ვისი დავალებით დანიშნეს პროკურორის მეუღლე მენეჯერად

საზოგადოება

ვისი დავალებით დანიშნეს პროკურორის მეუღლე მენეჯერად

7 დეკ. 2012, 14:16:24

_ გეთანხმებით, რომ ბევრი შტატია, თუმცა, საქმეს აკეთებენ. ზოგი _ მეტს, ზოგი _ ნაკლებს, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ჩანტლაძე და დასძენს, რომ მომავალი წლიდან, არასამეწარმეო იურიდიულ პირებში ხელშეკრულებით აყვანილ პირებს, ხელშეკრულებები შეუჩერდებათ.

ჩანტლაძე მიიჩნევს, რომ ბევრ შტატს რამდენიმე და მაღალხელფასიანი შტატი ჯობია. სანამ ადგილობრივი ხელისუფლება შტატების შემცირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამ ერთად გავეცნოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე დასაქმებულები არიან და რომელთაგანაც ზოგიერთის შტატი იმდენად უცნაურია, რომ განმარტება ხელმძღვანელებსაც კი უჭირთ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ სასპორტო სკოლას 25 თანამშრომელი ჰყავს. აქედან, ორი _ ხელშეკრულებით აყვანილი პირია. თამაზ ძნელაძე დირექტორია და მისი თვიური ანაზღაურება 470 ლარს შეადგენს. სასწავლო ნაწილის გამგეს, გოჩა ძნელაძეს 270 ლარი აქვს; სამნეო ნაწილის გამგეს, ზურაბ მახარაძეს _ 255 ლარი; მეთოდისტ მანანა ანთიძის ანაზღაურება 255 ლარია; ბუღალტერი მაგული დოლიძე 380 ლარს იღებს. ავთანდილ ბასილია სასპორტო სკოლის ადმინისტრატორია და მისი ხელფასი 250 ლარია; ლერი დოლიძე ფეხბურთის მწვრთნელია 255-ლარიანი ანაზღაურებით; ზურაბ ახალაძე ბალახის ჰოკეის მწვრთნელია _ მისი ხელფასიც 250 ლარია; ამდენივეა თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელის, გივი სიხარულიძის ანაზღაურება; რაგბის მწვრთნელს, გიორგი გიორგაძეს 320 ლარი აქვს; მძლეოსნობის მწვრთნელს თამაზ კალანდაძეს _ 250 ლარი; სასპორტო სკოლის დირექტორი თამაზ ძნელაძე ფეხბურთის მწვრთნელიცაა და დამატებით 165 ლარს იღებს; 255 ლარი აქვს ფეხბურთის მწვრთნელს _ ზურაბ თავბერიძეს; დავით ჩიკაშუა ჩოხატაურელებს ძიუდოს ასწავლის და მისი თვიური ანაზღაურება 270 ლარია; დავით ჟღენტი კალათბურთის მწვრთნელია და 320 ლარს იღებს; ლაშა დოლიძე ბერძნულ რომაული ჭიდაობის მწვრთნელია 280-ლარიანი ანაზღაურებით; ფრენბურთის მწვრთნელის, მიხეილ შონიას ხელფასი 250 ლარია; ნონა ბარამიძე სპეციალისტია შესყიდვებისა და ინფორმაციის მიღება დამუშავებაში, ელბაზის შექმნის საკითხებში და მისი ხელფასი 255 ლარია; ზურაბ ჯინჭარაძე სასპორტო სკოლის სელექციონერია და 160 ლარს იღებს (აღსანიშნავია, რომ იგივე პიროვნება სპორტის ცენტრის დირექტორია, სადაც მისი ხელფასი 470 ლარს შეადგენს); ინგა წიტაიშვილი მედდაა და თვეში 160 ლარი აქვს ხელფასი; 140 ლარი აქვს საქმის მწარმოებელ ლიანა მამალაძეს; 110 ლარი _ დამლაგებელ ვალია ტრაპაიძეს და 250 ლარი _ საინფორმაციო მენეჯერს, ხათუნა თავაძეს.

რაც შეეხება ხელშეკრულებით აყვანილ პირებს, ისინი ფეხბურთის მწვრთნელები არიან _ ლაშა ცინცაძე და გიგა ფრუიძე 255-255-ლარიანი ანაზღაურებით.

