საკუთარ მიწაზე პროტესტის ნიშნად დარგული თხილი...

საზოგადოება

საკუთარ მიწაზე პროტესტის ნიშნად დარგული თხილი...

2013 იან 21 03:01:02

ადგილზე მისულებს აღსრულების ბიურის წარმომადგენლები მართლა დაგხვდა, მაგრამ მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს და  გვირჩიეს, რომ პრესსამსახურისთვის მიგვემართა.

მიწის ნაკვეთზე 29 დეკემბერს მეგენეიშვილებმა პროტესტის ნიშნად თხილის ნერგები დარგეს, რომელიც გუშინ მედიის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ გაანადგურეს მუშებმა და რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, მიწის ნაკვეთზე მუშაობა გაგრძელდა.

რა ხდება სოფელ ჩონჩხათში? "გურია ნიუსი" მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ მფლობელს ლაშა მეგენეიშვილს დაუკავშირდა. მეგენეიშვილის თქმით, 2002 წელს „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და მათ ოჯახს შორის  ხელშეკრულება გაფორმდა.

_ 2002 წლიდან 2009 წლამდე არსებობდა 7 წლიანი ხელშეკრულება ნავთობის კორპორაციასა და კერძო მესაკუთრეს შორის. როდესაც ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და როცა ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, კორპორაციამ გვითხრა, ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმდება, ვინაიდან თქვენ არ გეკუთვნით ეს თანხაო. წლიური საიჯარო თანხა განისაზღვრა 8 თეთრით. მოკლედ, 2009 წელს დაიწყო დავა და ჩავკეტეთ ნაკვეთი და ისინი არ შევუშვით, ამის შემდეგ გვიჩივლეს სასამართლოში. ისინი 75 000 ათას ლარს გვედავებოდნენ, სასამართლომ არ ჩათვალა ამ მიზეზზე ბრძოლა საჭიროდ და ნაწილობრივ დაგვაკმაყოფილა მოსამართლემ. სასამართლომ მისცა ნავთობის კორპორაციას მუშაობის ნება, ოღონდ ჩვენთან მოლაპარაკების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა. ჩვენ ახლა საქმე გვაქვს კომპანია „ვიპ ჯორჯიასთან“, რომელსაც ლიცენზია აქვს ჩვენს ნაკვეთზე მუშაობის, ოღონდ „ვიპი ჯორჯია“ თანხის გადახდას და ხელშეკრულების დადებას არ აპირებს. ისინი  გვეუბნებიან, რომ თუ აიღებთ 8 თეთრს კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, ამ შემთხვევაში გაგიფორმებთ ხელშეკრულებასო. ეს წლიურად 304 ლარია,  სასაცილო თანხაა.

_ და ეს 8 თეთრი ვინ დაადგინა, რამე ოფიციალური საბუთი არსებობს?

_  მაშინ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ზურაბ ჯანჯღავამ მოითხოვა ლევან სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროსგან დასკვნის შედგენა კონკრეტულად ამ ნაკვეთზე და ასეც მოხდა. როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, გაგვიმეორეს ცოტა მეტი შეგვიძლია გადაგიხადოთო, საუბარი იყო 10 000 ლარზე, ეს სასამართლოზეც გაჟღერდა და მაშინ მაგათმა იურისტმა გვითხრა,  თუ ამ თანხაზე თანახმა იყავით, სამხარეულის დასკვნაში 10 000 ლარს დავაფიქსირებდითო. ჩვენ არ ვეთახმებით სამხარეულის ბიუროს.მოკლედ, ახლა არის ასეთი მდგომარეობა: არც თანხას გვიხდიან და არც ხელშეკრულებას გვიფორმებენ. ნაკვეთზე, სადაც ჭაბურღილია ჩვენ დავრგეთ თხილის ნერგები, რომელიც გუშინ განადგურდა. ჟურნალისტების წასვლის შემდეგ მოხდა თხილების განადგურება. ჩემები დამიკავშირდნენ, მანქანა შესულა და გადაურა.

_ რას აპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით სამომავლოდ?

_ ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს, ბატონ  ბიძინა ივანიშვილს და ის დაგვპირდა დახმარებას, არ დაიჩაგრებითო, გვითხრა. კიდევ ერთი გზა არის, გასაჩივრება, მაგრამ დუხჭირი ცხოვრების გამო ვერ ვასაჩივრებთ. იმედია,  სამართალი გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში.

