"სახეზეა ყვითელი სიმინდის "შეტენვის" მცდელობა!"

საზოგადოება

"სახეზეა ყვითელი სიმინდის "შეტენვის" მცდელობა!"

2011 მარ 9 07:43:16

 

გურიაში ხელისუფლება ე.წ. ყვითელ სიმინდს, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, (დღეს აქ თითქმის ყველა ასე ამბობს) "ატენის" საჯარო მოხელეებს, გინდათ თუ არა, უნდა იყიდოთო. გამონაკლისს არც კერძო ბიზნესი წარმოადგენს _ დაძალება მათ მიმართაც იგივე მეთოდით ხორციელდება. საინტერესოა, კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს რაში სჭირდებათ ეს ყბადაღებული ყვითელი თესლი, რომელიც უკვე, გურულების გულღია საუბრით, რომც აჩუქო ვინმეს, ვირუსი ეგონება და ამრეზით შემოგხედავს. ჩვენ არა ერთ მოქალაქეს შევხვდით, რომლებსაც თესლის ყიდვას აძალებენ, თუმცა, ისინი ვინაობას ღიად არ ასახელებენ, რადგან ამ ხელისუფლების დამსჯელ მეთოდებსაც იცნობენ. ხელისუფლებაზე დამოკიდებულ მაძღართა განმარტებით, "ყვითელსიმინდობია" სოფლის მეურნეობაში გადადგმული ძლიერი ნაბიჯია, რომელსაც "მხოლოდ სუსტი მხედველობისანნი ვერ ამჩნევენ".

 

ამ და სხვა უფრო სერიოზულ საკითხებზე "გურია ნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაცია "სასოფლო-სამეურნეო პროგრესის" გამგეობის წევრს ტიფო მიქატაძეს ესაუბრა.

მიქატაძე მიიჩნევს, რომ ჰიბრიდული სიმინდით ადგილობრივი ჯიშების ჩანაცვლება უკიდურესად მცდარი პოზიციაა, ისევე, როგორც მცდარია მეორე პოზიციაც _ თითქოს, ჰიბრიდები საერთოდ არ უნდა შემოვიტანოთ.

_ ბატონო ტიფო, რა უპირატესობა აქვს ამ ჰიბრიდულ ყვითელ სიმინდს და ადამიანის საკვებად რამდენად ვარგისია? არავინ აკონკრეტებს, საფურაჟეა იგი თუ ადამიანის საკვებად გამოსადეგი.

_ ჰიბრიდული სიმინდის თესლი შეიძლება იყოს, როგორც ყვითელი, ისე თეთრი ფერის. არის, როგორც მხოლოდ საფურაჟე, ისე ადამიანის საკვებად გამოსადეგი. ჰიბრიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბევრი სხვა მახასიათებლებითაც. ასე რომ, სახელმწიფომ რომელ ჰიბრიდებზე გააკეთა აქცენტი, არ ვიცით. მათი მიღების შემდეგ, სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაცია და კონსულტაცია უნდა მიეწოდოს დაინტერესებულ ფერმერებს, რათა რაციონალური არჩევანი გააკეთონ, თავიანთი მოთხოვნილებიდან გამომდინარე.

ზოგადად, ჰიბრიდულ ჯიშს ახასიათებს მრავალი უპირატესობა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით. თუმცა ჰიბრიდის შერჩევა უნდა მოხდეს ადგილობრივ აგროკლიმატურ პირობებთან შესაბამისობაში. არ ვიცი, რა ჯიშის, რომელ ჰიბრიდებთან გვექნება საქმე. ამჯერად, თავს შევიკავებდი მათ უპირატესობებზე უფრო დაწვრილებით საუბრისგან. დარწმუნებული ვარ, სათესლე მასალა მაღალხარისხოვანი იქნება, რომელსაც მწარმოებელი კომპანიის (ამერიკული კომპანია "პიონერი") მაღალი ავტორიტეტი განაპირობებს, თუმცა, ხაზს ვუსვამ _ მთავარია, რომელი ჰიბრიდები გვექნება. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ათვითცნობიერებს სიმინდის პროგრამის მნიშვნელობას. ამიტომ, სავარაუდოდ, იგი შეეცდება, პროგრამა არ ჩავარდეს და კარგი პიარი მოიტანოს.

_ საქართველოს რელიეფის მქონე ქვეყნისთვის, როგორ შეიძლება მოხდეს ჩვენებური სიმინდის ამ ჯიშით შეცვლა?

