"ვიხდით ექიმის ხალათებს, ვჯდებით კიბეებზე და ვიწყებთ შიმშილს!"

საზოგადოება

"ვიხდით ექიმის ხალათებს, ვჯდებით კიბეებზე და ვიწყებთ შიმშილს!"

14 ნოე. 2012, 14:38:28

ისინი ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, ისინი გაიხდიან ხალათებს, დაჯდებიან საავადმყოფოს კიბეზე და შიმშილობას გამოაცხადებენ. სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი, არსებული ხელფასების შენარჩუნებას და კოლეგების სამუშაოზე დატოვებას ითხოვენ.

კომპანიის მიერ ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების შესწავლის მოთხოვნით "უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" შრომითმა კოლექტივმა, 2 ნოემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს; პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს; "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს. საჩივარს ხელს 140 ექიმი აწერს:

_ არ არის არანაირი პირობები, არის ანტისანიტარია, სივიწროვე, სამშობიარო ბლოკის გვერდით კარდიოლოგიური პალატებია, 10-საწოლიან მელოგინეთა და ორსულთა განყოფილებას (ამას ზედ ემატება მედპერსონალიც) ერთი საერთო სველი წერტილი აქვს, ონკანიც აქვეა განთავსებული და ჭურჭელიც აქ ირეცხება. ბავშვთა განყოფილებას კი ონკანი საერთოდ არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის შესახებ პირველი დღიდანვე იცოდა "ალდაგის" წარმომადგენელმა, "ჩემი ოჯახის კლინიკის" საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ნემსაძემ, მდგომარეობა უცვლელი რჩება. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, რომ მოეწესრიგებინათ ელემენტარული ჰიგიენური პირობები, კომპანიამ ყურადღებაც არ მოგვაქცია. მათ არ გაითვალისწინეს არც ის, რომ ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე, რაც არსებულ პირობებში რისკის ქვეშ იდგა.

...წინასაარჩევნო პერიოდში "ალდაგი ბისიაიმ" გადაწყვიტა შეემცირებინა ტარიფები და სექტემბრის თვეში კონსულტაცია გახდა 10 ლარი, ამჟამად კი ეს მომსახურება 25 ლარს შეადგენს, 400-ლარიანი მშობიარობა გახდა 600 ლარი; 290-ლარიანი რეანიმაცია _ 450 ლარი. ერთი ღამის საფასური სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის, თანაც ყოველგვარი პირობების გარეშე, 100-ლარი ღირს. კლინიკაში არსებულმა ფასების შეცვლამ მოსახლეობაში გამოიწვია უკმაყოფილება და მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამისა, გაზრდილი ფასების გამო, პაციენტების მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი ექიმების სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მომატებულ ფასებთან შედარებით, კატასტროფულად გამოიყურება ექიმების ხელფასები, რადგანაც ქობულეთელი ექიმების საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალია (100-იდან 120 ლარამდე მერყეობს)," _ ნათქვამია საჩივრის ტექსტში.

 

ექიმები ამბობენ, რომ თუ კომპანია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი პოზიციებს არ დათმობენ. პოზიციას არც "ალდაგი ბისისაი" და მისი შვილობილი კომპანია "ჩვენი ოჯახის კლინიკა" თმობს. როგორც ექიმები ამბობენ, დღემდე არ აქვთ მიღებული საკონტრაქტო პირობები და არც ის იციან, რა სახის კონტრაქტს სთავაზობს მათ კომპანია.

_ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმოამდგენლებს არაერთხელ ვთხოვეთ, ეჩვენებინათ ჩვენთვის კონტრაქტი, რომლის გაფორმებასაც აპირებენ, მათ უარი გაგვიცხადეს ამაზე. რატომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, კონტრაქტი, რომელსაც გვთავაზობენ, სხვა, დამოუკიდებელ იურისტს ვაჩვენოთ? ორი შეხვედრა შედგა თბილისში "ალდაგის" წარმომადგენლებთან და არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებენ. უფრო მეტიც, როდესაც  მენეჯერის თანამდებობაზე ადგილობრივი კადრი მოვითხოვეთ, ჩვენი კოლექტივიდან, იცით რა გვიპასუხეს? _ თქვენ ალბათ "კარენოი" ქობულეთელი გინდათ, კარგი დედ-მამიშვილიო. ასე ცინიკურად გვიპასუხეს ჩვენს მოთხოვნაზე.

