მოსამართლეების ბინის საძირკველს სხვა შენობისთვის გამოიყენებენ

საზოგადოება

მოსამართლეების ბინის საძირკველს სხვა შენობისთვის გამოიყენებენ

20 იან. 2013, 21:24:16
გადაწყდა, რომ აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრზე, სადაც ცოტა ხნის წინ ორსადარბაზოიანი ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, მართლმსაჯულების სახლი აშენდება.

ახალი ობიექტის გაბარიტები და მოცულობა ბევრად ნაკლებია. მართლმსაჯულების სახლის მშენებლობაზე ტენდერი იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა ორი თვის წინ გამოაცხადა. 870 ათას ლარად ღირებული პროექტი შპს "ბაღდათრემშენმა" მოიგო. მართლმსაჯულების სახლი, რომელიც უკვე არსებულ ბეტონის საძირკველზე დაშენდება, სამი ნაწილისაგან შედგება _ პირველ ნაწილში ადმინისტრაცია, სასწავლო აუდიტორიები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი განთავსდება, მეორე ნაწილში დარბაზი, რომელიც 150 კაცს დაიტევს, მესამე ნაწილი კი ამ ორი ნაწილის შემაერთებელი ვესტიბიულია.

58 მოსამართლე, რომლებიც თანადაფინანსების პრინციპით სახელმწიფოსგან საცხოვრებელს ელოდა, უბინაოდ დარჩა. პროექტის შეცვლის მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, ეს ბანკების მიერ მოსამართლეებისთვის კრედიტების გაცემაზე უარის თქმას უკავშირდება. დღეს მოქმედი მოსამართლეების მომავალი გაურკვეველია, ბანკებს კი გარისკვა არ სურთ.

ხელშეკრულებაში, რომელიც გასულ წელს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა კომპანია "ზიმოსთან" გააფორმა, ნათქვამი იყო, რომ ბინა თანადაფინანსების პრინციპით შენდებოდა. ღირებულების 33%-ს ანუ 2 012 838 ლარს სახელმწიფო გადაიხდიდა, დანარჩენ 67% -ს კი საერთო სასამართლოების თანამშრომლები. ამასთან დაკავშირებით "საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმიც კი გაფორმდა.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი საცხოვრებელი კორპუსის ამშენებელ კომპანია "ზიმოს" 1,5 მილიონი ლარის გადახდას 2012 წლისთვის დაპირდა. დარჩენილი ნახევარი მილიონი კი 2013 წელს უნდა დაეფარა.

მოსამართლეებისთვის ბინების აშენება გასული წლის ზაფხულში გადაწყდა, ცხრასართულიან კორპუსში ოროთახიან ბინას 58 მოსამართლე მიიღებდა. მოსამართლეთა საცხოვრებლის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 6 200 ათასი ლარი 2012-2013 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.

"გურია ნიუსი" პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც მოსამართლეებისთვის ბინების მშენებლობის ფაქტი გააჟღერა. უზენაესმა სასამართლომ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ რეგიონებიდან სხვადასხვა ტრეინიგებზე ჩამოსულ მოსამართლეებს ეს ბინები დროებით სარგებლობაში გადაეცემოდათ: "ჩვენ ამ მოსამართლეებისთვის ქირას ვიხდით, რაც საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს უწყებრივი სახლი, სადაც მოსამართლეები დროებით იცხოვრებენ", _ განაცხადა უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ვასაძემ.

გასული წლის ოქტომბერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა სახელმწიფოს მიერ მოსამართლეებისთვის ბინის მშენებლობას გაუმართლებელი ხარჯი უწოდა: "არც ერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია ეს მიზანშეწონილად. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ სახელმწიფომ ბინები აუშენოს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელფასო და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, გარანტირებული ცხოვრება აქვთ. ამასობაში ჩვენ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარზე გვყავს. ჩვენ არ ვცხოვრობთ იმგვარ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ საკუთარ თავს ამგვარი ფუფუნების უფლება უნდა მისცეს. ყოვლად გაუმართლებლად მიმაჩნია ამის გაკეთება", _ განაცხადა ხიდაშელმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით მართლმსაჯულების სახლის მშენებლობა 2013 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...