სკოლის დირექტორებს ხუთი თვის პენსიას უკან აბრუნებინებენ?

საზოგადოება

სკოლის დირექტორებს ხუთი თვის პენსიას უკან აბრუნებინებენ?

2012 ნოე 8 19:11:42
მისი თქმით, სოციალური დაცვის სამსახურში მათ განუცხადეს, რომ ივნისიდან მოყოლებული, ხუთი თვის პენსია, რომელიც უკვე აღებული აქვთ, უკან უნდა დააბრუნონ. გაუწიეს მხოლოდ ერთი "შეღავათი" _ განცხადებაში ჩააწერინეს, რომ თანხას ნაწილ-ნაწილ დააბრუნებენ. ბრძანება ამის შესახებ, თურმე, ივნისის თვეში სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიიღეს. ჩვენი რესპოდენტის განმარტებით, ანალოგიური განცხადება მასთან ერთად კიდევ ერთი სკოლის დირექტორს დააწერინეს.

_ გული გამისკდებოდა, მეგონა. თუ ეს ბრძანება ივნისში უკვე გაცემული იყო, რაღა ახლა შეგვახსენეს, როცა ხუთი თვის პენსია უკვე მიღებული გვაქვს? ახლა ადვილი მისახვედრია, რომ ფეხი არჩევნების გამო აითრიეს და დაგვიმალეს, _ უთხრა "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თანამდებობაზე მყოფმა საჯარო პირმა, რომელიც ამავდროულად პენსიონერიცაა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ხომერიკი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ თუ ვინმე კონკრეტულ პირს აქვს პრობლემა, წერილობით წარმოადგინოს და ყველანაირად დავეხმარებითო.

_ ბატონო ვასილ, თქვენი სამსახური თხოვს თუ არა პენსიაში მყოფ საჯარო სკოლების დირექტორებს ,ხუთი თვის პენსიის უკან დაბრუნებას იმ მოტივით, რომ ეს კანონით დაუშვებელია?

_ კითხვა გაუგებარია (?) მე ვერ გავასაჯაროებ პირად ინფორმაციას, ისე კი ნებისმიერ ადამიანს მივაწვდი ინფორმაციას, ვინც განცხადებით მომმართავს. ვისაც აქვს პრობლემა, შეუძლია, მობრძანდეს სააგენტოში და გავარკვევთ, დავეხმარებით. თქვენ ვინ მოგმართათ, დაგვისახელეთ პიროვნება.

_ ის პიროვნება ჯერ არ ასაჯაროებს თავის ვინაობას. ისე კი ნამდვილად აცხადებს, რომ გუშინ დაბარებული იყო აქ და დაწერა განცხადება, რომ ხუთი თვის პენსიას ნაწილ-ნაწილ უკან დაუბრუნებს სახელმწიფოს.

_ ვერ გეტყვით, ასეთ კითხვას ვერ გავცემ პასუხს. ადამიანი როცა ჩვენთან მოდის, საბუთები უნდა წარმოადგინოს. თუ აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი შეცდომაა, მაშინ...

_ ესე იგი, ამ ადამიანებს თავის დროზე პენსია არასწორი საბუთებით დაენიშნათ თუ როგორ გავიგო ეს ნათქვამი?

_ თუ უკანონოდ არის აღებული, ექვემდებარება დაბრუნებას. ვისაც რა პრობლემა აქვს, მოვიდეს და გავარკვევთ, დავეხმარებით.

_ როგორც გვითხრეს, სამინისტროდან, იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარისგან, ავთანდილ ვასაძისგან მიიღეთ ასეთი ბრძანება.

_ კი, ასეთი მოხელე ნამდვილად არსებობს. ვინ გითხრათ, რომ მისგან მივიღეთ?

ჩვენი საუბარი ისე წარიმართა, უნებლიედ, იძულებული გავხდი, არ დამეკონკრეტებინა ოზურგეთის სოციალური სამსახურის იმ თანამშრომლის გვარი, ვინც სრულიად გულწრფელად დამისახელა ავთანდილ ვასაძის პიროვნება.

ამის შემდეგ, "გურია ნიუსი" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. ხელმძღვანელმა სოფო გვალიამ კითხვა ჩაინიშნა და შეგვპირდა, რომ ყველაფერს დააზუსტებდა და თვითონ დაგვირეკავდა. საკმაო ლოდინის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ დავრეკეთ სამინისტროში. ცხელი ხაზის ოპერატორი გვპასუხობდა, რომ მონაცემები ჩანიშნულია და თვითონ დაგვირეკავდნენ. რადგან პასუხი მაინც ვერ მივიღეთ, არაერთხელ ვცადეთ ქალბატონ სოფო გვალიასთან დაკავშირება, თუმცა, უშედეგოდ.

ჩვენ შევეცადეთ ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან გადაემოწმებინა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რის შემდეგაც ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, მაგრამ პასუხი, ჯერჯერობით, არც მასზე მიგვიღია.




 ახალი ამბები
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...