"თუ მოვიწამლები, პასუხისმგებლობა პოლიციამ აიღოს საკუთარ თავზე"

საზოგადოება

"თუ მოვიწამლები, პასუხისმგებლობა პოლიციამ აიღოს საკუთარ თავზე"

5 ნოე. 2012, 20:08:08

მეზობლური კონფლიქტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა, პიკს კი მას შემდეგ მიაღწია, რაც რამდენიმე დღის წინ, ნანული მეგრელაძემ, საერთო სარგებლობის აივანზე, მაია ლომაძის კარებთან კედელი ამოაშენა. მაია ლომაძე და მისი უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, პოლიციაში 2 ოქტომბერს შეტანილი განცხადების თაობაზე, პასუხი ჯერ ოფიციალურად არ მისვლიათ.

"მე ვთვლი, რომ პოლიციამ თავისი უმოქმედობით, ხელი შეუწყო, იმას რომ ჩვენს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია, მათ ისე გაწელეს დრო, რომ ქალბატონმა ნანულიმ კედელი ამომიშენა, ეს იყო პოლიციის მხრიდან მიზანმიმართული ქმედება, რადგან შსს პოლიციის უფროსის მოადგილე, მიშა დარჩია მას მფარველობს", _ აცხადებს მაია ლომაძე "გურია ნიუსთან" საუბარში.

კახა ჩავლეშვილი, მაია ლომიძის ადვოკატი: _ მაია ლომაძესა და მის მეზობელს ნანული მეგრელაძეს შორის სამოქალაქო დავა კარგა ხანია დაწყებულია. საკითხი შეეხება საერთო სარგებლობაში არსებული ფართის სარგებლობაში ხელშეშლას, ანუ საერთო ბინებში _ გალერეები, სხვენი, სადარბაზოები და აივნები არის საერთო სარგებლობაში, შესაბამისად, მაია სარგებლობდა ამ საერთო სარგებლობის აივნით, რომლის კარებიც გადაუკეტა, დაუწყო ბლოკები და დაჭედა. დაიწყო ამ ფართის ამოშენება. მაიამ მიმართა პოლიციას რამდენიმე განცხადებით, მათ იციან, იმის შესახებ, რომ მეზობლები აშკარად არიან დაპირისპირებულნი ერთმანეთში და ყოველ წუთში შეიძლება ეს გადაიზარდოს უფრო დიდ კონფლიქტში, ვიდრე დღემდე არსებობდა, მე პირადად, როგორც ადვოკატს არანაირი რეაგირება პოლიციის მხრიდან არ დამინახავს.

მაია ლომაძე: _ სანამ მიშა დარჩია ჩაერეოდა ამ საქმეში, მანამდე თითქოს მიდიოდა პროცესი ექსცესების გარეშე. ვიყავით პოლიციაში ადვოკატთან ერთად, ისინი მივიდნენ შეთანხმების რაღაც ეტაპამდე, მაგრამ მიშა დარჩიას ჩარევის შემდეგ, კატეგორიულად შეიცვალა ყველაფერი. სხვათაშორის, თვითონ მიშა შემპირდა, რომ უახლოეს დღეებში გახსნიდა კარს, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა, დღემდე არანაირი პასუხი არ მაქვს პოლიციიდან.

კახა ჩავლეშვილი: _ პოლიციის მხრიდან აშკარად არაჯეროვანი ყურადღება იყო ამ ფაქტის მიმართ. მათი მხრიდან დროული პრევენცია ბევრ რამეს გამორიცხავდა, იმიტომ რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს პოლიციამ. ერთი თვე მეზობლურ კონფლიქტში ვერ გაარკვიო რა მოხდა, არის თუ არა ეს საერთოდ შენი საქმე, ან სასამართლოს, ან ზედამხედველობის, ამის ვერგარკევვა ძალიან არასერიოზულია.

ბევრ შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია ეს მეზობლური კონფლიქტები აღმოფხვრას, მაგრამ არ ვიცი, ერიდებიან რამეს თუ რაიმე დაინტერესება აქვთ. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც დაუსაბუთებლად ეუბნებიან, რომ ეს მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება და მიმართეთ სასამართლოსო. სასამართლოში სამოქალაქო წესით წელიწადნახევარი უნდა ამ ამბის გარჩევას. თუ ეს პოლიციის ინტერესებშია, წამებში შეიძლება გადაწყვიტონ ეს საქმე. გააღოს თუ არა კარები მაია ლომაძემ, ამაზე ერთი თვე ფიქრობს პოლიცია.

მაია ლომაძე: _ შსს ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ სოლომონ ლომთათიძემ მაშინ ასეთი განმარტება მოგვცა: რატომ უნდა მიმართოთ სასამართლოს, როცა ჩვენ ვართ პოლიცია, ეს ჩვენ გვევალება, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ კარები გავხსნათო.

