80-იან წლებში გახსნილი გურიანთის მემორიალური მუზეუმი ახალ რემონტს საჭიროებს

საზოგადოება

80-იან წლებში გახსნილი გურიანთის მემორიალური მუზეუმი ახალ რემონტს საჭიროებს

2018 ოქტ 2 18:25:09

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ცენტრში, ორსართულიანი შენობის მეორე სართული სოფლის მემორიალურ მუზეუმს უკავია, რომელსაც ახალი სიცოცხლის შეძენა  და სარემონტო სამუშაოების ჩატარება ჩქარ ტემპში ესაჭიროება.


მუზეუმის გამგე მარინა მიმინოშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მუზეუმს სკოლის მოსწავლები და პედაგოგები სტუმრობენ.  წელს კი თბილისიდან ჩამოსული სტუდენტების სტუმრობდნენ, ასევე ურეკის საჯარო სკოლა აპირებს მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილების ჩატარებას.

 “მუზეუმი 1981 წლის 2 დეკემბერს გაიხსნა და დღემდე მუშაობს. ჩვენთან ძირითად არის არქეოლოგიური ნამუშევრები, რომელიც სოფელ გურიანთაში არის აღმოჩენილი. გურიანთა-ციხისფერდის უბანში მდინარე სკურდუმის ბორცვზე 1963 წელს გათხრების შედეგად აღმოჩენილი გვიანი ნეოლითის ხანის კაჟის, რიყისქვის იარაღები, ადრეფეოდალური ხანის ვაშნარის ციხე-ქალაქის მასალები. ასევე არის ეთნოგრაფიული კუთხე, სოფლის გამოჩენილი ადამიანების კუთხე, გურამ შარაძის ნამუშევრები, პირადი ნივთები, ჩანაწერები, წიგნები. მუზეუმში არის შრომის გმირების მედლები, ორდენები, პირადი ნივთები, ასევე არის მეორე მსოფლიო ომში შინ მოუსვლელთა მემორიალური კუთხე, პირადი ნივთები, წერილები, ფოტოები. მრავალშვილიანი დედების ფოტოები გვაქვს. “ - ამბობს მარინა მიმინოშვილი.

მუზეუმში არაერთი პრობლემაა, ერთ-ერთი სტიქიის დროს დაზიანდა შენობის სახურავი. ამ ეტაპზე ელექტრო ენერგია არ მიეწოდება მუზეუმს.

“არც თუ დიდი ხანია, მაგრამ ელექტრო ენერგია შენობაში არ არის, ეს მოსაგვარებელია.  თუ სარემონტო სამუშაოები არ დაიწყება მანამდე შუქის პრობლემის მოგვარებას აზრი არ აქვს.

უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო დარწმუნებული ვარ ყველაფერ კარგად იქნება და მოგვარდება ეს პრობლემა. ეს მუზეუმი მხოლოდ ჩვენი სოფლისთვის არ არის მნიშვნელოვანია, აქ არის უდიდესი ნამუშევრები, რომელსაც უფრო მეტი მოფრთხილება და შენახვა უნდა“,  - გვითხრა მარინა მიმინოშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გურიანთის დეპუტატის მაია ზოიძის თქმით, როგორც კი ეს საკითხი გამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომაზე აქტიურად ჩაერთო მის მოგვარებაში.

“საუბარი მქონდა ყველა კომპეტენტურ პირებთან, აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს მუზეუმის შენობა შევიდეს საპრივატიზაციო ნუსხაში. იყო ასევე საუბარი სხვა ადგილზე გადასულიყო მუზეუმის შენობა, მაგრამ ეს საკითხიც დახურულია. კერძო აუდიტი იყო, გამიჯნულია პირველი და მეორე სართული ერთმანეთისაგან, შეფასებულია მუზეუმი 15 000 ლარად და პირველი სართული სადღაც 44 000 ლარამდე. ამ დღეებში უფრო მეტი დეტალები იქნება ცნობილი, რადგან ვმუშაობთ ამ საკითხებზე. ჩემი მოსაზრება არის ასეთი, როგორც დეპუტატის და როგორც რიგითი გურიანთელის, მუზეუმი დარჩეს იქ, სადაც არის და მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე როგორც ჩვენთვის არის ცნობილი სახურავი არის გასაკეთებელი“, _ გვითხრა მაია ზოიძემ.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გურიანთის მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხი გატანილია საჯარო განხილვაზე. მისი რეაბილიტაცია იგეგმება 2019 წელს. განიხილება ასევე, მუზეუმის  ადმინისტრაციულ შენობაში  გადატანის საკითხიც.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...