"ვიპი ჯორჯიას" კორპორატიული მენეჯერი გიორგი კვინიკაძე, "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ლიცენზია ნავთობის ძიებასა და მოპოვებაზე,  2012 წლიდან მიიღო. მანამდე ამ საქმიანობას აწარმოებდა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, შეთახმება ვერ განხორციელდა ბატონ მეგენეიშვილთან და საქმე სასამართლომდე მივიდა.

_ მეგენეიშვილთან წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ორჯერ იყო, რადგან არაფერი არ გამოვიდა. ისე, ცნობისთვის, ვერც კორპორაციამ მიაღწია შეთახმებას მეგენეიშვილთან. სამხარაულის მიერ არის დასკვნა დადებული, მაგრამ ბატონო მეგენეიშვილი არ ეთახმება ამას, სხვა თანხა მოითხოვეს და ეს თანხა რეალობიდან შორს არის. სასამართლომ დაავალდებულა ბატონი მეგენეიშვილი, რომ მოსარჩელის ანუ კორპორაციის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად განხორციელებულიყო ყველა ქმედება.  შეთავაზა კორპორაციამ აღნიშნული თანხა, რაც დადგენილი იყო, მაგრამ ისინი არ დაეთანხმნენ.

_ გასაგებია, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, მაგრამ მოლაპარაკება იყო?

_ მოლაპარაკება რომ ყოფილიყო და შედეგი დამდგარიყო, ხომ არ წავიდოდა დავა სასამართლოში? მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და თავიდან მიმართა სასამართლომ. გუშინ მოხდა შესვლა აღნიშნულ ტერიტორიაზე.

_ მიწის ნაკვეთი ხომ ეკუთვნის მეგენეიშვილებს?

_ ეს მიწის ნაკვეთი, რასაკვირველია, არის მეგენეშვილის, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მის საკუთრებაზე.

_ რა გამოდის მაშინ, თქვენი კომპანია სარგებლობს მეგენეიშვილის მიწის ნაკვეთით და მეგენეიშვილს არაფერს არ უხდით?

_ ჩვენ შევთავაზეთ თანხა და ის არ დაეთახმა.

_ რა თანხაზეა საუბარი?
_ 320 ლარი (წლიური), საიჯარო თანხა, რაც სამხარაულის ბიურის მიერ არის დადგენილი.

მეგენეიშვლის საქმეს  "გურია ნიუსმა" 2012 წელს ვრცელი სტატია მიუძღვნა. მეგენეიშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი იხსენებს,რომ ინცინდენტი 2010 წლის ზაფხულში მოხდა: "რადგან ახალი ინვესტორი უარზე იყო, ჩვენთან ხელშეკრულება გაეფორმებინა და იჯარის გადასახადი გადაეხადა, გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალით დაგვეცვა ჩვენი კუთვნილი ქონება. ნაკვეთზე ვიყავით, როცა კუდ-ის 14 მანქანა მოვიდა. იყვნენ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც. განსაკუთრებით აგრესიულობდნენ ლაშარელა ჩხაიძე და შმაგი ურატაძე. ჩხაიძემ უშვერი სიტყვებით გვაგინა მეც და ჩემს მეუღლესაც. შემდეგ მე და ჩემი უმცროსი შვილი _ ლაშა მეგენეიშვილი ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც ბოროტმოქმედები და ლანჩხუთის პოლიციაში გადაგვიყვანეს. იმ საღამოსვე ოზურგეთში სასამართლო ჩატარდა, რომელმაც დამნაშავედ გვცნო სხვისი საკუთრების დაზიანების მცდელობაში. არადა რეალურად, არანაირი საკუთრება არ დაგვიზიანებია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასჯელიც გამოგვიტანეს და 400-400 ლარი ჯარიმის გადახდა დაგვაკისრეს".

ლაშა მეგენეიშვილი ადასტურებს, რომ პოლიციამ ზედმეტი ძალა გამოიყენა: "შმაგი ურატაძემ თავში რომ ჩამარტყა, გონება დავკარგე. რომ გამოვფხიზლდი, უკვე მანქანაში ვიჯექი და ხელბორკილები მეკეთა", _ იხსენებს იგი.

ამ საქმესთან რაიმე კავშირს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი შმაგი ურატაძე კატეგორიულად უარყოფს: "არც კი ვიცი, რომელ საქმესთან დაკავშირებით მირეკავთ. ასეთი არაფერი მახსენდება."




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...