მაქსიმალური კომფორტი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს _ ღირსეული ცხოვრება თუ ფუფუნება?

საზოგადოება

მაქსიმალური კომფორტი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს _ ღირსეული ცხოვრება თუ ფუფუნება?

2012 დეკ 16 04:25:49

მათი ბინის საფასური ყოველთვიურად რამდენიმე ასეული დოლარია. თითოეული მოსამართლის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვა იცავს. დაცვის სამსახური აკონტროლებს მათ საცხოვრებელი სახლებსაც. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ათწლიანია, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარისა 5 წელი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის ხელფასი 5650 ლარია. თავმჯდომარეს ხელფასით ოდნავ ჩამორჩება სხვა მოსამართლეები.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის განმავლობაში 10 სხდომა გამართა. გასულ წელს კი 12, ხოლო 2010 წელს ცხრა სხდომა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო ტენდერი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 10 400 ლარზე გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა  ერთადერთმა კომპანია "ალტამ" მიიღო და  შესყიდვა 10 075 ლარად განახორციელა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: "დეკსტოპ კომპიუტერი (All in one). პროცესორი მინიმუმ 2 გიგაჰერცი; ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 4 გიგაბაიტი; ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 4 გიგაბაიტი;  ეკრანი მინიმუმ 27 ინჩი; აქტიური მატრიცული ეკრანით; გრაფიკული დამაჩქარებელი მინიმუმ ეიდი 6770მ; დამატებითი მოწყობილებები ვაელეს კლავიატურა და მაუსი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიამ მსგავსი პარამეტრების ე.წ. მაკი 3835 ლარად მიყიდა. ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მეორე ლეპტოპი მონაცემებით: ეკრანი 13 ინჩი; ოპერატიული მეხსიერება მინიმუმ 4 გიგაბაიტი და სხვა ძლიერი მახასიათებლები მახასიათებელი,  წონით  2,06 კილოგრამი. - ეს მაკბუქი 3330 ლარი დაჯდა. ხოლო ასუსის კომპიუტერი კი 1435 ლარი.  ცალკე შეისყიდეს 5 სამსუნგის ფირმის მონიტორები - ერთეულის ღირებულება 295 ლარად (5 ცალი 1475ლარი). ჯამში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკისთვის 10 075 ლარი დაიხარჯა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც შეიძინა კომპიუტერი. ასუსის პლანშეტური ლეპტოპი 1600 ლარი დაჯდა. კიდევ ერთი პორტაბელური კომპიუტერი 5 მაისს შეიძინეს, ისიც 1600 ლარად.

მარტში კი საკანცელარიო საქონელის შესყიდვა განხორციელდა. 500 ცალი სხვადასხვა ფერის კალამი, 80 მარკერი, 200 ფანქარი, 50 კორექტორი,  100 ბაინდერი, 20 საკანცელარიო დანა, ქსეროქსის ქაღალდის  450 შევკრა,  5000 სავიზიტო ბარათი და 20 მაგიდის კალენდარი. - დაახლოებით 13 200 ლარი დაჯდა.

ცოტა ადრე, თებერვლის თვეში კი 10 990 ლარის ღირებულების სხვადასხვა ქონების შეძენა მოხდა შპს "ექბის" მიერ. ამ შესყიდვის დროს ლეპტოპის ჩანთაში 170 ლარი გადაიხადეს, ოთხ სისტემურ ბლოკში 3520 ლარი. ასევე შეიძინეს ტერაბაიტიანი და ნახევარტერაბაირიანი მყარი დისკი ჯამში ფასით 1055 ლარი.

საკონსტიტუციო სასამართლომ იანვრის თვეში ტენდერის გზით 153 540 ლარად შპს "უნიგრუპი"-ს საშუალებით შეიძინა საწვავი. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანიის წლიური ბრუნვა 2007-08 წლებში 117 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო უშუალოდ 2010 წელს 35 მილიონ 900 ათასი.

საჯარო რეესტრის მიხედვით შპს "უნიგრუპი"-ს  დირექტორი და დამფუძნებელი და 50 %-ის მფლობელი ვინმე გიორგი პირველია, ხოლო 50 %  2012 წლის 25 იანვარს სეიშენის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია "ნიულაით იუნაითიდ Ltd" ეკუთვნის. ასევე საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს დეკემბერში კომპანიის 50%-ის მფლობელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

წელს "უნიგრუპმა" პრემიუმ ავანგარდის ერთი ლიტრი საკონსტიტუციო სასამართლოს 2,16 ლარად მიყიდა. სასამართლომ  წელს 52 500 ლიტრი პრემიუმ ავანგარდის და 18 000 ლიტრი ევროდიზელი შეიძინა მოახდინა. ჯამში საწვავში 152 540 ლარი იქნა გადახდილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს "უნიგრუპმა" მიაწოდა საწვავი 2011 წელსაც. მიმდინარე წლისგან განსხვავებით შარშან ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. "ვისოლ ჯორჯია საქართველოს" "უნიგრუპმა" ტენდერი 300 ლარის სხვაობით მოუგო და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის საწვავის მიწოდების ხელშეკრულება 152 000 ლარზე გააფორმა.

2011 წლის ტენდერის თანახმად უნიგრუპმა ბულგარული წარმოების პრემიუმ საწვავი 2,05 ლარად შესთავაზა. 70 000 ლიტრი საწვავი ბიუჯეტს 143 500 ლარი დაუჯდა. ზუსტად იგივე ფასად მიჰყიდა ევრო დიზელიც. 6 000 ლიტრი 12 300 ლარად.

2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება უცვლელი რჩება. მისი წლიური ბიუჯეტი 2 მილიონ 615 ათასი ლარია. საქართველოს კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია. უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კი ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით. კანონის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები. მოსამართლეები სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრების ღირსეულ პირობებს ამჯერად 4 ათას ლარიანი კომპიუტერებით, პლანშეტებით და სხვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით შეიქმნიან.




 ახალი ამბები
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდნენ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...
  • ახალი სასწავლო წელი და "წარმატების წიგნი"ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს. ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და  ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.  როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი  ფატი სიორიძე მიესალმა: _ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით.  გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _  ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში  ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ. ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა: _ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა. მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა,  რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა. _ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს. საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...