ციტრუსის წლევანდელი მოსავალი, შესაძლოა, ხალხმა შარშანდელზე მეტად იზარალოს

საზოგადოება

ციტრუსის წლევანდელი მოსავალი, შესაძლოა, ხალხმა შარშანდელზე მეტად იზარალოს

19 დეკ. 2012, 07:15:50

_ რატომ მოვკრიფო? არ ვხედავ, ჩემი მეზობლები რა დღეში არიან? ათი ტონა მანდარინის მოკრეფა და მისი ხარჯები თქვი, მერე გადაყრას რამდენი შრომა სჭირდება. არ ვკრეფ, მორჩა და გათავდა. მერე ხეებს გავათავისუფლებ, რომ თოვლმა ტოტები არ დაამტვრიოს, ზოგს ჩამოვყრი, ზოგი თავისით ჩამოიყრება, _ გვეუბნება ოზურგეთელი ავთანდილ მჟავანაძე.

მანდარინის რეალიზაციის პრობლემა ახალი როდია. ამ საქმეს, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, წინსვლა არ დასტყობია, პირიქით, საქმე ყოველ წელს უარესადაა. მარტო გასული წელი გავიხსენოთ, როცა გურიაში მანდარინის მოსავალი მოსახლეობამ ღელეებსა და ხრამებში გადაყარა. "გურია ნიუსი" ამის შესახებ არაერთხელ წერდა.

მკითხველს შევახსენებთ ერთ ფაქტს, როცა 2007 წელს, მანდარინის საოცრად დიდი მოსავალი იყო და ხალხმა გადაწყვიტა, არ მოეკრიფა. ამასთან დაკავშირებით, გურია ნიუსის" რედაქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მერიისა და თხინვალის მეციტრუსეების, სულ 188 კაცის ხელმოწერილი განცხადება შემოვიდა. ისინი მიმართავდნენ მაშინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრს, ლადო გურგენიძეს.

ტექსტი, რომელიც "გურია ნიუსმა" მაშინ გამოაქვეყნა, ასეთი შინაარსის იყო: "მეციტრუსეობა მწვავე კრიზისს განიცდის. დარგი, შეიძლება, საერთოდ განადგურდეს, რადგან მოსავალი თვითღირებულების ნახევარსაც ვერ ანაზღაურებს. მოწეული მოსავლის რეალიზაციისთვის დიდი დახმარება იქნებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან საბაჟო განაკვეთების შემცირება, რომელიც იმდენად მაღალია, რომ, ფაქტიურად, მისი გადახდა მიზანშეუწონელია. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად სთხოვოთ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, მათ მიერ დაწესებული საბაჟო გადასახადების შემცირება".

მაშინ ამ წერილს რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა კი, ხუთი წლის შემდეგ, მეციტრუსეების წინაშე კვლავ იგივე პრობლემა დგას და ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ:

_ უნდა შემცირდეს ბაჟი, შეიქმნას დამამზადებელი პუნქტები, ცალკე შეიქმნას არასტანდარტული მანდარინის, ე.წ. "ენესის" გადამამუშავებელი საწარმოები, გაკეთდეს შესანახი მაცივრები, რათა ციტრუსის გასაღების სეზონი გახანგრძლივდეს, _ ამბობს შეწუხებული მოსახლეობა.

ციტრუსის პლანტაციების მფლობელთაგან საყვედურები ისმის მერიის წვენების ქარხნის მისამართითაც _ მეციტრუსეები ციტრუსის შესასყიდ დაბალ ფასზე საუბრობენ.

ჩვენ ვეწვიეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის წვენების ქარხანას, შპს "ტონუსს", რომელიც ახლა იჯარით აქვს აღებული შპს "საქართველოს ხილისა და ექსპორტის კომპანიას". კომპანიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ვაშალომიძე უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს შპს "ტონუსს" მანდარინის შესასყიდად ხელსაყრელი ფასი არ ჰქონდეს დაწესებული.

_ ყველაფერი პირიქითაა, ჩვენთან ძალიან კარგი ფასია დარეგულირებული. ბევრმა არ ჩაგვაბარა მანდარინი, წაიღო და მერე გვეხვეწებოდნენ, ჩაიბარეთო. უკმაყოფილო, პირიქით, ჩვენ ვართ, აქაოდა, ქარხანააო, ადგება ეს ხალხი და ჩვენთან გადარჩეული მანდარინი მოაქვთ. რატომ ჰგონიათ, რომ ასეთ მანდარინს სიხარულით მივიღებთ? გადაარჩევენ ხარისხიან მანდარინს და საგულდაგულოდ ინახავენ სხვაგან გასაყიდად. ასეთი ქმედებით საკუთარ თავს იგდებენ გამოუვალ მდგომარეობაში. ბრალს კი ჩვენ გვდებენ. გადახედეთ ჩვენს ფასებს, კალიბრის მიხედვით, ცუდია? _ ამბობს ლადო ვაშალომიძე.

_ ბატონო ლადო, მოსახლეობა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ძალიან ბევრ მანდარინს უხარისხოდ მიიჩნევთ და "ენესში" ანუ არასტანდარტულში უშვებთ ან სულაც, უკან ატანთ...