თამაზ ძნელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სასპორტო სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანი თავის საქმეს აკეთებს. თუმცა, ჩვენს კითხვაზე _ რა დანიშნულება აქვს საინფორმაციო მენეჯერს, რომელიც ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის მეუღლეა, დაზუსტებულ პასუხს ვერ გვაძლევს:

_ ინფორმაციები უნდა მიაწოდოს პრესას. ეს არის საინფორმაციო მენეჯერის მოვალეობა, _ აღნიშნავს ძნელაძე.

_ ბატონო თამაზ, ერთი წელია, საინფორმაციო მენეჯერი გყავთ და მისი არსებობის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც თქვენი საშტატო განრიგი გამოვითხოვეთ. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საინფორმაციო მენეჯერი მხოლოდ ქაღალდზეა გაფორმებული? მით უმეტეს, რომ აქ მოსულებსაც არ დაგვხვდა.

_ ღონისძიებაა ახლა კინოში და იქ არის წასული. ხათუნა მართლა მუშაობს. მართალია თქვენთან არა, მაგრამ მეორე გაზეთთან აქვს ურთიერთობა და იმათ უგზავნის წერილებს(?!).

_ ეს საინფორმაციო მენეჯერობის ახალი ფორმაა? რას ნიშნავს ჩვენ გაზეთთან არ აქვს და მეორე გაზეთთან აქვს? მედისაშუალებებს რა პრინციპით არჩევთ ან თქვენ, საბიუჯეტო ორგანიზაციას, რა უფლება გაქვთ, ინფორმაცია იმას მიაწოდოთ, ვინც მოგესურვებათ?

_ ის ნამდვილად აკეთებს თავის საქმეს.

_ ბატონო თამაზ, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, პროკურორის მეუღლის ამ თანამდებობაზე დანიშვნა გამგეობიდან მოგთხოვეს. გახსოვთ, ვინ დაგირეკათ?

_ არ მახსოვს. გამგებელი იყო _ ან გია გიორგაძემ, ან ლელა იმედაშვილმა.

_ ადმინისტრატორზეც მინდა გკითხოთ _ ავთანდილ ბასილია თქვენთან ნამდვილად მუშაობს?

_ 1 ნოემბრიდან გათავისუფლდა.

_ ბასილია 15 ოქტომბრიდან საკრებულოში შექმნილი ფრაქცია "ჩოხატაური" ხელმძღვანელია. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის ხელფასის მიცემის უფლება არ გქონდათ იმ დღიდან, რაც ის სხვაგან, ანაზღაურებად სამუშაოზე დაინიშნა...

_ ვერაფერს გეტყვით მაგაზე. ოქტომბრის ხელფასი აღებული აქვს და 1 ნოემბრიდან აღარ მუშაობს ჩვენთან, _ დააზუსტა ძნელაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსს თუ დავუჯერებთ, ბევრ შემთხვევაში შტატები იმის გამო დაამატეს, რომ გაჭირვებული ადამიანები დასაქმებულიყვნენ და მათ ოჯახში ლუკმაპურის ფული გაჩენილიყო(?!). თუმცა, ერთი კონკრეტული ფაქტით _ პროკურორის მეუღლის საინფორმაციო მენეჯერად გაფორმებით თუ ვიმსჯელებთ, ზურაბ ჩანტლაძის სიტყვები სრულად სარწმუნო არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ხათუნა თავაძის მამა, ჟორა თავაძე ის ინდმეწარმეა, რომელიც ბოლო დროს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაკვეთილ პროექტებს ახორციელებს და პროექტების რაოდენობიდან გამომდინარე, გაჭირვებულების სიაში შესაყვანი ნამდვილად არ არის.

თუმცა, ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა _ მსგავსი შტატები, მსგავსი დანიშნულებით, სხვადასხვა აიპ-ებში მრავლადაა, რომლის შესახებ უახლოეს მომავალში გესაუბრებით.




 ახალი ამბები
  • "წაგვიღო წყალმა" _ ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩის #24-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენუამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება. "თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს "გურია ნიუსთან" ბინის ერთ-ერთი მცხოვრები. პრობლემაზე სასაუბროდ "გურია ნიუსი" მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს. "მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის ... ...
  • “მაგნიტში“ მომხადარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირია მხილებულიდღეს ქალაქ ოზურგეთში სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს. მხილებულია ერთი პირი. მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური ... ...
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?