_ ჰიბრიდული სიმინდის ფორმატთა მრავალფეროვნება (მარტო "პიონერს" აქვს ათეულობით ჰიბრიდი) იძლევა საშუალებას, რომ შევარჩიოთ შესაბამისი ფორმა. სავარაუდოა, რომ სახელმწიფომ შეუკვეთა და შემოგვთავაზებს რამდენიმე ფორმისას, საიდანაც ფერმერს მიეცემა არჩევნის გაკეთების საშუალება. რაც შეეხება ჰიბრიდული სიმინდით ადგილობრივი ჯიშების "ჩანაცვლებას," ვიმეორებ _ ეს არის უკიდურესად მცდარი პოზიცია ისევე, როგორც მცდარია მეორე უკიდურესი პოზიცია, თითქოს, ჰიბრიდები საერთოდ არ უნდა შემოვიტანოთ და არ გავავრცელოთ. ჩემი პოზიცია ასეთია: პროგრამამ არ უნდა შეავიწროვოს ადგილობრივი ჯიშები _ იგი უნდა შემოვიდეს, როგორც დამატებითი, და არა სანაცვლო, სათესლე მასალა, სოფლის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობისა და სათესლე სიმინდის დეფიციტის გათვალისწინებით. პროგრამის დახმარებით, მესიმინდემ უნდა მოიწიოს სიმინდის დამატებითი მოსავალი (რითაც დააკმაყოფილებს ოჯახისა და მეურნეობის მოთხოვნას) და მომავალი წლის გაზაფხულზე, დასათესად შეიქმნას ადგილობრივი ჯიშის სიმინდის სათესლე მასალის საკმარისი რესურსი. ამის გარდა, ჰიბრიდული სიმინდის თესლზე მოთხოვნის გაჩენით, პროგრამამ სტიმული უნდა მისცეს მსგავსი თესლის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ ჩვენში საინტერესო სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება არსებობს და განვითარება სჭირდება.

_ როგორც ვიცით, ჰიბრიდული სიმინდი თქვენ ათეული წლების წინ, შემოიტანეთ სარეალიზაციოდ.

_ ჩვენი პირველი "შეხვედრა" ჰიბრიდულ სიმინდთან იყო 1995-96 წლებში. გაითვალისწინეს რა, ამ პერიოდში ქვეყანაში სათესლე სიმინდის დეფიციტი, საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა შემოიტანეს ამერიკული ჰიბრიდების თესლი. იგი გავრცელდა, ძირითადად, მემამულეთა კავშირის ქსელის მეშვეობით. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების რჩევები და პროგრამა შედეგიანი გახდა.

ბოლო წლებში შპს "ხელხვავი", რომლის დამფუძნებელი მე ვიყავი, ავრცელებდა იგივე კომპანია "პიონერის" ჰიბრიდული სიმინდის თესლის ხუთ-ექვს განსხვავებულ ფორმატს. სარეალიზაციო ფასი თორმეტი-ცამეტი ლარის ფარგლებში მერყეობდა. ჰიბრიდული სიმინდის მაღალი მოსავალი მეტად არის დამოკიდებული მოვლაზე, ვიდრე ადგილობრივი ჯიშებისა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარის სრულფასოვან გამოკვებას, აზოტოვანი, ფოსფოროვანი და კალიუმიანი ან კომბინირებული სასუქების შეტანას ნიადაგში. ეს და ტექნოლოგიაში სხვა ელემენტების ჩართვა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც სიმინდის თესლის მაღალ ფასთან ერთად, ჩვენი ფერმერისთვის მძიმე სასტარტო ფასს შეადგენს. ამიტომ, შპს "ხელხვავში" უმნიშვნელო რაოდენობით იყიდებოდა სიმინდის თესლი. დანარჩენს კი, წლის ბოლოს, ქსელიდან ვიღებდით და ვანადგურებდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ასეთ ზარალს ვნახულობდი, მე მაინც დაჟინებით ვაგრძელებდი მომავალ წელს ახალი თესლის შემოტანას და ასორტიმენტის გაფართოებას _ სურვილი მქონდა, რომ თუნდაც მცირე რაოდენობით, მაინც გავრცელებულიყო დაინტერესებულ ადამიანებს შორის, რაც თანდათან საწინდარი გახდებოდა ჩვენს რეგიონში სიმინდის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა. სიმინდის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით გახორციელება, გაზრდის რა დაინტერესებას ფერმერთა მხრიდან ჰიბრიდულ თესლზე, სასიკეთოდ იმოქმედებს იმ კერძო კომერციული კომპანიების საქმიანობაზე, რომლებიც ამ თესლის წარმოებითა და რეალიზაციით იქნებიან დაკავებულნი.

_ როგორ ფიქრობთ, "აბაშურ ექსპერიმენტს" ძალიან ხომ არ დაემსგავსება "ყვითელი ექსპერიმეტი?"

