განაწყენებული დეპუტატი და უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარება

საზოგადოება

განაწყენებული დეპუტატი და უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარება

2012 ნოე 29 17:16:37

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომან ბიწაძის დაჯგუფება, რომელიც მხარს დავით ჩხაიძის კანდიდატურას უჭერს, გამგეობის შენობაში შეჭრას გეგმავდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილზე მისულებს, ხალხმრავლობა დაგვხვდა. როგორც გაირკვა, კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით, უბნების ყოფილ კოორდინატორებს მოსახლეობა გაუფრთხილებიათ, რომ გამგეობის შენობასთან გრანდიოზული საპროტესტო აქცია გაიმართებოდა. შეკრებილი ხალხი, ძირითადად, კოალიციის ყოფილი კოორდინატორები და აქტივისტები, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ არსებული რეალობის გამო და მდგომარეობის სასწრაფოდ შეცვლას მოითხოვდნენ.

შევეცადეთ გაგვერკვია, იყვნენ თუ არა საქმის კურსში კოალიციის დანარჩენი სუბიექტები. ორივე პარტიის ადგილობრივმა ლიდერს დაადასტურა, რომ ამ აქციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ.

გამგეობის წინ, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძეც გამოჩნდა. ცნობილია, რომ მას ამ საპროტესტო მოძრაობის მიმართ, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. დეპუტატმა არც დღეს დამალა უკმაყოფილება.

_ ბატონო თემურ, ვიცით, რომ ადგილობრივი პოლიტიკოსების დაუმორჩილებლობის აქციებს არ იზიარებთ. ჩვენთვის ისიცაა ცნობილი, რომ თქვენ ცდილობდით მოლაპარაკების გზით გადაგეფიქრებინათ მათთვის რადიკალიზმისკენ მისწრაფების მცდელობა. როგორც ჩანს, თქვენმა მონდომებამ შედეგი არ მოიტანა. ახლა რა ნაბიჯის გადადგმას აპირებთ?

_ შევეცადე ამეხსნა მათთვის, რომ სულ ცოტაოდენი მოთმინება გამოეჩინათ და ასეთ რადიკალიზმზე არ წასულიყვნენ. როგორც ჩანს, არაფერი გამომივიდა. თავიდან, შოთა ფირცხალაიშვილმა დადგა პატარა კარავი და გამგებლის გადადგომა მოითხოვა. ეტყობა, ვიღაც-ვიღაცეებს მადა გაეხსნათ, არ დაკმაყოფილდნენ პატარა კარვით. დადგეს დიდი და ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. პირადად მე არაფერი მაქვს მისი საწინააღმდეგო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამისთვის სადღაც შევარდნა და ამ დონის აგრესიაა საჭირო. ეს ყველაფერი უფრო ცივილური მეთოდებითაც გადაწყდებოდა. რა უნდა დავაპირო, ისევ მოლაპარაკებებით თუ გამოვასწორებთ გამწვავებულ სიტუაციას.

_ ხომ არ თვლით, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ დროულად არ მოხდა კოალიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შეთავაზება? საზოგადოებისთვის არც ისაა ცნობილი, შეჯერდით თუ არა თქვნ და კოალიციის ლიდერები საერთო კანდიდატზე?

_ ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და ერთიანი კანდიდატურაც განვიხილეთ. ასეთი კანდიდატურა არსებობს, მაგრამ, ამ ეტაპზე, დასახელებისგან თავს ვიკავებთ. არ ვჩქარობთ, იმიტომ , რომ ყველაფრის დაწყება სუფთა ფურცლიდან გვინდა. არ გვაქვს სურვილი, ამ ამბავს რამე კუდი გამოებას...

გაუგებარია, რატომ იკავებს დეპუტატი თავს საკუთარი კანდიდატის დასახელებისგან, თუ მსგავსი შეთანხმება უკვე არსებობს და ეს სიტუაციის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

"გურია ნიუსისთვის", წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ კოალიციაში თითქმის მიღწეულია შეთანხმება საერთო კანდიდატზე. როგორც ჩვენთან საუბარში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ელგუჯა ჩხაიძემაც დაადასტურა, ეს არის გელა პატეიშვილი. იგი ალასანიას პარტიის წევრია, სპეციალობით ზოოინჟინერია და სოფლის მეურნეობის დარგის ძალზე გამოცდილი სპეციალისტია. პატეიშვილი ამჟამად მამათში ცხოვრობს და მეურნეობითაა დაკავებული. ჩვენთვის უცნობია, ვინ იგულისხმა თემურ ჩხაიძემ უკვე მიღწეულ შეთანხმებაში.

დეპუტატი გამგეობის შენობის წინ გამართულ აქციაზე დიდხანს არ გაჩერებულა. მედიასთან კომენტარის გაცემის შემდეგ, მან ტერიტორია დატოვა. მდგომარეობა ამის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. თემურ ჩხაიძის გუნდის ერთ ერთი წევრი, ზაალ სანაძე აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. შელაპარაკება მასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა -შემოხლაში გადაიზარდა. სანაძე, ერთ-ერთ პირს, რომელიც მირიან ხინთიბიძედ გაგვეცნო, სიტყვიერად დაუპირისპირდა. დეპუტატის თანაგუნდელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ხინთიბიძე საერთოდ არ იყო ლანჩხუთელი და იგი აქ სპეციალურად მოიყვანეს სიტუაციის გასამწვავებლად.

მიტინგის რამდენიმე მონაწილემ ჩვენთან არ ისურვა დაესახელებინა, თუ საიდან იყვნენ ჩამოსული.

მირიან ხინთიბიძემ გამოგვიცხადა, რომ იგი "ქართველია და უფლება, აქვს ქვეყნის მასშტაბით გამართულ ნებისმიერ მიტინგს დაესწროს". თუ რის გამო გამოხატავდა პროტესტს, ამის გამხელა მან არ ისურვა.

ზაალ სანაძემ არეულობის ინსპირირებაში "რესპუბლიკელების" ადგილობრივი ლიდერი რომან ბიწაძე დაადანაშაულა: "ძალიან კარგად ვიცი, როგორ მოხდა მათი აქ მოყვანა. დღეს ნიგოითში და მთელ ზედა ზონაში, კოორდინატორები დადიოდნენ და ხალხს ატყუებდნენ, "ქართული ოცნება" მიტინგს აწყობს და წამოდითო. ყველაფერი კი ბიწაძის გეგმით ხდება. მაგრამ არ მივცემთ ბიწაძეს უფლებას, დეპუტატს, რომელიც ლანჩხუთელთა უმრავლესობამ აირჩია, თავზე გადაახტეს."

შევეცადეთ შეკრებილი ხალხის აზრც გაგვეგო. მათი ნაწილი მართლაც საკუთარი სურვილით აღმოჩნდა აქციაზე მოსული, ნაწილი კი, თავს მოტყუებულად მიიჩნევდა. ბევრ მათგანში ჩვენ კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორები ამოვიცანით, რომლებსაც ჯერ გაწეული შრომის საფასურიც კი არ მიუღიათ. "მთელი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ვიმუშავეთ, რომ ჭირი მოგვეცილებინა ქვეყნისთვის და საქმე ისე მიდის, უარესია მოსალოდნელი. თუ ისევ "ნაციონალები" დარჩებოდნენ და შეჭამდნენ ქვეყანას, ჩვენ რისთვის ვიშრომეთ?" – კითხულობს სოფელ გვიმბალაურის კოორდინატორი ომარ კაპანაძე.

აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა ვახტანგ ზენაიშვილსა და დავით ჩხაიძეს შორის წარმოქმნილ შელაპარაკებას. ზენაიშვილის ხმამაღალი და კატეგორიული ტონი ჩხაიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. " ასეთი კარავის გამართვა ჩემზე უკეთ არავინ იცის, მაგრამ ახლა არავის მივცემთ უფლებას 20 წლის წინანდელი ვანდალური მეთოდები გამოიყენოს და ქვეყანა ისევ უფსკრულში გადაჩეხოს,"– აღშფოთებას ვერ მალავდა ვახტანგ ზენაიშვილი. გამგებლობის კანდიდატი დავით ჩხაიძე, რომლის გამოც დაიწყო განხეთქილება ლანჩხუთის პოლიტიკურ ძალებს შორის, მონდომებით ცდილობდა ოპონენტები დაერწმუნებინა, რომ არსად შეჭრას არ აპირებდა. თუმცა, სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილენი, ძალის გამოყენებით შეეცდებოდნენ ვითარების შეცვლას.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...