საჯარო რეესტრიდან ამოიღეს დოკუმენტი, რითაც მტკიცდება, რომ არის საერთო სარგებლობის აივანი. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ ერთი თვის მანძილზე, არანაირი პასუხი, ან დადებითი ან უარყოფითი, პოლიციის მხრიდან არ მიმიღია.

ყველაზე მთავარი, რაც არის, მე აივანი მჭირდებოდა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის. იქ მქონდა წყლის ფილტრი, კი იცით როგორ წყალსაც ვსვამთ, ყოველ მესამე დღეს ვწმენდდი წყალს, ახლა, ფაქტობრივად ერთი თვეა, გაუფილტრავ წყალს ვსვამ. თუ მოვიწამლები პასუხისმგებლობა აიღოს პოლიციამ თავზე, ასე როგორ შეიძლება? პოლიციის მიერ მფარველობა აშკარად ჩანს.

მეორე მხარე, ნანული მეგრელაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ ის ამ ბინებში 60 წელია ცხოვრობს და მეტი უპირატესობით სარგებლობს.

_ ქალბატონო ნანული, თქვენი მეზობელი, მაია ლომაძე აცხადებს, რომ თქვენ პოლიციის თანამშრომელი, მიშა ლომაძე გფარველობთ, რამდენად სწორია ეს?

_არანაირი პოლიცია არ მფარველობს და არც მიშა დარჩიას ახლობელი ვარ. უბრალოდ, ის ამ ბინაში გაზრდილი ბიჭია და ერთმანეთს ვიცნობთ, არანაირი მფარველობა მას ჩემს მიმართ არ აქვს.

_ ქალბატონო ნანული, როგორც ვიცით, ეს არის საერთო სარგებლობის აივანი, თქვენი აზრით, კანონიერად გაქვთ ამოშენებული კედელი?

_ მე მაგასთან არანაირი საერთო არ გამაჩნია. მე მასთან ვერანაირი საერთო ვერ გამოვნახე. მიშა დარჩიას თვითონ აქვს ასე გაკეთებული კედელი, როგორც მე მაქვს, ეს არის ჩემი ტერიტორია. არ დავანგრევ არავითარ შემთხვევაში! უპატრონო დღეს არავინაა, მე აქ 60 წელიწადია ვცხოვრობ, _ აცხადებს ნანული მეგრელაძე.

შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიშა დარჩია "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან ნანული მეგრელაძის მფარველობას. მისი განცხადებით პოლიციას არანაირი კანონდარღევვა არ ჩაუდენია:

_ ამ საკითხთან დაკავშირებით, მასალები ჩვენ განვიხილეთ და გუშინ გავაკეთეთ მაგის პასუხი. დროში გაიწელა იმის გამო, რომ მივმართეთ საჯარო რეესტრს, მას აქვს ვადა, როდის უპასუხოს, ჩვენ გვჭირდებოდა დამატებით დოკუმენტების გამოთხოვა, ყველა დოკუმენტი გაკეთებულია და გამზადებულია პასუხიც შესაბამისად.

_ თუმცა, მათ პასუხი ჯერ არ მიუღიათ...

_ იყო გუშინ ქალბატონი ჩვენთან მოსული და ვუთხარით, რომ პასუხი მზადდებოდა.

_ ბატონო მიშა, რამდენ ხანში უნდა მიგეცათ პასუხი მოქალაქისთვის? ზუსტად ერთი თვეა გასული იმის შემდეგ, რაც მათ თხოვნით მოგმართათ.

_ საგამოძიებო მოქმედებებისთვის გარკვეული დროა საჭირო, დარღვევა არაფერი არ ყოფილა, ჩვენ ყველაფერს კანონიერად ვაკეთებთ და გავაკეთეთ.

_ ბატონო მიშა, ამბობენ, რომ თქვენ ნანული მეგრელაძის ინტერესებს იცავთ და მფარველობთ ამ ოჯახს...

_რაც შეეხება მფარველობას, არავითარი მფარველობა არ მომხდარა, იმიტომ რომ თვითონაც კარგად იცის, როგორ იყო საქმე. საერთო სარგებლობაში არსებულ აივანზე კედლის აშენება პოლიციის კომპეტენცია არ არის, თუ თვითონ ვერ მოილაპარაკებენ, უნდა მიმართონ სასამართლოს. ჰქონდათ მათ მიმართული სასამართლოსთვის, ეს დოკუმენტები ამოვიღეთ და დავდებთ მასალებს. პასუხი მზად გვაქვს უკვე და შეუძლიათ ნახონ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls