რომ ანდრო ქინქლაძეს, რომელიც სერთიფიცირებული მასწავლებელი და პრეზიდენტის სტიპენდიანტია, განცხადება შემოტანილი არ აქვს.

მარი ბერიძე, 12-ე კლასის მოსწავლე: _ ამის შემდეგ იძულებული გავხდით თავად ბატონ ანდროსთან დაგვერეკა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ განცხადება წელიწადნახევრის წინ დატოვა რესურსცენტრში. როცა ეს ვუთხარით ქალბატონ ნათიას, იუარა და თქვა, რომ ასე არ უთქვამს.

სკოლაში, იმის გამო რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა დირექტორის დანიშვნა, სასწავლო პროცესში პრობლემები იქმნება. მაგალითად, ცხრილში უზუსტობებია, ხშირად ხდება სხვადასხვა გაკვეთილის დამთხვევა. იყო შემთხვევა, რომ ქართულის და მათემატიკის მასწავლებლები ერთად შემოვიდნენ კლასში. ფაქტობრივად, სწავლის დაწყების პირველი ორი კვირა ცხრილი არ გვქონდა, ისე მიდიოდა სწავლება. მეთორმეტე კლასელი ვარ. აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ გავარკვიოთ რა გველის, მინდა მშვიდად ვიყო და დავრწმუნდე იმაში, რომ საატესტატო გამოცდების ჩაბარებაში ხელს არაფერი შეგვიშლის.

_ აცანის საჯარო სკოლის მასწავლებლები რას ფიქრობენ სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ?

ნათია ჩხაიძე, 12-ე კლასის მოსწავლე: _ ჩვენ დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით და უფროსების გარეშე გავრკვეულიყავით სიტუაციაში. მასწავლებლებთან ამ საკითხის შესახებ საუბარი არ გვქონია.

თორნიკე ჯინჭარაძე: _ ისიც გვაინტერესებს, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი დარეჯან სირაძის განცხადების დაკმაყოფილებას. თუ დირექტორი რეალურად არაფერს წყვეტს სკოლაში და მოვალეობის შემსრულებელი განუსაზღვრელი დროით შეიძლება დაინიშნოს, მაშინ რაღა საჭიროა საერთოდ დირექტორის სტატუსი?

ქეთი თევდორაძე: _ ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ სკოლაში სწრაფად მოგვარდეს ყველა პრობლემა. ჩვენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ვართ, წინ გველის საატესტატო და ეროვნული გამოცდები და არ გვინდა რამემ ხელი შეგვიშალოს ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს კარგი დირექტორი, რომელიც მიხედავს სასწავლო პროცესს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ურუშაძემ საგაზეთო კომენტარზე უარი განაცხადა. ლანჩხუთის სინამდვილეში რბილად რომ ვთქვათ, არასტანდარტული, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები ფიქსირდება: თუ ერთ შემთხვევაში თანამდებობის პირი კატეგორიულად ითხოვს, მისი სახელის ხსენება მასთან შეუთანხმებლად არ გავბედოთ, სხვა, ანალოგიურ შემთხვევაში საჯარო მოხელე უარს აცხადებს მის სისტემასთან დაკავშირებული ფაქტის კომენტირებისგან. მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც მოვახერხეთ რესურსცენტრის ხელმძღვანელის ჩაწერა:

ნათია ურუშაძე: _ ბავშვების განცხადებები არის უსაფუძვლო. არასერიოზულია ამასთან დაკავშირებით კომენტარები ვაკეთო. თურმე "შატალოს" გეგმავდნენ. მოუფიქრებიათ ჯერ ოქონის მონასტერში წავიდეთო, შემდეგ კი უცებ გადაუწყვეტიათ რესურსცენტრში წამოსვლა.

ვფიქრობ, ისინი არასწორად მოტივირებულები იყვნენ და მათი აზრების უკან კონკრეტული ადამიანი დგას. არ მინდა საგაზეთოდ გავაკეთო კომენტარი, მაგრამ პირადად გეტყვით: ორი წლის წინ შეიცვალა დირექტორების დანიშვნის წესი და დაიწყო მათი სერთიფიცირება. ამ დროს ანდრო ქინქლაძემ ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდები. ასეთი გამოცდები ლანჩხუთში ხუთმა მასწავლებელმა ჩააბარა. მაგრამ ვაკანსია არ არსებობდა. როცა ვაკანსია გამოცხადდებოდა, ანდრო ქინქლაძეს მინისტრის სახელზე უნდა დაეწერა განცხადება, რომ სურდა კონკურსში მონაწილეობის მიღება.

ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას, რასაც ბავშვები აპროტესტებენ. ანდრო ქინქლაძეს ნამდვილად ჰქონდა ძველი წესით სერთიფიკატი და პირადად მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. სტრუქტურაში რაც უფრო მეტი კაცი იქნება, ჩემი აზრით, უკეთესია. ვიყავი მისი მომხრე, თუ გამოჩნდებოდა ვაკანსია. სირაძემ დაწერა განცხადება, რომლის დაკმაყოფილება 17-ში, სულ რაღაც ოთხი დღის წინ მოხდა. ამ ადგილზე ან მინისტრი ნიშნავს კანდიდატს, ან კონკურსის წესით აირჩევს სამეურვეო საბჭო. ჯერჯერობით კონკურსი არ გამოცხადებულა. ჯერ მინისტრიც არაა დამტკიცებული (საუბარი ჩაწერილია 22 ოქტომბერს. რედ.). მე გაგზავნილი მაქვს სამინისტროში ანდრო ქინქლაძის განცხადება. შეიძლება ახალმა მინისტრმა პირდაპირი წესით დანიშნოს იგი, შეიძლება დაინიშნოს კონკურსი.

