ყვითელი სიმინდის 65 ათასი მარცვალი _ 240 ლარად

საზოგადოება

ყვითელი სიმინდის 65 ათასი მარცვალი _ 240 ლარად

26 თებ. 2011, 00:29:31

 

ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის სათესლე მასალის კონკრეტული წონა და ფასი მაინც დაუდგენელია. რაც მთავარია, გარკვეულია, რომ დათესვისას, ყვავები მარცვლების აკრეფას ვერ მოასწრებენ. ამ სიმინდს არც ასი  კაბა აცვია და აბრეშუმის ქოჩორიც ნაკლებად ამშვენებს, უბრალოდ, ყვითელია და მომცრო, ჰიბრიდული ჯიშის სახელით გავრცელებული, თუმცა სატელევიზიო პიარშეტყობინებებით, რაღაც სასწაულშედეგოვანი  უნდა იყოს. სპეციალისტებისა და მოსახლეობის დაუკითხავად, ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის (ამბობენ, 60 მილიონის) სათესლე მასალა "გაჩითა" და წლეულს უკვე "აბაშური ექსპერიმენტის" მეორე სერიის მოწმენი გავხდებით.
ჰიბრიდულ სიმინდის დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი მოსავლიანობა და მარცვლის მიერ, მწიფობისას, ტენის სწრაფად  გაცემის უნარი. გააჩნია უპირატესობები, რაც გამოიხატება სტაბილურობაში, გამძლეობასა და პროგნოზირებადობაში, _ გვაუწყებს კომპანია "პიონერი". მართალია, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ დადის საქართველოს რეგიონებში და გლეხებს კარდაკარაც ხვდება, მაგრამ მაინც ვერავინ გაიგო, რა ღირს ზარ-ზეიმით შემომავალი სიმინდის წონითი თესლი, რომლის სამყოფობის ზუსტი გაანგარიშება ასეთია, _ ერთ ჰექტარ ფართობზე ითესება 65 ათასი მარცვალი, რაც დაფასოებული სახით 240 ლარი ღირს. რაოდენობაში დაგაკლეს თუ არა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებ, ამ 65 ათასი მარცვლის დათვლას თესვის სეზონის გასვლამდე თუ მოასწრებ. გურულების თქმით, ამას თაღარებსა და ნაბაკევებში, (ადგილობრივი ტოპონიმიკაა, ჩემო მკითხველო) ყვავებზე უკეთ ვერავინ დაითვლის, თუმცა ამ თეორიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ღლონტი: _ ყვავები რას გახდებიან? როცა თესლი მოიბნევა, მექანიზატორი თავისი ტრაქტორით სასწრაფოდ უკან მიყვება და დაფარცხავსო.
_ ბატონო ლაშა, როგორც ცნობილია, სახელმწიფო პროგრამით წელს გურიაში პირველად ხდება ყვითელი სიმინდის დათესვა, თუმცა ბევრმა დაინტერესებულმა პირმა ვერსად გაიგო, რა ღირს 1 კილოგრამი სათესლე მასალა?
_ ეს ასე არ ხდება, წონით არ იყიდება, ხდება დაფასოება და საშუალოდ, ერთ ჰა ფართობს ყოფნის 65 ათასი მარცვალი, რაც 240 ლარი ღირს.
_ იქნებ, მხოლოდ 2 000 კვ. მ. ფართობზე ვთესავ და არ მჭირდება ამდენი მასალა?
_ ჯერ არ იყო გათვლილი მცირემიწიანების საკითხი, ახლა იწყება დაფასოება და, ალბათ, 2500 კვ. მ. ფართობს დასჭირდება 70 ლარის ღირებულების სათესლე მასალა.
_ კეთილი და პატიოსანი, მერე გლეხს სად აქვს იმის საშუალება, რომ ცალკე სათესლე მასალაში ამდენი ფული გადაიხადოს?
_ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, ანუ სახელმწიფომ ჩამოიტანა ამ სიმინდის თესლი და გლეხს აძლევს საშუალებას, იყიდოს, ისარგებლოს შეღავათით _ მოსავლის აღებამდე აცლის ღირებულების გადასახადს.
_ რას ნიშნავს ტელევიზიით გაცხადებული 7-თვიანი შეღავათი _ გლეხი რომ ბანკიდან სესხს აიღებს და ნახევარი წლის მერე, პროცენტით გადაიხდის, ამას შეღავათი ჰქვია?
_ ვისაც ხელზე ფული ექნება, შეუძლია, მაშინვე იყიდოს, სახელმწიფო არაფერს თხოვს (?!), მაგრამ ბანკი მოითხოვს, აბა, როგორ იქნება?! ვინც თესლს ბლომად წაიღებს, საგარანტიო წერილს მიიღებს.
_ გურულები ხუმრობენ, ასე ძვირი სიმინდის თესლის ყიდვა თუ მოვახერხეთ, რით ვართ გარანტირებულნი, რომ დასათესად მობნეულს ყვავები არ აკენკავენო?