_ მართალია, ხალხი ცოდვაა, როცა მანდარინის რეალიზაცია არ ან ვერ ხერხდება, მაგრამ თუ მანდარინი ლაქიანი, სოკოვანი და გადარჩეულია, ცხადია, ვერ მივიღებთ. გარდა ამისა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ "ენესის" სახით ვიღებთ მოტანილი მანდარინის რაოდენობის 15 %-ს. მაგალითად, ერთ ტონას თუ მოიტანს, ამ რაოდენობის 15 %-ს მივიღებთ არასტანდარტულში. ერთი ტონა ან 500 კილო "ენესი" რომ მომიტანა და კარგი ყველა სახლში დაიტოვა, არ იცის, რომ არ ჩავიბარებ?

_ მოსახლეობაში ამბობენ, რომ ყოველ ერთ ტონა მანდარინში 100 კილოგრამს უფასოდ იტოვებთ.

_ რას ამბობთ, ეს ვინ თქვა?

_ ძალიან ბევრმა.

_ ტყუილია. ჩვენ ასეთი რამ არასოდეს გაგვიკეთებია. ხარისხიან მანდარინში ჩვენ 80 თეთრს ვუხდიდით ხალხს. ვინც არ ჩაგვაბარა, ისინი ახლა მოდიან და გვეხვეწებიან, ჩაიბარეთო.

_ თუ ასე მაღალ ფასში იბარებთ, რატომ ეუბნებით უარს?

_ ახლა მუშაობა შევწყვიტეთ, დროებით. მოსაწესრიგებელია შიდა სამუშაოები, დანადგარია გასასუფთავებელი.

_ თუმცა, ეს მიღების პროცესს არ უნდა აფერხებდეს, როცა ხალხს ასე უჭირს.

_ იცით, ახლა მიღებული გვაქვს 300-ტონამდე მანდარინი და ამის რეალიზაცია თუ არ მოვახდინეთ, ისე ახალ პარტიას ვერ მივიღებთ.

_ ხალხიც მაგას ამბობს, არ იბარებენო.

_ საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს იმდენი რესურსი, დიდი რაოდენობით გავიტანოთ მანდარინი. ჩვენ შეგვიძლია, სეზონზე მივიღოთ 2 000 ტონა. წელს პირველად ვმუშაობთ. მთლიანად გურიაში რაც მოსავალი მოდის, ჩვენ მაგის მიღებას ნამდვილად ვერ შევძლებთ. ისე კი ვეცდებით, მომავალში გავაფართოვოთ წარმოება და მეტის რეალიზაცია მოვახერხოთ.

_ სარეალიზაციოდ სად გაგაქვთ მანდარინი?

_ გასაყიდად უკრაინასა და ყაზახეთში მიგვაქვს. "ენესს" კი ქობულეთის წვენების ქარხანაში ვაბარებთ.

_ ახლა ძალიან ბევრ გლეხს აქვს გასაყიდი მანდარინი. როდის განაახლებთ მუშაობას?

_ სამ-ოთხ დღეში მიღებას კვლავ დავიწყებთ. ამ ეტაპზე სიებს ვადგენთ, ვინც მოდის და ამის მიხედვით ჩავიბარებთ.

_ სადღეისოდ, როგორი ფასებია თქვენთან?

_ ჩვენ გვაქვს ფასი კალიბრის მიხედვით: 40-45 კალიბრი 40 თეთრი ღირს, კილოგრამობის მიხედვით, 55-65 კალიბრი _ 55 თეთრი და 65 კალიბრი _ 80 თეთრი. ერთი კილოგრამი "ენესი" კი 10 თეთრი ღირს.

_ ბატონო ლადო, რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული და როგორია მათი საშუალო ხელფასი?

_ აქ დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. მათი სამუშაო დღე დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე გრძელდება. ხელფასი კი 400-დან 700 ლარამდეა, გააჩნია, რა სიმძიმის სამუშაოს შესრულება ხდება.

_ აპირებთ თუ არა, მომავალ წელს გააფართოვოთ წარმოება?

_ რა თქმა უნდა. ჩვენი უპირველესი საზრუნავი სამომავლოდ ეს არის. ამასთანავე გვინდა, მომავალ წელს აქ გავხსნათ წვენების ქარხანაც და ქობულეთში არ დაგვჭირდეს წაღება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კოტე შარაშენიძემ მანდარინის რეალიზაციასთან დაკავშირებით ასეთი პასუხი გაგვცა:

