სახალხო დამცველს წარმომადგენლები გურიაში, სვანეთში და კახეთშიც ეყოლება

საზოგადოება

სახალხო დამცველს წარმომადგენლები გურიაში, სვანეთში და კახეთშიც ეყოლება

2013 თებ 6 23:16:02

_ ბატონო უჩა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე დასავლეთ  საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში  იმყოფებოდით. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ რეგიონებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს?

_ ძირითადად საუბარი იყო სოციალურ პრობლემებზე. ვფიქრობ, თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ნაკლები კომუნიკაცია არსებობდა. თუნდაც სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის. ჩვენ გვინდა მოსახლეობასთან შეხვედრას რეგულარული სახე მიეცეს. მთავარია, თვითმმართველობებს მეტი უფლებები მიენიჭოს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ეს საკითხები  შეიძლება ადგილზეც გადაწყდეს. აუცილებელი არ არის ამისთვის ცენტრალური ხელისუფლების შეწუხება, მაგრამ სისტემა ისეა მოწყობილი, გარკვეულ პრობლემებს აჩენს.  რეგიონებს უნდა მივცეთ მეტი უფლებები, ადგილზე გადაწყვიტონ გარკვეული საკითხები. მე დავინახე, რომ ამის მოთხოვნა არის საზოგადოებაში. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ამისკენ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მაქსიმალური დეცენტრალიზაცია  და მეტი უფლებები მიენიჭოს თვითმმართველობებს.

_ გაფართოვდება თუ არა რეგიონებში სახალხო დამცველის ოფისები?

_ გვინდა რეგიონებში არსებული ჩვენი ოფისების ფუნქციის გაძლიერება.  აქამდე ჩვენი რეგიონული ოფისები კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას ვერ ახდენდა.  კონკრეტულ საქმეებს თბილისში აგზავნიდნენ და  აქ ხდებოდა რეაგირება. ეს პრაქტიკა მალე შეიცვლება. ქუთაისიდან დავიწყებთ. შემდეგ  სხვა რეგიონებში გადავალთ. ზუგდიდში, ბათუმში. გვინდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი გვყავდეს გურიაში, სვანეთში, კახეთში. და ამაზე უკვე ვიწყებთ მუშაობას.  ჩვენს ოფისებს, კონკრეტულ ფაქტებზე, ადგილზე შეეძლებათ რეაგირება. ისინი არ იქნებიან მხოლოდ შუამავლის როლში.

_  თქვენ რეკომენდაციით მიმართეთ სასჯელაღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს პატიმრებისთვის კომუნიკაციის გაფართოების თხოვნით. რა პასუხი მიიღეთ სამინისტროდან?

_ დადებითი პასუხი მივიღეთ. იმისთვის რომ ეს რეკომენდაციები განახორციელონ გარკვეული დრო სჭირდებათ. ისინი გვეთანხმებიან, რომ ციხის ევროპული წესების თანახმად, პატიმრებს  უფლება აქვთ მიიღონ საინფორმაციო არხები.  ეს პრობლემა არ დგას რამდენიმე დაწესებულებაში. მაგრამ მე-7 და მე-8 საპყრობილეში ეს პრობლემა არსებობს. საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდის მერე კვლავ შევეხიანებით და შევამოწმებთ, რამდენად შესრულდა ეს რეკომენდაცია. თუმცა მათ ითხოვეს გარკვეული დრო, რომ საკითხი მოგვარდეს.

_ ბოლო პერიოდში დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების მიმართ  ხომ არ ყოფილა ზეწოლის, ან დაშანტაჟების ფაქტები?

_ არც ერთი დაკავებული მაღალი თანამდებობის პირისგან ზეწოლაზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, საუბრობენ, რომ კარგ პირობებში იყვნენ. პრობლემა არ ჰქონიათ.  ამასთან დაკავშირებით მათგან საჩივარი არ ყოფილა.

­_ შსს-ს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაის პრეტენზიები ხომ არ აქვს ციხის ადმინისტრაციასთან?