_ ვერ  მოასწრებენ, რადგან თესლის მობნევისთანავე მექანიზატორი სასწრაფოდ ფარცხავს ფართობს.
_ ბატონო ლაშა, იმასაც ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის დასათეს ფართობს განსაკუთრებულად დახნულ-დაფარცხული მიწა სჭირდება?
_ ფართობი, აუცილებლად კარგად, იდეალურად  მოსწორებული უნდა იყოს, დაიჩელტება ისე, რომ თესლი არსად ჩავარდეს და მერე დაითესება ვაკუმური სათესით.
_ ეგ როგორია?
_ ეს აქვს შპს "მექანიზატორს", როცა ჩამოვა, ნახავენ.
_ ტრაქტორებისთვის სად იქნება დისლოკაციის ადგილი?
_ სოფელ გურიანთაში.
_ რამდენ ჰა ფართობზე ითესება წელს გურიაში აღნიშნული ჯიშის სიმინდი და იქნება თუ არა საკმარისი ტრაქტორების ეს რაოდენობა?
_ სოფლების მიხედვით, მოთხოვნა 159 ჰექტარზეა, თუ ტრაქტორები საკმარისი არ იქნება, მოთხოვნის მიხედვით, დაამატებენ.
_ როდის დაიწყება თესვა, ჩვეულებრივად თუ უფრო ადრე ან გვიან?
_ აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, მაისშიც. მოსავლის მიღებას სულ 90 და 110-დღიანი პერიოდი სჭირდება, ამიტომაც არის კარგი, როცა ჩვენთან გვალვის პერიოდია, ხსენებული ჯიშის სიმინდი უკვე დატაროებულია და სიცხე ვერაფერს აკლებს.
_ ამბობენ, რომ უგემურია და ჩვენს სიმინდს კონკურენციას ვერ გაუწევს...
_ გემოვნებაზეა, პირიქით, ყუათიანობა და სარგებლიანობა მეტი აქვს, მარცვალი ხასიათდება ცილისა და სახამებლის მაღალი შემცველობით, ამიტომაც არის კარგი საკვები საშუალება მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში.
_ როგორია მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე? 
_ სარწყავ ნაკვეთზე, ჰექტარზე 8-10 ტონა, ისე კი, ალბათ, ცოტათი ნაკლები.
_ ბატონო ლაშა, როგორც ამბობენ, რანაირი ხარისხის  და რაოდენობის მოსავალიც უნდა მიიღოს გლეხმა, სათესლედ მაინც არ გამოადგება მომდევნო სეზონზე და ამიტომ, სათესლე მასალა ისევ უნდა იყიდოს, ეს  კარგია?
_ დიახ, უნდა იყიდოს, მაგრამ ხომ შეუძლია მოგება ნახოს და სხვა, უკეთესი ჯიშის სიმინდი იყიდოს?
_ ანუ "ღარიბი და ქილა ერბო" აქტუალობას არ კარგავს...
_ ყველა განვითარებული ქვეყანა გადასულია ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოყვანაზე, ასეთია დღევანდელი რეალობა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ პირველი მარტიდან უკვე შეწყდება სათესლე მასალის შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება. მოსახლეობაში არსებობს გარკვეული ინტერესი, თუ რა შედეგი მოჰყვება ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის "გამოჯიშებას" "ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავს" გურიაში, რაც ამ შემოდგომაზე გვეცოდინება. საყურადღებოა ისიც, რომ დამტვერვის გზით, ჰიბრიდული ჯიშები ადგილობრივი  ჯიშების გადაგვარებას იწვევენ. ჯერჯერობით კი აქა-იქ ცოცხლად შემორჩენილ,  კოლექტივიზაციის მომსწრე უხუცესებს თუ დავუჯერებთ, "მაი, ბაბა, სილოსია", თქვენზე ადრე ვთესავდით ფერმის ძროხებიზა და ნამეტანს ნუ გაიქაჩებით, თორემ ნახავთ, "რა მოხდა აბაშაშიო". ჩვენი კოლეგები ჯავახეთიდან გვარწმუნებენ, რომ თურქულია ჰიბრიდული კარტოფილის თბილისში ჩამოცლის შემდეგ, თურქი მძღოლები ახალციხეში "ჩარბიან" და რამდენიმე ტომარა ჯავახურ კარტოფილს ოჯახებისთვის ყიდულობენ! ყველაზე დიდი მოგება კი მთელი მსოფლიოს ფერმერებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული და არაჰიბრიდული ჯიშების პროდუქციის მოყვანას მოაქვს _ განვითარებული მსოფლიო საკუთარ ჯანმრთელობას ძალზე უფრთხილდება!

 




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...