ნიგვზიანში, პარასკევის ლოცვა დაპირისპირების გარეშე ჩატარდა

საზოგადოება

ნიგვზიანში, პარასკევის ლოცვა დაპირისპირების გარეშე ჩატარდა

2012 ნოე 9 17:57:23
პარასკეობით ადგილობრივი ისლამის აღმსარებელი მრევლი ლოცვას აღავლენს და რადგანაც ამ აღმსარებლობის სალოცავები გურიაში დაშორებულია, რელიგიურ რიტუალს სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულებიც უერთდებიან.

დღევანდელი მოვლენები ისე განვითარდა, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ქრისტიანმა მოსახლეობამ, საკუთარი ინიციატივით, სოფლის ცენტრში, იმ ქუჩის დასაწყისში, სადაც მუსლიმთა სალოცავი სახლი მდებარეობს, ჯვარი აღმართა.

ნიგვზიანში დღეს იმყოფებოდნენ შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი საბა, აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მირიანი, სხვა სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

მუსლიმთა ლოცვა მშვიდობიანად დასრულდა. როგორც მუსლიმი მოსახლეობა ამბობს, წინა პარასკევისგან განსხვავებით, დღეს მათთვის ლოცვაში ხელი არავის შეუშლია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაძაბული ვითარება სრულად განმუხტული არ არის.

ქრისტიანი ქართველები ამბობენ, რომ ამ მოვლენებში მთავარ როლს თამაშობს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ანონიმი ბიზნესმენი, რომლის ვინაობასაც ვერავინ ასახელებს. მათი თქმით, სწორედ მან შეიძინა სალოცავის მოსაწყობად კერძო სახლი, გაარემონტა და კეთილმოაწყო ის. ამის საშუალება კი ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არ ჰქონდა. ნიგვზიანელების აზრით, "უცხო ქვეყნიდან შემოსული დიდი ფული თამაშობს გადამწყვეტ როლს ამ კონფლიქტის წარმოშობაში".

ამ აზრს ისლამის აღმსარებელი მოსახლეობა კატეგორიულად არ ეთანხმება; იამზე კახაძე ამბობს, რომ ასეთი ბიზნესმენი ბუნებაში არ არსებობს: "ჩვენ შემოწირულობებით, რომლის ნაწილიც ჩვენვე გავიღეთ, მოვაწყვეთ პატარა სამლოცველო. ამ საქმეში არავითარი თურქი ბიზნესმენი არ დაგვხმარებია. ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ისინი ვიღაცას შეცდომაში შეყავს. ამბობენ, რომ თითქოს ჩვენ გვინდა მეჩეთი ავაშენოთ ძირძველ ქართულ მიწაზე. კი მაგრამ ეს მიწა ხომ ყველა ქართველისაა? ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ ჩვენს რწმენასაც პატივისცემით უნდა მოექცნენ".

ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა კვაჭაძე თანასოფლელებსაც და მედიასაც თხოვს, რომ თავი აარიდონ აგრესიული და გამაღიზიანებელი კომენტარების გავრცელებას. დღის სამი საათისთვის, ნიგვზიანის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანი მოსახლეობა, სასულიერო პირების თხოვნით, ნელ-ნელა დაიშალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხალხი ძალიანა არის გაღიზიანებული მოვლენების ტენდენციურად გაშუქების გამო. მოსახლეობა ამაში რამდენიმე ტელეკომპანიას ადანაშაულებს. ისე წარმოაჩენენ, თითქოს, ჩვენ კაციჭამიები ვართ და ძალადობის მეტს არაფერს ჩავდივართ. ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება არცერთ სიუჟეტში არ ჩანს. ისე აჩენენ, თითქოს, ჩვენ ლოცვას ვუშლიდეთ ვინმეს საკუთარ სახლში. ამიტომ ვართ ასე გაბრაზებულები, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა ავთო კვაჭაძემ.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს რამდენიმე ჯგუფიც. დღეს ნიგვზიანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

"ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით," ხვალ, ოზურგეთში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში გაიმართება კონფერენცია, რომელზეც იმსჯელებენ სხვადასხვა რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებლობაზე საქართველოში".

ჯვრის აღმართვა ნიგვზიანის ცენტრში

სახლი, სადაც მუსლიმთა სალოცავია განთავსებული




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...