გუშინ, ზუგდიდიდან გამოუშვეს მენეჯერები ჩვენთან. საინტერესოა, ამ ადამიანებს აქ ჭირდებათ საცხოვრებელი, გზის ხარჯები და აქვთ მაღალი ხელფასი, ამისთვის აქვს "ალდაგს" ფული და ჩვენ, 30, 50 და მაქსიმუმ 100 ლარიან ხელფასზე გვიპირებენ გვამუშავონ, თანაც ამ პირობებში, სადაც ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც არ არის დაცული, _ აცხადებენ "გურია ნიუსთან" ექიმები.

ქიმებს პროტესტს გუშინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის, მისი მოადგილის რომან ბოლქვაძის, აჭარის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის  ანზორ თხილაიშვილის და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ჯემალ ფუტკარაძის ვიზიტი მოჰყვა.

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის ექიმებს არავის დააჩაგვრინებს და თუ ისინი შიმშილობას დაიწყებენ, ისიც მათ შეუერთდება.

_ ჩვენ ექიმებთან ერთად შევხვდით "ალდაგის" წარმომადგენლობას და მოვისმინეთ მათი პრეტენზიები. თუმცა, სიმართლე გითხრათ, კონკრეტული პასუხი კომპანიის წარომადგენლებისგან ვერ მოვისმინეთ, რადგან ამბობდნენ, რომ ისინი არ იყვნენ პასუხისმგებელი პირები.ამიტომ, ჩვენ მოვითხოვეთ, ჩამოსულიყვნენ და შეგვხვედროდნენ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულ კითხვებზე ექნებათ პასუხები. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას ვაპირებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან და მას გავაცნობთ დეტალებს.

მე გუშინაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ თუ ექიმები პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ, მეც მათ შევუერთდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე არ მივა და ყველაფერი მოგვარდება, _ განაცხადა ანზორ თხილაიშვილმა.

რაც შეეხება ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში, ფატი ხალვაშს, ის გუშინდელ აქციაზე არ გამოჩენილა. ექიმების განცხადებით, ისინი დაუკავშირდნენ მათი რაიონის წარმომადგენელს საკანონმდებლო ორგანოში, რომელმაც განაცხადა, რომ კერძო კომპანიასთან პრობლემის გადაჭრაში ის მათ ვერ დაეხმარებოდა.

გურია ნიუსი ფატი ხალვაშსაც დაუკავშირდა.

_ ქალბატონო ფატი, როგორც გვითხრეს, ექიმებს განუცხადეთ, რომ  კერძო კომპანიასთან პრობლემას ვერ გადავჭრითო და არ ჩასულხართ აქციაზე გუშინ...

_ კერძო კომპანიაში ჩვენ შესვლის და ჩარევის უფლება არ გვაქვს. ჩვენ მას ვერ მივუთითებთ, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს, ან აუდიტი შევიდეს თუ არამიზნობრივად იხარჯება თანხები. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება ის პროგრამები, რასაც ეს კომპანია ახორციელებს. ამიტომ კონკრეტულად, დეპუტატს მე არ მაქვს უფლება. მაგრამ ექიმების და ადამიანების უფლებები რომ ირღვევა, ამ საკითხებით დავინტერესდები, რატომ ხდება.

_ დაინტერესებაში რას გულისხმობთ? უკვე ორი კვირაა, ქობულეთელი ექიმები გაფიცვის რეჟიმში იმყოფებიან და პროკურატურაშიც შეიტანეს საჩივარი. მიწოდეთ პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს?

_ სერგეენკოსთან ეს საკითხი არ დამიყენებია, მაგრამ, მე დავაყენე ეს საკითხი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში. ზუსტად ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ველაპარაკებოდი ქალბატონ გუგულის, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ვესაუბრე მანანა კობახიძეს,  ეკა ბესელიას და ვთხოვე, რა სახით შეიძლებოდა ჩვენი ჩარევა. აჭარის მთავრობის მეთაურს, ხაბაძესაც ველაპარაკე და მაქვს გარკვეული რეკომენდაციები და დაველაპარაკები ქობულეთის ექიმებს.