_ "აბაშურ ექსპერიმენტსა" და მის "ყვითელ ექსპერიმენტთან" შედარებაზე საუბარი, შორს წაგვიყვანს. ამ პროგრამასთან დაკავშირებულ მახინჯ ექსპერიმენტზე ლაპარაკი კი ამ ეტაპზეც შეიძლება _ სიმინდი იმტვერება ქარის მეშვეობით. როცა ჰიბრიდული ყვითელი სიმინდის ყვავილობა ემთხვევა ადგილობრივი თეთრი სიმინდის ყვავილობას და მათი ნაკვეთები ახლოს, არაიზოლირებულად მდებარეობენ, დამტვერვის შედეგად, ხდება თეთრი სიმინდის "აჭრელება" _ ტაროზე მარცვლები ფერს იცვლის, რის შედეგადაც ეცემა მისი, როგორც სათესლე ღირებულება, ისე სასაქონლო ფასიც. ესე იგი ადგილობრივი თეთრი სიმინდის მომყვანი ფერმერი ზარალდება. ამიტომ სპეციალისტები, ერთნაირი ვეგეტაციის მქონე სიმინდის ერთდროული თესვის დროს, ურჩევენ მათი ნაკვეთების სივრცობრივ იზოლაციას. სათესლე მეურნეობებისთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 300-500 მეტრის დაშორებით, ხოლო სამეურნეო ნაკვეთებისთვის ასეთ შეზღუდვა მოხსნილია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენში სპეციალიზირებული სიმინდის სათესლე მეურნეობები, სადაც ადგილობრივი თეთრი ჯიშები გამოჰყავთ, არ არსებობენ და ფერმერები სათესლედ იყენებენ წინა წლის სიმინდის მოსავლიდან გამორჩეულ მარცვალს. ანუ, აშკარად არსებობს მომავალში ადგილობრივი სიმინდის სათესლე მასალის დეფიციტის გაზრდის საშიშროება.

ამ შემთხვევაში, მესიმინდე ფერმერები, რომელთაც ნაკვეთები ერთმანეთთან ახლოს აქვთ, ამ უარყოფითი მოვლენის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ უთანხმებენ ერთმანეთს დასათესი სიმინდების ჯიშებსა და თესვის ვადებს, რათა რისკი მინიმალიზებული იქნას. ეს ხდება იქ, სადაც ამ კულტურის თესვისა და ფერმერთა ურთიერთობის საჭირო გამოცდილება არსებობს. ჩვენთან კი, სადაც თემის მობილიზებისა და თვითორგანიზების ძალზე დაბალი კულტურაა, რისკები გაცილებით მაღალია და უარყოფითი შედეგებიც უკვე მოსალოდნელია.

არის კიდევ ერთი გზა ჴ იზოლაცია დროში, რაც ნიშნავს, რომ ერთნაირი სავეგეტაციო პერიოდის ჰიბრიდული და ადგილობრივი ჯიშების თესვისას, ჰიბრიდულს თესავენ უფრო ადრე, ვიდრე ჩვენებურს. ამით თავიდან იცილებენ მათი ყვავილობის პერიოდის თანხვედრას და ნაკვეთების გვერდი-გვერდ არსებობაც, უკვე დასაშვებია.

ასე რომ, თუკი ერთ ფერმერს აქვს უფლება, დათესოს ჰიბრიდული ყვითელი სიმინდის თესლი და ჰქონდეს მოსავლისა და შემოსავლის გაზრდის იმედი, მის მეზობელ მეორე ფერმერსაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ჯიშს თესავს, აქვს უფლება, მოითხოვოს, უსაფრთხოდ და ზარალის გარეშე მოყვანის პირობების უზრუნველყოფა.

გამოდის, რომ ჰიბრიდული სიმინდის გავრცელების პროგრამის წარმატება, რაც მისი, მთელი საზოგადოების (და არა რომელიმე ჯგუფის) სასიკეთოდ გამოყენებაში მდგომარეობს, დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, ადგილებზე, სოფლებში, ნაკვეთებში, ფერმერებთან სერიოზულ კონსულტაციებზე, მათი ინტერესების გათვალისწინებაზე და ურთიერთშეთანხმებაზე. ერთი სიტყვით, კომუნიკაციის "საველე" ტექნოლოგიების მაღალ ხარისხსა და რაციონალიზაციაზე.

რაციონალურობა კი, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. იმისთვის, რომ კამპანიურობის მოყვარულ ხელისუფლებას ერთგულება დაუმტკიცონ, გუბერნატორები და მუნიციპალური მმართველები, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა ბელადს პროგრამაში თანამონაწილეთა მეტი რაოდენობის ჩართვა უპატაკონ. როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო სიმინდის თესლის ძალით "შეტენვა" საჯარო მოხელეებისთვის. ამ ძალადობის მასიურ ხასიათში, საგანგაშოა ის, რომ შიშვლდება ხელისუფლების პოლიტიკა და იხრება იმ უკიდურესი და მცდარი მიმართულებისკენ, რასაც ჰიბრიდული სიმინდით ადგილობრივი ჯიშების "ჩანაცვლება" ჰქვია. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არარაციონალურია. გამახსენდა სიტყვა "ექსპანსიაც". ასეთი მახინჯი ელემენტებითა და დამოკიდებულებით, თავდაყირა დგება მთელი ეს პროგრამა და უკვე ხდება გაუფასურება. ეს ავადმყოფური ტვინების პროდუქტია და ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ.




 ახალი ამბები
  • ოჯახი და პოლიცია 45 წლის მამაკაცს ეძებსოჯახი 45 წლის ლაშა ხვინგიას ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობს. ის სახლიდან 30 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ნათესავების ინფორმაციით, ის ბოლოს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად წავიდა. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა მასზე ძებნა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. წყარო: ... ...
  • საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს დასახელდებასაქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 13:00 საათზე სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა. ამის შესახებ ინფორმაცია ცეკოს ვებგვერდზეა განთავსებული. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე შეჯამდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ასევე იმსჯელებენ 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე. ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ... ...
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?