_ ამ დღეებში ეს პრობლემა უპირველეს საქმედ მიმაჩნია. ყველა ღონეს ვხმარობთ, გამოვნახოთ გზები და ხალხს მანდარინის რეალიზაციაში დავეხმაროთ. დავუკავშირდი მაჟორიტარ დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შევეშველებით ხალხს. წელს ეს საქმე ცოტათი დაგვიანებულია, მე გამგებლად ახლახან მოვედი. მომავალი წლისთვის კი ყველა ღონეს ვიხმარ, გურიაში რამდენიმე ქარხანა გაიხსნას, რათა ადგილზე ჩაიბარონ მანდარინი და, ამასთანავე, წვენების დამზადებაც მოხდეს, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკმა EBRD-ისთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საქართველოს ბანკმა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკთან 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის, 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა მოზიდული რესურსი ათვისებულ იყოს  როგორც ადგილობრივ ვალუტაში, ასევე ევროსა და დოლარში. ინვესტიცია განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გრძელვადიანი, შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფინანსური რესურსი  COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, EBRD-ის მიერ გაცემული პირველი გრძელვადიანი სესხია საქართველოში, და მიზნად ისახავს ბანკის კლიენტებისთვის  კრიზისის ნეგატიური ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებას.   „მოხარული ვარ, რომ ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოს ბანკის ძლიერ და საიმედო პარტნიორად და განაგრძობს ჩვენი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტების, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ვალუტით, დაფინანსებას. ეს არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა 2020 წელს. პარტნიორობა მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს კლიენტებს, მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, არსებული სირთულეების გადალახვაში დავეხმაროთ. ასეთი სახის გრძელვადიანი ფინანსური რესურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისის პერიოდში, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის საჭირო ყველა ფინანსური პროდუქტისა თუ მომსახურების შეთავაზება ვუზრუნველყოთ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორს საქართველოს ეკონომიკის  მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „საქართველოს ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია და მას აქვს ყველა შესაძლებლობა, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრები მიაწოდოს იმ ბიზნესებს, რომლებიც ამ უპრეცედენტო დროს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგანან. ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ფინანსური რესურსით შეუფერხებელი უზრუნველყოფა ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარების უწყვეტობისთვის”,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. (R)          ... ...
  • პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერსიდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.     Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას. „წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  - აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, - “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“ “ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები - ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” - ნათქვამია სტატიაში. “შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, - ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს - გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“ სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით. ... ...
  • თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გენერალური პროკურატურაში განუცხადეს, თუმცა უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. "მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე", - განაცხადეს პროკურატურაში. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის. აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას - პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა. ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ ... ...
  • ტრაგედია ზუგდიდში _ მაშველებმა ბავშვის ცხედარი იპოვესმაშველებმა დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და აჭარის რეგიონებიდან. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან. მობილიზებული იყო დრონი და სამი ერთეული მცურავი საშუალება. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა ექოლოტის საშუალებით. ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ოპერაციის მონიტორინგი ხორციელდებოდა. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია ... ...
  • „ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად?“ _ ჭიჭინაძეპოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებას“  2020 წელს რვაწლიანი მოღვაწეობის სამარცხვინო კრახს უწინასწარმეტყველებს. ჭიჭინაძის განცხადებით, „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით,  ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. „ილუზორულ სამყაროში გამოკეტილმა კობახიძემ „გაგვახარა“,  საარჩევნოდ თამამი დაპირებები გვექნებაო, მაგრამ სითამამეს წინ რა უდგას, შესრულებაა მთავარი. ან რა უნდა გვითხრას „ქართულმა ოცნებმ“ ახალი? რომ პანდემია დაამარცხეს? პანდემიასთან ერთად ქვეყანა დაამარცხეს! აბსოლუტურად გააღატაკეს ხალხი!  „ოცნება“, თავისი ხელმძღვანელით,  ერთი დიდი უპირო ორგანიზაცია გახდა. 2012 წლიდან პრაქტიკულად არცერთი დაპირება არ შესრულებულა. ივანიშვილმა კი, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი გამოავლინა, როდესაც გამოაცხადა, ყველაფერი შეგისრულეთ და ამაზე კარგს ნუ ელოდებითო. მაგრამ! თუ პოლიტიკურ  ძალას არ შესწევს დაპირებების შესრულების უნარი, მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის!   მითუმეტეს სათავეში მმართველ გუნდად ყოფნა  აღარანაირ ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. მოკლედ, პირადად მე, ვერც შემადგენლობაში ვხედავ დიდ ცვლილებებს და ვერც შინაარსობრივად. ან ვინ უნდა შემოგვთავაზონ ივანიშვილი-კობახიძის ტანდემმა ახალ სახეებად? მთელი ცხოვრება ორივე ილუზორულ სამყაროშია გამოკეტილი და თითქოს გადაბრუნებული ბინოკლით უყურებენ ადამიანებს, იმიტომ ეპატარავებათ ყველა. არადა ქვეყანას პოლიტიკოსები სჭირდება, ადამიანები, ვინც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს; ვინც ამ აბსოლუტურ განუკითხაობას შეებრძოლება; ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსავალზე რეალურად იზრუნებს და არა მხოლოდ ტელეეთერებიდან; ვისაც რეალური ცოდნა ექნება და არა პოპულიზმზე მორგებული ე.წ. პოლიტელიტა... და არა ის მონები, რომლებითაც სავსეა დღეს „ქართული ოცნება“, _ აცხადებს დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...