უფლებააყრილი და უყურადღებოდ დატოვებული ვეტერანები

gurianews.com

საზოგადოება

უფლებააყრილი და უყურადღებოდ დატოვებული ვეტერანები

1970 იან 1 04:00:00

საქართველოს შსს ვეტერანთა, პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირის "აბჯარის" გურიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბეჟან რამიშვილმა, რამდენიმე თვის წინ, წერილით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს და გამგებელს გიორგი ტაკიძეს, რომელშიც ორგანიზაციის სახელით საახალწლო ნობათისთვის მინიმალური თანხის გამოყოფას ითხოვდა. ეს წერილი 2010 წლის 17 დეკემბრით თარიღდება. ბეჟან რამიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილისგან, პასუხი 2011 წლის 7 თებერვალს მიიღო, სადაც წერია, რომ იმ ეტაპზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ორგანიზაციას ვერ დაეხმარებოდა, რადგან ბეჟან რამიშვილმა განაცხადის შეტანა დააგვიანა. პასუხი შეიცავს რჩევას, რომ მომავლისთვის გაითვალისწინონ ეს გარემოება და დროულად უნდა შემოიტანონ განცხადება.

_ ახალ წელს მაინც მოეწერათ ეს პასუხი, რაღა დროსია?! ეს აბუჩად აგდებაა თუ უპასუხისმგებლობა? გასაგებია, რომ თანხა არ გამოყვეს, მაგრამ დროულ პასუხს რა თავი უტკიოდა? _ გვითხრა ბეჟან რამიშვილმა.

შსს ვეტერანების, პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირი "აბჯარის" გურიის ორგანიზაცია განთავსებულია ოზურგეთში, სასტუმრო "გურიას" პირველ სართულზე, სადაც ელემენტარული სამუშაო პირობები არ არის. ამას ისიც ემატება, რომ ეს სასტუმრო იყიდება და ორგანიზაცია ქუჩაში დარჩება.

_ სასტუმროს ჰოლანდიელები ყიდულობენ და საოფისე ფართის გარეშე დავრჩებით. ხელისუფლებისგან გამოჩენილი უყურადღებობის და უპასუხისმგებლობის მიუხედავად, მაინც ვცდილობთ, ორგანიზაციის წევრებმა ერთმანეთი არ დავკარგოთ, ხშირად ვიკრიბებით და ვცდილობთ საკუთარი უფლებები დავიცვათ. გვინდა ყურადღება მოგვაქციოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ზოგჯერ ჩვენს არსებობასაც ვახსენებთ _ მართალია უშედეგოდ, მაგრამ მაინც. ახალი კანონმდებლობის თანახმად, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა ბევრმა ადამიანმა შეღავათები დაკარგა: ის მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა ჩვენი უფლებების დაცვას, კანონმდებლობიდან საერთოდ ამოღებულია, ხოლო ახალი კანონპროექტი ჯერაც არ განუხილავთ. ასე უფლებააყრილი და უყურადღებოდ დატოვებული ხალხი ვართ.

ორგანიზაციის პრობლემების შესახებ ვცადე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალეკო მამეშვილს დავლაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ დახმარება გვჭირდება _ საოფისე ფართი მაინც გამოგვიყონ. რაც მთავარია, საზოგადოების რიგებიდან არ ამოგვშალონ და არსებობის საშუალება მოგვცენ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ამ წინადადებაზე ჯერ პასუხი არ მიმიღია, _ გვითხრა რამიშვილმა.

მისივე თქმით, ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის წევრები გულგატეხილები არიან _ მათთვის უბრალო ტკბილეულიც კი საჩუქარია და ყურადღება ყველაზე მეტად უხარიათ, თუმცა ისინი უკვე რამდენიმე წელია, არავის აღარ გახსენებია.

საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებს პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი, 80 წლის გივი მამალაძე:

_ უფლებაყრილები ვართ! არც პოლისი გვაქვს, არც შეღავათები გვეკუთვნის, არც მკურნალობის უფლება გაგვაჩნია! რა ჰქვია ჩვენს ცხოვრებას, რა მქვია მე, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე?! პენსია, შევარდნაძის დროიდან დღემდე 130 ლარი მაქვს. გვპირდებოდნენ, დაგიმატებთო, მაგრამ გადადეს. ეს პენსია წამლის ფულად არ მეყოფა. 40 წელი სამხედრო პირი ვიყავი. თუ ჩემი გაკეთებული არსად ჩანს და არავის ვჭირდებით, ადამიანები ხომ ვართ, ელემენტარული არსებობა ხომ გვინდა?! პარლამენტში ჩვენი ზემდგომი ორგანიზაციის მიერ კანონპროექტი არის შეტანილი, არ დაადგა საშველი მის განხილვას. მთავრობაში ქილიკობენ კიდეც, საკითხავია ვინ არიან და რატომ ითხოვენ შეღავათების დაწესებასო. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შრომაში გავატარე, ჩემს ქვეყანას ვემსახურე. თუ კანონზე მიდგა საქმე, ჩვენმა ხელისუფლებამ უკანონობა დააკანონა და ის 18 შეღავათი, რომელიც ღვაწლმოსილ ვეტერანებს ეკუთვნით, საერთოდ გააქრო კანონდებლობიდან. არავინ არის ჩვენი გამკითხავი. თითქოს დაინტერესებულია სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, იმასაც ამბობენ ამ საქმეს სტრასბურგში წავიღებთო, მაგრამ ჯერ შედეგი არ ჩანს და ნაკლებად მჯერა, რომ ვინმე დაგვეხმარება. შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, დასკვნა მარტივია _ ვეტერანები ცოტანი ვართ დარჩენილები და ჩვენს ამოწყვეტას ელოდებიან, _ თქვა მან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წლევანდელ სოციალური დახმარების პაკეტს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი _ იქ აღნიშნულია, რომ ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებისთვის 250 ლარი გაიცემა. ეს არის და ეს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ადამიანებისთვის გაიმეტა!


ნახვა: 562


 ახალი ამბები
  • “ჩემო პოზიტიურო დედი“ _ ემოციური წერილი, რომელიც შვილმა უკანასკნელად მისწერა დედასდღეს, 15 წლის მოზარდმა, ნ.ბ-ძემ სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამ ეტაპზე, ზუსტი მიზეზი რა გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია.  ადგილობრივები საუბრობენ, რომ გოგონას არანარი დეპრესია არ აღენიშნებოდა. ფეისბუქ გვერდზე გოგონამ ბოლო პოსტი 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. მან დედას  დაბადების დღეს ულოცავდა. “დედი, ჩემო დაუღალავო. სულ მომღიმარო. ჩემო პოზიტიურო დედი. გილოცავ დაბადების დღეს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვეებ ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, რაც ყველაზე მთავარია, ჩემს გაძლებას. შენ ხარ ქალი! რომელიც ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ქალი, რომელიც სულ იმედით სავსეა და ქალი, რომლის შვილობაც ყველაზე დიდი ბედნიერება და სიამაყეა ჩემთვის. ვიცი, საკადრისად ვერ გიფასებ ჩემს ღრმა ბავშვობაში თეთრად ნათენებ ღამეებს და სიყვარულს, რომელსაც დღემდე გამოყოფ ჩემ მიმართ. ვიცი, ხშირად გაბრაზებ, მაგრამ შენც იცი ამდენი გაბრაზების მიუხედავად, ყველაზე ძვირფასი ხარ და ყველაზე წინ დგახარ ჩემს ცხოვრებაში... მინდა, ძალიან დიდხანს ვხედავდე შენს თვალებს. თვალებს, რომელშიც მუდამ იკითხება სიკეთე, სითბო და სიყვარული. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს შენი თავი. დედი, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყველაზე ბედნიერი ვარ ამქვეყნად რომ ... ...
  • "ეს იყო ხუმრობა" _ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის"ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, ხანდახან ხუმრაბო შესაძლებელია. "ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები ყოველთვის. ეს იყო ხუმრობა, იმედი მაქვს არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი", - აცხადებს ზურაბიშვილი. მანამდე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს ურჩია ტვინი გაენძრიათ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს ... ...
  • რა დაწერა გოგონამ თვითმკვლელობამდეროგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 16 წლის გოგონამ ნ. ბ.-მ თავი მოიკლა. ნ. ბ.-მ თავი ჩამოიხრჩო და როგორც გვითხრეს, სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც წერს, რომ ეს ნაბიჯი შეყვარებულის გამო გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ოზურგეთში 15 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო. მერის წარმომადგენელის თქმით, გოგონამ თავი საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ჩამოიხრჩო. სოფელში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, თუ რატომ მოიკლა მოზარდმა თავი. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავები ამ წუთას იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც  თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ... ...
  • ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა. უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...