ექიმები აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი _ ქალთა სამეანო  განყოფილებიდან,  16 ადამიანი გაათავისუფლეს, საერთო ჯამში, კი 40 მდე პერსონალია გათავისუფლებული, მათ შორის მედდები.

რაც შეეხება ალდაგის შვილობილ კომპანია "ჩემი ოჯახის კლინიკას", ჩვენთან სატელეფონო საუბრისას, თავიდაპირველად ისინი აცხადებდნენ, რომ 15 ადამიანის, ტექპერსონალის გათავისუფლებაზე იყო საუბარი.

თუმცა, ჩვენთვის გამოგზავნილი ოფიციალური წერილის თანახმად, რომელიც მათგან 30 ოქტომბერს მივიღეთ, ირკვევა შემდეგი:

"30 ოქტომბერს, ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კლინიკაში დასაქმებული 316 თანამშრომლიდან 34 თანამშრომელს (მათ შორის მედპერსონალი 23, დანარჩენი ტექნიკური სამსახური და ადმინისტრაცია), რომელსაც 1 ნოემბრამდე ქონდა კონტრაქტი, აღარ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. მოხდა აღნიშნული კადრების სარეზერვო რეჟიმში გადაყვანა კლინიკისთვის, რომლის გახსნაც იანვარშია დაგეგმილი, სადაც ვაკანტურ თანამდებობებზე პირველ რიგში სწორედ ამ სარეზერვო კადრებს განიხილავენ.“

ამ განცხადებასთან  დაკავშირებით, ქობულეთელი ექიმები აცხადებენ, რომ არ სჯერათ კომპანიის და არ ენდობიან:

_ თუკი ამ ადამიანების დასაქმებას იანვრიდან მაინც აპირებენ, ერთი თვით მათი გათავისუფლება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლინიკა მომგებიანია და საკმაოდ დიდი შემოსავალიც შეჰქონდა, _ აცხადებენ ექიმები.

დღეს, აღნიშნული საკითხი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან უნდა განიხილონ. ექიმები პასუხს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში  შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

დღესვე, "გურია ნიუსი" ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ ქობულეთელი ექიმების 2 კვირიანი პროტესტის მიზეზებზე. ასევე, შემოგთავაზებთ ინტერვიუს ყოფილ სამედიცინო მენეჯერთან ზაალ მიქელაძესთან, რომელმაც საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და განაცხადა, რომ კომპანია „ალდაგის ბისიაისთან“ ის არ ითანამშრომლებდა. რატომ მიიღო მენეჯერმა ეს გადაწყვეტილება და რა მოხდა იმ შეხვედრაზე, რომელიც მასსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის შედგა, ამას ჩვენი შემდეგი სტატიიდან შეიტყობთ.