_ სხვა მსურველებიც არსებობენ?

_ ჯერ ერთი კვირაც არაა გასული ძველი დირექტორის გათავისუფლებიდან. იმდენად მცირე იყო დრო, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოხერხდებოდა.

_ ბავშვებს რატომ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ვიღაც შეგნებულად ბლოკავს ქინქლაძის კანდიდატურას?

_ ვიღაცამ მოახდინა ამის პროვოცირება. ბავშვის ჩაწერა მშობლის თანხმობის გარეშე, არ შეიძლება. იმიტომ ჰქვია არასრულწლოვანი, რომ შეიძლება მათი აზრი ვინმემ არასწორად გამოიყენოს და ისეთი რამ ათქმევინოს, რაც არღვევს სამართლისა და ეთიკის ნორმებს. ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ და სწორედ ამიტომ, არ მინდა ამ საკითხებზე კომენტარი გავაკეთო. რა უნდა ვთქვა ბავშვების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ წელიწადნახევარია დირექტორად უნდათ ანდრო ქინქლაძის დანიშვნა?!

აცანელების სასურველ კანდიდატს, რომელიც მასალის მომზადების პროცესში ქუთაისში იმყოფებოდა, "გურია ნიუსი" ტელეფონით დაუკავშირდა.

ანდრო ქინქლაძე: _ ძალიან მინდოდა ჩემი მშობლიური სოფლის სკოლის დირექტორად მემუშავა, მაგრამ ისე განვითარდა მოვლენები, რომ რატომღაც ჩემი კანდიდატურა დაიბლოკა. განაცხადი მეწერა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადგილი იქნებოდა ლანჩხუთის რომელიმე სკოლაში, ჩემთვის უნდა ეცნობებინათ.

_ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აქამდე არ არსებობდა ლანჩხუთის საჯარო სკოლების დირექტორის ვაკანსია და მხოლოდ დარეჯან სირაძის გათავისულების შემდეგ გამოთავისუფლდა ადგილი...

_ აქ მხოლოდ აცანის სკოლაზე არ არის საუბარი. რადგან მე ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი, რესურსცენტრს არა მხოლოდ აცანის საჯარო სკოლის დირექტორობის, არამედ ლანჩხუთის ნებისმიერ სკოლაში არსებულ ვაკანსიაზე უნდა ეცნობებინა. მე მქონდა მითითებული აცანის სკოლა, მაგრამ თუ აქ არ გამოვიდოდა, ისინი ვალდებული იყვნენ სხვა თავისუფალი ადგილების შესახებაც ეცნობებინათ. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბოლო ერთი წლის მანძილზე, როგორც მითხრეს, ადგილის გამოთავისუფლების შვიდი შემთხვევა ყოფილა. თუ სერთიფიკატი არაფერს ნიშნავს, რატომ ჩატარდა სერთიფიცირება? ნათია ურუშაძემ მითხრა, რომ ჩემს სერთიფიკატს არანაირი ძალა არ აქვს.

_ ქალბატონი ნათია ამბობს, რომ მას არაფერი აქვს თქვენი საწინააღმდეგო.

_ მე პირადად, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ ძალიან ვთხოვ ამიხსნას, როცა ერთ კვირაში შესაგროვებელი საბუთები ერთ დღეში შევაგროვე, მისი მოთხოვნით ხელმეორედ გავაკეთე ავტობიოგრაფია და გადავაგზავნე თბილისში, რა მოხდა, რატომ დაიბლოკა ჩემი კანდიდატურა? მე არანაირი საბუთი არ მაქვს ვამტკიცო, რომ ქალბატონ ნათიას პიროვნულად აქვს ჩემი საწინააღმდეგო რამე. არ მინდოდა ამ თემის აჟიტირება, მაგრამ საქმე ისე წავიდა, რომ ყველა მეუბნება, ალბათ შენ არ გინდა ეს თანამდებობა, თორემ მიაღწევდი კიდეცო. როგორ არ მინდა, მაგრამ, რატომღაც არ გამოდის.

სულ რაღაც ერთი თვის წინ ლანჩხუთის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ხუთი სერთიფიცირებული მასწავლებელი ვიყავით გამოსახული. ყველა მათგანს დაწყებული აქვს მუშაობა, ჩემს გარდა. ეს არაფერს ნიშნავს? უმუშევარი ვარ და წელიწადზე მეტია ადგილს ველოდები. როდესაც გამოცდები ტარდებოდა, თბილისშიც და შემდეგ ბათუმშიც გვითხრეს, რომ სერთიფიცირებულ მასწავლებელს თანამდებობაზე დასანიშნად არანაირი კონკურსი არ ესაჭიროებოდა. სწორედ ამაში მდგომარეობდა ჩვენი პრივილეგირებულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მასწავლებელს შეეძლებოდა დირექტორად საკუთარი კანდიდატურა წარედგინა.

_ ისევ აპირებთ გააგრძელოთ ბრძოლა აცანის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობის მოსაპოვებლად?

_ რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია.

აცანელები კარგა ხანია ცდილობენ გაარკვიონ, კონკრეტულად ვის არ აწყობს ანდრო ქინქლაძის დანიშვნა აცანის სკოლის დირექტორად, თუმცა, უშედეგოდ. სამწუხაროდ, ამის გარკვევა ვერც ჩვენ მოვახერხეთ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელს კი დავამშვიდებთ _ არც ერთი მშობლის თანხმობის გარეშე, მოზარდების კომენტარები არ გამოგვიქვეყნებია.




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...