_ მას ერთადერთი პრეტენზია ჰქონდა - საინფორმაციო არხებზე  წვდომა. იგი საკმაოდ ნორმალურ პირობებშია.

_ ბოლო პერიოდში, ყველაზე ხშირად რეკომენდაციით რომელ უწყებას მიმართავთ და ითვალისწინებენ თუ არა თქვენს რეკომენდაციებს?

_ ვერ ვიტყვი, რომ ასეთი უწყება ერთია. მივმართეთ სხვადასხვა უწყებას. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასწრებას სასამართლო პროცესებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოდან პასუხი მივიღეთ, რომ ისინი გაითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას. რეალურად, საქმე ეხებოდა შენობის გადაკეთებას, ინფრასტრუქტურის ისე მოწყობას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს სასამართლო დარბაზში დაბრკოლების გარეშე გადაადგილების საშუალება მიეცეთ... სხვადასხვა უწყებებიდან სხვადასხვა პასუხია, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ 2 თვე არ არის, რაც სახალხო დამცველი ვარ, უწყებებში სულ რამდენიმე რეკომდაციაა გაგზავნილი. ზოგი შესრულებულია, ნაწილთან დაკავშირებით ველოდებით კონკრეტულ პასუხს.

_ რამდენად ხშირად ხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ითვალისწინებს თუ არა იგი თქვენ რჩევებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?

_ მე ჯერ არ მქონია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ვაპირებ შევხდე და ვისაუბროთ საკითხებზე.




 ახალი ამბები
  • "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_ ფოტოები აცანადანგურიის თითოეული სოფელი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, თუმცა, სოფელ აცანას ზღაპრული ხიბლი აქვს. აცანა  მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ-ის სიმაღლეზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და  მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. ცნობისთვის, აცანაში აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. "ასეთი სოფელი რომ გაქვს და შაურმების ქუჩაზე ცხოვრობ"_წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ამო ქინქლაძე და აცანის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ. ... ...
  • ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების - მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, ასევე ორგანიზაციების მოთხოვნით, სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ განმარტებასაც იმის შესახებ, თუ რომელი შენიშვნები აისახება და არ აისახება კანონპროექტში და - რატომ. 30 იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ითხოვდნენ, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინათ პარლამენტისთვის, რადგან ის მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებდა. პროექტის გასაუმჯობესებლად ორგანიზაციები სამინისტროს  თანამშრომლობასაც სთავაზობდნენ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობა რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამინისტროს მიერ დასრულებულ ვერსიად წარმოდგენილი დოკუმენტი მაინც გაუმართავი იყო სამართლებრივი და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. მასში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული საერთაშორისო ვალდებულებები და პრაქტიკულად არ იყო მოცემული რეგულაციების განხორციელების მექანიზმები. შესაბამისად, კანონპროექტი „ვერ უზრუნველყოფდა ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებას“. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციების თვალსაზრისით, პროექტის გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების არასათანადო ჩართულობით, ექსპერტთა შენიშვნების დიდი ნაწილის გაუთვალისწინებლობით და ფორმალური, ზედაპირული საჯარო განხილვების ფონზე მომზადება ... ...
  • აქცია პარლამენტთან_ "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის"დღეს დილიდან პარლამენტთან ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან „ევროპული საქართველოს" და „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. „ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა. როგორც ოპოზიცია აცხადებს პარლამენტის პიკეტირების მცდელობები და აქციები მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუ საჭირო გახდა საპარლამენტო არჩევნების დღემდე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის შენობაში შესვლა დღეს შეძახილების ფონზე მოუწია.  როგორც მან ჟურნალისტებთან  განაცხადა,  "ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, 2 ოპერატორი, ათი პოლიციელი მოდის და ეს უკვე უხერხულია". მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ თალაკვაძის ანგარიშია, ირაკლი შოთაძის კენჭისყრა კი დღეს იქნება თუ ხვალ, ჯერ გადაწყვეტილი არ ... ...
  • ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  დაუკავშირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას, ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით,  ბრალდებულმა, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ... ...
  • ჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახაჩოხატაურში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  შემთხვევის შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...