კომპანია "ალდაგთან" და მის შვილობილ "ჩვენი ოჯახის კლინიკასთან" დაკავშირება, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. იმედი გვაქვს, დღის განმავლობაში დავუკავშირდებით და მათ კომენტარებსაც შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს თანამშრომლების ღია კონკურსით მიღებას (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური თანამშრომლების ღია კონკურსის წესით მიღებას აგრძელებს. ამჯერად ღია კონკურსი სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში 27 პოზიციაზე არსებულ 65 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2020 წლის 12 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" პენიტენციურ სამსახურზე არ ვრცელდება, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, კარგი მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე, პენიტენციურ სამსახურში დაინერგა მიდგომა, რომლის მიზანიც თანამშრომლების ღია კონკურსის გზით შერჩევაა. ამ ეტაპზე კონკურსი გამოცხადებულია სოციალური მუშაკის (შემთხვევის მმართველი) 36 პოზიციაზე, სოციალური მუშაკის (შემთხვევის ადმინისტრატორი) 12 პოზიციაზე და ფსიქოლოგის 17 პოზიციაზე. ვაკანსიებზე განაცხადების მიღება შემდეგ ბმულებზე მიმდინარეობს: 1. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62247... 2.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62248... 3. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62251... 4. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N3 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62254... 5.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62255... 6.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62260... 7. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62263... 8.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (7 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62264... 9. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N10 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62269... 10. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62270... 11. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62272... 12. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62273... 13.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (4 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62275... 14.მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62276... 15. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62278... 16. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის ადმინისტრატორი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62280... 17. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (3 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62281... 18. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სოციალური მუშაკი (შემთხვევის მმართველი) (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62283... 19. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N2 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62250... 20. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N5 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62257... 21. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N6 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი 1 პოზიცია https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62262... 22. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N8 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (5 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62265... 23. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N12 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62271... 24. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N14 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62274... 25. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N15 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62277... 26. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N16 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (1 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62279... 27. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის N17 პენიტენციური დაწესებულების ფსიქოლოგი (2 პოზიცია) https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/62282...  ... ...
  • ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის N60 საარჩევნო კომისიასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მათი კომისიის წევრებს არ ეძლევათ ოლქში თუ უბნენზე ნორმალური მუშაობის საშუალება. გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიასთან. ისინი, ასევე, გმობენ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აქციის მონაწილეები ოლქის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ სიები წინასწარ იყო შედგენილი, თუ ვინ გახდებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და მისი მოადგილე. ოზურგეთის #60 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომინაძის თქმით, ხვალისთვის ყველა ინფორმაცია ღია იქნება და რასაც დავით მჟავანაძე ამბობს, ეს სიმართლეს, არ ... ...
  • "იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე" _ "ნაცმოძრაობის" წევრები ლანჩხუთის საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქთან შეიკრიბნენ სლოგანით - "იყავი არბიტრი და ნუ იქნები მხარე". პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, კახა ასკურავამ ოლქის წევრებს მეგაფონიდან მოუწოდა, რომ იყვნენ სამართლიანები და ნუ იქნებიან მიკერძოებული მხარე. "რაც ეს წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს, მუდმივად არის ხელის გადაგრეხვები. წინასწარ მინდა გავაფრთხილო კომისიის ყველა წევრი, რომ ხმები სამართლიანად დაითვალონ და ნუ წავლენ ხალხის ნების წინააღმდეგ. 31 ოქტომბერს ხალხი დაასრულებს ივანიშვილის მთავრობას და მე მათ ვეღარ დავიცავ", _ მოუწოდებდა ასკურავა საოლქო კომისიის ... ...
  • "პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა, ამ მოლაპარაკებისთვის არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი"პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სწორია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „საქართველო მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში უმასპინძლოს“. როგორც მან განაცხადა, თუ ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება, მასში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები არ იქნება, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. „ვფიქრობ, რომ სწორი განცხადებაა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება კარგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს მოლაპარაკება შედგა, თბილისში გაიმართოს და არა სხვა რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი. თურქეთი ღიად აკეთებს განცხადებას, რომ გვერდში დაუდგება აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების დროს და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, ხოლო რუსეთ-სომხური ურთიერთობები მშვენივრად ვიცით, ანუ, თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ამ მოლაპარაკებებში ბუნებრივად ჩაერთვება თურქეთიც და რუსეთიც. ამ შემთხვევაში, არ მგონია, რომ ამ ოთხეულისთვის თბილისი მისაღები იყოს, როგორც მოლაპარაკების ცენტრი. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, განცხადება სწორად არის გაკეთებული. მზად უნდა ვიყთ, რომ მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად, რადგან თუ ეს დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, გავლენას მოახდენს არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანზე, არამედ ჩვენს მდგომარეობაზე, როგორც ეკონომიკური, პოლიტიკური და ასევე, სუვერენული თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“,-აცხადებს ძაბირაძე. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, შესაძლოა, რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანას შეეცადოს. „არსებობს ჩვენთვის ერთი სახიფათო სცენარი- რამდენიმე თვის წინ სომხეთ-აზერბაჯანს შორის დაპირისპირება საქართველოსთან ახლოს მოხდა და არა მთიან ყარაბაღში, თუმცა დროულად მოგვარდა. თუ ამ კონფლიქტიდან რუსეთს რაიმე ხელს აძლევს, ეს არის ის, რომ კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება გადმოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს პრობლემები 80-90-იან წლებშიც იყო, თუმცა მოხერხდა კონფლიქტების ლოკალიზება და თავიდან აცილება, თუმცა სიმპტომები უკვე ჩანს. თუ ეს ხანგრძლივი კონფლიქტი იქნება, შესაძლოა ამას საქართველოს ტერიტორიებზე პრობლემებისა და დაპირისპირების გადმოტანა მოჰყვეს“,- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება არ უნდა სურდეთ, რადგან მათზეც ნეგატიურად აისახება. „არ მგონია, რომ დღეს რუსეთსა და თურქეთს ამ კონფლიქტში ფართომასტაბიანი ჩართულობა აწყობდეთ, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ეს ამ ქვეყნების ეკონომიკაზეც იმოქმედებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, თუ ისინი ღიად ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, მითუმეტეს, თუ საუბარი იქნება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ჩვენთვისაც კატასტროფა იქნება. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა, რასაც დამატებით პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი უფრო მეტად დაინტერესებული უნდა იყვნენ კონფლიქტის დარეგულირებით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან“, _ აცხადებს ძაბირაძე. წყარო: ... ...
  • დეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ _ ფაქტმეტრიდეზინფორმაცია: ვაქცინა საქართველოზე უნდა გამოსცადონ. ვერდიქტი: ფაქტმეტრის დასკვნით ეს არის ყალბი ამბავი. რეზიუმე:პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ სტატიას ავრცელებს, რომელიც მეტწილად დეზინფორმაციული ხასიათისაა: კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით შემთხვევით თუ განზრახ დამახინჯებულ არასრულ ფაქტებს შეიცავს. რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), აცხადებს, რომ ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) საქმიანობა გლობალისტური მაფიის მიერ დაგეგმილი ბიოექსპერიმენტის ნაწილია - ისინი არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, არამედ რაღაც ახალი პრეპარატის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებზე აპირებენ. მეტიც, მამა გიორგი ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ იარსებებს, რადგან კლინიკური ცდები ჯერ არ ჩაუტარებიათ. რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა სატესტო კვლევები, რომელიც სამ ფაზას მოიცავს, ნამდვილად მიმდინარეობს. ამასთან ერთად COVAX Facility-ისა და UNICEF-ის მიზანი, ვაქცინის ხელმისაწვდომობისთანავე (მას შემდეგ, რაც ის წარმატებით გაივლის სატესტო რეჟიმის სამივე ფაზას), მისი სწრაფი, თანაბარი და უსაფრთხო გავრცელებაა. სტატია გაეროს დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დიდი თუ პატარა ფეხზე დადგეს და ვაქცინაზე უარი თქვას. ანალიზი _ „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს ბავშვთა ფონდი განვითარებად ქვეყნებში Covid-19-ის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინის გავრცელებას იწყებს“. სტატია კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმისა (COVAX Facility) და მის ფარგლებში „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ეხება. სტატიაში მოცემული ინფორმაციები მანიპულაციურია და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებებს შეიცავს, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატიის ავტორი, ჯაბა ჟვანია, დასაწყისშივე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორდის, განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ „გაეროს ბავშვთა ფონდი“ იყენებს ვაქცინით მომარაგების უნიკალურ შესაძლებლობას, რათა მისი ხელმისაწვდომობისთანავე ყველა ქვეყნისთვის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი წვდომა უზრუნველყოს. აქვე ვკითხულობთ, „კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ვაქცინის პირველი პარტიის გავრცელება, ჯერჯერობით უცნობია“. ორივე ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: COVAX Facility (რომელსაც ხელმძღვანელობს იმუნიზაციისა და ვაქცინის გლობალური ალიანსი - Gavi, the Vaccine Alliance) ვაქცინის გლობალური გეგმის ფარგლებში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მზადყოფნისთანავე მის შესყიდვებსა და სწრაფ მიწოდებას აპირებს. „გაეროს ბავშვთა ფონდი“ კი ამ ძალისხმევას, COVAX Facility-ის სახელით, დაბალი, შედარებით დაბალი და საშუალო შემოსავლიანი 92 ქვეყნისთვის გაუძღვება. მიუხედავად ამისა, რესპონდენტი, ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე), ამტკიცებს, რომ არანაირი ვაქცინა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან კლინიკური ცდები არ ჩატარებულა. მისი თქმით, ეს გლობალისტური მაფიის ნაწილია და საუბარია ახალ პრეპარატზე, რომლის გამოცდას ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში აპირებენ. რეალურად, ჯერ ვაქცინა ნამდვილად არ არსებობს, რაც სტატიის დასაწყისშივე ავტორის მიერ ისედაცაა აღნიშნული. მტკიცება, რომ კლინიკური ცდები არ ჩატარებულა, მცდარია. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე, ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს, ასევე იშვიათი გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს. მესამე ფაზის გამოცდები ასევე საკონტროლო ჯგუფს მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ვაქცინების გლობალური ალიანსის (Gavi) ვებ-გვერდზე დეტალურადაა მოცემული იმ პოტენციური ვაქცინების ჩამონათვალი, რომლებიც კლინიკური კვლევების პირველ, მეორე ან მესამე ეტაპზეა. უახლესი ინფორმაციით, 9 ვაქცინა მესამე ეტაპზეა, მათ შორისაა ამერიკული კომპანია Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის პოტენციური ვაქცინები. სტატიაში ფაქტების დამახინჯებაც გვხვდება: თითქოს, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) განმარტებით, მათი საქმიანობა ქველმოქმედებაა განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც პანდემიასთან ბრძოლისთვის საკმარისი ფინანსები არ გააჩნიათ. მამა გიორგის შეფასებით, ეს იაფფასიანი ბლეფია და დახმარება რომ სურდეთ, ადგებოდნენ და აქ წარმოების განვითარების მიზნით პირდაპირ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. WHO კი განმარტავს, რომ „COVAX-ის საშუალებით ერთობლივი მუშაობა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს, პანდემიის კონტროლი და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დაჩქარება ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის“. სტატიაში ხშირია კონკრეტული ფაქტების გარეშე „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“, გაეროსა და მისი ფონდების დისკრედიტაცია. ვაქცინაციისა და გაეროს მიერ „ბავშვთა უფლებების“ დაცვის თემას დანაშაულებრივ საქმიანობასთან აკავშირებენ. მიზეზად კი მამა გიორგი იმას ასახელებს, რომ ასეულობით მილიონს ჰაერში ტყუილად არავინ გაისვრის. აქვე მკითხველს ახსენებს ჰეპატიტის უფასო პროგრამას: „როგორც მაშინ გამოიყენეს ეს ქვეყანა და კიდევ უამრავი ჩვენისთანა გაჭირვებული სახელმწიფო საცდელად, ისე გამოგვიყენებენ ამჯერადაც“. აღნიშნული განცხადება დეზინფორმაციაა. მიზეზი, რატომაც საქართველო C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამაში მოხვდა, არა ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ ქვეყნის მცირე მასშტაბი და ვირუსის მაღალი გავრცელებადობაა. აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებშია ისლანდიაც. უახლესი თაობის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებსაც ყველა კლინიკური კვლევა გავლილი აქვს, კომპანია „გილეადი“ საქართველოს უფასოდ აწვდის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საქართველო მედიკამენტების საცდელად გამოიყენეს, მცდარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მკურნალობის შემდეგ ტესტირება 38 538 ბენეფიციარს ჩაუტარდა, მათი 98.6% (38 006) განიკურნა. გიორგი რაზმაძე რუსულ ვაქცინასაც ახსენებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ზემოაღნიშნული ფონდები არაფერს ამბობენ მასთან დაკავშირებით. სინამდვილეში, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ რუსულ ვაქცინას აკრიტიკებს და მის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ კი აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. ვაქცინა ამავე ფაზაში განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა (მათ შორის, ბავშვებზე) და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე უნდა დაიტესტოს. რუსულ ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრების მტკიცებით კი, დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რაც მის უსაფრთხოებას განსაკუთრებით საეჭვოს ხდის. რუსულ ვაქცინასა და მასზე გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls